პრიმერა დივიზიონის მიმოხილვა

“რეალის” ზედიზედ მეორე მარცხი, “ბარსას” მეორე პოზიცია და დიეგო კოსტას გოლით მოპოვებული ლიდერობა. 

 

რეალის ჩავარდნა 

სულ რაღაც ერთი კვირის წინ, ყველა “რეალის” ჩემპიონობას პროგნოზირებდა. მაგრამ ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, მადრიდელები ცხრილში მესამე პოზიციაზე ჩამოქვეითდნენ. კრიზისზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მაგრამ ფაქტია, რომ გასულ ორ შეხვედრაში ანჩელოტის გუნდი ძველებურად ვერ ბრწყინავდა.

“სევილიასთან” მადრიდელებმა რონალდუს გოლით გახსნეს ანგარიში და მიუხედავად იმისა, რომ ბაკამ წონასწორობა სულ რაღაც 5 წუთში  აღადგინა წონასწორობა, მატჩის მიმდინარეობასაც სწორედ სტუმრები აკონტროლებდნენ. თუმცა, დაახლოებით მე-60 წუითან “რეალმა” ინიციატივის დათმობა დაიწყო. 72-ეზე კი, ბაკამ რაკიტიჩის შესანიშნავი თამაშის შემდეგ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

 

ბარსამ 3 ქულა მოიპოვა, მაგრამ ვალდესი დაკარგა

“სანტიაგო ბერნაბეუზე” მოპოვებული შესანიშნავი გამარჯვების შემდეგ “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “სელტას” უმასპინძლა და განსაკუთრებული პრობლემების გარეშე დაამარცხა.

ნეიმარის  და მესის გოლებმა პირველ ტაიმში გადაწყვიტეს მატჩის ბედი. შესვენების შემდეგ ბრაზილიელმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქირა. მატჩის მთავარი მოვლენა კი, 23-ე წუთზე მოხდა. აუგუსტო ფერნანდეის შესრულებული საჯარიმოს შემდეგ ბურთისთვის ბრძოლაში ჩართულმა ვალდესმა მარჯვენა ფეხის ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. როგორც მატჩის შემდეგ გაირკვა დაზიანება საკმაოდ სერიოზულია და ვალდესი დაახლოებით ექვს თვეს გამოტოვებს…

 

ატლეტიკოს საჩემპიონო ხასიათი

მადრიდელები საკუთარ თამაშს “ბარსელონას” და “სელტას” შეხვედრის შემდეგ ატარებდნენ. მიუხედავად დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლისა სიმეონეს შეგირდებმა საჩემპიონო ხასიათის გამოვლინება შესძლეს და “გრანადას” დამარცხება მოახერხეს.

შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი დიეგო კოსტა გახდა. “ატლეტიკოს” საუკეთესო ბომბარდირმა “გრანადას” 63-ე წუთზე გაუტანა და საკუთარ გუნდს პრიმერაში ლიდერობა მოუტანა.

 

25/03/14

მალაგა 1-2 ესპანიოლი

გოლები: სერხიო გარსია 33′ (0:1); პერესი 34′ (1:1); პიცი 76′ (1:2)

26/03/14

ელჩე 0-0 ბილბაო

ბარსელონა 3-0 სელტა

გოლები: ნეიმარი 6′ ; მესი 30′ ; ნეიმარი 67′ 

რაიო ვალეკანო 1-0 ოსასუნა

გოლი: ლარივეი 90′ 

27/03/14

ატლეტიკო 1-0 გრანადა

გოლი: დიეგო კოსტა 63′ 

სევილია 2-1 რეალი

გოლები: რონალდუ 14′ (0:1); ბაკა 19′ ; 72′ (2:1)

ხეტაფე 0-1 ვილიარეალი

გოლი: პერბეტი 5′ 

სოსიედადი 1-0 ვალიადოლიდი

გოლი: ველა 23′

28/03/14

ლევანტე 1-3 ბეტისი

გოლები: სალვა სევილია 13′ (0:1); დიოპი 26′ (1:1); ხორხე მოლინა 70′ (1:2); რუბენ კასტრო 77′ (1:3)

ალმერია 2-2 ვალენსია

გოლები: კეიტა 1′ (0:1); ვარგასი 34′ (0:2); ოსკარ დიასი 53′ (1:2); კორონა 54′ (2:2)

პრიმერა დივიზიონის პრევიუ

ესპანეთის პრიმერა დივიზიონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვანი ტური გაიმართება. გადამწყვეტი კლასიკოს ფონზე ყველა დარჩენილი შეხვედრა მეორე პლანზე გადადის. 

 

ბილბაო – ხეტაფე

გასულ ტურში უშუალო კონკურენტთან მიღწეული დადებითი შედეგის შემდეგ, ბილბაო საკუთარ მოედანზე მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ ხეტაფეს მიიღებს. მადრიდელების მოუგებელი სერია  პრიმერაში უკვე 13 მატჩს ითლის. შედეგას, სავსებით ლოგიკურია, რომ “ხეტაფეს” გასავარდნ ზონას მხოლოდ ორი ქულა აშორებს.

“ვილიარეალთან” ფრის შემდეგ არც “ბილბაო” უნდა იყოს მშვიდად. ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ გუნდებთან სხვაობა 6-7 ქულაა და ერთი წარუმატებელი მატჩის შემთხვევაშიც კი, სატურნირო ცხრილში სიტუაცია დაიძაბება.

 

ბეტისი – ატლეტიკო

მადრიდის “ატლეტიკო” სტუმრად ჩემპიონატის გამოკვეთილ აუტსაიდერ, “ბეტისთან” ჩადის. სევილიაში მადრიდელებს 3 ქულის მოპოვების ძალიან კარგი შანსია. გარდა ამისა, “რეალი” – “ბარსელონას” დაპირისპირებაში კატალონიელთა გამარჯვების შემთხვევაში, “ატლეტიკოს” თანაქალაქელებთან გათანაბრების შანსი ეძლევათ, რაც სიმეონეს გუნდისთვის დამატებითი მოტივაცია უნდა იყოს.

 

რეალი – ბარსელონა

ტურის და მთლიანად ჩემპიონატის ცენტრალურ შეხვედრას “სანტიაგო ბერნაბეუ” უმასპინძებს. “რეალი” – “ბარსელონას” ზედმეტი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. შეურიგებელი მტრების დაპირისპირებას წელს არნახულ ინტრიგას სატურნირო ცხრილში არსებული დაძაბული მდგომარეობაც სძენს.

მნიშნელოვანი მატჩის წინ მადრიდულ ლაზარეთში არბელოა, ხედირა და ხესე იმყოფებიან. ამ უკანასკნელმა ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს მიიღო მძიმე ტრავმა. “ბარსელონას” კი, მადრიდში კუენკასა და დოს სანტოსთან ერთად, შესაძლოა პუიოლიც ვერ დაეხმაროს.

“რეალის” და “ბარსელონას” დაპირისპირებების ისტორია 1902 წლიდან 226 მატჩს ითვლის. საიდანაც მადრიდელებმა 90-ის მოგება შესძლეს. კატალონიელებმა ორით ნაკლები, 88 მატჩი მოიგეს. 48 შეხვედრაში, კი გამარჯვებულის გამოვლენა ვერ მოხერხდა.

მორიგ ესპანური კლასიკო კვირას თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება და მას ალბერტო უნდიანო განსჯის.

 

22/03/14

სელტა – მალაგა

გრანადა – ელჩე

ესპანიოლი – ლევანტე

ვალიადოლიდი – რაიო ვალეკანო

23/03/14

ბილბაო – ხეტაფე

ოსასუნა – სევილია

ბეტისი – ატლეტიკო

ვალენსია – ვილიარეალი

რეალი – ბარსელონა

25/03/14

ალმერია – სოსიედადი

 

პრიმერა დივიზიონის მიმოხილვა

მესის ახალი რეკორდი და მადრიდული კლუბების მინიმალური გამარჯვებები პრიმერას 28-ე ტურში. 

მორიგი რეკორდი

მესიმ პაულინო ალკანტარას რეკორდი გააუმჯობესა. ახლა არგენიტნელის ანგარიშზე “ბარსას” შემადგენლობაში უკვე 370 გოლია. ბუნებრივია, მესი ამ შედეგზე არ გაჩერდება. 400 გოლამდე არც თუ ისე ბევრია დარჩენილი.

“ოსასუნას” “ბარსელონამ” ძალიან ადვილად და ძველებური სიმსუბუქით მოუგო. მარტინოს პამპლონელებთან ჩატარებული კარგი მატჩი “კლასიკოს” წინ იმედებს აძლევს. “ბარსას” ყველა ლიდერმა შესანიშნავი თამაში ჩაატარა, თუმცა მათ შორის არ ყოფილა ნეიმარი, რომელიც სათადარიგოთა სკამიდან არც წამომდგარა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ბრაზილიელი “რეალთანაც” არ ითამასებს – ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა დასაფიქრებელია…

 

მადრიდული გამარჯვებები

“რეალი” 2014 ქულებს პრაქტიკულად არ კარგავს. კარლო ანჩელოტის გუნდი მხოლოდ “ალეტიკოსთან” ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება. თუმცა, გასულ ტურში მოპოვებული გამარჯვებას, ჩვეული დამაჯერებლობა აკლდა. მატჩის ბედი 23-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუს ზუსტმა დარტყმამ გადაწყვიტა, რის შემდეგაც “რეალმა” უკან დაიხია და მატჩის მსვლელობას “მალაგა” უფრო აკონტროლებდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

თავისი მატჩი კიდევ ერთმა მადრიდულმა კლუბმა, “ატლეტიკომაც” მოიგო. სიმეონეს შეირდებმა საკუთარ მოედანზე “ესპანიოლს” უმასპინძლეს და დიეგო კოსტას ზუსტი დარტყმით მოიპოვეს მორიგი სამი ქულა.

 

5 ფაქტი მორიგი ტურის შესახებ

მესიმ “კამპ ნოუზე” “ოსასუნასთან” გამართლ 4 უკანასკნელ შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა.

“ბეტისმა” “ელჩესთან” მატჩში კარში სულ 9-ჯერ დაარტყა, რაც კალდერონის თავკაცობით გუნდის ყველაზე ცუდი შედეგია.

“რეავლმა” მიმდინარე სეზონშ ანდალუსიურ კლუბებთან ოთხივე თამაში მოიგო საერთო ანგარიშით 12:0.

“რეალი” წაუგებელი სერია პრიმერაში უკვე 17 მატჩს შეადგენს.

გაბი “ატლეტიკოს” ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც მიმდინარე სეზონში 1000-ზე მეტი გადაცემა შეასრულა.

 

15/03/14

ხეტაფე 3-3 გრანადა

გოლები: მარიკა 6′ (1:0); რიკი 35′ (1:1); ლოპესი 38′ (2:1); ელ-არაბი 62′ (2:2); ლაფიტა 72′ (3:2); ელ-არაბი 77′ (3:3)

ლევანტე 0-1 სელტა

გოლი: ნოლიტო 19′ 

რაიო ვალეკანო 3-1 ალმერია

გოლები: ბუენო 38′ (1:0); ლარივეი 57′ (2:0); სორიანო 72′ (2:1); ლარივეი 77′ (3:1)

მალაგა 0-1 რეალი

გოლი: რონალდუ 23′ 

16/03/14

ატლეტიკო 1-0 ესპანიოლი

გოლი: დიეგო კოსტა 55′ 

ელჩე 0-0 ბეტისი

ბარსელონა 7-0 ოსასუნა

გოლები: მესი 18′ ; სანჩესი 22′ ; ინიესტა 34′ ; მესი 63′ ; ტელიო 78′ ; მესი 88′ ; პედრო 90′

სევილია 4-1 ვალიადოლიდი

გოლები: რაკიტიჩი 23′ (1:0); გამეირო 40′ (2:0); გამეირო 66′ (3:0); დიოგო ფიგუერასი 74′ (4:0); ხავი გუერა 77′ (4:1)

17/03/14

სოსიედადი 1-0 ვალენსია

გოლი: აგირეჩე 61′ 

18/03/14

ვილიარეალი 1-1 ბილბაო

გოლები: პინა 47′ (1:0); ადურისი 83′ (1:1)

 

მესი: “ბარსელონას რეალის დამარცხება შეუძლია”

“ბარსელონას” შემტეევი ლეო მესი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს მადრიდში “რეალის” დამარცხება შეუძლია. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის დედაქალაქში გასამართი კლასიკო პრიმერას შემდეგ ტურში, 24 მარტს შედგება.

“კლასიკო “რეალთან” უპირატესობის შემცირების უნიკალური შანსია. სტუმრად ვთამაშობთ და “რეალიც” ძალიან ძლიერია. თუმცა, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. “ბარსელონას” “რეალის” დამარცხება შეუძლია” – განაცხადა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ სხვაობა მადრიდულ და კატალონიურ კლუბებს შორის 4 ქულას შეადგენს.

პრიმერა დივიზიონის პრევიუ

პრიმერას 28-ე ტურში ლიდერებს საშუალო დონის გუნდებთან მოუწევთ დაპირისპირება. ტურის ცენტრალური შეხვედრა კი, ვილიარელში გაიმართება. 

 

მალაგა – რეალი 

მადრიდის “რეალი” ესდატიო ლა როსალერაზე “მალაგას” დაუპირისპირდება. მასპინძლებმა გასულ ტურში პამპლონაში მოპოვებული გამარჯვებით 5-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულეს და უშუალო კონკურენტის ძლევით სატურნირო ცხრილში მეცამეტე პოზიციაზე აღზევდნენ.

წარმატებული გამოდგა გასული ტური მადრიდული კლუბისთვისაც. “რეალმა” “ბარსელონასთან” უპირატესობა ოთხ ქულამდე გაზარდა და კლასიკოს წინ, რომელიც 29-ე ტურში შედგება, საკმაოდ კარგი ფორა მოიპოვა. ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ “რეალს” შუა კვირაში უწევს “შალკესთან” დაპირისპირებ. თუმცა გელზენკირხენელებთან, გერმანული მატჩის ანგარიშიდან გამომდინარე, ანჩელოტის თამამად შეუძლია საკმაოდ ფართომასშტაბიან როტაციას მიმართოს.

 

ბარსელონა – ოსასუნა

ჩემპიონთა ლიგაში კატალონიელებმა “მანჩესტერ სიტის” დამაჯერებლად სძლიეს და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება დამსახურებულადაც მოიპოვეს. თუმცა, პრიმერაში “ბარსა” სულ სხვა გუნდია. ამაზე პირველ რიგში უკანასკნელ სამ ტურში განცდილი ორი მარცხი მეტყველებს.

მარტინოს შეგირდები კვირას “ოსასუნას” უმასპინძლებენ, რომელთანაც პირველ წრეში დაკარგეს მნიშნველოვანი ქულები. თუმცა, “ნოუ კამპზე” “ბარსელონას” ფავორიტობა აპრიორულია და განხილვას არც ექვემდებარება. თანაც სტუმრებს ტრავმების გამო დე ლას კუევასი და მარკ ბერტრანი ვერ დაეხმარებიან.

 

ვილიარეალი – ბილბაო

ტურის ცენტრალური მატჩი ვილიარეალში შედგება, სადაც “ყვითლები” ბილბაოს “ატლეტიკს” უმასპინძლებენ. უკანასკნელი ვაკანტური საჩემპიონთალიგო საგზურის მოპოვების პრეტენდენტები ერთმანეთს ორშაბათს გვიან ღამით დაუპირისპირდებიან და 28-ე ტურის პროგრამასაც დაასრულებენ.

გუნდებს შორის სხვაობა ექვსი ქულაა, რაც იმას ნიშნავს, რომ “ბილბაო” გამარჯვების შემთხვევაში ფაქტობრივად გაინაღდებს მეოთხე პოზიციას. თუმცა, ამ მატჩის შედეგით მონაწილე გუნდებზე არანაკლებ არის დაინტერესებული “რეალ სოსიედადი”. სან-სებასტიანელები “ვილიარელას” მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან და “ვალენსიას” ძლევის შემთხვევაში შანსი აქვთ, რომ სერიოზულად ჩაერთონ ამ მეტად დაძაბულ ბრძოლაში.

მნიშნველოვანი მატჩის წინ საკადრო პრობელმები ორივე გუნდს აქვს. “ვილიარელს” დორადო, მუსაკიო და პაბლო ინიგესი დააკლდებიან, ხოლო “ბილაბაოს” კიკე სოლა და იბაი ვერ დაეხმარებიან.

 

15/03/14

ხეტაფე – გრანადა

ლევანტე – სელტა

რაიო ვალეკანო – ალმერია

მალაგა – რეალი

16/03/14

ატლეტიკო – ესპანიოლი

ელჩე – ბეტისი

ბარსელონა – ოსასუნა

სევილია – ვალიადოლიდი

17/03/14

სოსიედადი – ვალენსია

18/03/14

ვილიარეალი – ბილბაო

 

პრიმერა დივიზიონის მიმოხილვა

“რეალის” დამაჯერებელი გამარჯვება, “ბარსელონას” მოულოდნელი მარცხი და ვილიას ბენეფისი პრიმერას 27-ე ტურის მიმოხილვაში.

 

სხვაობა იზრდება

“რეალსა” და “ბარსელონას” შორის სხვაობა სამ ქულამდე გაიზარდა. ხოაკინ კაპაროსას “ლევანტე” პრიმერას ყველაზე ჩაკეტილი გუნდია. გასვლით თამაშზე ვალენსიელები ფაქტობრივად ყოველთვის საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. გასაკვირი არ არის, რომ “რეალმა” სწორედ ამ შეხვედრაში დაამყარა ბურთის ფლობის რეკორდი, რომელიც თამაშის დროის 71 პროცენტს შეადგენდა.

მასპინძლებმა დასახულ მიზანს პირველივე წუთებზე მიაღწიეს და სწრაფი გოლის გატანა მოახერხეს. “ლევანტემ” რომ ძალიან დიდი ანგარიშით არ წააგო მეკარე კეილორ ნავასის დამსახურებაა, რომელმაც თავისი გუნდი არაერთხელ გადაარჩინა.

 

ტურის სენსაცია

27-ე ტურის მთავარი მოულოდნელობა ვალიადოლიდში დაფიქსირდა, სადაც სტუმრად მყოფი “ბარსელონა” ადგილობრივ გუნდთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. გასაგებია, რომ მარტინოს გუნდს საუკეთესო პერიოდი არ აქვს, თუმცა ერთ-ერთ გამოკვეთილ აუტსაიდერთან მარცხს მაინც არავინ არ ელოდა. მატჩის შემდეგ კატალონიელების მთავარმა მწვრთნელმა სათამაშო იდეების ნაკლებობაზე გაამახვილა ყურადღება. მართლაც ასე იყო. მასპინძელთა მკაცრმა დაცვამ სახელოვანი კატალონიელები დააბნია. მხოლოდ ლეო მესის მცდელობები კი უშედეგო იყო.

“ბარსელონას” წარუმატებლობით მეორე მადრიდულმა კლუბმაც ისარგებლა. “ატლეტიკომ” დავიდ ვილიას დუბლით “სელტას” მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ვილიამ გოლები ორწუთიანი ინტერვალით გაიტანა.

 

5 ფაქტი პრიმერას ტურის შესახებ

“რეალმა” “ლევანტეს” კარის ძელს სამჯერ მოარტყა ბურთი, რაც ტურის მაქსიმალური მაჩვენებელია.

“სევილიამ” გასვლაზე მეხუთე გამარჯვება მოიპოვა – რაც წინა ორი სეზონის მონაგარს უდრის.

სიმაომ “ესპანიოლთან” მატჩში 30-ე საგოლე გადაცემა მიითვალა. რაც 21-ე საუკუნის საუკეთესო მაჩვენებელია.

“გრანადას” გოლების ნახევარზე მეტი სტანდარტული მდგომარეობიდან გააქვს.

დავიდ ვილიამ 7-ჯერ გახსნა ანგარიში მიმდინარე სეზონში, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.

 

08/03/14

ვალიადოლიდი 1-0 ბარსელონა

გოლი: როსი 17′

ბეტისი 2-0 ხეტაფე

გოლები: ლეო ბაპტისტაო 16′ ; რუბენ კასტრო 39′ 

სელტა 0-2 ატლეტიკო

გოლები: დავიდ ვილია 62′ ; 64′

09/03/14

გრანადა 2-0 ვილიარეალი

გოლები: ფრან რიკო 23′ ; ელ-არაბი 33′ 

ესპანიოლი 3-1 ელჩე

გოლები: დავიდ ლოპესი 2′ (1:0); კოლოტო 21′ (2:0); პიცი 58′ (3:0); ხუან ფუენტესი 88′ (3:1)

ალმერია 1-3 სევილია

გოლები: ბაკა 31′ (0:1); დანიელ კარიჩო 51′ (0:2); გამეირო 77′ (0:3); ალექს ვიდალი 85′ (1:3)

რეალი 3-0 ლევანტე

გოლები: რონალდო 11′ ; მარსელო 49′ ; კარაბელასი 81′ (ს.კ)

10/03/14

ვალენსია 1-1 ბილბაო

გოლები: პაკო ალკასერი 23′ (1:0); ადრუისი 53′ (1:1)

ოსასუნა 0-2 მალაგა

გოლები: სამუ 14′ ; ამრაბატი 66′

11/03/14

სოსიედადი 2-3 რაიო ვალეკანო

გოლები: მარტინესი 2′ (1:0); ლარივეი 4′ (1:1); რუბენ პარდო 45′ (2:1); ბუენო 47′ (2:2); რუბენ როჩინა 67′ (2:3)

პრიმერა დივიზიონის პრევიუ

პრიმერა დივიზიონის 27-ე ტურში ლიდერებს არც თუ ისე ძლიერ გუნდებთან მოუწევთ დაპირისპირება. ცხრილის ზედა ნაწილში დიდი ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. 

 

ვალიადოლიდი – ბარსელონა

“ესტადიო მუნისეპალზე” “რეალ ვალიადოლიდი” “ბარსელონას” მიიღებს. აუტსაიდერის და ლიდერის დაპირისპირების შედეგი ადვილი გამოსაცნობი უნდა იყოს. თანაც მასპინძლები საკმაოდ ცუდ ფორმაში ხვდებიან. “ვალიდოლიდს” 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, მაგრამ ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ ამ ხუთი თამაშიდან მარტინესის შეგირდებმა მხოლოდ ერთი წააგეს.

გასულ ტურში “ალმერიასთან” მოპოვებული გამარჯვება კარლეს პუიოლის განცხადებამ დაჩრდილა. “ბარსას” კაპიტანმა გუნდიდან წასვლის შესახებ ამცნო საზოგადოებას და კვირის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაც სწორედ ეს გახდა. არადა გასული ტური საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა კატალონიელებისათვის. “რეალთან” სხვაობა ერთ ქულამდე შემცირდა.

 

რეალი – ლევანტე

გათამაშების ლიდერი, მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე “ლევანტეს” მიიღებს. ერთი შეხედვით, საკმაოდ ადვილად პროგნოზირებადი მატჩია, თუმცა “ლევანტეს” პრობელმების შექმნა, რომ შეუძია ამაზე მათი 5 მატჩიანი წაუგებელი სერია მეტყველებს.

გასულ ტურში ვალენსიელებმა საკუთარ მოედანზე “ოსასუნას” სძლიეს, ხოლო “რეალმა” მადრიდულ დერბიში დახარჯა დიდძალი ენერგია და მხოლოდ ფრეს დასჯერდა.

“რეალს” ტრავმირებული სამი ხედირა ვერ დაეხმარება, ხოლო “ლევანტეს” დისკვალიფიცირებული ტრიო – ვიქტორი, დიოპი და სიმაო ჟუნიორი.

აღნიშნული მატჩი “სანტიაგო ბერნაბეუზე” 9 მარტს, თბილისი დროით 22 საათზე დაიწყება და მას იგნასიო იგლესიასი განსჯის.

 

სელტა – ატლეტიკო

ლიდერთა დუეტს ოდნავ ჩამორჩენილი “ატლეტიკო” ვიგოს ესტუმრება, სადაც ადგილობრივ “სელტას” შეხვდება.

ზამთრის პაუზის შემდეგ სიმეონეს გუნდი ძველებურად ვეღარ თამაშობდა, თუმცა “რეალთან” “ატლეტიკომ” შესანიშნავი ფეხბურთი ითამაშა და გამარჯვების მოპოვების შესანიშნავი შანსიც ჰქონდა.

“სელტასთან” მატჩში მადრიდელებს წარმატების მიღწევაში შესაძლოა საკადრო პრობლემებმა შეუშალოს ხელი. დისკავალიფიკაციის გამო გოდინი, თურანი და დიეგო კოსტა ვერ ითამაშებენ. მასპინძლებს კი მხოლოდ რაფინია დააკლდებათ.

 

08/03/14

ვალიადოლიდი – ბარსელონა

ბეტისი – ხეტაფე

სელტა – ატლეტიკო

09/03/14

გრანადა – ვილიარეალი

ესპანიოლი – ელჩე

ალმერია – სევილია

რეალი – ლევანტე

10/03/14

ვალენსია – ბილბაო

ოსასუნა – მალაგა

11/03/14

სოსიედადი – რაიო ვალეკანო

 

პრიმერა დივიზიონის მიმოხილვა

დაპირისპირება მადრიდში, “ბარსელონას” იოლი სამი ქულა და “სევილიას” მნიშნველოვანი გამარჯვება პრიმერას 26-ე ტურში.

 

ლამაზი და დაძაბული

“ატლეტიკომ” და “რეალმა” მიმდინარე საფეხბურთო სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარეს. ნამდვილი სამხრეთული დაპირისპირება. ბრძოლა, რომელიც ფეხბურთის ფარგლებს სცდებოდა.

კარლო ანჩელოტიმ “შალკესთან” მატჩის შემდეგ შემადგენლობაში მცირე ცვლილებები განახორციელა და კარვახალისა და მარსელოს ნაცვლად, მოედანზე ადგილი კოენტრაო-არბელოას დუეტმა დაიკავა. აღსანიშნავია, რომ შემდეგ იტალიელმა ორივე ფეხბურთელი შეცვალა.

შეხვედრა პირველივე წუთებიდან საინტერესოდ წარიმართა. მესამე წუთზე “რეალი” ბენზემამ დააწინაურა. მე-20 წუთიდან კი, უპირატესობას “ატლეტიკო” დაეუფლო, რაც შედეგზე მალევე აისახა და კოკემ 28-ზე ანგარიშის გათანაბერბა მოახერხა. გამორჩეული იყო დიეგო კოსტა, რომლის წინააღმდეგ “რეალის” მცველებმა ორჯერ დაარღვიეს თამაშის წესები საკუთარ საჯარიმოში, თუმცა მთავარმა არბიტრმა ფერეირომ აღნიშნული დარღვევები ვერ დაინახა. ტაიმის ბოლო წუთზე კი, “ატლეტიკო” წინ გავიდა. ულამაზესი გოლი გაბიმ გაიტანა.
მეორე ტაიმში “რეალმა” ტემპს უმატა, რაც მატჩის ბოლოს ლოგიკურ გოლში აისახა. ანჩელოტის გუნდს ქულა რონალდუმ გადაურჩინა.

 

ემერის იღბლიანი არჩევანი

უნაი ემერის იღბლიანმა შეცვლამ “სევილიას” “სოსიედადთან” მატჩი უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა. საკმაოთ რთულა და მძიმე მატჩში ყველაფერი ერთმა გოლმა გადაწყვიტა. რომელიც, შეხვედრის 77-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა გამეირომ გაიტანა.

უშუალო კონკურენტთან მოპოვებული გამაჯრვებით სევილიელებმა ევროზონამდე ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს, რაც ბრძოლის გაგრძელების საშუალებას იძლევა. თუმცა, მიზანი მაინც ძალიან რთულად არის მისაღწევი.

 

5 ფაქტი 26-ე ტურის შესახებ

“ბარსელონამ” “ალმერიას” კარში 29-ჯერ დაარტყა, რაც სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია.

“რაიო ვალეკასნო” ფეხბურთელმა ხოაკინ ლარივეიმ მიმდინარე სეზონში თავით ოთხჯერ დაარტყა და ოთხი გოლი გაიტანა.

“ბარსელონამ” საკუთარ კარში გაშვებული გოლების 48 პროცენტი სტანდარტებიდან მიიღო, 38 – კუთხურებიდან.

გარეთ ბეილი პირველი ფეხბურთელია მიმდინარე სეზონში ვინც 10 გოლთან ერთად, 10 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.

“რეალი” “ვისენტე კალდერონზე” გამართული უკანასკნელი 12 დაპირისპირებიდან, 10-ში გოლი სასტარტო 15 წუთში გაიტანა.

 

28/02/14

ბილბაო 4-0 გრანადა

გოლები: ადურისი 7′ ; ადურისი 18′ ; ადურისი 74′ ; გურპეგი 80′

01/03/14

მალაგა 1-1 ვალიადოლიდი

გოლები: სანტა კრუზი 13′ (1:0) ; ლარსონი 30′ (1:1)

ლევანტე 2-0 ოსასუნა

გოლები: დიოპი 4′ ; რუბენ გარსია 42′ 

ხეტაფე 0-0 ესპანიოლი

 

02/03/14

ელჩე 1-0 სელტა

გოლი: კარლეს ჟილი 84′ 

ვილიარეალი 1-1 ბეტისი

გოლები: ბრუნო 71′ (1:0); რუბენ კასტრო 85′ (1:1)

ატლეტიკო 2-2 რეალი

გოლები: ბენზემა 3′ (0:1); კოკე 28′ (1:1); გაბი 45′ (2:1); რონალდუ 82′ (2:2)

სევილია 1-0 სოსიედადი

გოლები: გამეირო 77′ 

 

03/03/14

ბარსელონა 4-1 ალმერია

გოლები: სანჩესი 9′ (1:0); მესი 24′ (2:0); ტრუხილიო 27′ (2:1); პუიოლი 83′ (3:1); ჩავი 89′ (4:1)

რაიო ვალეკანო 1-0 ვალენსია

გოლი: ლარივეი 60′ 

პრიმერა დივიზიონის პრევიუ

მადრიდული დერბი, “ბარსელონას” შეხვედრა აუტსაიდერთან და სევილიას ევროპული შანსი ესპანური პრიმერას 26-ე ტურის პრევიუში. 

 

შეხვედრა აუტსაიდერთან

სან სებასტიანში განცდილი სენსაციური მარცხის შემდეგ “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე “ალმერიას” მიიღებს. თუმცა, აუსტაიდერთან შეხვედრაზე მეტად “ბარსას” გულშემატკივრები მადრიდში გასამართ დერბიზე ფიქრობენ, რომლის შემდეგ ესპანეთში შესაძლოა კვლავ სამხელისუფლიანობა დამყარდეს.

მასპინძლებს მომდევნო ტურის შეხვედრაში მხოლოდ ტრავმირებული ხორდი ალბა გამოაკლდებათ, ხოლო “ალმერია” კატალონიაში სრული შემადგენლობით ჩადის.  ამ გუნდების პირველი წრის დაპირისპირება “ბარსას” დამაჯერებლი გამარჯვებით დასრულდა – 2:0.

 

სევილიას ევროპული შანსი

“რამონ სანჩეს პისხუანზე” “სევილია” “რეალ სოსიედადს” მიიღებს და გამარჯვების შემთხვევაში ევროზონას მიუახლოვდება. თუმცა ნათელია, რომ სან სებასტიანელებთან ამის გაკეთება ადვილი ნამდვილად იქნება. “სევილიას” საქმეს ისიც ურთულებს, რომ გუნდს ტრავმირებული მ’ბია და დისკვალიცირებული იბორა ვერ დაეხმარებიან. საკადრო პრობლემები “სოსიედადსაც” აქვს. სტუმრებს დე ლა ბელა, აგირეჩე და გრანერო დააკლდებიან.

“სევილიასა” და “სოსიედადის” პირველი წრის მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა. საერთო ჯამში კი, პრიმერაშ 29 ჩატარებული შეხვედრიდან 11 სევილიელებმა მოიგეს, 8 შეხვედრა ფრედ დასრულდა ხოლო 10-ჯერ გამარჯვება “სოსიედადის” ფეხბურთელებმა იზეიმეს.

 

დაძაბული მადრიდული დერბი

ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული მადრიდული დერბი “ვისენტე კალდერონზე” გაიმართება. მართალია, “ატლეტიკო” უკანასკნელ პერიოდში ისეთი დამაჯერებელი აღარ არის, როგორც სეზონის სტარტზე, თუმცა მნიშვნელოვანი თამაშისთვის კონცენტრირება ნებსმიერ გუნდს შეუძლია.

თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ “რეალი” 2014 წელს შესანიშნავ ფორმაშია. ანჩელოტის გუნდი თამაშიდან თამაშამდე უმატებს და ისიც ჩანს, რომ მადრიდელებს ნესმიერ დროს აქვთ მომატების საშუალება.

აღსანიშნავია ისიც, რომ მოხდილი დისკვალიფიკაციის შემდეგ პრიმერას რონალდუც უბრუნდება. პორტუგალიელმა შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაში შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და გერმანულ “შალკეს” ორი გოლიც გაუტანა. როგორც მოგეხსენებათ, “რეალმა” 6:1 გაიმაჯრვა და მომდევნო ეტაპზე ასპარეზობის უფლება პრაქტიკულად გაინაღდა, რაც მადრიდელებს პრიმერაზე მშვიდად ფიქრის საშუალებას აძლევთ.

 

28/02/14

ბილბაო – გრანადა

 

01/03/14

მალაგა – ვალიადოლიდი

 

ლევანტე – ოსასუნა

ხეტაფე – ესპანიოლი

 

02/03/14

ელჩე – სელტა

ვილიარეალი – ბეტისი

ატლეტიკო – რეალი

სევილია – სოსიედადი

 

03/03/14

ბარსელონა – ალმერია

რაიო ვალეკანო – ვალენსია

პრიმერა დივიზიონის მიმოხილვა

“ატლეტიკოს” და “ბარსელონას” წარუმატებლობის ფონზე, მადრიდის “რეალმა” მორიგი გამარჯვება მოიპოვა და პრიმერაში ერთპიროვნულად გალიდერდა. 

 

არასატემ სიტყვა შეასრულა

როგორც ჩანს “სოსიედის” მთავარი მწვრთნელი არ ხუმრობდა, როდესაც “ბარსელონასთან” გამარჯვებაზე საუბარია. არასატემ გუნდი შესანიშნავად მოამზადე როგორც ფიზიკური, ასევე მორალური თვალსაზრისით, რაც შედეგზეც აისახა. შედეგზე გავლენა ალბათ მარტინოს საკადრო გადაწყვეტილებებმაც იქონიდა. “ბარსელონას” მწვრთნელმა რამდენიმე მოთამაშეს დასვენების საშუალება მისცა. ნახევარდაცვის დალაგება კი სონგს და ბუსკეტსს დაავალა. დუეტი მთელი თამაშის განმავლობაში ამოვარდნილი იყო “ბარსას” სათამაშო სქემიდან.
სხვათა შორის, ანგარიში სწორედ სონგმა გახსნა, რომელმაც 32-ე წუთზე ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. წონასწორობა კატალონიელებმა სულ რაღაც 4 წუთში აღადგინეს. მორიგი გოლი ლეო მესიმ გაიტანა და ტაიმის ბოლომდე არაფერი აღარ შეცვლილა.
მეორე ნახევარი მასპინძელთა დომინირებით დაიწყო. 54-ე წუთზე “სოსიედადის” მთავარამ მეგოლემ, ანტოან გრიზმანმა მორიგი გოლი გაიტანა. 5 წუთში კი დავიდ ზურუზუტამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.

 

პამპლონაში კიდევ ერთი ლიდერი დაეცა

ოსასუნა – ატლეტიკოს მატჩმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პამპლონა ავტორიტეტებს არ ცნობს. ოსასუნამ “რეალის” და “ბარსელონას” შემდეგ “ატლეტიკოც” გაამწარა. თუმცა, თუ გრანდების დუეტმა პამპლონადან 1 ქულა მაინც წამოიღო, სიმეონეს გუნდი დედაქალაქში უქულოდ და სამი გაშვებული ბურთით დაბრუნდა. “ბარსელონას” მსგავსად მძემი კვირის შემდეგ როტაციას “ატლეტიკომაც” მიმართა. სიმეონემ თამაშის საშუალება ადრიან, ალდერვეირელდასა და დიეგოს მისცა. თუმცა, ამ გადაწყვეტილებას კარგი არაფერი მოჰყოლია.
სტუმართა რბევა მატჩის დებიუტში დაიწყო და პირველივე ნახევარში დასრულდა. ანგარიში მე-6 წუთზე კეხუდომ გახსნა. 21-ზე არმენტეროსმა უპირატესობა ორამდე გაზარდა. მესამე გოლი კი, 42-ე წუთზე რობერტო ტორესმა გაიტანა. მეორე ნახევარში აღარაფერი შეცვლილა.

 

ბედნიერების 100 კილომეტრი

კონკურენტების წარუმატებლობას კმაყოფილებით ადევნებდნენ თვალყურს მადრიდის “რეალის” ფეხბურთელები, რომლებმაც ერთი დღით ადრე “ელჩეს” დამარცხება მოახერხეს და ერთპიროვნულადაც გალიდერდნენ. რონალდუს გარეშე ჩატარებული კიდევ ერთი მატჩში მადრიდელთა დამაჯერებლი გამარჯვებით დასრულდა. “რეალის” თამაშ განსაკუთრებულად სანახაობრი არ ყოფილა, თუმცა წლევანდელ გუნდს საიმედო დაცვის ხაზის სახით, საკმაოდ ძლიერი ფუნდამენტი აქვს, რომლის მორყავეაც ძალიან რთული საქმეა.
“რეალმა” 3:0 მოიგო. გოლები კი ილიარამენდიმ, ისკომ და ბეილმა გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ უელსელის ულამაზესი გოლის დროს ბურთის მოძრაობის სიჩქარემ 100 კილომეტრს საათში მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ამ დარტყმის გარდა ბეილს ღირებული არაფერი შეუქმნია მთელი მატჩში განმავლობაში.

 

 

22/02/14

ვალიადოლიდი 1-1 ლევანტე

გოლები: ვიქტორი 25′ (0:1); ხავი გუერა 52′ (1:1)

რეალი 3-0 ელჩე

გოლები: ილიარამენდი 34′ ; ბეილი 72′ ; ისკო 81′ 

სელტა 1-1 ხეტაფე

გოლები: ლაფიტა 20′ (0:1); რაფინია 59′ (1:1)

სოსიედადი 3-1 ბარსელონა

გოლები: სონგი 32′ (ს.კ. 1:0); მესი 36′ (1:1); გრიზმანი 54′ (2:1); ზურუტუზა 59′ (3:1)

 

23/02/14

ალმერია 0-0 მალაგა

რაიო ვალეკანო 0-1 სევილია

გოლი: კოკე 57′ 

ბეტისი 0-2 ბილბაო

გოლები: მუნიაინი 34′ ; გილერმო 81′ 

ვალენსია 2-1 გრანადა

გოლები: პიტი 47′ (0:1); პაკო ალკასერი 64′ (1:1); რუბენ ვესო 90′ (2:1)

 

24/02/14

ოსასუნა 3-0 ატლეტიკო

გოლები: კეხუდო 6′ ; არმენტეროსი 21′ ; რობერტო ტორესი 42′ 

 

25/02/14

ესპანიოლი 1-2 ვილიარეალი

გოლები: მოისესი 36′ (0:1); პერბეტი 50′ (0:2); კორდობა 78′ (1:2)

პრიმერა დივიზიონის პრევიუ

ესპანური პრიმერას მორიგ ტურში ლიდერებს საკმაოდ საინტერესო მატჩები ელით. ტრადიციულად გთავაზობთ მორიგი ტურის პრევიუს.

 

რეალი – ელჩე

შესანიშნავ ფორმაში მყოფი მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე ერთ-ერთ აუტსაიდერ ელჩეს მიიღებს და სავარაუდოდ იოლადაც გაუმკლავდება.
სავარაუდოდ მადრიდელები მოედანზე გადახალისებული შემადგენლობით გავლენ. ანჩელოტის გუნდს რამოდენიმე დღეში ჩემპიონთა ლიგის მატჩი ელის. “ელჩსთან” კი უახლოესი რეზერვი იქნება დატვირთული. ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა უკვე დააანონსა, რომ სერხიო რამოსს დასვენების საშუალებას მისცემს, მის ნაცვლად კი სავარაუდოდ ძირითადში ვარანის გამოჩენას უნდა ველოდოთ.  აღსანიშნავია, რომ კრიშტიანო რონალდუ თანაგუნდელებს ვერც ამ მატჩში დაეხმარება. პორტუგალიელს მოედანზე გასვლის უფლება პრიმერას შემდეგ ტურში ექნება.

 

ოსასუნა – ატლეტიკო 

მილანში მოპოვებული მნიშნველოვანი გამარჯვების შემდეგ დიეგო სიმეონეს გუნდი პამპლონას ეწვევა, სადაც ადგილობრივ “ოსასუნას” დაუპირისპირდება.
გათამაშების ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ გუნდს ლიდერებთან ბრძოლა ნამდვილად ეხერხება. “ოსასუნამ” პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში საკუთარ მოედანზე ქულები “რეალს” და “ბარსელონას” დააკარგვინა. ახლა კი, “ესტადიო ელ სადარზე” “მილანთან” მძიმე ბრძოლის შემდეგ “ატლეტიკო” ჩადის. ფაქტია, რომ სიმეონეს ბიჭებს იოლი მატჩი არ ექნებათ. თანაც, “ოსასუნა” ბოლო შეხვედრებში საკმაოდ ნორმალურად გამოიყურება. უკანასკნელ ორ ტურში ხავი გარსიას შეგირდებმა 4 ქულა მოიპოვეს.

 

სოსიედადი – ბარსელონა

25-ე ტურის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო დაპირისპირებას სან-სებასტიანი უმასპინძლებს, სადაც “რეალ სოსიედადთან” სტუმრად “ბარსელონა” ჩავა.
ჩემპიონთა ლიგაში მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ, რომლის შედეგადაც “ბარსა” 1/4 ფინალს მიუახლოვდა მარტინოს შეგირდები პრიმერაში ლიდერობის შენარჩუნებასაც შეეცდებიან. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ლიდერებიდან ყველაზე რთული მეტოქე სწორედ კატალონიელებს შეხვედათ.
ევროსაგზურებისთვის მებრძოლი “სოსიედადი” იოლად არაფრის დათმობას არ აპირებს.

 

22/02/14

ვალიადოლიდი – ლევანტე

გამოიცანი შედეგი

რეალი – ელჩე

გამოიცანი შედეგი

სელტა – ხეტაფე

გამოიცანი შედეგი

სოსიედადი – ბარსელონა

გამოიცანი შედეგი

23/02/14

ალმერია – მალაგა

გამოიცანი შედეგი

რაიო ვალეკანო – სევილია

გამოიცანი შედეგი

ბეტისი – ბილბაო

გამოიცანი შედეგი

ვალენსია – გრანადა

გამოიცანი შედეგი

24/02/14

ოსასუნა – ატლეტიკო

გამოიცანი შედეგი

25/02/14

ესპანიოლი – ვილიარეალი

გამოიცანი შედეგი

პრიმერა დივიზიონის მიმოხილვა

ესპანეთის პრიმერას 24-ე ტური სამივე ლიდერის პროგნოზირებადი გამარჯვებით დასრულდა. 

 

საუკეთესო მატჩი

“ბარსელონამ” მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი გამართა “რაიო ვალეკანოს” წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში ტაბლოზე ასახული დამაჯერებელი ანგარიშის გარდა, გულშემატკივარმა “ბარსასთვის” დამახასიათებელი ლამაზი და ლაღი ფეხბურთი იხილა. ხერარდო მატინომ მატჩიშ შემდეგ განაცხადა, რომ თუ გუნდი ასეთი თამაშის ჩვენებას გააგრძელებს, სტადიონზე 20 000-ით მეტი გულშემატკივარი მოვა.
აღსანიშნავია, რომ გოლის გატანა ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა ნეიმარმა მოახერხა, თანაც ბრაზილიელმა ეს ძალიან ეფექტურად გააკეთა. ნეიმარის გარდა, თავი ასევე გამოიჩინეს პედრომ, ალექსისმა და მესიმ (დუბლი). “მანჩესტერ სიტისთან” მატჩის წინ, “ბარსას” კარგი რეპეტიცია გამოუვიდა.

 

სიმეონემ ნავსი გატეხა

ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ სიმეონემ გუნდის დამშვიდება შესძლო და “ატლეტიკომ” როგორც იქნა კვლავ მოიგო. მადრიდელებმა ძალიან აგრესიულად დაიწყეს და უკვე მეოთხე წუთზე ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ. მატჩის დებიუტში საკუთარი გვარები ტაბლოზე რაულ გარსიამ და დიეგო კოსტამ აანთეს. “ვალიადოლიდის” მოთამაშეებმა ფაქტობრივად 0:2-დან დაიწყეს შეხვედრა, რაც “ატლეტიკოსთან” ფაქტობრივად მარცხს ნიშნავს. “მილანის” წინააღმდეგ გასამართა საჩემპიონთალიგიო მატჩის წინ, “ვალიადოლიდთან” შეხვედრაში კარგი დასაწყისი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. სიმეონეს შეგირდებმა შეხვედრა გამარჯვებამდე დიდი ძალების დახარჯვის გარეშე მიიყვანეს. საბოლოო ანგარიში კი 74-ე წუთზე გოდინმა დააფიქსირა – 3:0.

 

ლიდერების ტური

საკუთარი შეხვედრა მადრიდის “რეალმაც” დიდი ანგარიშით მოიგო. ანჩელოტის გუნდი მიუხედავად რონალდუს არყოფნისა და კალენდარის სიმჭიდროვისა, იმდენად კარგ ფორმაშია, რომ ყველა მატჩს ერთნაირი დამაჯერებლობით თამაშობს. მადრიდელებს არც ძალების განსაკუთრებული დაზოგვა სჭირდებათ. ჩემპიონთა ლიგა ბერნაბეუზე ერთ კვირაშ ჩავა.

“ხეტაფესთან” ანგარიში “რეალმა” დებიუტშივე გახსნა. მეხუთე წუთზე თავი ხესემ გამოიჩნა. 27-ზე კი თავისი მორიგი გოლი გაიტანა კარიმ ბენზემამ და შესვენებაზეც გუნდები 0:2-ზე გავიდნენ. მეორე ნახევარში, 66-ე წუთზე მადრიდელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს, მისი ავტორი კი ლუკა მოდრიჩი გახლდათ.

 

15/02/14

ელჩე 0-0 ოსასუნა

ატლეტიკო 3-0 ვალიადოლიდი

გოლები: რაულ გარსია 3′ ; დიეგო კოშტა 4′ ; გოდინი 74′ 

ლევანტე 1-0 ალმერია

გოლი: დავიდ ბარალი 62′ 

ბარსელონა 6-0 რაიო ვალეკანო

გოლები:  ადრიანო კორეია 2′ ; მესი 36′ ; სანჩესი 53′ ; პედრო 56′ ; მესი 68′ ; ნეიმარი 89′ 

 

16/02/14

ვილიარეალი 0-2 სელტა

გოლები: ორელიანა 83′ ; ნოლიტო 90′

გრანადა 1-0 ბეტისი

გოლი: პიტი 31′ 

ხეტაფე 0-3 რეალი

გოლები: ხესე 5′ ; ბენზემა 27′ ; მოდრიჩი 66′ 

ბილბაო 1-2 ესპანიოლი

გოლები:  სერჯიო გარსია 6′ (0:1); გურპეგი 56′ (1:1); კოლოტო 65′ (1:2)

 

17/02/14

სევილია 0-0 ვალენსია

18/02/14

მალაგა 0-1 სოსიედადი

გოლი: ველა 10′