ფალკაო: „ვამაყობ, რომ „ოქროს ბურთის“ მოგების შანსი მაქვს“

„მონაკოს“ თავდამსხმელი რადამელ ფალკაო ამაყობს იმით, რომ მისი სახელი 2013 წლის „ოქროს ბურთის“ შესაძლო გამარჯვებულთა შორისაა. ამის შესახებ კომენტარი კოლუმბიელმა „მონაკოს“ ოფიციალურ საიტთან მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

„ოქროს ბურთის“ 23 ფინალისტთა შორის მეორედ ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია. ღვთის წყალობით, ამ ტიტულის მოგების შანსი კიდევ ერთხელ მომეცა. ეს ფაქტი დადებთად, როგორც ჩემზე, ასევე ჩემს კლუბსა და ქვეყანაზე იმოქმედებს“, – განაცხადა ფალკაომ.

2013 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელის ვინაობა 2014 წლის 13 იანვარს გახდება ცნობილი. ფალკაოს გარდა, ლიგა 1-ში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის აღნიშნული ტიტულის მოგების შანსი ასევე სამ ფეხბურთელს აქვს. საუბარია „პარი სენ-ჟერმენის“ ტრიოზე, რომელშიც ედინსონ კავანი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ტიაგო სილვა შედიან.

ალექსანდრე მატევოსოვი

ფალკაო: „მადრიდის „რეალი“? „მონაკოში“ ბედნიერი ვარ“

„მონაკოს“ თავდამსხმელი რადამელ ფალკაო ბოლო დროს გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა, რომელთა თანახმადაც, იგი უახლოეს მომავალში მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში გადაბარგდება.
„ფლორენტინო პერესს კარგი სიტყვებისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ამავე დროს, პატივი ჩემს ამჟამინდელ კლუბსაც უნდა ვცე. აქ ყველაფერი მაწყობს“, – აღნიშნა კოლუმბიელმა ფორვარდმა.
„მონაკოში“ ბედნიერი ვარ. „რეალის“ მხრიდან“ არსებული ინტერესის თაობაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ, რადგან ეს ჩემი ამჟამინდელი კლუბისადმი უპატივცემულობად მიმაჩნია“, – დაასრულა 27 წლის თავდამსხმელმა.
ალექსანდრე მატევოსოვი