ტიტო ვილანოვა “რუბინში”?

რუსული პრესის ცნობით ყაზანის “რუბინის” მთავარი მწვრთნელი შესაძლოა “ბარსელონას” ყოფილი დამრიგებელი, ტიტო ვილანოვა გახდეს. მის გარდა ამ პოსტზე რამოდენიმე უცხოელი მწვრთნელის კანდიდატურა განიხილება.

ყაზანური კლუბი მთავარი მწვრტნელის გარეშე ყურბან ბერდიევის გაშვებიშ შემდეგ დარჩა. ბერდიევთან ერთად “რუბინი” ორჯერ გახდა რუსეთი ჩემპიონი, ერთხელ მოიგო ქვეყნის თასი და ორჯერ დაეუფლა სუპერთასს.

“ბასტიამ” სისეს ტრანსფერი დაადასტურა

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ჯიბრილ სისე კარიერას ფრანგულ “ბასტიაში” გააგრძელებს. ფეხბურთელი დღეს გაივლის სამედიცინო შემოწმებას, რის შემდეგაც წელიწადნახევრიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ამ ინფორმაციას ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

მიმდინარე სეზონი სისემ რუსულ “ყუბანში” დაიწყო, თუმცა შემდეგ სარფანგეთში დაბრუნების სურვილი გამოთქვა და რუსულ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა.

 

სისე “ბასტიაში” გადადის

ჯიბრილ სისე კარიერას ფრანგულ “ბასტიაში” გააგრძელებს. ფორვარდმა კლუბთან კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა. სისე “ბასტიას” ღირსებას 18 თვის მანძილზე დაიცავს, თუმცა ამას მხოლოდ მას შემდეგ შესლებს თუ კრასნოდარის “ყუბანთან” გაწყვეტს შრომით ხელშეკრულებას.

სისე რუსულ გუნდში 2013 წლის ივლისში გადავიდა. კონტრაქტი ფრანგ ფორვარდთან 1+1 სისტემით გაფორმდა. რუსული პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, სისემ 15 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

სისეს საფრანგეთში დაბრუნება სურს

კრასნოდარის “ყუბანის” ფრანგი თავდამსხმელი ჯიბრილ სისე აღიარებს, რომ მას სამშობლოში დაბრუნება სურს. საფრანგეთში თამაშის გამო, ფორვარდი ხელფასის დაკლებაზეც თანახმაა.

“საფრანგეთში მინდა დაბრუნება. ნაკლებ ხელფასზეც თანახმა ვარ. ვნახოთ რა შემოთავაზებები მექნება” –  განუცხადა სისემ ფრანგულ პრესას.

გავრცელებული ხმებით, სისეს “ბასტიაში” გადასვლის ვარიანტი აქვს. რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ფრანგმა ფორვარდმა 15 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა.

ჯანო ანანიძის შესანიშნავი ფინტი

6 ოქტომბერს, რუსეთის პრემიერ ლიგაში, “ყუბანსა” და “როსტოვს” შორის გამართულ შეხვედრაში (2:2), ქართველმა ფეხბურთელმა, ჯანო ანანიძემ შესანიშნავი ფინტი გააკეთა.