დასრულდა პრიმერა დივიზიონის 27-ე ტურის მატჩი “კორნელია ელ-პრატზე”, სადაც დიეგო სიმეონეს “ატლეტიკო” კატალონიურ “ესპანიოლს” დაუზავდა.
“ესპანიოლი” 0:0 “ატლეტიკო მადრიდი”
გოლი: არავინ
დასრულდა პრიმერა დივიზიონის 27-ე ტურის მატჩი “კორნელია ელ-პრატზე”, სადაც დიეგო სიმეონეს “ატლეტიკო” კატალონიურ “ესპანიოლს” დაუზავდა.
“ესპანიოლი” 0:0 “ატლეტიკო მადრიდი”
გოლი: არავინ
Fanebi.com წარმოგიდგენთ ესპანური პრიმერა დივიზიონის 27-ე ტურის პრევიუს.
ესპანიოლი – ატლეტიკო
ლიდერთა მთავარი მდევანი მადრიდის “ატლეტიკო” მოახლოებულ ტურში ბარსელონას ეწვევა, სადაც ადგილობრივ “ესაპნიოლთან” გაარკვევს ურთიერთობას. ერთი კვირის წინ კატალონიელები დამაჯერებლები არ იყვნენ და მინიმალური ანგარიშით სან სებასტიანში დამარცხდნენ. დამდეგ შეხვედრაში კი “ესპანიოლის” მეტოქე კიდევ უფრო მეტად ძლიერი გუნდია.
გასათვალისწინებელი ისიც არის, რომ “ატლეტიკოს” ჩემპიონთა ლიგაში “ლევერკუზენთან” გასამართი შეხვედრა ელის. დიდი ალბათობით დიეგო სიმეონე უახლოესი რეზერვის წარმომადგენლებს გამოიყენეს, რაც “ესპანიოლის” შანსებს რა თქმა უნდა ზრდის.
ეიბარი – ბარსელონა
გასულ ტურში “ბარსელონამ” მადრიდის “რეალს” გადაასწრო და პრიმერა დივიზინში ლიდერობა მოიპოვა. ახალ სტატუსში კატალონიელები პირველ შეხვედრას “ეიბართან” ჩაატარებენ, სადაც აშკარა ფავორიტები არიან.
ეიბარში ასეთი დონის გუნდის სტუმრობა მთელი ქალაქისთვის ზეიმია. სპორტული კუთხით კი ამ მოვლენის შეფასება ცოტა რთულია, ისევე როგორც გაისკა გარიტანოს გუნდის შანსებზე სერიოზულად მსჯელობა. ამავდროულად, “რაიო ვალეკანოსთან” გასულ ტურში ჩატარებულ შეხვედრასთანა პარალელების გავლება უადგილო იქნებოდა. “ეიბარი” საკამოდ განსხვავებული ფეხბურთის თამაშს ცდილობს და პირველ რიგში საკუთარი კარის უსაფრთხოებას და თავისუფალი ზონების მაქსიმალურ შეზღუდვას ანიჭებს უპირატესობას.
რეალი – ლევანტე
გასული კვირა “რეალისთვის” საკმაოდ რეზონანსული გამოდგა. მადრიდელები საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას გადაურჩნენ. “შალკეს” ერთი გოლით მეტი, რომ გაეტანა მადრიდელები ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში მონაწილეობას ვეღარ მიიღებდნენ. ესპანური პრესაში მადრიდულ კლუბში არსებული ვითარების შესახებ უამრავი ჭორი დაიწერა, რის გამოც ფლორენტინო პერესმა პრესკონფერენციაც კი გამართა, რომელზეც ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხა.
ნათელია, რომ “რეალს” რაც შეიძლება სწრაფად სჭირდება მატჩების მოგება და საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ რეაბილიტირება. ასეთ შესაძლებლობას “სამეფო კლუბს” მოახლოებული ტური აძლევს, რომლის ფარგლებშიც ანჩელოტის გუნდი “ლევანტეს” დაუპირისპირდება. მასპინძლები წყვილში აშკარა ფავორიტები არიან და მოგების შემთხვევაში გუნდის ირგვლივ არსებულ დაძაბულ მდგომარეობას ოდნავ მაინც განმუხტავენ,
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
13.03 | 23:45 | ვალენსია | 1.50 | 4.40 | 6.40 | დეპორტივო | დაწვრილებით | |
14.03 | 19:00 | ესპანიოლი | 3.60 | 3.15 | 2.20 | ატლეტიკო | დაწვრილებით | |
14.03 | 21:00 | ეიბარი | 18.00 | 7.50 | 1.17 | ბარსელონა | დაწვრილებით | |
14.03 | 23:00 | რაიო | 2.10 | 3.30 | 3.70 | გრანადა | დაწვრილებით | |
15.03 | 1:00 | სელტა | 2.20 | 3.20 | 3.55 | ბილბაო | დაწვრილებით | |
15.03 | 15:00 | ალმერია | 3.60 | 3.40 | 2.10 | ვილიარეალი | დაწვრილებით | |
15.03 | 20:00 | მალაგა | 1.60 | 3.75 | 6.30 | კორდობა | დაწვრილებით | |
15.03 | 22:00 | სევილია | 1.43 | 4.65 | 7.35 | ელჩე | დაწვრილებით | |
15.03 | 23:55 | რეალი | 1.09 | 10.75 | 23.00 | ლევანტე | დაწვრილებით | |
16.03 | 23:45 | ხეტაფე | 2.50 | 3.10 | 3.05 | სოსიედადი | დაწვრილებით |
Fanebi.com წარმოგიდგენთ პრიმერა დივიზიონი 26-ე ტურის მიმოხილვას
ატლეტიკო – ვალენსია
ესპანური ლიგის ტურის ცენტრალურმა მატჩმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. მადრიდში ჩატარებული დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა.
ხსენებულ შეხვედრაში ანგარიში 33-ე წუთზე მასპინძლებმა კოკეს ძალისხმევით გახსნეს და ტაიმიც მათი გამარჯვებით დასრულდა. ვალენსიელებმა გათანაბრება 73-ე წუთზე მუსტაფის ზუსტი დარტყმით შეძლეს.
ამრიგად, სატურნირო ცხრილში გუნდების პოზიციები უცლელი დარჩა. მესამე ადგილზე კვლავ “ატლეტიკოა” რომელიც, “ვალენსიას” ერთი პოზიციით და ამდენივე ქულით უსწრებს.
ბილბაო – რეალი
ჩვენს ტრადიციულ პრევიუში ამ წყვილზე ბევრი ვისაუბრეთ და ისიც ვიწინასწარმეტყველეთ, რომ მადრიდულ კლუბს ამ შეხვედრაში ძალიან გაუჭირდებოდა. საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ “რეალი” დამარცხდა და სატურნირო ცხრილში პირველობაც კი დათმო.
შეხვედრა მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით დასრულდა. ერთადერთი გოლის ავტორი კი ადურისი გახდა, რომელმაც 26-ე წუთზე მიკელ რიკოს პასი ზუსტად გამოიყენა. შეხვედრის დასრულებამდე მადრიდელებს გათანაბრების შანსი რამდენჯერმე მიეცათ, მაგრამ ტაბლოზე ცვლილებები აღარ მომხდარა.
ბარსელონა – რაიო ვალეკანო
“რეალის” მარცხით მეორე დღეს “ბარსელონამ” ისარგებლა და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. კატალონიელებმა საკუთარ მოედანზე “რაიო ვალეკანოს” უმასპინძლებს და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით, 6:1 დაამარცხეს.
კატალონიელთა მხრიდან ერთი გოლი პიკემ, ორი სუარესმა, ხოლო ლიონელ მესიმ სამი გაიტანა. “ბარსას” კარში კი პრესტიჟის გოლის ავტორი ბუენო გახდა. აღსანიშნავია, რომ სტუმრები 54-ე წუთიდან ტიტოს გაძევების გამო რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ, თუმცა მე-80 წუთზე წითელი დანი ალვეშმაც მიიღო და მოთამაშეთა რაოდენობა გათანაბრდა.
ტურის ყველა მატჩი
06.03 | 23:45 | ლევანტე | 2:1 | ეიბარი | დაწვრილებით | |||
07.03 | 19:00 | დეპორტივო | 3:4 | სევილია | დაწვრილებით | |||
07.03 | 21:00 | ბილბაო | 1:0 | მადრიდის რეალი | დაწვრილებით | |||
07.03 | 23:00 | ელჩე | 1:0 | ალმერია | დაწვრილებით | |||
08.03 | 1:00 | გრანადა | 1:0 | მალაგა | დაწვრილებით | |||
08.03 | 15:00 | ბარსელონა | 6:1 | რაიო ვალეკანო | დაწვრილებით | |||
08.03 | 20:00 | რეალ სოსიედადი | 1:0 | ესპანიოლი | დაწვრილებით | |||
08.03 | 22:00 | ვილიარეალი | 4:1 | სელტა | დაწვრილებით | |||
08.03 | 23:55 | ატლეტიკო | 1:1 | ვალენსია | დაწვრილებით | |||
09.03 | 23:45 | კორდობა | -:- | ხეტაფე | დაწვრილებით |
პრიმერა დივიზიონის 26-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
ატლეტიკო 1-1 ვალენსია
გოლები: კოკე 33′ (1:0): მუსტაფი 78′ (1:1)
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ესპანეთის პრიმერადივიზიონის 26-ე ტურის მატჩი “კამპ ნოუზე”, სადაც ლუის ენრიკეს შეგირდებმა მადრიდული “რაიო ვალეკანო” გაანადგურეს.
“ბარსელონა” 6:1 “რაიო ვალეკანო”
გოლი: სუარესი ‘6; ’90+1, პიკე ’49, მესი ’56(პენალტი); ’63; ’68 – ბუენო ’81(პენალტი)
Fanebi.com წარმოგიდგენთ პრიმერა დივიზიონი 26-ე ტურის პრევიუს.
ატლეტიკო – ვალენსია
მოახლოებული ტურის ცენტრალური დაპირისპირება ვისენტე კალდერონზე გასამართი “ატლეტიკოსა” და “ვალენსიას” დუელია. პირველ წრეში “ღამურებმა” ერთი შეხედვით საკმაოდ იოლი გამარჯვება მოიპოვეს, რაც დიდწილად სამი სწრაფი გოლის დამსახურება იყო. უნდა აღინიშნოს, რომ იმ შეხვედრაში “ატლეტიკოს” ინტრიგის გაცოცხლება შეეძლო, მაგრამ გამოუყენებელმა 11-მეტრიანმა სიმეონეს გუნდი საბოლოოდ გატეხა.
იმ პერიოდში “ატლეტიკო” ჯერ კიდევ ფიქრობდა ჩემპიონობაზე, ახლა კი მადრიდული კლუბი ლიდერთა დუეტს 7 ქულით ჩამორჩება, რაც ესპანეთისთვის საკმაოდ დიდი ფორაა. აი “ვალენსიას” კი “ატლეტიკო” მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს და გარემოება მოახლოებულ მატჩს კიდევ უფრო მეტად დაძაბულს ხდის.
მადრიდული კლუბი ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას პრობლემებით ხვდება. შეიძლება ითქვას, რომ სიმეონეს გუნდი კრიზისშიც კი არის. განსაკუთრებით მძიმე “ატლეტიკოსთვის” გასვლითი მატჩებია, თუმცა სტუმრად თამაშის პრობლემა “ვალენსიასაც” აქვს. ასე რომ, ამ მხრივ მასპინძლებს უპირატესობა აქვთ. თუმცა, საშინაო ასპარეზი საკადრო პრობლემებს ვერ უშველის. დისკვალიფიკაციის გამო მადრიდელებს მირანდა და გრიზმანი ვერ დაეხმარებიან.
ბილბაო – რეალი
რომ არა მადრიდში გასამართი მესამე ადგილისთვის ბრძოლა, ტურის ცენტრალური შეხვედრა სწორედ “ბილბაოს” და “რეალის” დაპირისპირება იქნებოდა. წლევანდელი სეზონის მასპინძლებისთვის განსაკუთრებულად წარმატებული არ არის, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბოლო დროს “ბილბაომ” აშკარად მოუმატა. პრიმერაში სამი წაუგებელი მატჩის შემდეგ ბასკებმა ესპანეთის თასის ფინალის საგზურიც მოიპოვეს, სადაც “ბარსელონას” გაეჯიბრებიან.
გამომდინარე იქიდან, რომ მადრიდის “რეალი” ბოლო დროს საუკეთესო ფორმაში არ არის და პირველ წრეში ნაჩვენებ თამაშის დონეს ვერ უახლოვდება, “ბილბაოს” მეტოქისთვის გარკვეული პრობლემების შემქნა შეუძლია. სხვა საქმეა, რომ მასპინძლები ამ დაპირისპირებას დაღლილები ხვდებიან. ნებისმიერ შემთხვევაში სან მამესზე საინტერესო ბრძოლაა მოსალოდნელი.
ბარსელონა – რაიო ვალეკანო
“რაიო ვალეკანო” – გუნდი, რომელიც მოახლოებულ ტურში ფაქტობრივად უშანსოდ არის. მიუედავად “მალაგასთან” დაკარგული ქულებისა, ბოლო დროს ლუის ენრიკეს გუნდი საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. განსაკუთრებით ეს კატალონიელთა შემტევ ტრიოზე ითქმის.
მოახლოებულ დაპირისპირებაშ ინტრიგა ფაქტობრივად არ არსებობს. დიდი ალბათობით, “ბარსა” მორიგ გამარჯვებას მოიპოვეს და ამას დიდი ანგარიშითაც გააკეთებს.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
06.03 | 23:45 | ლევანტე | 2.30 | 3.05 | 3.25 | ეიბარი | დაწვრილებით | |
07.03 | 19:00 | დეპორტივო | 3.40 | 3.20 | 2.25 | სევილია | დაწვრილებით | |
07.03 | 21:00 | ბილბაო | 6.20 | 4.50 | 1.50 | რეალი | დაწვრილებით | |
07.03 | 23:00 | ელჩე | 2.25 | 3.20 | 3.40 | ალმერია | დაწვრილებით | |
08.03 | 1:00 | გრანადა | 2.85 | 3.00 | 2.75 | მალაგა | დაწვრილებით | |
08.03 | 15:00 | ბარსელონა | 1.08 | 12.25 | 23.55 | რაიო | დაწვრილებით | |
08.03 | 20:00 | სოსიედადი | 2.32 | 3.20 | 3.25 | ესპანიოლი | დაწვრილებით | |
08.03 | 22:00 | ვილიარეალი | 2.05 | 3.45 | 3.65 | სელტა | დაწვრილებით | |
08.03 | 23:55 | ატლეტიკო | 1.68 | 3.85 | 5.15 | ვალენსია | დაწვრილებით | |
09.03 | 23:45 | კორდობა | 2.65 | 3.00 | 2.85 | ხეტაფე | დაწვრილებით |
Fanebi.com პრიმერა დივიზონის 25-ე ტურის მიმოხილვას წარმოგიდგენთ.
სევილია – ატლეტიკო
ტურის ცენტრალურ შეხვედრად მონათლულ დაპირისპირებაში ერთმანეთს “სევილია” და მადრიდის “ატლეტიკო” წარსდგნენ.
შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა და ამასთან ერთად საკმაოდ უხეშიც გამოდგნა. მატჩის მთავარმა არბიტრმა, კარლოს გომესმა ყვითელი ბარათი 11 ჯერ ამოიღო.
ამრიგად, გუნდებმა სატუნრირო ცხრილში მე-5 და მე-3 პოზიციები შეინარჩუნეს, თუმცა მთავარ კონკურენტებს სევილიელებიც და მადრიდელებიც ჩამორჩნენ.
რეალი – ვილიარეალი
ქულები გათამაშების ლიდერმა, მადრიდის “რეალმაც” დაკარგა და კატალონიელების სხვოაბის მინიმუმამდე შემცირების საშუალებაც მისცა.
“სანტიაგო ბერნაბეუზე” კარლო ანჩელოტის მადრიდის “რეალმა” “ვილიარეალს” უმასპინძლა. ანგარიშის გახსნა მადრიდელებმა მეორე ტაიმში შეძლეს. 52-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ პენალტი ზუსტად შეასრულა, მაგრამ სტუმრებმა 64-ე წუთზე ჟერარ მორენოს გოლით აღადგინეს წონასწორობა და როგორც შემდეგ გაირკვა, საბოლოო ანგარიშიც დაუფიქსირებიათ.
გრანადა – ბარსელონა
ლიდერთა სამეულიდან გამარჯვება მხოლოდ “ბარსელონამ” მოიპოვა. ლუინს ენრიკეს გუნდმა “გრანადას” 3 გოლი გაუტანა და საკუთარ კარში მხოლოდ 1 მიიღო.
ანგარიში 23-ე წუთზე ივან რაკიტიჩმა გახსნა, მეორე ტაიმის დაწყებიდან 3 წუთში კი ლუის სუარესმა საკუთარ გუნდსი უპირატესობა ორამდე გაზარდა. 5 წუთში “გრანადამ” ლუის რიკოს მიერ გატანილი ზუსტი პენალტით სხვაობა შეამცირა, მაგრამ საბოლოოდ 70-ე წუთზე ლეო მესის ჯერიც გახდა, რომელმაც მესამე გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვა.
ტურის ყველა მატჩი
27.02 | 23:45 | ესპანიოლი | 1:0 | კორდობა | დაწვრილებით | |||
28.02 | 19:00 | გრანადა | 1:3 | ბარსელონა | დაწვრილებით | |||
28.02 | 21:00 | რაიო ვალეკანო | 4:2 | ლევანტე | დაწვრილებით | |||
28.02 | 23:00 | ალმერია | 0:0 | დეპორტივო | დაწვრილებით | |||
01.03 | 1:00 | მალაგა | 3:2 | ხეტაფე | დაწვრილებით | |||
01.03 | 15:00 | ვალენსია | 2:0 | სოსიედადი | დაწვრილებით | |||
01.03 | 20:00 | ეიბარი | 0:1 | ბილბაო | დაწვრილებით | |||
01.03 | 22:00 | სევილია | 0:0 | ატლეტიკო | დაწვრილებით | |||
01.03 | 23:55 | რეალი | 1:1 | ვილიარეალი | დაწვრილებით | |||
02.03 | 23:45 | სელტა | -:- | ელჩე | დაწვრილებით |
დასრულდა პრიმერა დივიზიონის 25-ე ტურის კვირის ბოლო შეხვედრა “სანტიაგო ბერნაბეუზე”, სადაც კარლო ანჩელოტის მადრიდის “რეალმა” “ვილიარეალთან” ქულები დაკარგა და ფრედ დაუზავდა.
სტადიონზე მისულმა გულშემატკივარმა დიდად სანახაობრივი დაპირისპირება ვერ იხილა. პირველი ტაიმი ნულოვანი ფრით დასრულდა. მეორე ტაიმის მეშვიდე წუთზე, კრიშტიანო რონალდომ ანგარიში პენალტით გახსნა, ხოლო ზუსტად 12 წუთში, ჟერარდ მორენომ შეხვედრას საბოლოო წერტილი დაუსვა.
“რეალი” 1-1 “ვილიარეალი”
გოლი: რონალდო ’52(პ) – მორენო ’64
Fanebi.com პრიმერა დივიზონის 25-ე ტურის პრევიუს წარმოგიდგენთ.
სევილია – ატლეტიკო
ტურში ყველაზე დიდ ინტერესს “რამონ სანჩეს პისხუანზე” გასამართი შეხვედრა იწვევს. “სევილიას” ჩემპიონობის ერთ-ერთი პრეტენდენტი, მადრიდის “ატლეტიკო” ესტუმრება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სიმეონეს გუნდი ბოლო დროს დამაჯერებლობით ვერ გამოირჩევა, “ატლეტიკო” წყვილში აშკარა ფავორიტად ვერ ჩაითვლება.
გასათვალისწინებელი ისიც არის, რომ მადრიდელებს “ლევერკუზენთან” განმეორებითი მატჩი აქვთ ჩასატარებელი, გემრანიაში მარცხი კი მათ ფიზიკურ და ფსიგოლოგიურ მდგომარეობაზე დადებითად ვერ აისაებოდა. უპრობლემო არც “სევილიაა, ამიტომ ანდალუსიაში საინტერესო, დაძაბულ შეხვედრას უნდა ველოდოთ.
გრანადა – ბარსელონა
“გრანადას” საკადრო პრობლემებიდან გამომდინარე მათი ისედაც მინიმალური შანსები ფაქტობრივად ნულის ტოლია. აბელ რესინოს გუნდს დისკვალიფიკაციების გამო ოთხი მოთამაშე დააკლდება.
კატალონიელებმა კი რამდენიმე დღის წინ “მანჩესტერ სიტის” დამაჯერებლად სძლიეს რითაც დაამტკცეს, რომ კარგ ფორმაში იმყოფებიან და “მალაგასთან” მარცხი უბრალო შემთხვევითობა იყო.
გამორიცხული არ არის, რომ ლუის ენრიკემ გარკვეულ როტაციასაც მიმართოს. “ბარსას” წინ ესპანეთის თასის ფარგლებში “ვილიარეალთან” განმეორებითი მატჩი ელის.
რეალი – ვილიარეალი
კატალონიური კლუბის მორიგი მეტოქე ურთიერთობას მადრიდის “რეალთან” გაარკვევს. ბუნებრივია, ეს შეხვედრაც საკმაოდ დიდ ინტერეს იწვევს. გასათვალისწინებელია, რომ გუშინ “ვილიარეალმა” ევროპის ლიგაზე ითამაშა და მარსელინომაც თავისი საკადრო გადაწყვეტილებით ნათლან მიანიშნა საზოგადოებას, რომ ევროტურნირი მისთვის პრიორიტეტულია.
ორივე გუნდი მატჩს საკადრო პრობლემებით ხვდება. “რეალს” ტრავმირებული ხედირა, მოდრიჩი, ხამესი, სერხიო რამოსი და ფაბიო კოენტრაუ ვერ დაეხმარებიან, ხოლო “ვილიარეალს” ტრავმირებულ გასპართან, ბრუნოსთან, ადრიან მარინთან და იოკიჩთან ერთად ვერც “რეალიდან” იჯარის წესით დამატებული დენის ჩერიშევი დაეხმარება.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტი
30.11 | 23:45 | სელტა | 1.50 | 4.05 | 6.75 | ელჩე | დაწვრილებით | |
27.02 | 23:45 | ესპანიოლი | 1.66 | 3.50 | 6.20 | კორდობა | დაწვრილებით | |
28.02 | 19:00 | გრანადა | 17.00 | 6.50 | 1.19 | ბარსელონა | დაწვრილებით | |
28.02 | 21:00 | რაიო | 1.77 | 3.45 | 4.90 | ლევანტე | დაწვრილებით | |
28.02 | 23:00 | ალმერია | 2.37 | 3.05 | 3.25 | დეპორტივო | დაწვრილებით | |
01.03 | 1:00 | მალაგა | 1.82 | 3.20 | 5.30 | ხეტაფე | დაწვრილებით | |
01.03 | 15:00 | ვალენსია | 1.67 | 3.75 | 5.35 | სოსიედადი | დაწვრილებით | |
01.03 | 20:00 | ეიბარი | 3.15 | 3.00 | 2.50 | ბილბაო | დაწვრილებით | |
01.03 | 22:00 | სევილია | 2.90 | 3.05 | 2.64 | ატლეტიკო | დაწვრილებით | |
01.03 | 23:55 | რეალი | 1.27 | 6.00 | 10.00 | ვილიარეალი | დაწვრილებით |
Fanebi.com წარმოგიდგენთ ესპანური პრიმერა დივიზიონის 24-ე ტურის მიმოხილვა.
რეალ სოსიედადი – სევილია
ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “რეალ სოსიედადმა” “სევილიას” უმასპინძლა და დრამატულ შეხვედრაში, 4:3 მოიგო.
ანგარიში მე-16 წუთზე გაიხსნა და მასპინძლები აგირეჩემ დააწინაურა. სან-სებასტიანელები დამაჯერებლად იგებდნენ, თუმცა ტაიმის დასრულებამდე 2 წუთით ადრე კოლოძიეჩაკის გოლით “სევილიამ” გათანაბრება შეძლო. სტუმრების სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. თამაშის განახებიდან 3 წუთში მასპინძლები ხაბი პრიეტომ პენალტით დააწინაურა, რის შემდეგაც კვლავლ სტუმრების ჯერი დადგა. 67-ე წუთზე “სევილიამ” ბაკას გოლით გაათანაბრა, 78-ზე კი გამეირომ 11-მეტრიანით თავისიანები წინ გაიყვანა. თუმცა, სევილიელებმა კვლავ მალევე გაუშვეს. 82-ზე ანგარიში ალეხანდრო არიბასის გოლით გათანაბრდა. გადამწყვეტი კი შეხვედრის ბოლო წუთი აღმოჩნდა. “რეალ სოსიედადმა” ხაბი პრიეტოს გოლით პრინციპულ მატჩში გამარჯვება მოიპოვა.
ბარსელონა – მალაგა
ტურს არც სენსაციის გარეშე ჩაუვლია. “ნოუ კამპზე” “ბარსელონამ” “მალაგას” უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
მატჩის ბედი ერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც კატალონიელთა კარში მატჩის მე-7 წუთზე ხუანმიმ გაიტანა და საკუთარ გუნდს ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
ელჩე – რეალი
“ბარსელონას” მარცხით ისარგებლა მადრიდის “რეალმა”, რომელიც გუშინ “ელჩეს” სტუმრობდა
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მადრიდელებმა ანგარიში 56-ე წთზე კარიმ ბენზემას გოლით გახსნეს. 69-ზე კი კრიშტიანუ რონალდუს ჯერიც დადგა, რომელმაც საბოლოო ანგარიში, 0:2 დააფიქსირა.
მადრიდელებმა ლიდერობა განიმტკიცეს და უახლოეს მდევარს უკვე 4 ქულით უსწრებენ.
ტურის ყველა მატჩი
20.02 | 23:45 | ხეტაფე | 2:1 | ესპანიოლი | დაწვრილებით | |||
21.02 | 19:00 | ბარსელონა | 0:1 | მალაგა | დაწვრილებით | |||
21.02 | 21:00 | კორდობა | 1:2 | ვალენსია | დაწვრილებით | |||
21.02 | 23:00 | ატლეტიკო | 3:0 | ალმერია | დაწვრილებით | |||
22.02 | 1:00 | დეპორტივო | 0:2 | სელტა | დაწვრილებით | |||
22.02 | 15:00 | სოსიედადი | 4:3 | სევილია | დაწვრილებით | |||
22.02 | 20:00 | ბილბაო | 1:0 | რაიო ვალეკანო | დაწვრილებით | |||
22.02 | 22:00 | ვილიარეალი | 1:0 | ეიბარი | დაწვრილებით | |||
23.02 | 0:00 | ელჩე | 0:2 | მადრიდის რეალი | დაწვრილებით | |||
23.02 | 23:45 | ლევანტე | -:- | გრანადა | დაწვრილებით |
ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 24-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “რეალ სოსიედადმა” “სევილიას” უმასპინძლა და დრამატულ შეხვედრაში, 4:3 მოიგო.
ანგარიში მე-16 წუთზე გაიხსნა და მასპინძლები აგირეჩემ დააწინაურა. სან-სებასტიანელები დამაჯერებლად იგებდნენ, თუმცა ტაიმის დასრულებამდე 2 წუთით ადრე კოლოძიეჩაკის გოლით “სევილიამ” გათანაბრება შეძლო. სტუმრების სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. თამაშის განახებიდან 3 წუთში მასპინძლები ხაბი პრიეტომ პენალტით დააწინაურა, რის შემდეგაც კვლავლ სტუმრების ჯერი დადგა. 67-ე წუთზე “სევილიამ” ბაკას გოლით გაათანაბრა, 78-ზე კი გამეირომ 11-მეტრიანით თავისიანები წინ გაიყვანა. თუმცა, სევილიელებმა კვლავ მალევე გაუშვეს. 82-ზე ანგარიში ალეხანდრო არიბასის გოლით გათანაბრდა. გადამწყვეტი კი შეხვედრის ბოლო წუთი აღმოჩნდა. “რეალ სოსიედადმა” ხაბი პრიეტოს გოლით პრინციპულ მატჩში გამარჯვება მოიპოვა.
პრიმერა დივიზიონის 24-ე ტურში “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “მალაგა” მიიღო. გუნდი, რომლის დამარცხებაც კატალონიელებმა პირველ წრეში ვერ შეძლეს.
ბარსელონელთა გულშემატკივრებისთვის სამწუხაროდ, მათი საყვარელი კლუბი ამჯერად საერთოდ უქულოდ დარჩა. მატჩის ერთადერთი გოლი მე-7 წუთზე მალაგელმა ხუანმიმ გაიტანა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოუტანა.
გოლები: ხუანმი 7′