პრიმერა: მეექვსე ტურის მიმოხილვა

პრიმერას მორიგ ტურში გათამაშების ფავორიტებმა დაგეგმილი გამარჯვებბი საკმაოდ იოლად მოიპოვეს.

ატლეტიკო – სევილია

ტურის ცენტრალურ დაპირისპირებად მიჩნეული შეხვედრა ერთი გუნდის თვალსაჩინო უპირატესობით წარიმართა.

შეხვედრა მადრიდელთა შეტევებით დაიწყო და მე-19 წუთზე “ატლეტიკო” კოკეს გოლით დაწინაურდა. ტაიმის დასრულებამდე 3 წუთით ადრე საულმა მეორედ აიღო სტუმართა კარი და ტაბლოზეც 2:0 დაფიქსირდა, რომელიც საკმაოდ დიდხანს შენარჩუნდა.

83-ე მასპინძლებს პენალტის შესრულების საშუალება მიეცათ და რაულ გარსიამაც შანსი ხელიდან არ გაუშვა. საბოლოო ანგარიში 89-ე წუთზე ხიმენესმა დააფიქსირა. საკმაოდ კარგი სტარტის შემდეგ “სევილიამ” მტკივნეული მარცი იწვნია, თუმცა ემერის გუნდი ჯერჯერობით ოთხეულში რჩება.

ვილიარეალი – რეალი

მორიგი გამარჯვება მოიპოვა მადრიდის “რეალმა”, რომელიც თავის სასურველ ფორმას უახლოვდება. ანჩელოტის შეგირდები გასულ ტურში “ვილიარეალს” ესტუმრნენ და მეტოქის კარში ორი უაპასუხო გოლის გატანა მოახერხეს.

პირველი ტაიმის ბოლოს, 8-წუთიან მონაკვეთში მატჩის ბედი ლუკა მოდრიჩის და კრიშტიანუ რონალდუს ზუსტმა დარტყმებმა გადაწყვიტეს.

აღნიშნული გამარჯვებით “რეალმა” 12 ქულას მოუყარა თავი და ლიდერთა ჯგუფს მიუახლოვდა.

ბარსელონა – გრანადა

შთამბეჭდავი გამარჯვებასთან ერთად სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერობა მოიპოვა “ბარსელონამ”.

კატალონიელებმა საკუთარ მოედანზე “გრანადას” ექვსი უპასუხო გოლი გაუტანეს. ჰეთ-თრიქი ნეიმარმა შეასრულა. ბრაზილიელს გოლებით ივან რაკიტიჩი და ლეო მესი დაეხმარნენ, რომელმაც დუბლი შეასრულა.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:

26/09/14

ელჩე 0-1 სელტა
გოლი: ნოლიტო 90′
1         X          2
2.80    3.20     2.55

27/09/14

ვილიარეალი 0-2 რეალი
გოლები: მოდრიჩი 32′ ; რონალდუ 40′
1           X            2
5.05    3.80      170

ბარსელონა 6-0 გრანადა
გოლები: ნეიმარი 26′ ; რაკიტიჩი 43′ ; ნეიმარი 45′ ; მესი 62′ ; ნეიმარი 66′ ; მესი 82′
1           X            2
1.15    8.50       20.00

ატლეტიკო 4-0 სევილია
გოლები: კოკე 19′ ; საული 42′ ; რაულ გარსია 83′ ; ხიმენესი 89′
1           X            2
1.80     3.60       4.50

ბილბაო 0-0 ეიბარი
1           X            2
1.60     3.70      6.05

ლევანტე 0-2 რაიო ვალეკანო
გოლები: ლეო ბაპტისტაო 12′ ; 33′
1           X            2
2.85    3.30       2.50

28/09/14

ხეტაფე 1-0 მალაგა
გოლი: მიჩელი 25′
1           X           2
2.90    3.20       2.50

დეპორტივო 0-1 ალმერია
გოლი: ედგარ მენდესი 90′
1           X            2
2.05     3.35       3.60

სოსიედადი 1-1 ვალენსია
გოლები: კარლესი გილი 15′ (0:1); კანალიესი 36′ (1:1)
1           X            2
2.55    3.30        2.75

კორდობა 0-0 ესპანიოლი
1           X            2
2.70     3.25      2.60

პრიმერა: მეექვსე ტურის პრევიუ

ესპანეთის მეექვსე ტურში რამდენიმე საკმაოდ საინტერესო მატჩი გველის.

ატლეტიკო – სევილია

ტურის მთავარი შეხვედრა მადრიდში შედგება, სადაც მოქმედი ჩემპიონი “ატლეტიკო” წლევანდელი გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს უმასპინძლებს. ანდალუსიელებმა გასულ ტურში “სოსიედადთან” საკმაოდ კარგი მატჩი ჩაატარეს, თუმცა ნამდვილი გამოცდა მათ მადრიდში ელით.

“ატლეტიკო” წელს შარშანდელივით დამაჯერებელი ვერ არის. მართალია, სიმეონეს გუნდმა “რეალი” დაამარცხა, მაგრამ იყო “ეიბართან” და “ალმერიასთან” ჩატარებული უსახური შეხვედრებიც. მადრიდელებს საკადრო პრობლემებიც აქვთ. მანუჯიკიჩის ტრავმამ გუნდი ფაქტობრივად ფორვარდის გარეშე დატოვა.

ვილიარეალი – რეალი

“ვილიარელისა” და “რეალის” შარშანდელი მატჩი წლევანდელის მსგავსად სეზონის სტარტზე შედგა და მოულოდნელი ფრით დასრულდა. წლევანდელი “ვილიარელის” ძალა უკვე ყველამ კარგად იცის, ამიტომ მადრიდელები “ელ მადრიგალზე” ზედმეტად თავდაჯერებულები აღარ ჩავლენ.

რა თქმა უდნა, “რეალი” ფაქტობრივად ყველა კომპონენტში მეტოქეზე ძლიერია, თუმცა მაპსინძლებს ასეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში რომ შეუძლიათ რამდენიმე ტურის წინ დაამტკიცეს, როდესაც “ბარსელონასთან” საკმაოდ კარგად იასპარეზეს და ქულის მოპოვებამდე ცოტა დააკლდათ.

გუნდები შეხვედრას საკადრო პრობლემებით ხვდებიან. “ვილიარეალს” “რეალიდან” იჯარით დამატებული დენის ჩერიშევი ვერ დაეხამრება. ანჩელოტის ლაზარეთს კი პეპე და კოენტრაუც დაემატნენ.

ბარსელონა – გრანადა

“მალაგასთან” დაკარგული ქულების გამო “ბარსელონამ” ერთპიროვნული ლიდერობა დათმო და მომდევნო ტურში გამარჯვების მოპოვებას აუცილებლად ეცდებიან.

პრიმერას გუნდების უმრავლესობის მსგავსად “გრანადაც” “ნოუ კამპზე” დაცვიდან ითამაშებს და მეტოქეს სივრცეებს მაქსიმალურად შეუმცირებს. წლევანდელი “ბარსელონა” შეტევაში განსაკუთრებული კრეატიულობით არ გამოირჩევა და ლუის ენრიკესაც პირველ რიგში ეს პრობლემა აქვს გამოსასწორებელი.

შესაძლოა, ყველაფერი ლუის სუარესის დაბრუნების შემდეგ დალაგდეს, თუმცა ქულების მოპოვება კატალონიელებს მანამდეც სჭირდებათ.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:

26/09/14

ელჩე – სელტა
1         X          2
2.80    3.20     2.55

27/09/14

ვილიარეალი – რეალი
1           X            2
5.05    3.80      170

ბარსელონა – გრანადა
1           X            2
1.15    8.50       20.00

ატლეტიკო – სევილია
1           X            2
1.80     3.60       4.50

ბილბაო – ეიბარი
1           X            2
1.60     3.70      6.05

ლევანტე – რაიო ვალეკანო
1           X            2
2.85    3.30       2.50

28/09/14

ხეტაფე – მალაგა
1           X           2
2.90    3.20       2.50

დეპორტივო – ალმერია
1           X            2
2.05     3.35       3.60

სოსიედადი – ვალენსია
1           X            2
2.55    3.30        2.75

კორდობა – ესპანიოლი
1           X            2
2.70     3.25      2.60

პრიმერა: მეხუთე ტურის პრევიუ

ესპანეთის ჩემპიონატში მეოთხე ტური გუშინ დასრულდა, დღეს კი ახალი, მეხუთე სათამაშო დღე აიღებს სტარტს

რეალი – ელჩე

პირველი მატჩი მადრიდში გაიმართება, სადაც “სამეფო კლუბი” “ელჩეს” მიიღებს. რა თქმა უნდა, მატჩის ფავორიტი “რეალია”. სტუმრებს მხოლოდ სასწაული თუ უშველით.

პრიმერაში განცდილი ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ “რეალმა” “ბაზელთან” და “დეპორტივოსთან” ნამდვილი სანახაობა დადგა.

ერთი სიტყვით, აღნიშნულ წყვილში ინტრიგის აშკარაა ნაკლებობაა. გამორიცხული არაა ანჩელოტიმ გარკვეულ ცვლილებებს მიმართოს და შემადგენლობა გადაახალისოს. “რეალის” კარში კეილორ ნავასის ხილვაა მოსალოდნელი.

ალმერია – ატლეტიკო

“ატლეტიკო” შარშანდელი ფორმისგან ძალიან შორს არის. მიუხედავად “რეალთან” მოპოვებული გამარჯვებისა, სიმეონეს გუნდის საჩემპიონო ამბიციებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

მოახლოებულ ტურში “ატლეტიკო” ალმერიას ესტუმრება. გასულ სეზონში მადრიდელთა სტუმრობა წარუმატებელი აღმოჩნდა. “ალმერიამ” მომავალი ჩემპიონის დამარცხება შესძლო და ამის გამეორების შანსი ახალ სეზონშიც აქვს.

მალაგა – ბარსელონა

პრიმერას ერთპიროვნული ლიდერი დამდეგ ტურში მალაგას ესტუმრება, სადაც აშკარა ფავორიტი იქნება. მატჩს კარგ ფორმაში ხვდება “ბარსას” ლიდერი, ლეო მესი. არგენტინელის ანგარიშზე უკვე ოთხი საგოლე გადაცემაა.

ბოლო დროს პროგრესი “მალაგას” თამაშშიც შეინიშნება, თუმცა ოპტიმალურ კონდიციებამდე რა თქმა უნდა ჯერ კიდევ შორია.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები: 

23/09/14

რეალი – ელჩე
1           X          2
1.11     10.00   16.35

სელტა – დეპორტივო
1           X          2
1.67      4.05     4.65

24/09/14

ალმერია – ატლეტიკო
1           X          2
5.50    3.90       1.60

ეიბარი – ვილიარეალი
1           X          2
3.35      3.10     2.30

რაიო ვალეკანო – ბილბაო
1              X             2
3.10       3.30         2.30

25/09/14

გრანადა – ლევანტე
1           X          2
1.50     3.95      6.70

მალაგა – ბარსელონა
1           X          2
8.10     4.95     1.35

სევილია – სოსიედადი
1           X          2
1.80      3.65     4.45

ესპანიოლი – ხეტაფე
1           X          2
1.70     3.60     5.30

ვალენსია – კორდობა 
1           X          2
1.35     4.85     9.10

პრიმერა: მეოთხე ტურის პრევიუ

საჩემპიონთალიგო ბატალიების შემდეგ წამყვანი ევროპული კლუბების საშინაო ასპარეზს უბრუნდებიან. პრიმერას მეოთხე ტურში ფავორიტებს შედარებით იოლ მეტოქეებთან მოუწევთ ურთიერთობის გარკვევა.

დეპორტივო – რეალი

საკმაოდ დიდი ხნის მანძლზე “დეპორტივოს” საშინაო არენა “რიასორი” მადრიდის “რეალისთვის” დაწყევლილ სტადიონად ითვლებოდა. “სამეფო კლუბი” აღნიშნულ არენაზე მოგებას 17 წლის განმავლობაში ვერ ახერხებდა. მადრიდელებმა მხოლოდ 2010 წლის დასაწყისში შესძლეს ნანატრი გამარჯვების მოპოვება.

ახლანდელი “დეპორტივო” იმ პერიოდის გუნდს რა თქმა უნდა ვერ შეედრება. ლაკორუნიელების წლევანდელი პერსპექტივებიც კი ბურუსითაა მოცული.

მადრიდელებმა პრიმერაში ორი წარუმატებელი მატჩის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში “ბაზელი” გაანადგურეს. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ანჩელოტის გუნდისთვის ასეთი გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იყო.

ატლეტიკო – სელტა

მოახლოებულ ტურში გამორჩეულად საინტერესო შეხვედრა არ არის, ამიტომ ცენტრალურ დაპირისპირებად შეგვიძლია “ატლეტიკოსა” და “სელტას” შორის გასამართი შეხვედრა მივიჩნიოთ. დღევანდელ “სელტას” “ატლეტიკოსთვის” პრობლემების შექმნა ნამდვილად შეუძლია.

მადრიდელები შეხვედრას საუკეთესო ხასიათზე ნამდვილად არ ხვდებიან. ჩემპიონთა ლიგაში სიმეონეს გუნდი “ოლიმპიაკოსთან” დამარცხდა. გასული სეზონის ფინალისტისთვის ასეთი სტარტი დამაკმაყოფილებელი ვერ იქნება.

“სელტასთან” შეხვედრაში “ატლეტიკო” კვლავ მთავარი მწვრთნელის გარეშე იქნება. მოსალოდნელია ცვლილებები შემადგენლობაშიც.

ლევანტე – ბარსელონა

ჩემპიონობის კიდევ ერთი მაძიებელი მე-4 ტურში ვალენსიას ესტუმრება, სადაც ადგილობრივ “ლევანტეს” დაუპირისპირდება. კატალონიური გრანდი 100 პროცენტიანი შედეგის მქონე ერთადერთი გუნდია და ბუნებრივია, რომ სატურნირო ცხრილსაც სწორედ “ბარსა” ლიდერობს.

თუცმა, ისიც აღსანიშნავია, რომ კატალონიელები საუკეთესო თამაშს არ აჩვენებენ და გამარჯვებებსაც იოლად ვერ აღწევენ. ლუის ენრიკე შედეგის მისაღწევად ფაქტობრივად ყველანაირ რესურსს იყენებს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ “ბილბაოს” და “ვილიარეალის” სახით “ბარსას” ძლიერი მეტოქეები ჰყავდა, თუმცა კვიპროსული “აპოელი” ასეთი კალიბრის გუნდი ნამდვილად არ არის…

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:

19/09/14

ელჩე – ეიბარი
1          X          2
2.30   3.00     3.45

20/09/14

დეპორტივო – რეალი
1           X           2
10.00   5.50     1.31

ბილბაო – გრანადა
1           X           2
1.47    4.25       6.90

ატლეტიკო – სელტა
1           X           2
1.53    4.00       6.40

ესპანიოლი – მალაგა
1           X           2
2.20    3.25     3.35

21/09/14

სოსიედადი – ალმერია
1           X           2
1.50    4.00       7.00

ვილიარეალი – რაიო ვალეკანო
1             X            2
1.60        3.85       5.70

კორდობა – სევილია
1           X           2
3.70    3.30      2.05

ლევანტე – ბარსელონა
1           X           2
15.00    6.50     1.30

22/09/14

ხეტაფე – ვალენსია
1           X           2
3.55     3.30      2.10

პრიმერა: მესამე ტურის პრევიუ

პრიმერა დივიზიონის მესამე ტურის ორი ეპიცენტრი მადრიდსა და ბარსელონაშია, სადაც სათამაშო კვირის გამორჩეული მატჩები გაიმართება.

ბარსელონა – ბილბაო

შაბათის პროგრამა ბარსელონაში გასამართი მატჩით იხსნება. ჯერჯერობით კატალონიური კლუბი ჩვეული დამაჯერებლობით არ გამოირჩევა და ამ შეხვედრაშიც უპირობო ფავორიტად ვერ მივიჩნევთ. “ბარსელონას” მეტოქეც საკმაოდ სერიოზული ყავს, რომელიც ყველა მატჩში ბოლომდე იბრძვის.

შეხვედრა სანაკრებო პაუზის შემდეგ იმართება. ესპანრურ გრანდებს კი ასეთ დროს გაუთვალისწინებელი ქულების დაკარგვა სჩვევიათ. ასე რომ, გასაკვირი ამ შეხვედრაში არცერთი შედეგი არ იქნება, თუმცა გამაჯრვების მეტი შანსი მასპინძლებს რომ აქვთ, ეგეც ფაქტია.

რეალი – ატლეტიკო

სანტიაგო ბერნაბეუ მადრიდულ დერბის უმაპსინძლებს. გასულ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ “რეალს” გამარჯვების მოპოვება აუცილებლად ესაჭიროება. ჩემპიონატი “ატლეტიკომაც” ვერ დაიწყო დამაჯერებლად, თუმცა სიმეონეს გუნდის აქტივში მეტოქესთან შედარებით ერთი ქულით მეტია.

მნიშვნელოვან შეხვედრაში “ატლეტიკოს” მხოლოდ კრისტიან როდრიგესი დააკლდება. დისკვალიფიცირებულია გუნდის მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე.

“რეალის” ლაზარეთი უფრო დიდია. ტრავმების გამო კვლავ ვერ ითამაშებენ კარვახალი, ხედირა და ხესე. თუმცა, “სამეფო კლუბს” კრიშტიანუ რონალდუ უბრუნდება.

ვალენსია – ესპანიოლი

მესტალიაზე “ვალენსია” “ესპანიოლს” უმასინძლებს. მესამე ტურის წინ “ვალენსია” მეორე პოზიციაზეა, ხოლო ბარსელონური კლუბი – მეთვრამეტეზე. თუმცა, მათ შორის სხვაობა მხოლოდ სამი ქულაა.

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ვალენსიელებმა ალვარო ნეგრედო გადაიბირეს. ახალწვეულის დებიუტი, დიდი ალბათობით, ამ ტურში ვერ შედგება. ესპანელი ფორვარდი ტრავმირებულია. გარდა ამისა, “ვალენსიას” დისკვალიფიცირებული დე პოლიც დააკლდება.

საკადრო პრობლემები “ესპანიოლსაც” აქვს. ბარსელონელები ტრავმირებული კაისედოს და მორენოს მოისაკლისებენ.

ტურის ყველა მატჩი და ევროპა-ბეთის კოეფიციენტები

12/09/14

ალმერია 1-1 კორდობა

გოლები: მენდესი 12′ (1:0); კარტაბია 19′ (1:1)

13/09/14

ბარსელონა – ბილბაო
1              X            2
1.38       5.00        8.60

მალაგა – ლევანტე
1          X         2

1.57    3.55     7.05

რეალ მადრიდი – ატლეტიკო
1              X            2
1.75     3.70        5.00

14/09/14

სელტა – სოსიედადი
1              X            2
2.32       3.25        3.10

რაიო ვალეკანო – ელჩე
1              X            2
1.80      3.50         4.60

ვალენსია – ესპანიოლი
1              X            2
1.65        3.65      5.55

სევილია – ხეტაფე
1            X           2
1.50     4.20        6.50

გრანადა – ვილიარეალი
1              X            2
3.25      3.15         2.30

15/09/14

ეიბარი – დეპორტივო
1              X            2
2.05     3.25         3.80

პრიმერა: მეორე ტურის მიმოხილვა

უხვგოლიანი და სანახაობრივი გამოდგა პრიმერას მეორე ტურის მატჩები. მთავარი სენსაცია კი სან-სებასტიანში დაფიქსირდა, სადაც მადრიდის “რეალმა” სამი ქულა დაკარგა. 

ატლეტიკო – ეიბარი

მადრიდის “ატლეტიკომ” საკუთარ მოედანზე “ეიბარს” უმასპინძლა და მეტოქე მინმალური სხვაობით დაამარცხა. მოქმედმა ჩემპიონებმა წლევანდელ გათამაშებაში პირველი 3 ქულა მოიპოვეს. გამარჯვების გოლი კი მადრიდელთა ახალწვეულმა, მანჯუკიჩმა 25-ე წუთზე გაიტანა.

აღნიშნული გოლი ხორვატისთვის პრიმერაში სადებიუტო იყო. ანგარიში კი შეხვედრაში გაცილებით ადრე, მე-11 წუთზე მირანდამ გხსნა. სტუმრებმა 33-ე წუთზე სხვაობის შემცირება კი მოახერხეს, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ შესძლეს.

პრიმერა და სეგუნდა დივიზიონების გასული წლის ჩემპიონების შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

ვილიარეალი – ბარსელონა

ტურის ცენტრალურ მატჩად მონათლული შეხვედრა საინტერესო კი გამოდგა, თუცმა გულშემატკივართა მოლოდინი მაინც ვერ გაამართლა. “ბარსელონამ” ბურთი პირველივე წუთებზე მოიპოვა და ამ კომპონენტში მეტოქე დაჯაბნა კიდეც.

კატალონიელებმა რამდენიმე მომენტიც შემქნეს, თუმცა პირველი ნახევრის ყველაზე სახიფათო მომენტი სწორედ სტუმართა კართან შეიქმნა. ვიქტორ რუისმა ფაქტობრივად 2 მეტრიდან ვერ შესძლო ბურთის კარში გადაგზავნა.

 მეორე ტაიმში “ბარსელონას” ნეიმარი დაუბრუნდა. სწორედ ბრაზილიელი გამოსვლა გახდა გადამწვყეტი ამ შეხვედრაში. ნეიმარმა თამაშის ტემპიც აწია და კატალონიელებმაც მეტოქე ბოლოს მაინც გატეხეს. ლეო მესის შესანიშნავი რეიდის შემდეგ გოლის ავტორი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, 19 წლის სანდრო რამირესი გახდა, რომელმაც “ბარსელონას” თავის სადებიუტო შეხვედრაში 3 ქულა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა მოტანა.

რეალ სოსიედადი – რეალ მადრიდი

ტურის ყველაზე შედეგიანი მატჩი სან-სებასტიანში შედგა. კრიშტიანუ რონალდუს გარეშე მოთამაშე მადრიდელები უკვე მე-11 წუთისთვი მეტოქეს 2 ბურთის სხვაობით ამარცხებდნენ. რამოსის და ბეილის გოლების შემდეგ “რეალმა” ნაადრევად ირწმუნა იოლი სამი ქულის მოპოვება და ინიციატივა მეტოქეს დაუთმო, რითაც არასატეს შეგირდებმა მალევე ისარგებლეს და ტაიმის ბოლოს მარტინესის და სურუტუსას გოლები გათანაბრებაც კი მოახერხეს.

მასპინძლებმა მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყეს. 65-ე წუთზე სურუტუსამ დუბლი გაიფორმა და საკუთარი გუნდი დააწინაურა, ხოლო საბოლოო შედეგი ველამ 75-ე წუთზე დააფიქსირა.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

29/08/14

ხეტაფე 1-0 ალმერია
გოლი: ალვარო ვასქესი 29′
1          X         2
2.10   3.25     3.60

30/08/14

ვალენსია 3-0 მალაგა
გოლები: პაკო ალკასერი 31′ ; დანი პარეხო 45′ ; პიატი 56′
1         X         2
1.63   3.75    5.75

კორდობა 1-1 სელტა
გოლები: ორელანა 52′ (0:1); კარტაბია 60′ (1:1)
1         X         2
3.10   3.20     2.35

ბილბაო 3-0 ლევანტე
გოლები: ადურისი 32′ ; იტურასპე 51′ ; მუნიაინი 76′
1         X         2
1.40   4.50     8.10

ატლეტიკო 2-1 ეიბარი
გოლები: მირანდა 11′ (1:0); მანჯუკიჩი 25′ (2:0); აბრაჰამი 33′ (2:1)
1         X         2
1.28   5.50    11.00

31/08/14

ესპანიოლი 1-2 სევილია
გოლები: ბაკა 34′ (0:1); იბორა 57′ (0:2); სტუანი 61′ (1:2)
1         X         2
2.60   3.20     2.75

ვილიარეალი 0-1 ბარსელონა
გოლები: სანდრო რამირესი 82′ 
1             X           2
5.15       4.00      1.65

სოსიედადი 4-2 რეალ მადრიდი
გოლები: რამოსი 5′ (0:1); ბეილი 11′ (0:2); ინიგო მარტინესი 35′ (1:2); სურუტუსა 41′ ; 65′ (3:2); ველა 75′ (4:2)
1              X           2
7.50        4.50      1.44

დეპორტივო 2-2 რაიო ვალეკანო
გოლები: ხოსე როდრიგესი 7′ (1:0); ბუენო 40′ ; 73′ (1:2); კუენკა 90′ (2:2)
1              X            2
2.40        3.20        3.00

01/09/14

ელჩე 1-1 გრანადა
გოლები: ფან რიკო 81′ (0:1); ლომბანი 90′ (1:1)
1         X         2
2.25   3.20   3.30

პრიმერა: მეორე ტურის პრევიუ

პრიმერას მეორე ტური პარასკევს აიღებს სტარატს და ორშაბათს დასრულდება. გათამაშების ფავორიტებს საკმაოდ საინტერესო მატჩების გამართვა მოუწევთ. 

ატლეტიკო – ეიბარი

პრიმერას და სეგუნდას გასული სეზონის გამარჯვებულები ერთმანეთს მადრიდში, “ვისენტე კალდერონზე” შეხვდებიან.

სეზონის სტარტი მადრიდელებს წარუამტებელი გამოუვიდათ. “ატლეტიკომ” პირველ ტურში მადრიდულ დერბიში “რაიო ვალეკანოს” დამარცხება ვერ შესძლო. პრიმერას დებიუტანტმა კი სასტარტო ტურში სამი ქულა მოიპოვა. “ეიბარმა” საკუთარ მოედანზე “სოსიედადს” უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

შაბათს გასამართ შეხვედრას გუნდები დანაკლისით ხვდებიან. სტუმრბს ტრავმის გამო კიხერა და ვილა ვერ დაეხმარებიან, ხოლო “ატლეტიკოს” ტრავმირებუი არდა თურანის გარდა დისკვალიფიცირებული მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე დააკლდება.

რეალ სოსიედადი – რეალ მადრიდი

სან სებასტიანში ადგილობრივ “რეალს” მადრიდის “რეალი” ესტუმრება. აქტიური სატრანსფერო კვირის შემდეგ, რომლის დროს მადრიდული გრანდი ძირითადად ფეხბურთელების გაშვებით იყო დაკავებული, “სამეფო კლუბი” პირველ მატჩს გამართავს. ანჩელოტის გუნდს პირველ ტურთან შედარებით მეტოქე გაცილებით ძლიერი ჰყავს. შეგახსენებთ, რომ პრიმერას სასტარტო მატჩში მადრიდელებმა საკუთარ მოედანზე დებიუტანტ “კორდობას” ორი უპასუხო ბურთი გაუტანეს. თუმცა, მადრიდელთა გულშემატკივრები საკუთარი გუნდისგან უკეთესს თამაშს ითხოვენ.

აი “სოსიედადს” კი ბოლო პერიოდში არც თამაშის ხარისხი უვარგა და არც შედეგი აქვს. პირველ ტურში “ეიბართან” მარცხის შემდეგ სან სებასტიანელები ევროპის ლიგაზე რუსულ “კრასნოდართან” განადგურნდენ (0:3) და ევროსარბიელს გამოეთიშნენ. ასე რომ, გულშემატკივართა თვალში რეაბილიტაციისთვის მადრიდული გრანდის დამარცხება აუცილებელი იქნება.

ვილიარეალი – ბარსელონა

ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩში ვილიარეალში შედგება, სადაც დიდ სტუმარს ელიან. პირველ ტურში მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ წაუგებლად ასპარეზობის გაგრძელება ორივე გუნდს სურს.

წინასწარი პროგნოზებით ფავორიტი რა თქმა უნდა კატალონიური კლუბია. ბარსელონელებს უპირატესობა ურთიერთშეხვედრებშიც აქვთ. გასული სეზონის ორივე შეხვედრაც “ბარსელონას” გამარჯვებით დასრულდა.

თუმცა, მოახლოებულ მატჩში “ბარსელონას” შანსებზე გავლენას კატალონიელთა საკადრო პრობლმები ახდენს. ტრავმირებულ ვერმალენს, ტერ შტეგენსა და ნეიმარს მასკერანოს დისკვალიფიკაციაც დაემატა. “ვილიარეალი” მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები: 

29/08/14

ხეტაფე – ალმერია
1          X         2
2.10   3.25     3.60

30/08/14

ვალენსია – მალაგა
1         X         2
1.63   3.75    5.75

კორდობა – სელტა
1         X         2
3.10   3.20     2.35

ბილბაო – ლევანტე
1         X         2
1.40   4.50     8.10

ატლეტიკო – ეიბარი
1         X         2
1.28   5.50    11.00

31/08/14

ესპანიოლი – სევილია
1         X         2
2.60   3.20     2.75

ვილიარეალი – ბარსელონა
1             X           2
5.15       4.00      1.65

სოსიედადი – რეალ მადრიდი
1              X           2
7.50        4.50      1.44

დეპორტივო – რაიო ვალეკანო
1              X            2
2.40        3.20        3.00

01/09/14

ელჩე – გრანადა
1         X         2
2.25   3.20   3.30

პრიმერა: პირველი ტურის პრევიუ

დღეს, ესპანეთის ჩემპიონატი აიღებს სტარტს. პირველ ტურში რამდენიმე საკმაოდ საინტერესო მატჩი გაიმართება.

სევილია – ვალენსია

პირველი ტურის ცენტრალურ დაპირისპირებად “სევილია” – “ვალენსიაა” მიჩნეული. წლების წინ ეს გუნდები ოთხეულში მოხვედრის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტები იყვნენ, თუმცა ბოლო დროს მათი მაქსიმუმ მხოლოდ ევროპის ლიგაზე გასვლაა.

მაგრამ, ახალი სეზონი ყოველთვის ახალ იმედებს უკავშირდება და “სევილიაც” და “ვალენსიაც” მიზნად ჩემპიონთა ლიგას ისახავენ. ამიტომ, უშუალო კონურენტთან წარამტებული სტარტი ორმაგად მნიშვნელოვანი იქნება.

სატრანსფერო ბაზაზრე “ვალენსიამ” გაცილებით მეტად იაქტიურა და შემადგენლობაც საკმაოდ ნორმალური შეკრიბა. თუმცა, მატჩის მთავარი ინტრიგა ალბათ სევილიელთა ტრანსფერს ეხება. ემერის გუნდის მთავარი შენაძენი ევერ ბანეგაა, რომელიც წლების წინ სწორედ “ვალენსიაში” ასპარეზობდა.

ბარსელონა – ელჩე

მიუხედავად გარკვეული საკადრო პრობლემებისა “ბარსელონა” სეზონის პირველ მატჩში აშკარა ფავორიტია. კითხვის ნიშნის ქვეშ არის ჩავის და ნეიმარის თამაში. პრობლემები დაცვაშიც არის. დიდი ალბათობით მოედანზე ვერ გამოვლენ პიკე და ვერმალენი. ამიტომ, კატალონიელთა კარის უსაფრთხოებაზე ბარტრა-მატიეს წყვილი იზრუნებს.

ელჩეს შემადგენლობაში საკმაოდ ბევრი ცვლილებაა. გუნდში მრავალი ახალწვეულია, რომელიც სეზონისწინა შეკრების დროს ძლიერ კოლექტივად ჩამოყალიბდა. თუმცა, “ბარსელონას” დასამარცხებლად ეს საკმარისი ალბათ ვერ იქნება.

რეალი – კორდობა

სუპერთასზე წარუამტებელი ასპარეეზობისს შემდეგ მადრიდსი “რეალი” პრიმერას ახალ სეზონის საშიაო მატჩით დაიწყებს. “სამეფო კლუბს” გათამაშების დებიუტანტი “კორდობა” ეწვევა.

კორდობელებმა გასული სეზონის შედეგებით სეგუნდაში მე-7 ადგილი დაიკავეს და მხოლოდ პლეი-ოფის მეშვეობით შესძლეს პრიმერას საგზურის მოპოვება. ბუნებრივია, რომ მთავარ ლიგაში საასპარეზოდ კლუბმა საკმაოდ ბევრი ახალვეული გაიფორმა.

ბუნებრივია, “რეალი” ამ წყვილში უპირობო ფავორიტია და გულშემატკივარი “კორდობასთან” წაფორხილებას ნამდვილად ტრაგედიად ჩათვლით.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

23/08/14

მალაგა – ბილბაო
1          X         2
2.75    3.15     2.67

სევილია – ვალენსია 
1          X         2
2.16     3.30     3.40

გრანადა – დეპორტივო
1          X         2
2.25     3.15     3.35

24/08/14

ალბერია – ესპანიოლი
1          X         2
2.75     3.10     2.70

ეიბარი – სოსიედადი
1          X         2
3.15     3.25      2.32

სელტა – ხეტაფე
1          X         2
1.98     3.45     3.85

ბარსელონა – ელჩე
1          X         2
1.12     8.80     23.50

25/08/14

ლევანტე – ვილიარეალი
1          X         2
3.30     3.20     2.25

რეალი – კორდობა 
1          X         2
1.09     10.00   31.00

რაიო ვალეკანო – ატლეტიკო
1           X              2
5.90      4.10         1.57

სპეციალურ სასხურ ხელსაწყოს პრიმერადივიზიონშიც გამოიყენებენ

მთავარი არბიტრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ სასხური ხელსაწყოს ესპანეთის ჩემპიონატშიც გამოიყენებენ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ხელსაწყოს ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მომუშავე მსაჯები იმისთვის იყენებენ, რომ საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთისა და ცოცხალი კედლის ადგილი დააფიქსიროს. ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა განაცხადა, რომ სპეციალური სასხური ხელსაწყოს დანერგვამ გაამართლა.

ესპანეთის პრიმერადივიზიონის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ აღნიშნული ტექნოლოგია ჩემპიონატში ახალი სეზონიდან დანერგონ.

სპეციალურ სასხური ხელსაწყოს გამოყენების სურვილი თავად ესპანელმა არბიტრებმაც გამოთქვეს.

 

პრიმერა დივიზიონი – მიმოხილვა

“ატლეტიკოს” ჩემპიონობა, დრამა პამპლონაში და ბოლო ესპანური ტურის საინერესო ამბები ჩვენს ტრადიციულ მიმოხილვაში.

 

ატლეტიკომ ოქროს მატჩი მოიგო

ამ შეხვედრას მთელი საფეხბურთო სამყარო ელოდა. “ნოუ კამპზე” გამართულ ოქროს მატჩში ესპანეთის ჩემპიონი გამოვლინდა. ფეხბურთის გულშემატკივარი საინტერესო მატჩის მოლოდინში იყო, რაც გამართლდა კიდეც.

ორივე გუნდმა შეხვედრა ფრთხილად დაიწყო. თავისი კორექტივები ტრავმებმაც შეიტანეს. პირველივე ტაიმში დაზიანებების გამო თამაშის გაგრძელება დიეგო კოშტამ და არდამ ვერ შეძლეს.

ანგარიშის გახსნა “ბარსელონამ” ალექსის სანჩესის შესანიშნავი გოლით მოახერხა და ადგილობრივ ფანებს ჩაგდებული სეზონის გადარჩენის იმედი ჩაუსახა. თუმცა, სიმეონემ შესვენების დროს გუნდი შესანიშნავად განაწყო და მეორე ტაიმში მადრიდელებმა ანგარიში გათანაბრება მოახერხეს. გოდინმა გოლის გატანა შეხვედრის განახლებიდან 4 წუთში შესძლო.

“ბარსელონა” გატანას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. ესპანეთის თასზე ტრიუმფის შემდეგ ზუსტად ერთ წელიწადში “ატლეტიკომ” პრიემრას მოგებაც მოახერხა.

კატალონიელებისთვის წლევანდელი სეზონის სასიამოვნო გასახსენებელი არ იქნება. წაგებული ტურნირები, სკანდალი ხელმძღვანელობის ირგვლის, ტრაგიკული მოვლენები, პრობლემები ფიფაში, ლეგენდარული ფეხბურთელების წასვლა… 2013/14 წლების სეზონის “ბარსასთვის” ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი გამოდგა.

 

დრამა პამპლონაში

პამპლონაში გასამართი მატჩი დაძაბული უდნა ყოფილიყო და გამოდგა კიდეც. მე-12 წუთზე რიერას გოლის შემდეგ სტადიონის ერთ-ერთი ტრიბუნა დაზიანდა და რამდენიმე ათეული კაცი მოედანზე გადმოვარდა. დაზარალებულთა რაოდენობამ 68 შეადგინა. საბედნიეროდ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

“ოსასუნამ” “ბეტისის” დამარცხება კი მოახერხა, თუმცა მომდევნო სეზონს მაინც სეგუნდაში გაატარებს, ვინაიდან უშუალო კონკურენტებმა პარალელურ მატჩებში გამარჯვებები იზეიმეს.

“ოსასუნასთან” და “ბეტისთან” ერთად პრიმერას “ვალიადოლიდიც” დაემშვიბოდა, რომელიც საკუთარ მოედანზე ბოლო ტურში უშუალო კონკურენტ “გრანადასთან” მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

 

მალაგა 1-0 ლევანტე

გოლი: პორტილიო 60’

რეალი 3-1 ესპანიოლი

გოლები: ბეილი 64’ (1:0); მორატა 86’ (2:0); პიცი 90’ (2:1); მორატა 90 (3:1)

ბარსელონა 1-1 ატლეტიკო

გოლები: სანჩესი 34’ (1:0); გოდინი 49’ (1:1)

ვალენსია 2-1 სელტა

გოლები: ინიგო ლოპესი 5’ (0:1); ფეგული 41’ (1:1); პიატი 55’ (2:1)

სოსიედადი 1-2 ვილიარეალი

გოლები: დოს სანტოსი 26’ (0:1); უჩე 69’ (0:2): ველა 90’ (1:2)

რაიო ვალეკანო 1-2  ხეტაფე

გოლები: მარიკა 43’ (0:1); რობერტო ტრაშორასი 67’ (1:1); მარიკა 90’ (1:2)

ალმერია 0-0 ბილბაო

ვალიადოლიდი 0-1 გრანადა

გოლი: მიტროვიჩი 44’

ოსასუნა 2-1 ბეტისი

გოლები: ორიოლ რიერა 12’ (1:0); აკუნია 22’ (2:0); ხავი ჩიკა 71’ (2:1)

სევილია 3:0 ელჩე

გოლები:  იბორა 16’ (1:0) ; სამპეირო 61’(2:0) ; იბორა 72’ (3:0); ბოაკიე 90’ (3:1) 

პრიმერა დივიზიონის მიმოხილვა

ლიდერთა სიუპრიზები და მადრიდის “რეალის” გამოუყენებელი შანსი პრიმერა დივიზიონის 37-ე ტურის მიმოხილვაში.

 

ატლეტიკო – მალაგა

მადრიდელები “ვისენტე კალდერონზე” “მალაგას” მასპინძობდნენ, რომელიც წელს საკმაოდ არასტაბილურია, რაც მათ სატურნირო მდგომარეობაზეც აისახება. თუმცა, მიუხედავად ამისა სიმეონეს გუნდმა გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა.

ანგარიში 65-ე წუთზე სტუმრებმა სამუს გოლით გახსნესნ. “ატლეტიკო” 9 წუთში შესძლო გათანაბრება. ხოსე სოსას პასით გოლი ალდერვეირელდმა გაიტანა. დარჩენილ დროში მადრიდელები უტევდა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს და უკვე ზედიზედ მეორე ტურია გამაჯრვების გარეშე დატოვეს მოედანი.

მატჩი საკმაოდ უხეში გამოდგა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ხოსე ტეიშეირამ მოთამაშეებს 8 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი უჩვენა. სტუმრები 88-ე წუთზე უმცირესობაში დარჩნენ.

 

ელჩე – ბარსელონა

“ატლეტიკოს” წაფორხილებით ვერ ისარგებლა “ბარსელონამ”. ტატა მარტინოს გუნდი ელჩეს სტუმრობდა. ადგილობრივი გუნდი პრიმერაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. საინტერესოა, რომ ფრან ესკრიბას შეგირდებმა სწორედ გუშინდელ შეხვედრაში მოახერხეს ამ მიზნის შესრულება.

შეხვედრა სტუმართა უპირატესობით წარიმართა, თუმცა გოლის გატანა კატალონიელებმა ვერ შესძლეს. მატჩის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი პინტოს დრიბლინგი გახდა. დასწრებაზე მოთამაშე მეკარე საჯარიმოდან გამოვიდა და მეტოქე გუნდის ორი მცველის მოტყუების შემდეგ თანაგუნდელს გადასცა გადაცემა.

საბოლოოდ უგოლო ფრე და “ბარსელონა” ბოლო ტურში “ატლეტიკოსთან” გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონობას იზეიმებს.

 

სელტა – რეალი

საჩემპიონო რბოლაში ჩართვის შესანიშნავი შესაძლებოლბა გაუშვა ხელიდან მადრიდის “რეალმა”. სამეფო კლუბი გასულ ტურში ქალაქ ვიგოს სტუმრობდა, სადაც ადგილობრივ “სელტას” დაუპირისპირდა და მოულოდნელად ორბურთიანი სხვაობითაც დამარცხდა.

მატჩის ბედი ჩარლსმა გადაწყვიტა, რომელმაც დუბლი 43-ე და 63-ე წუთებზე გაიფორმა. აღსანიშნავია, რომ ანჩელოტიმ შემადგენლობაში მცირე კორექტივები შეიტანა. ძირითადში დაიწყეს კასემირომ და ნაჩომ. მოედანს სამი ხედირაც დაუბრუნდა.

ამ მარცხით “რეალმა” ჩემპიონობის თეორიული შანსიც დაკარგა. მადრიდული კლუბის მაქსიმუმი მეორე პოზიციაა.

 

10/05/14

ვილიარეალი 4-0 რაიო ვალეკანო

გოლები: უჩე 22′ ; ბრუნო 42′ ; პერეირა 55′ ; ხუანმე კოსტა 64′ 

ლევანტე 2-0 ვალენსია

გოლები: ანხელი 70′ ; ივანშიცი 81′

11/05/14

ბილბაო 1-1 სოსიედადი

გოლები: მუნიაინი 50′ (1:0); აგირეჩე 75′ (1:1) 

ატლეტიკო 1-1 მალაგა

გოლები: სამუ 65′ (0:1); ალდერვეირელდი 74′ (1:1)

ელჩე 0-0 ბარსელონა

ხეტაფე 1-0 სევილია

გოლი: სერხიო ესკუდერო 70′ 

გრანადა 0-2 ალმერია

გოლები: ვერსა 19′ ; ალექს ვიდალი 83′ 

ბეტისი 4-3 ვალიადოლიდი

გოლები: ხავი გერა 1′ (0:1); პენია 6′ (ს.კ. 1:1); პენია 51′ (1:2); ხორხე მოლინა 54′ (2:2); ხავი გერა 59′ (2:3); რუბენ კასტრო 76′ (3:3); ხუანფრან 90′ (4:3)

ესპანიოლი 1-1 ოსასუნა

გოლები: კოლოტო 21′ (1:0); აკუნია 44′ (1:1)

სელტა 2-0 რეალი

გოლები: ჩარლსი 43′ ; 63′

პრიმერა დივიზიონის მიმოხილვა

პრიმერა დივიზიონის გასულ ტურში ლიდერებმა ქულები სინქრონულად დაკარგეს, რაც ჩემპიონატში ინტრიგას კიდევ უფრო ზრდის. 

 

ორი მილიონი ლევანტეს? 

“ლევანტესა” და “ატლეტიკოს” შორის მატჩის წინ ესპანურ საფეხბურთო წრეებში გავრცელდა ხმები, თითქოს მადრიდის “რეალის” პრეზიდენმა ფლორენტინო პერესმა მასპინძლებს გამარჯვების შემთხვევაში ორ მილიონ ევროს გადაუხდიდა. შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს, რთული სათქმელია.. ფაქტია, რომ “ლევანტე” აღნიშნულ შეხვედრაში შესანიშნავად გამოიყურებოდა და დამსახურებული გამაჯრვებაც მოიპოვა.

პირველი გოლი ფილიპე ლუისმა, რომელიც თავის დროზე “რეალის” კასტილიაში გამოდიოდა, საკუთარ კარში მატჩის დებიუტშივე ჩაჭრა. მეორე ტაიმში კი, საბოლოო ანგარიში ლამაზი კომბინაციის შემდეგ დავიდ ბარალმა დააფიქსირა.

 

ვალენსიას ქულა და რონალდუს შედევრი

მადრიდის “რეალი” საკუთარ მატჩს კარგ განწყობაზე ხვდებოდა. ანჩელოტის შეგირდებმა ორივე კონკურენტის წაფორხილებაზე იცოდა და “ბერნაბეუს” მოედანზე “ვალენსიას” თავდაჯერებულიც დახვდა. თუმცა, მოსაზრება იმის შესახებ, რომ ევროპა ლიგის შემდეგ “ვალენსია” დაშლილ მდგომარეობაში ეწვევოდა მადრიდს, მცარი აღმოჩნდა.

მატჩი ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა. ბუნებრივია, გარკვეულ უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა ეს ტაბლოზე არ აისახა. “ვალენსია” მატჩის მსვლელობისას ორჯერ იგებდა. ჯერ მატიეს, შემდეგ კი პარეხოს გოლებით.

პირველ შემთხვევაში ანგარიში რამოსმა კრიშტიანუ რონალდუს გადაცემით გაათანაბრა. არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში უკვე თავად პორტუგალიელმა გაიბრწყინა და ულამაზესი გოლით საკუთარ გუნდს ქულა მოუპოვა მნიშნველოვან მატჩში და “რეალი” საჩემპიონო რბოლაში დატოვა.

 

ბარსელონამ ხეტაფეს ვერ აჯობა

კატალონიური კლუბის ფეხბურთელებს მადრიდელების საკვირაო შედეგები რომ სცოდნოდათ, ალბათ “ხეტაფეს” უფრო სერიოზულად და მეტი პასუხისმგებლობით მოეკოიდებოდნენ.

თუმცა, მოტივაციის ნაკლებობას სტუმრები ნამდვილად არ უჩივიან. “ხეტაფეს” პრიმერაში მომდევნო სეზონშიც სურს ასპარეზობა და შესაძლოა გადარჩენისთვის ბრძოლაში სწორედ “ბარსელონაში” მოპოვებული ქულა გახდეს გადამწყვეტი.

მასპინძლები მატჩის მსვლელობისას ორჯერ იგებდნენ, მაგრამ ორივე შემთხვევაში ლაფიტამ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.

 

 

02/05/14

რაიო ვალეკანო 0-3 ბილბაო

გოლები: სან ხოსე 20′ ; დე მარკოსი 30′ ; ანდერ ერერა 74′

03/05/14

ბარსელონა 2-2 ხეტაფე

გოლები: მესი 23′ (1:0); ლაფიტა 37′ (1:1); სანჩესი 67′ (2:1); ლაფიტა 90′ (2:2)

მალაგა 0-1 ელჩე

გოლი: გარი როდრიგესი 11′ 

ოსასუნა 0-2 სელტა

გოლები: ნოლიტო 20′ ; 34′ 

ვალიადოლიდი 1-0 ესპანიოლი

გოლი: რუკავინა 20′ 

04/05/14

ალმერია 3-2 ბეტისი

გოლები: ოსკარ დიასი 52′ (1:0); როდრიგესი 60′ (1:1); სალვა სევილია 71′ (1:2); ალექს ვიდალი 77′ (2:2); აზიზი 90′ (3:2)

ლევანტე 2-0 ატლეტიკო

გოლები: ფილიპე ლუისი 7′ (ს.კ); დავიდ ბარალი 69′ 

სევილია 0-0 ვილიარეალი

რეალი 2-2 ვალენსია

გოლები: მატიე 44′ (0:1); რამოსი 59′ (1:1); დანი პარეხო 65′ (1:2); კრისტიანუ რონალდუ 90′ (2:2)

05/05/14

სოსიედადი – გრანადა