იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ გამართული შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ ინგლისელებს ძალიან ძლიერი გუნდი ყავთ, ამიტომ ის გამარჯვებით გახარებულია.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, იტალიამ ინგლისს ანგარიშით 2:1 სძლია.
“ჩვენი მთავარი მიზანი დანიელე დე როსის, ანდრეა პირლოსა და მარკო ვერატის დახმარებით, მოედნის ცენტრში უპირატესობის მოპოვება იყო. ინგლისის ნაკრები ძალიან ძლიერია, ამიტომ მიხარია, რომ ჩვენ მათი დამარცხება მოვახერხეთ”, – ამბობს პრანდელი.