ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩეხეთის ჩემპიონატში, 2014-15 წლების სეზონში გატანილი ათი საუკეთესო გოლია ნაჩვენები. აღსანიშნავია, რომ ათეულში მეათე პოზიციას ქართველი ნახევარმცველის, ლევან ყენიას მიერ “დუკლას” კარში გატანილი გოლი იკავებს.
ჭდე: ყენია
ლევან ყენიამ ჩეხეთის ჩემპიონატში გასაოცარი გოლი გაიტანა (ვიდეო)
17 მაისს, ჩეხეთის ჩემპიონატში “სლავიამ” საკუთარ მოედნზე “დუკლა” მიიღო. შეხვედრაში ანგარიში 36-ე წუთზე, ქართველმა ფეხბურთელმა, ლევან ყენიამ გახსნა.
ქვიზი: რომელი ფეხბურთელისაა ეს წვერი?
Fanebi.Com გთავაზობთ ტესტს, სადაც თქვენი მიზანია, გამოიცნოთ, თუ რომელ ფეხბურთელებს ეკუთვნით ქვემოთ მოყვანილი წვერები.
ლევან ყენია: “ჩვენს თავებს უფრო მეტად უნდა ვენდოთ”
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პრაღის “სლავიას” ფეხბურთელმა ლევან ყენიამ გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართული შეხვედრა შეაფასა.
ლევან ყენია: „ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა, დაგვჯაბნეს. მეორე ტაიმში ოდნავ უკეთესად ვითამაშეთ, მაგრამ რეალური შანსი არ გვქონია. მეტოქემ ბევრი მომენტი შექმნა. ჩვენც ვუტევდით, მაგრამ დაცვაში თამაში და ბურთის მოგერიება სისხლში ისე გვაქვს გამჯდარი, რომ მას ვერ გადავეჩვიეთ. ჩვენს თავებს უფრო მეტად უნდა ვენდოთ.“
ლევან ყენია: “მიხარია, რომ ნაკრებში დავბრუნდი”
პრაღის “სლავიას” ქართველი ფეხბურთელი ლევან ყენია აცხადებს, რომ ის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებით ძალიან გახარებულია.
ყენიამ “ჯვაროსნების” მაისური ბოლოს 2013 წლის 23 მარტს, საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართულ შეხვედრაში მოირგო. ორწლიანი პაუზის შემდეგ კი კახა ცხადაძემ შემტევი ნახევარმცველი ქვეყნის პირველ გუნდში დააბრუნა.
“ძალიან მიხარია, რომ ნაკრებში დავბრუნდი. თუ გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ თამაშის საშუალება მომეცემა, ეს ბრწყინვალე რამ იქნება”, – ციტირებს ყენიას სიტყვებს “სლავიას” ოფიციალური ვებ-გვერდი.
შეგახსენებთ, რომ 13 მარტს, ჩეხეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში, “სლავიასა” და “მლადა ბოლესლავს” შორის გამართულ მატჩში (3:4) ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარში შესანიშნავი გოლი გაიტანა.
კაშიას საგოლე და “ვიტესის” მარცხი
ჰოლანდიის ჩემპიონატში არნემის “ვიტესმა” “გრონინგემთან” გასვლითი მატჩი 3:1 წააგო. კაშიამ და ყაზაიშვილმა სრულად ითამაშეს, თუმცა საკუთარი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნეს.
აღსანიშნავაი, რომ არნემელების ერთადერთი გოლი გურამ კაშიას საგოლე გადაცემით გავიდა. “ვიტესის” კაპიტამა ატსუს საკუთარი ნახევრიდან გრძელი პასი მისცა და მეკარესთან პირისპირ დატოვა.
მეორე ბუნდესლიგაში დიუსელდორფის “ფორტუნამ” “ფრანკფურტთან” ფრედ, 0-0 ითამაშა. ყენია განაცხადშიც არ ყოფილა.
ყენია და არაბული დუბლებში
საქართველოს ბოლო დროის ერთ-ერთმა ყველაზე ნიჭიერმა ფეხბურთელმა ლევან ყენიამ დიუსელდორფის “ფორტუნას” დუბლებში ჩაატარა შეხვედრა. გერმანიის რეგიონალლიგის ჩემპიონატში “ფორტუნას” დუბლიორები “ზიგენთან” 0:1 დამარცხდნენ. ყენიას დიუსელდორფული გუნდის მთავარ მწვრთნელთან აქვს პრობლემა, რის გამოც ქართველი “ფორტუნას” მალე დატოვებს.
დუბლშემადგენლობაში ითამაშა კიდევ ერთმა ახალგაზდამ, ბაჩანა არაბულმა. ესპანური “ალკორკონის” დუბლებმა ტერსერა დივიზიონის მატჩში “კახა კარაბანჩელთან” 2:2 ითამაშეს. არაბულმა მინდორზე 57 წუთი გაატარა.
ყენიამ თითი მოიტეხა
გერმანული “ფორტუნას” ქართველი ფეხბურთელი, ლევან ყენია ტრავმირებულია. Facebook-ში, დიუსელდორფული კლუბის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 23 წლის შემტევმა ნახევარმცევლმა 26 ნოემბერს ჩატარებულ ვარჯიშზე მარჯვენა ხელის თითი მოიტეხა.
ყენიას მალე ოპერაციასაც გაუკეთებენ, რის გამოც, გარკვეული დროის განმავლობაში უქმობა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ ლევანი “ფორტუნაში” 2013 წელს, უკრაინული “კარპატიდან” გადავიდა. ამჟამად, ყენიას გუნდი გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მე-14 პოზიციას იკავებს.
დიტო ჭიჭინაძე