Fanebi.com წარმოგიდგენთ პრიმერა დივიზიონის მე-12 ტურის პრევიუს.
ატლეტიკო – მალაგა
პრიმერას მოახლოებულ ტურში ლიდერთა ოთხეულში მყოფი მადრიდის “ატლეტიკო” საკუთარ მოედანზე ერთ-ერთ კონკურენტს, “მალაგას” მიიღებს, რომელიც სიმეონეს გუნდს 2 ქულით და 2 პოზიციით ჩამორჩება.
მადრიდელები პრიმერაში მოპოვებული ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ გასულ ტურში “სოსიედადთან” დამარცხდნენ, ხოლო “მალაგამ” არც თუ ისე დამაჯერებელი სტარტის შემდეგ 5-მატჩიანი მოგებათა სერია გამოაცხო და ცხრილშიც მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.
ეიბარი – რეალი
გათამაშების ლიდერი ცხრილის შუაში მყოფ მოკრძალებულ “ეიბარს” ესტმრება და დიდი ალბათობით მორიგ სამ ქულას იოლად მოიპოვებს.
მადრიდელები სექტემბრის შემდეგ უდანაკარგოდ ასპარეზობენ და რთული წარმოსადგენია, რომ ანჩელოტის შეგირდებმა მომდევნო ტურში მაინც დაკარგონ ქულები.
მოახლოებულ დაპირისპირებას “რეალი” ხედირას, კარვახალის, ილიარამენდის, კოენტრაოს და ხესეს გარეშე შეხვდება. ხსენებულ კვინტეტს იტალიელი სპეციალისტი ტრავმების გამო მოისაკლისებს.
ბარსელონა – სევილია
ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას კატალონიის მთავარი ქალაქი უმასპინძლებს, სადაც “ნოუ კამპზე” “ბარსელონას” “სევილია” ეწვევა. მეორე და მეხუთე საფეხურებზე მყოფ გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ორი ქულაა, რაც მოახლოებულ მატჩს კიდევ უფრო მეტ ინტრიგას მატებს.
გასულ სეზონში “ბარსელონამ” ანდალუსიურ კლუბს ორივე მატჩი დამაჯერებლად მოუგო, თუმცა კატალონიელთა წლევანდელი არასტაბილური ასპარეზობიდან გამომდინარე, “სევილიას” “ნოუ კამპზეც” კი აქვს გარკვეული შანსები.
მოახლოებულ მატჩს “ბარსელონა” დანაკლისით ხვდება. ტრავმების გამო კატალონიურ კლუბს სერხი რობერტო, მატიუ, ინიესტა და ვერმაალენი დააკლდებიან, ხოლო “სევილიას” მხოლოდ იბორა ვერ დაეხმარება.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
- 12 ტური
21.11 23:45 ბილბაო 1.95 3.35 4.25 ესპანიოლი დაწვრილებით 22.11 19:00 ატლეტიკო 1.50 4.00 7.50 მალაგა დაწვრილებით 22.11 21:00 ეიბარი 14.50 6.50 1.23 რეალი დაწვრილებით 22.11 23:00 ბარსელონა 1.25 6.25 12.50 სევილია დაწვრილებით 23.11 1:00 დეპორტივო 3.15 3.25 2.35 სოსიედადი დაწვრილებით 23.11 15:00 რაიო 2.80 3.20 2.65 სელტა დაწვრილებით 23.11 20:00 ლევანტე 4.90 3.65 1.75 ვალენსია დაწვრილებით 23.11 22:00 ელჩე 2.05 3.20 4.00 კორდობა დაწვრილებით 23.11 23:59 ვილიარეალი 1.25 4.25 6.75 ხეტაფე დაწვრილებით 24.11 23:45 გრანადა 2.15 3.25 3.60 ალმერია დაწვრილებით