გაბრაზებულმა კომპანიმ კედელს ფეხი დაარტყა

15 მარტს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ჰალ სიტისა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამართულ მატჩში (0:2), 10 წუთზე, “ქალაქელთა” მცველი კომპანი მოედნიდან გააძევეს, რამაც ფეხბურთელი ძალიან გააბრაზა.

პრემიერლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი დაასახელეს

ინგლისის პრემიერლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის ვინაობა დასახელდა.

თვის საუკეთესო მოთამაშედ „ლივერპულის“ თავდამსხმელი დანიელ სტარიჯი დასახელდა. ინგლისელმა ფეხბურთელმა თებერვალში ჩატარებულ ოთხ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

თვის საუკეთესო მწვრთნელად „ვესტ ჰემის“ თავკაცი სემ ელერდაისი დასახელდა. მისი ხელმძღვანელობით აღმოსავლეთლონდონურმა გუნდმა თებერვლის თვეში ოთხიდან ოთხი გამარჯვება მოიპოვა, 31 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიცია დაიკავა. „ვესტ ჰემმა“ თებერვალში ცხრა გოლი გაიტანა და მხოლოდ ერთი გაუშვა. ელერდაისი მეხუთედ გახდა პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელი, თუმც პირველად უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში.

ბექა დოგრაშვილი

2013-14: ყველაზე დასამახსოვრებელი გოლის აღნიშვნები პრემიერ ლიგაში

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ მიმდინარე სეზონში, ინგლისის პრემიერ ლიგაში გატანილი გოლების ყველაზე დასამახსოვრებელი აღნიშვნები გამოაქვეყნა.

8. ჯონათან დე გუზმანი

7. ფაბიო ბორინი

6. დანიელ სტარიჯი

5. ემანუელ ადებაიორი

4. ტომ ჰადლესტოუნი

3. სამუელ ეტოო

2. ნიკოლას ანელკა

1. დევიდ მეილერი

მოედანზე შეჭრილი ქათამი

9 მარტს, ინგლისის ჩემპიონლიგის 34-ე ტურში, “ბლექბერნსა” და “ბარნლის” შორის გამართულ შეხვედრაში ძალიან საინტერესო რამ მოხდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ “ბლექბერნის” გულშემატკივრებმა მოედანზე ქათამი შეუშვეს.

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-9 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეცხრე ნომერი, რომლის დიდი ნაწილიც საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ეხება.

ნომერში წაიკითხავთ:

სტუმრად  „ბარსას“  მუზეუმში;
გარიცხავენ რუსეთს ფიფადან?
კვირის   კარიკატურები;
დამსახურებული დასვენება.

   კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

9 მარტის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

რუნი მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებაში დარწმუნებული არ არის

ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი უეინ რუნი თვლის, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის განაცხადში მას ადგილი ჯერ გარანტირებული არ აქვს.

„ეს ბოლო ეტაპია, სანამ მთავარი მწვრთნელი არჩეული მოთამაშეების გვარებს არ დაასახელებს. ამჟამად ნაკრებში 29 მოთამაშეა გამოძახებული, რომელთა შორისაც მუნდიალზე 23 გაემგზავრება. ყველა ფეხბურთელს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის ჩვენება სურს. ყველას ბევრი რამ გვაქვს დასამტკიცებელი, ამიტომაც, ვფიქრობ, ჰოჯსონს საბოლოო განაცხადის შესადგენად ბევრი ფიქრი მოუწევს“, – განაცხადა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ინგლისის ნაკრებში სპორტული ფსიქოლოგი იმუშავებს

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ მის გუნდში ცნობილი სპორტული ფსიქოლოგი სტივ პიტერსი იმუშავებს.

„ეს უბრალო ფსიქოლოგი არ გეგონოთ. ეს დოქტორ სტივ პიტერსი გახლავთ, ამ სფეროში ძალიან ცნობილი პიროვნებაა. მან სპორტის სხვადასხვა სახეობებში უზარმაზარი გამოცდილება დააგროვა, მშვენიერი დოსიე აქვს. გარდა ამისა, ის „ლივერპულშიც“ მუშაობდა.

გუნდში ამ პოსტის შემოღებაზე გარკვეული დროის განმავლობაში ვფიქრობდით და შესაბამის პირსაც ვეძებდით. ბრენდან როჯერსმა პიტერსთან დამაკავშირა. მან ჩვენი შეთავაზება მიიღო, რითაც ძალიან ბედნიერები ვართ“, – ჰოჯსონის სიტყვები Football Italia-მ გამოაქვეყნა.

„ლივერპულის“ კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ სტივ პიტერსთან კონსულტაციებს 2010 წლიდან გადის.

ბექა დოგრაშვილი

პელეგრინიმ საკუთარ თავს „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცი უწოდა

ინგლისის ლიგის თასის ფინალური მატჩის შემდეგ, გამარჯვებული „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი სატელევიზიო ინტერვიუში საკუთარი ემოციების შესახებ საუბრობდა, თუმცა შეცდომით თავი „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცად მოიხსენია.

„მიყვარს ის ზეწოლა, რასაც განვიცდი ისეთი დიდი გუნდის ხელმძღვანელობისას, როგორიც „მანჩესტერ იუნაიტედია“. ძალიან კარგია, რომ ყველა ტურნირზე ვინარჩუნებთ შანსს“, – განაცხადა პელეგრინიმ.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

 

სოლ კემპბელი: „თეთრკანიანი რომ ვყოფილიყავი, ინგლისის ნაკრებს 10 წლის განმავლობაში ვუკაპიტნებდი“

ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის „არსენალის“ ყოფილი მცველი სოლ კემპბელი რასიზმის პრობლემას შეეხო.

„თეთრკანიანი რომ ვყოფილიყავი, ინგლისის ნაკრებს ათი წლის განმავლობაში ვუკაპიტნებდი“, – კემპბელის ეს სიტყვებია გამოტანილი ბრიტანული „სანდეი თაიმსის“ დღევანდელი ნომრის სპორტული განყოფილების თავფურცელზე.

კემპბელის თქმით, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ინსტიტუციონალურად რასისტული ორგანოა.

გარდა ამისა, კემპბელმა აღნიშნა, რომ ხმები, რომლის მიხედვითაც ის გეია (ეს ჭორები კემპბელის მთელი კარიერის განმავლობაში მუსირებდა) „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მოთამაშეების მიერ შეთხზული ჭორია.

ბექა დოგრაშვილი

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-8 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მერვე ნომერი, რომელიც მთლიანად 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის შედეგების შეფასებას ეხება.

ნომერში წაიკითხავთ:

ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპი — გუნდების თავკაცების შეფასებები;
ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპი — ჩვენი კალენდარი;
ისტორია,   სტატისტიკა,   შანსები.

 კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

2 მარტის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

ვიალი: „იტალიაში მოიესს უკვე სამჯერ გაუშვებდნენ“

ლონდონის „ჩელსის“ ყოფილმა თავკაცმა ჯანლუკა ვიალიმ აღნიშნა, რომ იტალიელ კოლეგებთან შედარებით ინგლისური კლუბების მფლობელები მწვრთნელებს გაცილებით მეტ დროს აძლევენ.

„იტალიაში მწვრთნელებს მხოლოდ გუნდის შედეგების მიხედვით აფასებენ. ამიტომაც, იტალიაში მომუშვე სპეციალისტებს რთული ამოცანის შესრულება უწევთ.

აპენინებზე მოიესს უკვე სამჯერ გაათავისუფლებდნენ. როგორც ჩანს, პრემიერლიგაში მწვრთნელს პრობლემების მოსაგვარებლად მეტი დრო ეძლევა.

ინგლისელ ხელმძღვანელებს არ ჰგონიათ, რომ მწვრთნელზე მეტი იციან. იტალიაში გუნდის თავკაცი, შესაძლოა, ორი-სამი მატჩის წაგების შემდეგაც კი გაუშვან“, – განაცხადა ვიალიმ.

ალექსანდრე მატევოსოვი

როგორი იქნება ინგლისის ნაკრების ფორმა მსოფლიოს ჩემპიონატზე

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ფოტო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორი იქნება ინგლისის ეროვნული ნაკრების ფორმა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

ENGWC1