“ბარსელონას” რთული გამარჯვება, “ატლეტიკოს” ტრიუმფი და “რეალის” ტრაციციული პრობლემები პამპლონაში.
ბევრს თუ იწვალებ
იშვიათი შემთხვევა – “ბარსელონა” – “ვილიარეალის” შემდეგ უკმაყოფილო პრაქტიკულად არავინ ყოფილა. კატალონიელებმა რთულ გამარჯვებას მიაღწიეს და ამასთან ერთად კარგი თამაში არ უჩვენებიათ. “ვილიარეალმა” კი ყველას დაუმტკცა, რომ ესპანეთის ჩემპიონთან თანაბრად შეუძლია თამაში. მარტინოს აქტიურად შეაქვს ბარსას თამაშში ახალი იდეები, თუმცა ძველი ჩვევების დავიწყება იოლი საქმე არ არის. მესის არყოფნაში ლიდერის როლის მორგება ნეიმარმა დაიწყო. სწორედ ბრაზილიელის ანგარიშზეა “ბარსელონას” ორივე გოლი. სტუმართა შემადგენლობაში კი გოლის ავტორი მუსაკიო გახდა. 48-ე წუთზე, არგენტინელმა ანგარიში გაათანაბრა, რის შემდეგაც “ბარსას” 20 წუთი დასჭირდა უპირატესობის დასაბრუნებლად.
ამ მოგების შედეგად, “ბარსელონა” კვლავ განაგრძობს ლიდერობას “ატლეტიკოსთან” ერთად. თუმცა, სიმეონეს შეგირდები გაცილებით უკეთესს ფეხბურთს თამაშობენ.
მძლავრი ატლეტიკო
მადრიდული კლუბი შესანიშნავ სეზონს ატარებს. შეიძლება, სიმეონეს გუნდი ნაკლებად ელეგანტურ ფეხბურთს თამაშობს, თუმცა “ატლეტიკოს” ენერგიული და მძლავრი შეტევები გულგრილს არავის ტოვებს. სწორედ ასეთი შეტევების მსხვერპლი გახდა “ვალენსია”. სტუმართა გუნდის ნახევარდაცვა “ატლეტიკოს” პრესინგს ვერ უძლებდა და მთელი შეხვედრა შეტევების მოგერიებით იყო დაკავებული.
საბოლოო ჯამში “ატლეტიკომ” იოლად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე და დაგეგმილი სამი ქულაც მოიპოვა. დუბლი დიეგო კოსტამ გაიფორმა. კიდევ ერთი შედეგიანი დარტყმაც რაულ გარსიას ანგარიშზეა.
უიღბლო ქალაქი
პამპლონა – უიღბლო ადგილი მადრიდის “რეალისთვის”. ყველანაირი ლოგიკით ადგილობრივი “ოსასუნა” გრანდთან უშანსოდ იყო, მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მადრიდელებმა ქულა ძლივს წამოიღეს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, “რეალის” შემადგენლობაში სუსტი რგოლი რონალდუ აღმოჩნდა. პორტუგალიელმა უამრავი საგოლე მომენტი გაანიავა. აი “ოსასუნელი” ორიოლ რიერა კი უშეცდომო იყო. ორი მომენტი – ორი გოლი. ამას სერხიო რამოსის წითელი ბარათიც დავუმატოთ, რომელიც მცველმა ჯერ კიდევ პირველ ტაიმში მიიღო და გამოდის, რომ ლოგიკა უკვე “ოსასუნას” გამარჯვებას ემხრობა. აღსანიშნავია, რომ პამპლონურ მატჩი მიღებული წითელი ბარათი რამოსისათვის მე-18 აღმოჩნდა მის საფეხბურთო კარიერაში. ერთი გოლის გატანა მადრიდელებმა პირველ ტაიმში მოახერხეს. ანგარიშისიც გათანაბრებმა სტუმრებმა მე-80 წუთზე მოახერხეს. თავის პეპემ გამოიჩინა.
“რეალმა” არ წააგო, თუმცა ლიდერთა წყვილს კიდევ ორი ქულით ჩამორჩა.
13/12/13
ლევანტე 2-1 ელჩე
გოლები: სეპურანუ 26′ (0:1); დავიდ ბარალი 41′ (1:1); დავიდა ბარალი 80′ (2:1)
14/12/13
ოსასუნა 2-2 რეალი
გოლები: ორიოლ რიერა 16′ , 39′ (0:2); ისკო 45′ (2:1); პეპე 80′ (2:2)
რაიო ვალეკანო 0-2 გრანადა
გოლები: ფრან რიკო 35′ , რიკი 89′
ბარსელონა 2-1 ვილიარეალი
გოლები: ნეიმარი 30′ (1:0); მუსაკიო 48′ (1:1); ნეიმარი 68′ (2:1)
15/12/13
მალაგა 1-0 ხეტაფე
გოლი: სანტა კრუზი 75′
ალმერია 0-0 ესპანიოლი
სოსიედადი 5-1 ბეტისი
გოლები: აგირეჩე 6′ (1:0); მოლინა 19′ (1:1); ანსოტეგი 55′ (2:1); გრიზმანი 62′ (3:1); აგირეჩე 68′ (4:1); ხაბი პრიეტო 85′ (5:1)
სევილია 1-1 ბილბაო
გოლები: ალბერტო მორენო 4′ (1:0); სუსაეტა 6′ (1:1)
16/12/13
ატლეტიკო მადრიდი 3-0 ვალენსია
გოლები: დიეგო კოსტა 59′ ; რაულ გარსია 64′ ; დიეგო კოსტა 81′
17/12/13
ვალიადოლიდი 3-0 სელტა
გოლები: ხავი გუერა 60′ , 67′ , 86′