ძელთან შეჯახების შემდეგ დასისხლიანებული ფეხბურთელი

26 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ჰალ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, მეორე ტაიმის მიმდინარეობისას, მასპინძელთა მცველი, ალექს ბრიუსი კარის ძელს შეეჯახა, რის გამოც ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა.

მიმდინარე სეზონის საუეკთესო ფინტები და გოლები

გთავაზობთ მიმდინარე სეზონში გაკეთებულ საუკეთესო ფინტებსა და გატანილ გოლებს.

ციყვის გამო, “ქპრ” – “ლესტერი” მატჩი 5 წუთით შეწყდა

21 დეკემბერს, ინგლისის ჩემპიონშიპში, “ქუინს პარკ რეინჯერსსა” და “ლეიკესტერს” შორის გამართული შეხვედრა (0:1) დროებით, 5 წუთით, იმის გამო შეწყდა, რომ მოედანზე ციყვი შეიჭრა.

squire

მაიკლ ოუენმა პრემიერლიგის ლიდერები შეაფასა

„ლივერპულის“, მადრიდის „რეალისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა თავდამსხმელმა მაიკლ ოუენმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების ლიდერებზე გააკეთა კომენტარი. ინგლისელის თქმით, ლონდონის „არსენალი“ პრემიერლიგაში კონკურენციის გაწევას ვერ შეძლებს. შეგახსენებთ, რომ არსენ ვენგერის გუნდი სატურნირო ცხრილს ჯერჯერობით  35 ქულით ლიდერობს და უახლოეს მადევრებს – „ლივერპულსა“ და ლონდონის „ჩელსის“ მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.

„არსენალი“
„მიუხედავად იმისა, რომ „მანჩესტერ სიტისთან“ „არსენალს“ წარუმატებელი მატჩი ჰქონდა, ლონდონელები ლიდერობას დამსახურებულად აგრძელებენ. ჩემი აზრით, ლონდონურ გუნდს არ ჰყავს იმ რაოდენობის უმაღლესი დონის მოთამაშე, რომ ჩემპიონობისთვის იბრძოლოს. ზოგიერთი მუდმივად მეუბნება, რომ მესუთ იოზილი მსოფლიო დონის მოთამაშეა, თუმცა ამ არასტაბილურობით გამოჩნდა მისი რეალური სახე. მას შემთხვევეითი გამობრწყინებები ახასიათებს, ისიც არაფრით გამორჩეულ მატჩებში“.

„ლივერპული“
„ჩემი აზრით, „ლივერპულმა“ დაიმსახურა ტიტულის კანდიდატთა შორის მოხსენიების უფლება. დიდი ხნის განმავლობაში „წითლები“ ლიდერებს უკან იყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ბრენდან როჯერსს სოლიდურ თანხას გამოუყოფენ. რა თქმა უნდა, არ ვარ წინააღმდეგი, თუ სეზონის ბოლოს პირველ ადგილზე სწორედ „ლივერპული“ იქნება“.

„ჩელსი“
„სეზონის დაწყებამდე ვფიქრობდი, რომ ჩემპიონატს „ჩელსი“ მოიგებდა, თუმცა ახლა ეს რთული შესაფასებელია. ეს გუნდი უმაღლესი დონის თავდამსხმელის ნაკლებობას განიცდის. ჟოზე მოურინიოს რამდენიმე ტიპიური 10-ნომრიანი ჰყავს: მატა, ოსკარი, შიურლე, ვილიანი და აზარი. მათ ნებისმიერი დაცვის გარღვევა შეუძლიათ. ფერნანდო ტორესის, დემბა ბას და სამუელ ეტოოს უმაღლესი დონის მიუხედავად, მათ ვერ იპოვეს გუნდში თავიანთი ადგილი. მოურინიო, რა თქმა უნდა, შეცდა, როდესაც რომელუ ლუკაკუ იჯარის წესით „ევერტონში“ გაანათხოვრა. იანვარში გუნდს გაძლიერების შესაძლებლობა კი ექნება, მაგრამ სეზონის შუა პერიოდში უმაღლესი დონის ფეხბურთელის დამატება იშვიათად ხდება. აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ მოურინიოს თავკაცობით „ჩელსი“ კიდევ ერთ ტიტულს მოიგებს. ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ „განსაკუთრებულს“ თავისი სახელის გამართლება შეუძლია“.

„მანჩესტერ იუნაიტედი“
„მოიესი ფელაინის ყიდვით მყისიერ ეფექტს ელოდა. მარუანს დიდად ვაფასებ, მაგრამ მგონია, რომ ის ვერ ერგება „მანჩესტერ იუნაიტედს“. „ევერტონიდან“ ბარკლის გადმოყვანა უმჯობესი იქნებოდა. ამის მიუხედავად, ეჭვიც არ მეპარება, რომ მოიესი კლუბთან ერთად წარმატებას მიაღწევს“.

„მანჩესტერ სიტი“
„ამ დროისთვის „მანჩესტერ სიტი“ ტურნირის საუკეთესო გუნდია. „ქალაქელები“ ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტები არიან“.

„ტოტენჰემი“
„მგონია, რომ გარეტ ბეილის გაყიდვით ნაშოვნი ფული „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობამ უყაირათოდ გახარჯა. გუნდმა უკან გადადგა ნაბიჯი. თუ უნდათ, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვონ, მაშინ თამაშის ხარისხი უნდა გააუმჯობესონ. ძალზედ მნიშვნელოვანია, თუ ვინ შეცვლის ანდრე ვილაშ-ბოაშს. „დეზებისთვის“ ეს გადამწყვეტი იქნება“.

ბექა დოგრაშვილი

მოედანზე შეჭრილმა გულშემატკივარმა “ჩელსის” ფეხბურთელების გაბრაზება სცადა

17 დეკემბერს, “სანდერლენდისა” და ლონდონის “ჩელსის” შორის გამართულ შეხვედრაში, მოედანზე გულშემატკივარი შეიჭრა, რომელმაც ჯერ ლონდონელი ფეხბურთელების გაბრაზება სცადა, შემდეგ კი სხვა გულშემატკივრები თავისი საქციელით გაახალისა.

კრიკეტის ყოფილი მოთამაშე, რომელიც თემურ ქეცბაიას შეადარეს

კრიკეტში, ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, მაიკლ ვოგანმა ფეხბურთში, ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც გოლის გატანაც მოახერხა. ვოგანმა გოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას სტილში აღნიშნა.

Sky Sports-მა Youtube-ში გამოქვეყნებულ ვიდეოს ასეთი სახელი დაარქვა: Michael Vaughan, the new Temuri Ketsbaia!

დამატებით ტაიმში, 8 წუთში გატანილი 4 გოლი

გასულ დღეებში, ინგლისის ასოციაციის თასის ახალგაზრდულ გათამაშებაში, “პრესტონმა” საკუთარ მოედანზე “ნორვიჩი” მიიღო. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. შესაბამისად, დამატებითი ტაიმები დაინიშნა.

აღსანიშნავია, რომ პირველივე დამატებით ტაიმში, “ნორვიჩის” ფეხბურთელებმა 8 წუთში მეტოქის კარში 4 გოლი გაიტანეს.

რუნი: „პირადად მე არაფრის არ მეშინია“

ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა უეინ რუნიმ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრის შედეგები შეაფასა. ინგლისელი ფეხბურთელის თქმით, გუნდი უმაღლესი პოზიციებისთვის იბრძოლებს.

„საშინელი არაფერი მომხდარა. მსოფლიოს ჩემპიონატზე პლანეტის საუკეთესო ნაკრებები თამაშობენ. აქედან გამომდინარე, თუ გინდა, რომ ტიტულისთვის იბრძოლო, ძლიერ მეტოქეებთან შესახვედრად მზად უნდა იყო. პირადად მე მოუთმენლად ველი მუნდიალს და არაფრის არ მეშინია“, – განაცხადა რუნიმ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები D ჯგუფში ურუგვაის, კოსტა რიკისა და იტალიის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

ბექა დოგრაშვილი

როგორ გამოიყურება ინგლისელი ფეხბურთელი ავტოავარიაში მოხვედრის შემდეგ?

რამდენიმე დღის წინ, რუმინეთში, ინგლისელი ფეხბურთელი ავტოავარიში მოხვდა, რის შედეგადაც მან მძიმე დაზიანება მიიღო.

ვილტონ კონორი, რომელიც რუმინეთის მეხუთე დივიზიონში თამაშობს, ერთი ქალაქიდან მეორეში გადაადგილდებოდა, როდესაც სხვა მანქნას შეეჯახა.

1

foto

2

ინლისური ტურის ამბები

დაძაბული ფრე ცენტრალურ მატჩში “უაიტ ჰარტ ლეინზე“, რემსის დუბლი და ინგლისური პრემიერლიგის სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები ჩვენს მიმოხილვაში.

იქნებ კრიზისი საერთოდ არ ყოფილა?

“მანჩესტერთან“ გასამართი მატჩის წინ, ნეგატივის ტალღა “ტოტენჰემის“ ირგვლივ უფრო ემოციურ შეფასებას გავდა, ვიდრე რაციონალურად გაწონასწორებულ სიტუაციის ანალიზს. კი, ლონდონელებს აქვთ პრობლემები. ბევრი ახალწვეულის მოსვლა თავისებურად აისახება თამაშზე, რაც “სიტისთან“ გამართულ მატჩში კარგად გამოჩნდა. მაგრამ, კრიზისზე საუბარი ალბათ ნაადრევი იყო. ერთი თვის წინ იგივე სიტუაციაში იყვნენ “მანჩესტერელები“ იყვნენ, მაგრამ როგორც ვხედავთ, ინგლისურ გრანდში ყველაფერი  თავის ადგილებზე დგება.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას. გუნდებმა საკმაოდ კარგი ფეხბურთი აჩვენეს. ანგარიში ოულკერის შესრულებილი ჯარიმის შემდეგ გაიხსნა. ამ ეპიზოდში დე ხეა აშკარად შეცდა.სტუმრებმა ანგარიში უეინ რუნის ზუსტი დარტყმით გაათანაბრეს.

საერთო ჯამში, შეხვედრის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მასპინძლების შეტევები საჯარიმოს მისადგომებთან მთავრდებოდა. აღსანიშნავია სოლდადოს სუსტი თამაში. ესპანელი ფორვარდი “ვალენსიაში“ უფრო პროდუქტიული იყო.

მეორე ნახევრის გმირი სანდრო გახდა, რომელიც ულამაზესი გოლის ავტორი გახდა და მასპინძლები კიდევ ერთხელ დააწინაურა. მაგრამ,  უეინ რუნიმ “მანჩესტერი“ კიდევ ერთხელ გადაარჩინა და ზუსტი თერთმეტმეტრიანით საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ევერტონის აღმავლობა

მერსისაიდული დერბის შემდეგ “ევერტონს“ ერთი ტური დასჭირდა “ლივერპულთან“ მისაახლოვებლად. ახლა გუდებს თანაბარი რაოდენობის ქულები აქვთ. წითლები, ბოლო წლებში ჩვეულ არასტაბილურობას უბრუნდებიან, რითაც შესანიშვანად ისარგებლეს ლურჯებმა. უკანასკნელ ტურში, “ევერტონმა“ საშინაო შეხვედრაში  “სტოუკ სიტი“ გაანადგურა, ლივერპული კი “ჰალ სიტისთან“ დამარცხდა გასვლით მატჩში.

რემსიმ მშობლიურ მიწაზე გაიტანა

მეთოფეები კი აგრძელებენ შესანიშნავი ფეხბურთის ჩვენებას. “არსენალი“ ერთადერთი გუნდია “დიდი ოთხეულიდან“, რომელიც სტაბილურობით გამოირჩევა.  გასულ ტურში, გათამაშების ლიდერები უელსურ კარდიფს სტუმრეობდნენ. შეხვედრა “არსენალის“ გამარჯვებით დასრულდა – 3:0. რემსიმ დუბლი გაიფორმა. ერთი გოლიც ფლამინის ანგარიშზეა.

გთავაზობთ ტურის ყველა შედეგს:

30.11.13. 19:00 ბირმინგემი, “ვილაპარკი

ასტონვილა” 0-0 “სანდერლენდი

 

30.11.13. 19:00 კარდიფი, “კარდიფსიტი

კარდიფსიტი” 0-3 “არსენალი

გოლები: რემსი 29’, 93’ ; ფლამინი 86’ .

 

30.11.13. 19:00 ნორვიჩი, “კეროუროუდი

ნორვიჩსიტი” 1-0 “კრისტალპელასი

გოლი: ჰუპერი 30’

 

30.11.13. 19:00 ლივერპული, “გუდისონპარკი

ევერტონი” 4-0 “სტოუკსიტი

გოლები: დელოფეუ 45’ ,  კოულმანი 49’ , ივიედო 58’ , ლუკაკუ 79’

 

30.11.13. 19:00 ლონდონი, “აპტონპარკი

ვესტჰემი” 3-0 “ფულჰემი

 გოლები: დიამე 47’,  კოული 82’ , 89’

 

30.11.13 21:30 ნიუკასლი, “სენტჯეიმსპარკი

ნიუკასლიუნაიტედი” 2-1 “ვესტბრომვიჩალბიონი

გოლები: გუფრანი 36’ (1:0) , ბრანტი 53’ (1:1), სისოკო 57’ (2:1)

 

01.12.13. 18:05 კინგსტონაპონჰალი, “კინგსტონქომუნიქეიშენ

ჰალსიტი31ლივერპული

გოლები: ლივერმოლი 20’ (1:0), ჯერარდი 27’ (1:1), მეილერი 72’ (2:1) , შკრტელი, 87’ (3:1) ს.კ.

 

01.12.13 20:10 ლონდონი, “სტემფორდბრიჯი

ჩელსი31საუთჰემპტონი” 

გოლები: როდრიგესი 1’ (1:0), კეჰილი 55 (1:1), ტერი 62 (2:1), ბა 90’ (3:1)

01.12.13 მანჩესტერი “ეტიჰადი”

მანჩეტრესსიტი 30 სვანსი

გოლები: ნეგრედო 8’,  ნასრი  58’ , 77’

01.12.13. 16:00 ლონდონი, “უაითჰართლეინი

ტოტენჰემი 22მანჩესტერიუნაიტედი

გოლები: უოლკერი 18’ (1:0), რუნი 32’ (1:1), სანდრო 54’ (2:1), რუნი 57’ (2:2)

ალექსის სანჩესის მთავარი როლი

დიდი პატიავია თამაშობდე გუნდში, რომელიც უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის. მაგრამ, რთულია ასეთ გუნდში მეორე პლანის როლის შესრულება. ალექსანდრ გლები, დმიტრო ჩიგრინსკი, ტიაგო ალკანტარა, მარტინ კასერესი.. ეს იმ ფეხბურთელების არასრული ჩამონათვალია, ვინც ვერ გუაძო მეორე პლანზე ყოფნას და მეტი სათამაშო დროის ძიების მიზნით სხვა გუნდებში გადასვლა დასჭირდათ. სხვა პრობლემა იდგა ზლატან იბრაჰიმოვიჩთან, რომელიც ყოველთვის სასტარტოში იყო და შედეგიანობითაც გამოირჩეოდა, თუმცა გუნდი მასზე არ იყო აწყობილი, რაც შვედისთვის მტკივნეული აღმოჩნდა. მას მეტი ყურადღება სჭირდებოდა.

ალექსის სანჩესმა 2011 წელს “უდინეზეში”, სადაც ის გუნდის მამოძრავებელი ძალა იყო, ამოწურა თავისი შესაძლებლობები და ახალ დონეზე გადასასლელად ყველაზე მაღალი საფეხური, “ბარსელონა” აირჩია. სადაც რა თქმა უნდა ჩრდილში მოექცა ისეთი ვარსკვლევების ფონზე როგორებიც არიან ჩავი, ინიესტა, ლიონელ მესი.. მაგრამ როგორც ჩანს, ჩილელისთვის ეს ძლიერი მოტივატორი აღმოჩნდა.. წლევანდელი სეზონი სანჩესისთვის უკვე წარმატებულია. მას მნიშნველოვანი გოლები გააქვს და ნელ-ნელა გუნდისათვის მნიშვნელოვან ფიგურად ყალიბდება.

“ბარსას” ტიკი-ტაკა რომლის მთავარი იდეოლოგი პეპ გუარდიოლა იყო, აქცენტს ბურთის ფლობაზე, ნახევარმცველების შეტევაში აქტიურ მონაწილეობაზე, მოთმინების უნარზე აკეთებდა (რაც შემდეგში ვილიანოვას საფეხბურთო ფილოსოფიაშიც გვხვდება). ამ ყველაფრის გვირგვინი კი, ლიონელ მესი იყო. სწორედ ეს ფაქტორები ქმნიდა “ბარსას” გასული ხუთი წლის განმავლობაში მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად.

ამ ტაქტიკურ მონახაზში ცენტრალურ ფორვარდს უბურთოთ უწევს ყოფნა. ალექსის ძლიერი მხარე კი, სწორედ ბურთით თამაშია. ამის გამო, ჩილელი ხშირად ორგანულად ვერ ჯდებოდა სათამაშო სტილში და თავს იზოლირებულად გრძნობდა.

მარტინოს მოსვლის შემდეგ “ბარსას” სტილი შეიცვალა. ახლა უკვე ხშირად ვხედავთ “ბარსელონას” კონტრშეტევებს, რაც ადრე ძალიან იშვიათად ხდებოდა. საბოლოო ჯამში, ალექსისს მეტი თავისუფლება მიეცა საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად რაც ნათლად აისახა მის წლევანდელ სტატისტიკაში. პრიმერას 10 შეხვედრაში ჩილელის ანგარიშზე უკვე 8 გატანილი გოლია და ფორვარდი ამ შედეგზე გაჩერებას ნამდვილად არ აპირებს.

ბუნებრივია სანჩესის ათამაშება ჩილეს ეროვნულ ნაკრებზეც აისახა. სანჩესის “One man show”-მ ლეგენდარულ “უემბლიზე” ბრიტანელები გააოცა. სამხრეთამერიკელებმა ინგლისის ეროვნული ნაკრების სტუმრად დამარცხება, სწორედ ალექსის სანჩესის დუბლის წყალობით მოახერხეს.

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ახალგაზარდა ჩილელი კვლავ იღებს სიამოვნებას საკუთარი თამაშით და უამრავ გულშემატკივარსაც ახარებს მსოფლიოს მასშტაბით.

 

“ტოტენჰემის” მძიმე შემოდგომა

“ტოტენჰემის” რთული პერიოდი, “საუთჰემპტონის” მორიგი ლონდონური გამოცდა და ინგლისური პრემიერლიგის მეცამეტე ტურის სხვა საინტერესო ამბები ჩვენს პრევიუში.

ადგილები გაცვალეს

სულ რაღაც ერთი თვის წინ რომ გვესაუბრა “ტოტენჰემის” და “მანჩესტერის” შეხვედრის შესახებ, მდომარეობას რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა. მაგრამ ახლა, “ტოტენჰემს” რთული პერიოდი დაუდგა, “იუნაიტედი” კი ნელ-ნელა პოულობს თავის თამაშს. “კარდიფთან” დასანანი ქულების დაკარგვა რომ არა, მანჩესტერელები უკვე ოთხეულში იქნებოდნენ. თუმცა ფაქტია, რომ “წითელი ეშმაკები” საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლაში ჩაერთვნენ.

“ტოტენჰემი”  რამოდენიმე წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ ცხრილის შუაში აღმოჩნდა. როგორც ინგლისური პრესა იუწყება, ანდრე ვილაშ-ბოაშს ულტიმატუმიც კი წაუყენა კლუბის ხელმძღვანელობამ. იმ შემთხვევაში, თუ ლონდონელები წააგებენ, პორტუგალიელი სპეციალისტი სამსახურს დაკარგვა ემუქრება. თუმცა, თავად სპეციალისტი ამ ხმებს უარჰყოფს და აცხადებს რომ კლუბი მას ბოლომდე ენდობა.                                                                                “ამ კვირაში მე შევხვდი ხელმძღვანელობას, მაგრამ ეს უბრალო სამუშაო შეხვედრა იყო, სადაც გუნდის თამაშს ჩვენ მხოლოდ რამოდენიმე სიტყვით შევეხეთ” – აცხადებს ვილაშ-ბოაში.

შუა კვირაში ორივე გუნდმა ევროტურნირებზე გამართა შეხვედრები. “მანჩესტერმა” ლევერკუზენში გაილაღა და ადგილობრივ “ბაიერს” ექვსი უპასუხო ბურთი გაუტანა. ლონდონელები კი ნორვეგიაში გაემგზავრნენ “ევროპა ლიგის” ფარგლებში და იქაურ “ტრომსოს” სძლიეს.

კვირას გასამართ მატჩში, “ტოტენჰემს” ტრავმების გამო ადებაიორი, ერიქსენი და როუზი დააკლდებიან. მანჩესტერელებს კი კერიკი. კითხვის ნიშნის ქვეშ არის რაფაელის, ვან პერსის და ნემანია ვიდიჩის თამაშის.

უელსური კვალი

გათამშების ლიდერი, ლონდონის “არსენალი”, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს უელსის დედაქალაქს ეწვევა, სადაც ნებისმიერ გრანდს უჭირს თამაში. მიუხედავად იმისა, რომ “კარდიფის” ფანების ნაწილი საკუთარი გუნდის ხელმძღვანელობის ქმედებებს აქტიურად აპროტესტებს, სტადიონზე მაინც შესანიშნავი საფეხბურთო ატმოსფერო იქმნება. უელსის დედაქალაქში პრობლემები “სიტის”, “მანჩესტერს” და “ევერტონს” უკვე შეექმნათ. კარდიფმა ქულების 90% საშინაო არენაზე მოიპოვა.

30.11.13. 19:00 ბირმინგემი, “ვილა პარკი”

“ასტონ ვილა” – “სანდერლენდი”

30.11.13. 19:00 კარდიფი, “კარდიფ სიტი”

“კარდიფ სიტი” – “არსენალი”

30.11.13. 19:00 ნორვიჩი, “კეროუ როუდი”

“ნორვიჩ სიტი” – “კრისტალ პელასი”

30.11.13. 19:00 ლივერპული, “გუდისონ პარკი”

“ევერტონი” – “სტოუკ სიტი”

30.11.13. 19:00 ლონდონი, “აპტონ პარკი”

“ვესტ ჰემი” – “ფულჰემი”

30.11.13 21:30 ნიუკასლი, “სენტ ჯეიმს პარკი”

“ნიუკასლ იუნაიტედი” – “ვესტ ბრომვიჩ ალბიონი”

01.12.13. 18:05 კინგსტონ-აპონ-ჰალი, “კინგსტონ ქომუნიქეიშენ”

“ჰალ სიტი” – “ლივერპული”

01.12.13 20:10 ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

“ჩელსი” – “საუთჰემპტონი” 

გააკეთე შენი პროგნოზი: http://fanebi.com/premium/?match_id=142

01.12.13. 16:00 ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”

“ტოტენჰემი” – “მანჩესტერ იუნაიტედი”

გააკეთე შენი პროგნოზი: http://fanebi.com/premium/?match_id=133