პრიმერა: მე-17 ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ ესპანური პრიმერა დივიზიონის მე-17 ტურის მიმოხილვას.

 

ატლეტიკო – ლევანტე

2015 წლის პირველი პრიმერული მატჩი მოსალოდნელი შედეგით დასრულდა. “ატლეტიკომ” დაგეგმილი სამი ქულა განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მოიპოვა.

მადრიდელებმა დაწიუნაურება მე-18 წუთზე გრიზმანის გოლით მოახერხეს და ტაიმიც მინიმალური უპირატესობით დაასრულეს. ფრანგმა ფორვარდმა დუბლი შეხვედრის განახლებიდან 2 წუთში შეასრულა.

62-ე წუთზე “ლევანტე” ელ ჟარის გოლით დაბრუნდა თამაშში, თუმცა მატჩის დასრულებამდე 8 წუთით ადრე დიეგო გოდინმა მესამე გოლი გაიტანა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაც დააფიქსირა. მადრიდელებმა კონკურენტთა წაფორხილებით ისარგებლეს და მათ მაქსიმალურად მიუახლოვდნენ.

 

სოსიედადი – ბარსელონა

2015 წელი “ბარსელონამ” წარუმატებლად დაიწყო. სან-სებასტიანიდან კატალონიელები სახლში უქულოდ დაბრუნდნენ.

შეხვედრაში გადამწყვეტი მე-2 წუთზე გატანილი გოლი გახდა. ბურთი საკუთარ კარში “ბარსას” მცველმა, ჟორდი ალბამ ჩაჭრა. სტუმრები მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ ტერიტორიულ უპირატესობას და მომენტებიც ჰქონდათ, თუმცა მეტი გოლი აღარ გასულა.

“სოსიედადმა” ამ გამარჯვებით მე-13 პოზიციაზე გადაინაცვლა, ხოლო “ბარსელონამ” გალიდერების შანსი გაუშვა ხელიდან.

 

ვალენსია – რეალი

მთავარი კონკურენტის მსგავსად 2015 სტარტი “რეალისთვისაც” წარუმატებელი აღმოჩნდა. გასული ტურის ცენტრალური შეხვედრა ანჩელოტის შეგირდებისთვის კარგად დაიწყო. მადრიდელებმა მე-14 წუთზე კრიშტიანუ რონალდუს ზუსტი პენალტით მოახერხეს დაწინაურება.

გაშვებულმა გოლმა ვალენსიელები არ დააბნია. ნუნუს შეგირდები საკმაოდ ორგანიზებულად გამოიყურებოდნენ, რაც მეორე ტაიმში შედეგზეც აისახა. “ვალენსიამ” გათანაბრება 52-ე წუთზე, ბარაგანის გოლით შეძლო. “რეალი” მეორე გოლის გასატანად წავიდა, თუმცა მისი გატანა “ღამურებმა” შეძლეს. მატჩის 65-ე წუთზე დანი პარეხოს გადაცემით შედეგიანი დარტყმა ნიკოლას პარეხომ შეასრულდა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

 

ტურის ყველა მატჩი

03.01 19:00 ატლეტიკო ატლეტიკო 3:1 ლევანტე ლევანტე დაწვრილებით
03.01 21:00 სევილია სევილია 1:0 სელტა სელტა დაწვრილებით
03.01 23:00 ელჩე ელჩე 2:2 ვილიარეალი ვილიარეალი დაწვრილებით
04.01 1:00 დეპორტივო დეპორტივო 1:0 ბილბაო ბილბაო დაწვრილებით
04.01 1:00 მალაგა მალაგა 1:2 ალმერია ალმერია დაწვრილებით
04.01 15:00 ხეტაფე ხეტაფე 1:2 რაიო ვალეკანო რაიო ვალეკანო დაწვრილებით
04.01 20:00 ვალენსია ვალენსია 2:1 მადრიდის რეალი მადრიდის რეალი დაწვრილებით
04.01 22:00 ესპანიოლი ესპანიოლი 1:2 ეიბარი ეიბარი დაწვრილებით
04.01 23:55 რეალ სოსიედადი რეალ სოსიედადი 1:0 ბარსელონა ბარსელონა დაწვრილებით
05.01 23:55 კორდობა კორდობა -:- გრანადა გრანადა დაწვრილებით

 

პრიმერა: მე-17 ტურის პრევიუ

Fanebi.com წარმოგიდგენთ ესპანური პრიმერა დივიზიონის მე-17 ტურის პრევიუს.

 

ატლეტიკო – ლევანტე

2015 წლის პირველი პრიმერული მატჩი მადრიდში შედგება, სადაც “ატლეტიკო” “ლევანტეს” მიიღებს. ამ წყვილში ფავორიტი რა თქმა უნდა ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია. რთული წარმოსადგენია, რომ პაკო ალკასერის შეგირდებმა მადრიდელებს პრობლემები შეუქმნან.

“ატლეტიკოში” მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ფერნანდო ტორესი დაბრუნდა. ფებურთელ ბოლო წლები წარუამტებელი ჰქონდა, თუმცა მადრიდში მას ყოველთვის განსაკუთრებულად აფასებდნენ. დიდი ალბათობით, დღევანდელ მატჩში მისი თამაში ვერ მოესწრება, თუმცა დროსთან ერთად დიეგო სიმეონე მას სათამაშო პრაქტიკას აუცილებლად მისცემს.

 

სოსიედადი – ბარსელონა

საკმაოდ საინტერესო შეხვედრას უმასპინძლებს სან-სებასტიანი, სადაც ადგილობრივ “რეალ სოსიედადს” “ბარსელონა” ესტუმრება.

მასპინძებმა წელს დაამტკიცეს, რომ საკუთარ მოედანზე გრანდებთან ჭიდილი შეუძლიათ. “ანოეტეზე” მიმდინარე სეზონში ორივე მადრიდული კლუბი, “ატლეტიკოც” და “რეალიც” დამარცხდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ “ბარსას” იოლი გასეირნება არ ექნება. სხვა საქმეა, რომ ამ წარმატებებთან დევიდ მოიესს არანაირი კავშირი არ აქვს. შოტლანდიელი სპეციალისტის თავკაცობით “სოსიედადმა” მხოლოდ ერთხელ მოიგო და ისიც მთავარ აუტსაიდერთ “ელჩესთან”.

“ბარსელონას” მთავარი მინუსი მიმდინარე სეზონში სტუმრად თამაშია. საშინაო შეხვედრებში კატალონიელები მეტოქეებს არ ინდობენ, აი გასვლაზე კი გუნდს პრობლემები ექმნება. ამიტომ, სან-სებასტიანში მართლაც საინტერესო დაპირისპირების მოლოდინში უნდა ვიყოთ.

 

ვალენსია – რეალი

ტურის ცენტრალური მატჩი “მესტალიაზე” შედგება, სადაც ერთმანეთს “ვალენსია” და “რეალი” დაუპირისპირდებიან.

მასპინძები საახაწლოდ ენცო პერესით გაძლიერდნენ. “ბენფიკას” ყოფილი მოთამაშის განაცხადში შეყვანაც მოესწრო და დღევანდელ შეხვედრაში მისი მოედანზე გამოჩენის ალბათობაც დიდია.

მართალია, ბუკმეიკერთა აზრით “რეალი” შეხვედრაში აშკარა ფავორიტია, თუცმა ანჩელოტის გუნდს იოლი მატჩი რომ არ ელის ფაქტია. ამაზე თუნდაც “ვალენსიას” მიერ “ბარსელონასთან” ჩატარებული მატჩი მეტყველებს. კატალონიელებმა ნუნუს გუნდს ბოლოს მაინც სძლიეს, თუმცა “ღამურებმა” გრანდს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. საერთოდაც, მცირე ჩავარდნას თუ არ ჩავთვლით “ვალენსია” წელს საკმაოდ სტაბილური და სიმპათიური გუნდია.

 

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

03.01 19:00 ატლეტიკო 1.25ატლეტიკო 5.75 ლევანტე12.00 ლევანტე დაწვრილებით
03.01 21:00 სევილია 1.75სევილია 3.60 სელტა4.55 სელტა დაწვრილებით
03.01 23:00 ელჩე 4.55ელჩე 3.35 ვილიარეალი1.85 ვილიარეალი დაწვრილებით
04.01 1:00 დეპორტივო 2.85დეპორტივო 3.20 ბილბაო2.52 ბილბაო დაწვრილებით
04.01 1:00 მალაგა 1.50მალაგა 4.05 ალმერია6.50 ალმერია დაწვრილებით
04.01 15:00 ხეტაფე 2.25ხეტაფე 3.30 რაიო ვალეკანო3.20 რაიო  დაწვრილებით
04.01 20:00 ვალენსია 5.75ვალენსია 4.20 მადრიდის რეალი1.55 რეალი დაწვრილებით
04.01 22:00 ესპანიოლი 1.85ესპანიოლი 3.40 ეიბარი4.45 ეიბარი დაწვრილებით
04.01 23:55 სოსიედადი 9.25რეალ სოსიედადი 4.95 ბარსელონა1.35 ბარსელონა დაწვრილებით
05.01 23:55 კორდობა 2.45კორდობა 3.15 გრანადა3.00 გრანადა დაწვრილებით

TOP 5: სეზონის ყველაზე უხვგოლიანი მატჩები

2014-15 წლების სეზონის პირველი ნახევარი იწურება, ჩვენ კი გთავაზობთ მიმდინარე სეზონში ყველაზე უხვგოლიანი მატჩების მიმოხილვებს.

21.09.2014, “ოსასუნა” – “მალიორკა” 6:4 (ესპანეთის სეგუნდა დივიზიონი)

19.10.2014, “არარატი” – “ბანანცი” 4:6 (სომხეთის ჩემპიონატი)

03.08.2014, “დინამო” – “როსტოვი” 7:3 (რუსეთის ჩემპიონატი)

20.09.2014, “დეპორტივო” – “რეალი” 2:8 (ესპანეთის ჩემპიონატი)

21.12.2014, “ნუმანსია” – “ლუგო” 6:6 (ესპანეთის სეგუნდა დივიზიონი)

პრიმერა: მე-16 ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ ესპანური პრიმერა დივიზიონის მე-16 ტურის მიმოხილვა.

 

ბარსელონა – კორდობა

როგორც მოსალოდნელი იყო, “ბარსელონამ” წლის უკანასკნელი მატჩი გამანადგურებელი გამარჯვებით დაასრულა. კატალონიელთა საშობაო განწყობის შექმნაზე მოკრძალებულმა “კორდობამ” “იზრუნა”.

ლუის ენრიკეს შეგირდები მატჩის დებიუტში, მეორე წუთზე დაწინაურნდნენ. პირველ ტაიმში ერთადერთი გოლის ავტორი პედრო გახდა. 53-ე წუთზე პრიმერაში საკუთარი გოლების ანგარიში ლუის სუარესმა გახსნა და საკუთარი გუნდსი უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში კი ჯერ პიკემ გაიტანა, შემდეგ კი ლეო მესიმ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 5:0. ამ გამარჯებით “ბარსელონამ” “რეალთან” ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა, თუმცა მადრიდელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებუული.

ეიბარი – ვალენსია

ფავორიტის გამარჯვებით დასრულდა ეიბარში გამართული შეხვედრა, სადაც ადგილობრივ გუნდს “ვალენსია” ესტუმრა.

“ღამურები” მე-9 წუთზე სერხიო გარსიამ დააწინაურა, თუმცა პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე ლეო ბაპტისტაომ წონასწორობის აღდგენა შეძლო.

ვალენსიელებმა გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ნახევარში მოიპოვეს. 76-ზე სეხიო გარსიამ ამჯერად უკვე ასისტენტის როლში მოგვევლინა და გოლი ლუკას ვასკესს გაატანინა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე კი საბოლოო ანგარიში თავად გარსიამ დააფიქსირა და გაფორმებულ დუბლთან ერთად საკუთარ გუნდს მორიგი სამი ქულა მოუპოვა.

ბილბაო – ატლეტიკო

ბილბაოში გამართული ტურის ცენტრალური დაპირისპირება მადრიდელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. არადა, “ბილბაო” მე-17 წუთზე მიკელ რიკოს გოლით დაწინაურდა და პირველი ტაიმი მოიგო კიდეც.

მადრიდელებმა გათანაბრება 46-ე წუთზე, გრიზმანის გოლით შეძლეს და მეორე ტაიმში დიდი უპირატესობაც მოიპოვეს, რაც საბოლოოდ შედეგზეც აისახა. 53-ე წუთზე “ატლეტიკოს” დაწინაურება რაულ გარსიამ 11-მეტრიანი დარტყმით მოახერხა. 73-ე და 81-ე წუთებზე კი კვლავ გრიზმანმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 1-4 დააფიქსირა.

 

ტურის ყველა მატჩი

19.12 23:45 სელტა სელტა 0:1 ალმერია ალმერია დაწვრილებით
20.12 19:00 ბარსელონა ბარსელონა 5:0 კორდობა კორდობა დაწვრილებით
20.12 21:00 ლევანტე ლევანტე 1:1 რეალ სოსიედადი რეალ სოსიედადი დაწვრილებით
20.12 23:00 ეიბარი ეიბარი 0:1 ვალენსია ვალენსია დაწვრილებით
21.12 1:00 რაიო ვალეკანო რაიო ვალეკანო 1:3 ესპანიოლი ესპანიოლი დაწვრილებით
21.12 15:00 ვილიარეალი ვილიარეალი 3:0 დეპორტივო დეპორტივო დაწვრილებით
21.12 20:00 გრანადა გრანადა 1:1 ხეტაფე ხეტაფე დაწვრილებით
21.12 22:00 ელჩე ელჩე 1:2 მალაგა მალაგა დაწვრილებით
21.12 23:59 ბილბაო ბილბაო 1:4 ატლეტიკო ატლეტიკო დაწვრილებით
04.02 22:00 მადრიდის რეალი მადრიდის რეალი -:- სევილია სევილია დაწვრილებით

პრიმერა: მე-16 ტურის პრევიუ

Fanebi.com წარმოგიდგენთ ესპანური პრიმერა დივიზიონის მე-16 ტურის პრევიუს.

 

ბარსელონა – კორდობა

აღნიშნულ წყვილში ფავორიტის გამოცნობა რთული არ უნდა იყოს. “კორდობას” “ნოუ კამპზე” ძალიან გაუჭირდება. კატალონიელები მოედანზე “ხეტაფესთან” წარუმატებლობით გაბრაზებულები გამოვლენ და საკუთარი გულშემატკივრების თვალსწინ ბოლომდე დაიხარჯებიან დადებითი შედეგის მისაღწევად.

წლის ბოლოს “ბარსელონას” თამაში შედარებით გამოსწორდა. სათასო მატჩში ლუის ენრიკემ უახლოეს რეზერვიც გამოსცადა. ამიტომ, “კორდობასთან” მოედანზე უძლიერესი შემადგენლობა გამოვა და საქმეც ალბათ გამანადგურებელი გამარჯვებით დასრუდლდება. სხვანაირ შედეგს კატალონიური პუბლიკა უბრალოდ არ მიიღებს.

 

ეიბარი – ვალენსია

“ვალენსია” მოახლოებულ ტურში “ეიბარს” ესტუმრება. გასულ ტურში ვალენსიელებმა წარუმატებელი სერიის დასრულება მოახერხეს და “რაიო ვალეკანო” დიდი ანგარიშით დაამარცხეს. აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე დღეში ამ გუნდებს შორის გამართული სათასო დაპირისპირება უხვგოლიანი ფრით, 4:4 დასრულდა, რომელიც ხელს ვალენსიურ კლუბს აძლევდა.

მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა “ეიბარი” გულშემატკივრების გახარებას მაინც აგრძელეს და ამ ეტაპზე რეგიონის საუკეთსო გუნდის სახელსაც ღირსეულად ატარებს. ასე რომ, “ვალენსია” იოლი გასეირნების მოლოდინში არ უნდა იყოს.

 

ბილბაო – ატლეტიკო

მნივნელოვან დაპირისპირებას ორივე გუნდი საკადრო პრობლემებით ხვდება. ბასკებს დისკვალიფიკაციის გამო ლიაპორტი და იტურასპე ვერ დაეხამრებიან, ხოლო მადრიდელთა შემადგენლობაში მანჯუკიჩსა და კოკეს ვერ ვიხილავთ. მიუხედავად ამისა, “ატლეტიკოების” დაპირისპირება ტრადიციულად საკმაოდ საინტერესო უნდა გამოვიდეს.

გასულ ტურში მადრიდელებმა საშინაო მარცხი იწვნიეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ჩემპიონობისთვის წელს ვეღარ იბრძლებენ. მეორე მხრივ კი, დღევანდელ “რეალთან” ბრძოლას დიდი პერსპექტივა არც უჩანს. მადრიდული კლუბისთვის უფრო მნიშვნელოვანი ჩემპიონთა ლიგაში წარმატებული თამაშია, სადაც დიეგო სიმეონეს შარშანდელი შედეგის გაუმჯობესება სურს.

წინა ტურში ვერც “ბილბაომ” მოიგო, ტუმცა სან-სებასტინში გამართული მატჩის შინაარსიდან გამომდინარეს ეს დადებით შედეგად უნდა მივიჩნიოთ.

 

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

19.12 23:45 სელტა 1.60სელტა 4.00 ალმერია5.70 ალმერია დაწვრილებით
20.12 19:00 ბარსელონა 1.10ბარსელონა 11.00 კორდობა31.00 კორდობა დაწვრილებით
20.12 21:00 ლევანტე 2.90ლევანტე 3.10 რეალ სოსიედადი2.60 სოსიედადი დაწვრილებით
20.12 23:00 ეიბარი 3.50ეიბარი 3.25 ვალენსია2.20 ვალენსია დაწვრილებით
21.12 1:00 რაიო  2.35რაიო ვალეკანო 3.25 ესპანიოლი3.15 ესპანიოლი დაწვრილებით
21.12 15:00 ვილიარეალი 1.42ვილიარეალი 4.70 დეპორტივო7.45 დეპორტივო დაწვრილებით
21.12 20:00 გრანადა 2.50გრანადა 3.10 ხეტაფე3.05 ხეტაფე დაწვრილებით
21.12 22:00 ელჩე 2.90ელჩე 3.10 მალაგა2.60 მალაგა დაწვრილებით
21.12 23:59 ბილბაო 3.25ბილბაო 3.15 ატლეტიკო2.40 ატლეტიკო დაწვრილებით
04.02 22:00 რეალი მადრიდის რეალი -:- სევილია სევილია დაწვრილებით

პრიმერა: მე-15 ტურის მიმოხილვა

Fanebi.com გთავაზობთ ესპანური პრიმერა დივიზიონის მე-15 ტურის მიმოხილვას.

 

ალმერიარეალი

ტურის სასტარტო შეხვედრა მადრიდის „რეალის“ მორიგი დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. „სამეფო კლუბი“ ალმერიას სტუმრობდა, სადაც ანგარიშის გახსნა 34-ე წუთზე ისკოს ეფექტური გოლით შეძლო. მასპინძლებმა მალევე, სულ რაღაც 5 წუთში ვერსას გოლით კი გაათანაბრეს, თუმცა მათი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. ტაიმის დასრულებამდე ბეილმა საკუთარი გუნდი კვლავ წინ გაიყვანა.

მეორე ნახევარში კი მადრიდელებმა მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებასთან ერთად ბოლო წუთებზე რონალდუს დუბლით სხვაობა გამანადგურებელი გახადეს და მორიგი, ზედიზედ მე-20 გამარჯვება მოიპოვეს, რაც კლუბის ახალი რეკორდია.

მადრიდელები სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად, 39 ქულით ლიდერობენ. „ალმერია“ კი 10 ქულით, ბოლოსწინა, მე-19 პოზიციაზე იმყოფება.

 

ხეტაფებარსელონა

გასულ ტურში „რეალის“ მთავარმა კონკურენტმა, „ბარსელონამ“, ქულები მადრიდის გარეუბანში დაკარგა. „ხეტაფესთან“ შეხვედრაში კატალონიელებს რამდენიმე შანსი კი ჰქონდათ, თუმცა გოლის გატანა მაინც ვერ შეძლეს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე კი საკუთარ კარში მიღებულ გოლსაც კი გადაურჩნენ.

„ხეტაფეს“ შემტევი პრაქტიკულად მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, როცა მატჩის მთავარმა არბიტრმა, ინიაკი ბიკანდიმ, მატჩის დასრულების შესახებ ამცნო სტადიონზე შეკრებილ ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს.

მადრიდის „რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის სხვაობა 4 ქულამდე გაიზარრდა.

 

ატლეტიკო – ვილიარეალი

ტურის ცენტრალური დაპირისპირება „ვისენტე კალდერონზე“ გაიმართა და სტუმართა მინიმალური გამარჯვებით დასურლდა.

„ატლეტიკოსა“ და „ვილიარეალს“ შორის გამართული დაპირისპირება მადრიდელთა უპირატესობით კი წარიმართა, თუმცა ერთადერთი ზუსტი დარტყმა „ვილიარეალის“ მოთამაშეებმა მატჩის მიწურულს განახორციელეს. 84-ე წუთზე საკუთარ გუნდს ზედიზედ მეხუთე გამარჯვება ვიეტომ მოუპოვა.

მარცხმა „ატლეტიკოს“ სატურნირო მდგომარეობაზე გავლენა არ მოახდინა. მადრიდელები 32 ქულით მესამე პოზიციაზე დარჩნენ, ისევე როგორც „ვილიარელი“, რომელიც 27 ქულით მეექვსეა.

 

ტურის ყველა მატჩი

12.12 23:45 ალმერია ალმერია 1:4 მადრიდის რეალი მადრიდის რეალი დაწვრილებით
13.12 19:00 ხეტაფე ხეტაფე 0:0 ბარსელონა ბარსელონა დაწვრილებით
13.12 21:00 ვალენსია ვალენსია 3:0 რაიო ვალეკანო რაიო ვალეკანო დაწვრილებით
13.12 23:00 კორდობა კორდობა 0:0 ლევანტე ლევანტე დაწვრილებით
14.12 1:00 მალაგა მალაგა 1:0 სელტა სელტა დაწვრილებით
14.12 15:00 ესპანიოლი ესპანიოლი 2:1 გრანადა გრანადა დაწვრილებით
14.12 20:00 სევილია სევილია 0:0 ეიბარი ეიბარი დაწვრილებით
14.12 22:00 ატლეტიკო ატლეტიკო 0:1 ვილიარეალი ვილიარეალი დაწვრილებით
14.12 23:55 რეალ სოსიედადი რეალ სოსიედადი 1:1 ბილბაო ბილბაო დაწვრილებით
15.12 23:45 დეპორტივო დეპორტივო -:- ელჩე ელჩე დაწვრილებით

პრიმერა: მე-15 ტურის პრევიუ

Fanebi.com გთავაზობთ ესპანური პრიმერა დივიზიონის მე-15 ტურის პრევიუს.

 

ალმერია – რეალი

ცოტა მოულოდნელია, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის მადრიდირე “რეალის” მატჩით აიღებს სტარტს, რომელიც დღეს გაიმართება. “სამეფო კლუბი” “ალმერიას” ესტუმრება, რის შემდეგაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გაემგზავრება.

თუმცა, ანჩელოტის გუნდი იმდენად კარგ ფორმაშია, რომ მატჩის გამართვის დღეს მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. რთული წარმოსდაგენია, რომ “ალმერიამ” მადრიდულ კლუბს რაიმე პრობლემები შეუქმნას. “ეიბარში” გამანადგურებელი მარცხის შემდეგ კლუბი მთავარ მწვრთნლ, ფრანსისკო როდრიგესსაც დაემშვიდობა. მართალია, გასულ სეზონში მანდ “ალმერიას” გადარჩენა მოახერხა, მაგრამ წელს მისი მეთოდება უკვე აღარ ამართლებდა.

მასპინძლები მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან, ხოლო “რეალს” ტრავმების გამო როდრიგესი, ხედირა, მოდრიჩი, ხოლო დისკვალიფიკაციის გამო სერხიო რამოსი ვერ დაეხმარებიან.

 

ხეტაფე – ბარსელონა

ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ლუის ენრიკემ საზოგადოება სამ მცველზე გადასვლით გააკვირვა, თუმცა შედეგიდან გამომდინარე ექსპერიმენტი გამართლებულად უნდა ჩავთვლოთ.

ახლა კი “ბარსელონა” საშინაო ასპარეზს უბრუნდება, რომლის ფარგლებშც კატალონიელები უახლოეს ტურში “ხეტაფეს” ესტუმრებიან. გუნდს ტრავმირებული დანი ალვეში დაუბრუნდა, თუმცა ლუის ენრიკემ პსჟ-სთან ნაცადი ტაქტიკური მონახაზე თუ გამოიყენა, ბრაზილიელი მოედანზე გამოსვლის შანსი მინიმალური იქნება.

გულახდილად რომ ვთქვათ, მოახლოებულ მატჩში “ხეტაფეს” მინიმალური შანსები აქვს. ასე რომ, ბარსელონაში საყვარელი გუნდი მორიგი გამარჯვების მოლოდინში არიან.

 

ატლეტიკო – ვილიარეალი

ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას მადრიდი უმასპინძლებს, სადაც “ატლეტიკო” “ვილიარეალი” ესტუმრება.

პრიმერას უკანასკნელ სამ ტურში ორივე გუნდი უდანაკარგოდ ასპარეზობს, თუმცა უკეთესი სტარტის გათვალისწინებით სამეულში მადრიდელები იმყოფებიან. შეხვედრას ევროზონისთვის ბრძოლაში საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ გულშემატკივრები მინიმუმ დაძაბული მატჩის მოლოდინში არიან.

მოახლოებულ მატჩს ორივე გუნდი საკადრო პრობლემებით ხვდება. “ატლეტიკოს” პრობლემები დაცვის ხაზში აქვს. ტრავმები გამო ანსალდი და მირანდა ვერ ითამაშებენ, ხოლო “ვილიარელაი” განის, მუსაკიოს, დოს სანტოსს, იოკიჩსა და პერესს მოისაკლისებს.

 

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

12.12 23:45 ალმერია 15.50ალმერია 7.00 მადრიდის რეალი1.22 რეალი დაწვრილებით
13.12 19:00 ხეტაფე 13.00ხეტაფე 6.25 ბარსელონა1.25 ბარსელონა დაწვრილებით
13.12 23:00 კორდობა 2.25კორდობა 3.15 ლევანტე3.45 ლევანტე დაწვრილებით
14.12 1:00 მალაგა 2.25მალაგა 3.30 სელტა3.30 სელტა დაწვრილებით
14.12 15:00 ესპანიოლი 1.85ესპანიოლი 3.40 გრანადა4.65 გრანადა დაწვრილებით
14.12 20:00 სევილია 1.45სევილია 4.40 ეიბარი7.50 ეიბარი დაწვრილებით
14.12 22:00 ატლეტიკო 1.67ატლეტიკო 3.70 ვილიარეალი5.85 ვილიარეალი დაწვრილებით
14.12 23:55 სოსიედადი 2.55რეალ სოსიედადი 3.15 ბილბაო2.95 ბილბაო დაწვრილებით
15.12 23:45 დეპორტივო 2.35დეპორტივო 3.15 ელჩე3.25 ელჩე დაწვრილებით
21.12 21:00 ვალენსია 1.55ვალენსია 4.25 რაიო ვალეკანო5.90 რაიო  დაწვრილებით

პრიმერა: მე-14 ტურის პრევიუ

Fanebi.com წარმოგიდგენთ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-14 ტურის პრევიუს.

 

ელჩე – ატლეტიკო

სამ დღეზე გაწერილი მორიგი ტურის პროგრამას ელჩეში მადრიდული კლუბის ვიზიტი გახსნის. ესპანური გრანდების მთავარი მდევარი ესტადიო მანუელ მარტინეს ვალეროზე მორიგი სამი ქული მოსაპოვებლად ჩადის, რასაც დიდი ალბათობით მოახერხებს კიდეც. “ატლეტიკოს” შესანიშნავი ოთხმატჩიანი მოგებათა სერია აქვს. ხსენებულ შეხვედრებში სიმეონეს შეგირდებმა მეტოქეთა კარის დალაშქვა 12-ჯერ მოახერხეს, საკუთარში კი მხოლოდ ერთი გაუშვეს.

“ელჩეს” კი საპირისპირო, ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, საიდანაც სამი პრიმერას ფარგლებში ჩატარებული შეხვედრებია. ბუნებრივია, ამან კლუბის სატურნირო მდგომარეობაზეც იმოქმედა. მოახლოებული ტურის წინ “ელჩე” 10 ქულით ბოლოსწინა, მე-19 პოზიციაზე იმყოფება.

 

რეალი – სელტა

გათამაშების ლიდერი და მთავარი ფავორიტი საკუთარ მოედანზე “სელტას” მიიღებს. მადრიდელთა სათამაშო ფორმის შესახებ ყველას კარგად მოეხსენება და ამაზე ყურადღებას უკვე აღარ გავამახვილებთ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მოახლოებულ შეხვედრაში “რეალს” ტრავმირებულ ხედირასთან და მოდრიჩთან ერთად დისკვალიფიცირებული ისკოც ვერ დაეხმარება.

“სელტამ” მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყო, რასაც მე-10 ტურში “ბარსელონასთან” სტუმრად მოპოვებული გამარჯვებაც მოყვა. თუმცა, კატალონიური წარმატების შემდეგ ვიგოელებმა პრიმერას სამ ტურში მხოლოდ ერთ ქულა აიღეს და რამდენიმე დღის წინ “ლას პალმასთან” სათასო დაპირისპირებაშიც დამარცხდნენ. შეძლებს თუ არა “სელტა” მობილიზებას და კიდევ ერთ ფავორიტთან წარმატების მიღწევას დღეს, თბილისის დროით 23 საათიდან გამოჩნდება.

 

ბარსელონა – ესპანიოლი

ტურის ცენტრალურ შეხვედრად “ნოუ კამპზე” გასამართი კატალონიური დერბია მონათლული. “ბარსელონამ” ბოლო დროს შედეგები კი გამოასწორა, მაგრამ ძველებურად დამაჯერებელი ვერ არის, რაზეც საფეხბურთო ექსპერტებიც საკმაოდ ბევრს საუბრობენ. თუმცა, ამ ეტაპზე კატალონიელებისთვის მთავარი სწორედ ტაბლოა, რომელიც პრიმერას ზედიზედ 3 მატჩია მათ მოგებას აფიქსირებს. “ესპანიოლმა” კი 6-მატჩიანი წარუმატებელი სერიის შეწყვეტა მხოლოდ გასულ ტურში მოახერხა, რასაც სათასო მატჩში მოპოვებული წარმატებაც დაუმატა.

მოახლოებულ შეხვედრაში “ბარსლეონას” მხოლოდ ტრავმირებული ვერმალენი დააკლდება, “ესპანიოლი” კი პაკო მონტანიესს მოისაკლისებს.

 

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

06.12 19:00 ელჩე 6.30ელჩე 3.75 ატლეტიკო1.60 ატლეტიკო დაწვრილებით
06.12 21:00 ბილბაო 1.45ბილბაო 4.25 კორდობა8.00 კორდობა დაწვრილებით
06.12 23:00 რეალი 1.12მადრიდის რეალი 10.00 სელტა20.00 სელტა დაწვრილებით
07.12 1:00 დეპორტივო 3.25დეპორტივო 3.15 მალაგა2.35 მალაგა დაწვრილებით
07.12 15:00 რაიო  3.10რაიო ვალეკანო 3.30 სევილია2.35 სევილია დაწვრილებით
07.12 20:00 ბარსელონა 1.10ბარსელონა 11.00 ესპანიოლი25.00 ესპანიოლი დაწვრილებით
07.12 22:00 ვილიარეალი 1.75ვილიარეალი 3.65 რეალ სოსიედადი4.90 სოსიედადი დაწვრილებით
07.12 23:59 გრანადა 3.60გრანადა 3.25 ვალენსია2.15 ვალენსია დაწვრილებით
08.12 20:00 ეიბარი 2.15ეიბარი 3.20 ალმერია3.65 ალმერია დაწვრილებით
08.12 22:00 ლევანტე 2.65ლევანტე 3.00 ხეტაფე2.95 ხეტაფე დაწვრილებით

 

პრიმერა: მე-13 ტურის მიმოხილვა

Fanebi.com გთავაზობთ პრიმერა დივიზიონის მეცამეტე ტურის მიმოხილვას.

 

ვალენსია – ბარსელონა

პრიმერა დივიზიონის მე-13 ტურის ცენტრალური შეხვედრა მესტალიაზე გაიმართა. “ვალენსიასა” და “ბარსელონას” შორის გამართული დაპირისპირების ბედი ერთადერტმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე გავიდა

“ბარსელონას” გამარჯვება სერხიო ბუსკეტსმა მოუტანა. კატალონიელები ამ შედეგის გათვალისწინებით 31 ქულით პრიმერას მეორე საფეხურზე არიან და ლიდერ მადრიდის “რეალს” 2 ქულით ჩამორჩებიან. “ვალენსია” კი ზედიზედ მესამე წაგებული მატჩის შემდეგ ოთხეულს დაემშვიდობა.

 

მალაგა – რეალი

მადრიდელებმა “ბარსას” მსგავსად საკუთარი მატჩიც მინიმალური სხვაობით მოიგეს. ანჩელოტის გუნდი მალაგაში მე-18 წუთზე, ბენზემას გოლით დაწინაურდა. ფრანგ ფორვარდს ასისტენტობა რონალდუმ გაუწია. პორტუგალიელს ამ შეხვედრაში არ გაუტანია, თუმცა 83-ე წუთზე კიდევ ერთი შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში. ამჯერად მასპინძელთა კარის დალაშქრა გარეთ ბეილმა შეძლო.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე მასპინძლებმა როკე სანტა კრუზის ძალისხმევით სხვაობიშ შემცირება მინიმალურამდე მოახერხა, თუმცა მეტის გაკეთება “მალაგამ” ვერ მოასწრო. “რეალმა” ზედიზედ მე-16, კლუბის ისტორიაში სარეკორდო გამარჯვება მოიპოვა.

 

ატლეტიკო – დეპორტივო

გასულ ტურში გამარჯვება კიდევ ერთმა მადრიდულმა კლუბმა იზეიმა. “ატლეტიკომ” საკუთარ სტადიონზე “დეპორტივოს” უმასპინძლა და დამაჯერებელი ორბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა.

გოლები პირველი ტაიმის ბოლოს და მეორე ტაიმის დასაწყისში საულმა და არდა თურანმა გაიტანეს. ამ გამარჯვებით მადრიდელები მესამე პოზიციაზე აღზევდნენ. “დეპორტივოს” მოუგებელი სერია კი უკვე 5 მატჩს ითვლის. პრიმერაში დაბრუნებული ლა-კორუნიელები 10 ქულით მე-18 პოზიციაზე იმყოებიან.

 

ტურის ყველა მატჩი

28.11 23:45 რეალ სოსიედადი რეალ სოსიედადი 3:0 ელჩე ელჩე დაწვრილებით
29.11 19:00 ხეტაფე ხეტაფე 1:2 ბილბაო ბილბაო დაწვრილებით
29.11 21:00 ესპანიოლი ესპანიოლი 2:1 ლევანტე ლევანტე დაწვრილებით
29.11 23:00 მალაგა მალაგა 1:2 მადრიდის რეალი რეალი დაწვრილებით
30.11 1:00 სელტა სელტა 0:1 ეიბარი ეიბარი დაწვრილებით
30.11 15:00 ატლეტიკო ატლეტიკო 2:0 დეპორტივო დეპორტივო დაწვრილებით
30.11 20:00 სევილია სევილია 5:1 გრანადა გრანადა დაწვრილებით
30.11 22:00 კორდობა კორდობა 0:2 ვილიარეალი ვილიარეალი დაწვრილებით
30.11 23:59 ვალენსია ვალენსია 0:1 ბარსელონა ბარსელონა დაწვრილებით
01.12 23:45 ალმერია ალმერია -:- რაიო ვალეკანო რაიო ვალეკანო დაწვრილებით

პრიმერა: მე-13 ტურის პრევიუ

Fanebi.com გთავაზობთ პრიმერა დივიზიონის მეცამეტე ტურის პრევიუს.

 

ვალენსია – ბარსელონა

მოახლოებული ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება რა თქმა უნდა “მესტალიაზე” გასამართი შეხვედრა იქნება.

“ვალენსიამ” სეზონი საკმაოდ კარგა დაიწყო, თუმცა ასე გაგრძელება ვეღარ შეძლო. ლა-კორუნიაში მარცხის შემდეგ, ვალენსიელებმა გასულ ტურში “ლევანტესთანაც” წააგეს, რაც ბევრმა მოტივაციის ნაკლებობას დააბრალა. “ბარსელონასთან” შეხვედრაში კი მსგავსი პრობლება არ უნდა იყოს. ამიტომ, თუ “ღამურებმა” და მათმა პორტუგალიელმა მწვრთნელმა თავისი საუკეთესო თვისებების წარმოჩენა თუ შეძლეს, “ბარსასთან” წარამტებაზე ფიქრი სავსებით რეალური იქნება.

კატალონიელები აღნიშნული დაპირისპირების ფავორიტები არიან, რისი მთავარი მიზეზიც კატალონირუი გუნდის კლასია. რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ მესიმ და კომპანიამ რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშეს, თუმცა აპოელთან გამართული შეხვედრა “ბარსელონას” დიდ ძალებს არ წაართმევდა.

 

მალაგა – რეალი

მადრიდის “რეალი” მოგებათა შესანიშნავ სერიას აგრძელებს. პრიმერაში “ეიბარის” დამარცხების შემდეგ ანჩელოტის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაშიც იზეიმა მორიგი გამარჯვება.

ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში “სამეფო კლუბი” “მალაგას” ესტუმრება, რომელიც მიმდინარე სეზონში საკმაოდ კარგად ასპარეზობს. ხავი გარსიას შეგირდებმა უკანასკნელ ტურამდე ზედიზედ 5 მატჩის მოგება შეძლეს და მხოლოდ მადრიდის “ატლეტიკოსთან” დამარცხდნენ.

მოახლოებულ მატჩში “რეალს” ტრავმირებული მოდრიჩი და ხესე დააკლდებიან, ხოლო “მალაგას” საკადრო პრობლემები გაცილებით მნიშვნელოვანია. მასპინძლებს როსალესი, ამრაბატი, ფლავიო, ჩენი, ტისონე და იგნასიო კამაჩო ვერ დაეხმარებიან.

 

ატლეტიკო – დეპორტივო

მე-13 ტურის მატჩს “ატლეტიკო” კვირას საკუთარ სტადიონზე გამართავს, სადაც “დეპორტივოს” უმასპინძლებს. ლა-კორუნიელებს საკმაოდ ცუდი სერია აქვთ და გალისიელები უკვე გასავარდნ ზონაშიც აღმოჩნდნენ.

“დეპორტივოს” მთავარი პრობლემა შეტევაა. უკანასკნელ ოთხ ტურში გუნდმა ორი გოლი გაუშვა, თუმცა მეტოქეთა კარის დალაშქვრა მხოლოდ ერთხელ შეძლო.

“ატლეტიკომ” კი შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის პლე-ოფის საგზური გაინაღდა და “ოლიმპიაკოსის” ძლევით ჯგუფში პირველი ადგილის მოპოვების შანსიც შეინარჩუნა. ჩემპიონატში კი მადრიდელები ლიდერების მთავარ მდევრებად ითვლებიან.

 

ტურის მატჩები და ევროპაბეთის კოეფიციენტები

30.11 23:59 ვალენსია 5.50ვალენსია 4.00 ბარსელონა1.65 ბარსელონა დაწვრილებით
28.11 23:45 სოსიედადი 1.70რეალ სოსიედადი 3.65 ელჩე5.35 ელჩე დაწვრილებით
29.11 19:00 ხეტაფე 2.85ხეტაფე 3.00 ბილბაო2.75 ბილბაო დაწვრილებით
29.11 21:00 ესპანიოლი 1.77ესპანიოლი 3.60 ლევანტე4.85 ლევანტე დაწვრილებით
29.11 23:00 მალაგა 10.00მალაგა 5.25 მადრიდის რეალი1.35 რეალი დაწვრილებით
30.11 1:00 სელტა 1.70სელტა 3.70 ეიბარი5.20 ეიბარი დაწვრილებით
30.11 15:00 ატლეტიკო 1.22ატლეტიკო 6.50 დეპორტივო17.00 დეპორტივო დაწვრილებით
30.11 20:00 სევილია 1.50სევილია 4.30 გრანადა6.65 გრანადა დაწვრილებით
30.11 22:00 კორდობა 4.30კორდობა 3.45 ვილიარეალი1.90 ვილიარეალი დაწვრილებით
01.12 23:45 ალმერია 2.35ალმერია 3.30 რაიო ვალეკანო3.00 რაიო  დაწვრილებით

ჩაბი ალონსომ ბუნდესლიგა ესპანეთის პრიმერას შეადარა

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ, რომელიც ბუნდესლიგაში მიმდინარე წლის ზაფხულში გადავიდა, გერმანიის პირველობა ესპანეთის პრიმერა დივიზიონს შეადარა.

„ბუნდესლიგის გუნდები პრიმერას გუნდებზე უფრო სწრაფად თამაშობენ. თუმცა ესპანურ ლიგაში უფრო ტექნიკური ფეხბურთელები გამოდიან. ვიტყოდი, რომ ბუნდესლიგა ინგლისის პრემიერლიგასთანაც კი ახლოსაა“, – განაცხადა ალონსომ.

„გერმანიაში გულშემატკივარებსაც აღვნიშნავდი. სტადიონებზე ისინი დაუვიწყარ ატმოსფეროს ქმნიან“, – დაასრულა ესპანელმა შუახაზელმა.

პრიმერა: მე-12 ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ პრიმერა დივიზიონის მე-12 ტურის მიმოხილვას.

ატლეტიკო – მალაგა

პრიმერას მე-12 ტური “ატლეტიკოსთვის” წარმატებული გამოდგა. მადრიდელებმა საკუთარ მოედანზე “მალაგა” მიიღეს, მეტოქეს 3-1 სძლიეს და მესამე პოზიციაზე აღზევდნენ.

ანგარიში სიმეონეს შეგირდებმა უკვე მე-12 წუთზე, ტიაგოს დარტყმით გახსნეს. ტაიმის დამთავრებამდე კი გრიზმანმა საკუთარი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო გამოკვეთა.

მეორე ნახევარში “მალაგამ” სანტა კრუზის გოლით სხვაობა შეამცირა და შეხვედრას ინტრიგაც დაუბრუნდა. თუმცა, 83-ე წუთზე დიეგო გოდინმა მესემედ გაახარა მადრიდელი გულშემატკივრები და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ეიბარი – რეალი

გათამაშების ლიდერმა მორიგი, მეათე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. გასულ ტურში “სამეფო კლუბი” “ეიბარს” ესტუმრა და მოკრძალებულ მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა.

ანგარიში 23-ე წუთზე ხამეს როდრიგესმა გახსნა, ზუსტად 20 წუთში კი მასპინძელთა კარი კრიშტიანუ რონალდუმაც დალაშქრა. პირველის მსგავსად მეორე ნახევარშიც ორი გოლი გავიდა. 69-ე წუთზე კარიმ ბენზემამ უპირატესობა სამბურთიანი გახადა, ხოლო მატჩის დამთავრებამდე 7 წუთით ადრე კრიშტიანუ რონალდუმ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ბარსელონა – სევილია

მე-12 ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში “ბარსელონამ” “სევილია” მიიღო და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა.

შეხვედრა განსაკუთრებული ლეო მესის რეკორდითაც გახდა. არგენტინელმა შემტევმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და ესპანეთის ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის წოდებაც მოიპოვა.

მესის გარდა “ბარსას” შემადგენლობაში გოლები ნეიმარმა და რაკიტიჩმაც გაიტანეს, ხოლო ხორდი ალბამ თავი საკუთარ კარში გატანილი გოლით “გამოიჩინა”.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

21.11 23:45 ბილბაო ბილბაო 3:1 ესპანიოლი ესპანიოლი დაწვრილებით
22.11 19:00 ატლეტიკო ატლეტიკო 3:1 მალაგა მალაგა დაწვრილებით
22.11 21:00 ეიბარი ეიბარი 0:4 მადრიდის რეალი რეალი დაწვრილებით
22.11 23:00 ბარსელონა ბარსელონა 5:1 სევილია სევილია დაწვრილებით
23.11 1:00 დეპორტივო დეპორტივო 0:0 რეალ სოსიედადი სოსიედადი დაწვრილებით
23.11 15:00 რაიო ვალეკანო რაიო ვალეკანო 1:0 სელტა სელტა დაწვრილებით
23.11 20:00 ლევანტე ლევანტე 2:1 ვალენსია ვალენსია დაწვრილებით
23.11 22:00 ელჩე ელჩე 2:2 კორდობა კორდობა დაწვრილებით
23.11 23:59 ვილიარეალი ვილიარეალი 2:1 ხეტაფე ხეტაფე დაწვრილებით
24.11 23:45 გრანადა გრანადა -:- ალმერია ალმერია დაწვრილებით