საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და არნემის “ვიტესის” შემტევი ნახევარმცველი ვალერი ყაზაიშვილი ბოლო დროს პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
რამდენიმე კვირის წინ დაიწერა, რომ ყაზაიშვილის მიმართ ინტერესს “მანჩესტერ სიტი” იჩენს, თუმცა როგორც ვაკო ამბობს, ეს მხოლოდ ჭორია.
“პირველ რიგში, ჩემი ამჟამინდელი დონე უნდა შევინარჩუნო, შემდეგ კი პროგრესი განვაგრძო. “ვიტესთან” ჩემი მოქმედი კონტრაქტი 2018 წელს იწურება, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ კონტრაქტის ამოწურვამდე კლუბი დავტოვო. რაც შეეხება “მანჩესტერ სიტის” ინტერესს, ეს მხოლოდ ჭორია, რომელიც პრესაში გავრცელდა, თუმცა არავინ იცის, რა მოხდება მომავალში… ყველაფერს დრო გვიჩვენებს”, – უთხრა “ვიტესის” ქართველმა ფეხბურთელმა უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდს.
* Fanebi.Com ვაკო ყაზაიშვილს ვრცელ ინტერვიუს მალე შემოგთავაზებთ