ესპანური ლიგა მიმდინარე სეზონში ორივე ევროპულ საკლუბო ტურნირში დომინიერბს. გარდა ამისა, ესპანური პრიმერაც წელს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დამაინტრიგებელია ტოპ ჩემპიონატებს შორის. 36-ე ტურში რამდენიმე ძალიან საინტერესო მატჩი გველის.
ბარსელონა – ხეტაფე
ჩემპიონობისთვის მებრძოლი “ბარსელონა” საკუთარ მეოდანზე “ხეტაფეს” უმასპინძლებს. მადრიდელები საკმაოდ რთულ მდგომარეობაში არიან. “ხეტაფე” გასავარდნ ზონას სულ რაღაც ორი ქულით უწრებს და ბოლო ტურებში ქულების დაკარგვა შესაძლოა ძვირადაც დაუჯდეს.
“ბარსელონას” საჩემპიონო შანსები ლიდერთა სამეულიდან ყველაეზ მცირეა, თუმცა ჩავარდნილი სეზონის გადარჩენის ერთადერთი შანსი სწორედ ჩემპიონობაა. აქედან გამომდინარე ბუნებრივია, რომ სანამ თეორიული შანსი არსებობს კატალონიელები ბრძოლას არ შეწყვეტენ.
ლევანტე – ატლეტიკო
ლონდონის “ჩელსისთან” შესანიშნავ სტილში მოგებული მატჩის შემდეგ მადრიდის “ატლეტიკო” საშინაო ასპარეზზე გადაერთვება.
პრიმერას მორიგ ტურში სიმეონეს შეგირდები ვალენსიაში “ლევანტეს” ეწვევიან. ხოაკინ კაპაროსის შეგირდები ცხრილის შუა ნაწილში იმყოფებიან და შეიძლება ითქვას, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილს საკუთარი სიამოვნებისთვის ატარებენ.
მადრიდელებს კი, აუცილებლად ესაჭიორებათ სამი ქულის მოპოვება. ნებისმიერი წაფორხილება შესაძლოა “ატლეტიკოს” ძვირად დაუჯდეს.
რეალი – ვალენსია
მადრიდულ-ვალენსიური დაპირისპირების მეორე შეხვედრას “სანტიაგუ ბერნაბეუ” უმასპინძლებს. საჩემპიონთალიგო ტრიუმფის შემდეგ მადრიდის “რეალი” ესპანურ ასპარეზზე გადაერთვება, სადაც ჩემპიონობისთვის აგრძელებს ბრძოლას.
“ვალენსია” აღნიშნულ მატჩს არც თუ ისე კარგ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ხვდება. ევროპა ლიგაზე “სევილიასთან” განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ მადრიდში გასამართ მატჩზე კონცენტრირება იოლი არ უნდა იყოს.
02/05/14
03/05/14
04/05/14
05/05/14