ტაარაბტი „ბენფიკაში“ გადავიდა

პორტუგალიურმა „ბენფიკამ“ ნახევარმცველ ადელ ტაარაბტის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. როგორც კლუბის ოფიციალური საიტი წერს, მოთამაშესთან 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ცნობისთვის, ტაარაბტი „ბენფიკაში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. ცოტა ხნის წინ მაროკოელმა „ქუინს პარკ რეინჯერსთან“ ხელშეკრულება გადაწყვიტა. განვლილი სეზონის შედეგის მიხედვით, ქპრ ჩემპიონშიპში დაბრუნდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 2013/14 წლების სეზონის მეორე ნაწილში ტაარაბტმა იჯარით „მილანში“ ითამაშა.

ბარტონი, შესაძლოა, „იუნაიტედში“ გადაბარგდეს

სკანდალურად ცნობილმა ინგლისემა ნახევარმცველმა ჯოუი ბარტონმა, შესაძლოა, კარიერა „ლიდს იუნაიტედში“ გააგრძელოს.

მიმდინარე კვირის დასაწყისში, „ქუის პარკ რეინჯერსის“ შემადგენლობის დატოვების შემდეგ, 32 წლის გამოცდილი შუახაზელი თავისუფალი აგენტი გახდა. აქედან გამომდინარე, „იუნაიტედს“ მასთან კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ თანხის გადახდა არ მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ კარიერის განამვლობაში ჯოუის „მანჩესტერ სიტიში“, „ნიუკასლ იუნაიტედში“, „მარსელში“ და „ქუინს პარკ რეინჯერსში“ უთამაშია.

რიო ფერდინანდს მეუღლე გარდაეცვალა

რებეკა ელისონი, “ქპრ”-ს მცველის, რიო ფერდინანდის მეუღლე, სიმსივნით გარდაიცვალა.

ელისონმა 2009 წელს შეიტყო, რომ მკერდის კიბო ჰქონდა.

რებეკას და რიოს სამი შვილი ჰყავდათ. იგი პარასკევს ღამით გარდაიცვალა, იტყობინება BBC.

ჯოი ბარტონმა ბოდიში მოიხადა

როგორც გაცნობეთ, ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურში “ჰალ სიტისა” და “ქუინს პარკ რეინჯერსს” შორის გამართულ მატჩში (2:1) სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ჯოი ბარტონმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელ ტომ ჰადლსტოუნს უხერხულ ადგილას ხელი მოარტყა.

ბარტონმა ამ ქმედების გამო მოგვიანებით ბოდიში მოიხადა.

“ჰადლსტოუნის მიმართ ჩემი ქმედება ნამდვილად არ ყოფილა წინასწარ განზრახული, ეს იყო სულელური რეაქცია. დავისაჯე და მოედნიდან გამაძევეს. მე ჩემი თანაგუნდელები დავაღალატე. ბოდიშს ვუხდი ყველას, მათ შორის “ქუინს პარკის” იმ ფანებს, რომლებიც გუნდს გასვლით მატჩზე საქომაგოდ გამოყვნენ”, – დაწერა სოციალურ ქსელში ბარტონმა.

 

“ქუინს პარკი” კრის რემსის ჩააბარეს

“ქუინს პარკ რეინჯერსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე კრის რემსი დაინიშნა. 52 წლის სპეციალისტი დასავლეთლონდონურ კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლომდე უთავკაცებს.

შეგახსენებთ, რომ 3 თებერვლამდე “ქუინს პარკს” ჰარი რედნაპი ხელმძღვანელობდა, რომელმაც პოსტი საკუთარი ნებით დატოვა.

“ქუინს პარკ რეინჯერსს” ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილი უკავია.

 

რედნაპმა “ქუინს პარკი” დატოვა

ჰარი რედნაპმა “ქუინს პარკ რეინჯერსის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

ფეხბურთის 67 წლის სპეციალისტმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მუხლზე სასწრაფო ოპერაცია აქვს გასაკეთებელი.

“ქუინს პარკში” ფანტასტიური დრო გავატარე. დირექტორთა საბჭოს, ფეხბურთელებს, თანამშრომლებსა და განსაკუთრებით ფანებს დიდ მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის. სამწუხაროდ, მუხლზე სასწრაფო ოპერაცია მაქვს გასაკეთებელი, რაც ჩემი საქმიანობის შესრულების შესაძლებლობას არ მაძლევს. კლუბს წარმატებებს ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ, რომ “ქუინს პარკი” პრემიერლიგაში ადგილს შეინარჩუნებს”, – რედნაპის სიტყვები კლუბის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.

ჰარი რედნაპი “ქუინს პარკ რეინჯერსს” 2012 წლიდან თავკაცობდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტს.

 

პრემიერლიგის დეკემბრის საუკეთესო მწვრთნელისა და მოთამაშის ვინაობა ცნობილია

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ინგლისის პრემიერლიგის დეკემბრის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. რაც შეეხება საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას, იგი „ქუინს პარკ რეინჯერსის“ ფორვარდ ჩარლს ოსტინს გადაეცა.

გასულ თვეში ოსტინმა ხუთი გოლი გაიტანა, „ვესტ ბრომვიჩთან“ ანგარიშით 3:2 მოგებულ მატში კი ჰეთთრიკი გაიფორმა.

პელეგრინის ხელმძღვანელობით „მანჩესტერ სიტიმ“ ინგლისის პირველობის ექვსი მატჩი ჩაატარა და ხუთ შეხვედრაში გამარჯვება იზეიმა, ერთი თამაში კი ფრედ დაასრულა. 21 ტურის შემდეგ „ქალაქელები“ მეორე ადგილს იკავებენ და პირველ საფეხურზე მყოფ „ჩელსის“ 2 ქულით ჩამორჩებიან.

მაურო სარატე ქპრ-ში გადავიდა

„ქუინს პარკ რეინჯერსის“ ოფიციალურმა საიტმა ახალი ტრანფერი დაადასტურა.

კლუბმა 27 წლის არგენტინელი თავდამსხმელი მაურო სარატე დაიმატა, რომელმაც სეზონის პირველი ანხევარი „ვესტ ჰემის“ შემადგენლობაში ჩაატარა. სამხრეთამერიკელი ახალ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ სარატე „ვესტ ჰემში“ ზაფხულში გადავიდა და შვიდ ჩატარებულ მატჩში ორი გოლის გატანა შეძლო. სხვადასხვა წელს მაურო „ველეს სარსფილდის“, „ლაციოსა“ და „ინტერის“ შემადგენლობაში თამაშობდა.

საინტერესო დისკუსია: ალან შირერი თუ ტიერი ანრი? (ვიდეო)

„ქუინს პარკ რეინჯერსის“ თავდამსხმელმა ჩარლი ოსტინმა გუნდის ერთ-ერთ მწვრთნელთან ლეს ფერდინანდთან საინტერესო თემაზე ისაუბრა.

კერძოდ, საუბრის თემას ალან შირერისა და ტიერი ანრის შედარება იყო.

საბოლოოდ, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ოსტინი ფერდინანდს დაეთანხმა, რომელიც თვლის, რომ „ნიუკასლის“ ლეგენდა „არსენალის“ ლეგენდაზე უფრო პროდუქტიული ფეხბურთელი იყო.

ცნობისთვის, ლეს ფერდინანდი ინგლისის პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელთა შორის მერვე ადგილს იკავებს.

ტაარაბტი „მილანში“ დაბრუნების სანაცვლოდ ხელფასის შემცირებაზეც თანახმაა

„ქუინს პარკ რეინჯერსის“ ნახევარმცველმა ადელ ტაარაბტმა განაცხადა, რომ „მილანში“ დაბრუნება სურს.

„იმედია, ახალი წლის შემდეგ იტალიაში დავბრუნდები. ექვსთვიანი იჯარიდან დაბრუნების შემდეგ ქპრ-ს მწვრთნელს ვუთხარი, რომ „მილანში“ დარჩენა მსურდა, რის გამოც იგი ჩემზე გაბრაზდა. ზეედორფს „როსონერიში“ ჩემი ხილვა უნდოდა, შემდგომ კი, გუნდში ინძაგი მივიდა, რომელიც სხვა ფეხბურთელებით დაინტერესდა. მილანურ კლუბში დაბრუნების სანაცვლოდ ხელფასის შემცირებასაც დავთანხმდები“, – განაცხადა ტაარაბტმა.

როგორ აღნიშნავენ მოახლოებულ შობა-ახალ წელს ქპრ-ს ფეხბურთელები (ვიდეო)

„ქუინს პარკ რეინჯერსის“ ფეხბურთელებმა არამხოლოდ ინგლისის პრემიერლიგის გასავარდნი ზონის დატოვება, არამედ მოახლოებული დღესასწაულებიც აღნიშნეს.

ბარტონი: “ფეხბურთმა გადამარჩინა”

“ქუინს პარკ რეინჯერსის” ნახევარმცველი ჯოი ბარტონი მოხარულია, რომ ცხოვრებაში ფეხბურთის გზა აირჩია. ინგლისელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ სპორტის ნაცვლად ახლა სრულიად შესაძლებელია ციხეში ყოფილიყო.

“ცხოვრებაში სამი გზა მქონდა: ფიზიკური შრომით თანხის გამომუშავება, ნარკომანობა და სპორტსმენობა. ჩემი მეგობრები სვამდნენ და ნარკოტიკებს მოიხმარდნენ. მივედი დასკვნამდე, რომ მე ეს არ მარგებდა. ფეხბურთმა გადამარჩინა ციხისგან და ნარკოტიკებისგან.

23 თუ 24 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი უმცროსი ძმა ფერადკანიანი ბიჭის მკვლელობის შემთხვევაში გაერია. სინამდვილეში ის ბიჭი ჩემმა ბიძაშვილმა მოკლა, თუმცა ჩემი ძმაც ავაზაკების ბანდაში იყო ჩართული.

ახლა ისინი მკვლელობისთვის ციხეში სასჯელს იხდიან და ეს ასეც უნდა იყოს. ეწეოდნენ ბალახს, იპარავდნენ ავტომობილებს, უბრალოდ არ იცოდნენ, რას სჩადიოდნენ და სწორედ ამას შეეწირა ის ბიჭიც. საბედნიეროდ, მე მთლიანად გადავეშვი ფეხბურთის სამყაროში”, – აღნიშნა 32 წლის ბარტონმა “მირორისთვის” მიცემულ ინტერვიუში.