რადამელ ფალკაოს 16-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ესპანეთის სასამართლომ რადამელ ფალკაოს გადასახადების გადამალვის ბრალდებით 16-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, 9 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმასთან ერთად.

ესპანური კანონმდებლობის მიხედვით, სასჯელის ციხეში მოხდა მხოლოდ იმ შემთხვევაშია ერთადერთი გამოსავალი, თუ ბრალდებულს 2 წელზე მეტი აქვს მისჯილი, წინააღმდეგ შემთხვევასი კი შესაძლებელია, სხვა ზომების მიღებაც.

El Confidencial-ის ცნობით, ფალკაომ “ატლეტიკოში” თამაშისას 2012 წელს 822 609 ევრო, ხოლო 2013 წელს 4 839 253 ევრო დაუმალა ესპანეთის მთავრობას.

ფალკაოს ბრწყინვალე შედეგი საფრანგეთის ჩემპიონატში

მართალია, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე საფრანგეთის ჩემპიონის, “მონაკოს” რიგები მნიშვნელოვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს, მაგრამ ჟარდიმის ბიჭები საშინაო ჩემპიონატში მაინც კარგად გამოიყურებიან. ეს კი მეტწილად “მონაკოს” კოლუმბიელი ლიდერის, რადამელ ფალკაოს დამსახურებაა.

საფრანგეთის ლიგა 1-ის მერვე ტური “მონაკოსა” და “მონპელიეს” დაპირისპირებამ დარჩა, რომელიც ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მასპინძელთა მხრიდან გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი სწორედ რადამელ ფალკაო გახლავთ, რომლისთვისაც ეს რიგით მეთორმეტე გოლია საშინაო ჩემპიონატში.

აღსანიშნავია, რომ ლიგა 1-ის 2017/18 წლების სეზონის რვა მატჩში კოლუმბიელმა ვარსკვლავმა მხოლოდ 13 დარტყმა შეასრულა, რომელთაგან 12 ზუსტი აღმოჩნდა, რაც ნამდვილად ბრწყინვალე შედეგია.

გეტყვით იმასაც, რომ “მონაკოში” გადასვლამდე ფალკაო “ჩელსის”, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ატლეტიკოს” ღირსებასაც იცავდა.

ოფიციალურად: ფალკაომ “მონაკოსთან” გაახანგრძლივა

რადამელ ფალკაომ საკუთარ მომავალთან დაკავშირებული ყველა კითხვის ნიშანი გააქრო და ლიგა 1-ის ჩემპიონებთან არსებული კონტრაქტი გაახანგრძლივა.

როგორც იცით, პრემიერ ლიგაში ჩაგდებული ორი სეზონის შემდეგ, კოლუმბიელმა თავდამსხმელმა საფრანგეთის ჩემპიონატში ძველი ფორმის დაბრუნება მოახერხა და ერთი სეზონის 29 მატჩში 21 გოლის გატანა შეძლო.

კონტრაქტის 2020 წლამდე გახანგრძლივების შემდეგ, კოლუმბიელმა განაცხადა:” ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი თავგადასავლები კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდება.

ამ ბრწყინვალე სეზონმა უდიდესი მოტივაცია შემიქმნა, რომ მომავალში დიდ წარმატებებს მივაღწიო. მხოლოდ ერთი სურვილი გამაჩნია: მინდა ეს ლამაზი ისტორია გავაგრძელო!,” – აცხადებს ფალკაო.

ფალკაო: “მართალია, რომ “ბარსელონამ” “იუვენტუსს” ერთი გოლიც ვერ გაუტანა, მაგრამ…”

ფრანგული “მონაკოს” კოლუმბიელ თავდამსხმელს, რადამელ ფალკაოს სჯერა, რომ თავის გუნდს “იუვენტუსის” ბარიერის გადალახვისა და ჩემპიონთა ლიფის ფინალში გასვლისათვის საკმარისი ძალა შესწევს.

“ძალიან ბედნიერი ვარ, თავს მშვენივრად ვგრძნობ.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი ეს უდიდესი რამ არის, განსაკუთრებით ჩემთვის, ჩემი ასაკის ფეხბურთელისათვის. ასეთი შანსი შესაძლოა, მომავალში არც მომეცეს.

“იუვენტუსის” კარში გოლის გატანა ადვილი ნამდვილად არ არის, “იუვე” თავს გუნდურად იცავს.კარში კი ჯანლუიჯი ბუფონი, დიდებული მეკარე დგას, რომლის სიდიადესაც ვაღიარებ.

მართალია, რომ “ბარსელონამ” “იუვენტუსს” ერთი გოლიც ვერ გაუტანა, მაგრამ “ატალანტამ” მათი კარი ორჯერ აიღო. ბუფონის კარში გოლის გატანა განსაკუთრებული გრძნობა იქნება,” – აცხადებს კოლუმბიელი.

ჩემპიონთა ლიგა: რადამელ ფალკაოს გოლი ტურის საუკეთესოდ დაასახელეს (ვიდეო)

რადამელ ფალკაოს მიერ შუა კვირაში, “მანჩესტერ სიტის” კარში გატანილი გოლი უეფას ჩემპიონთა ლიგის ტურის საუკეთესო გოლად დასახელდა.

როგორც იცით, ზემოთ აღნიშნული მატჩი საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა (5-3), თუმცა კოლუმბიელი ფორვარდის მიერ გატანილმა ულამაზესმა გოლმა ყველაფერი გადაფარა.

რადამელ ფალკაომ “ტოტენჰემის” ფანებს სათანადო პასუხი გასცა (ვიდეო)

რადამელ ფალკაო სწორედ ის ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც ბოლოს იცინოდა – მას შემდეგ, რაც ლონდონის “ტოტენჰემმა” ჩემპიონთა ლიგაზე, შინ “მონაკოსთან” წააგო, ლონდონელთა გამწარებულმა “ჩელსის” ყოფილ ფორვარდზე მიიტანეს იერიში.

“სპურსის” ფანები მას “ჩელსისგან” უარყოფილს” უწოდებდნენ – ამის პასუხად, კოლუმბიელმა ფორვარდმა ინგლისელ ფანებს მატჩის ანგარიში შეახსენა.

ვასილიევი ადასტურებს: “ფალკაო “მონაკოში” ბრუნდება”

“მონაკოს” ვიცე-პრეზიდენტი, ვადიმ ვასილიევი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც რადამელ ფალკაო 2016-17 წლების სეზონში ფრანგული გრანდის ღირსებას დაიცავს.

“ფალკაო დაბრუნდება. თითქმის დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ის მომავალ სეზონს ჩვენთან ერთად გაატარებს.

რამოდენიმე დეტალი ჯერ კიდევ მოსაგვარებელია, თუმცა ვიმედოვნებ, რომ მომავალ სეზონში ის ჩვენს მაისურს მოირგებს.” – განაცხადა ვასილიევმა.

შეგახსენებთ, რომ “ჩელსიში” თამაშის მიუხედავად, ფალკაო “მონაკოს” საკუთრებაში იმყოფება, რომელთანაც არსებული კონტრაქტი 2018 წელს იწურება.

“გალათასარაი” რადამელ ფალკაოს გადაბირებას აპირებს

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელი, რადამელ ფალკაო, შესაძლოა მომავალ სეზონსი თურქული “გალათასარაის” მაისურით ვიხილოთ. ამ ინფორმაციას Fotomac ავრცელებს.

როგორც იცით, კოლუმბიელი თავდამსხმელი “მონაკოს” კუთვნილებაშია, თუმცა 2015 წელს “ჩელსიმ” მისი არენდით აყვანა გადაწყვიტა, იმ იმედით, რომ “ატლეტიკოსა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი ძველ ფორმაში დაბრუნებას შეძლებდა, თუმცა მოვლენები სხვაგვარად წარიმართა.

მისი აგენტი, ჟორჟე მენდეში კი აქტიურად ეძებდა ახალ კლუბს კლიენტისათვის. “გალათასარაი” კი შესაძლო ვარიანტებიდან საუკეთესო აღმოჩნდა, “ზენიტთან” და “რივერ პლეიტთან” ერთად.

ფალკაო ლონდონურ მომავალზე: “ჩემს შანსს ველოდები”

მართლია, რადამელ ფალკაოს სათადარიგოთ სკამზე უწევს ჯდომა, თუმცა ის დანებებას არ აპირებს. მისი თქმით ის შანსს ელოდება, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებს.

კოლუმბიელი ფეხბურთელი Goal-ის ჟურნალისტს კიდევ რამოდენიმე საინტერესო თემაზე ესაუბრა …

მის მიერ გატანილ ყველაზე მნიშვნელოვან გოლზე

“უმნიშვნელოვანესი გოლი? რა თქმა უნდა ის, რომლის მეშვეობითაც კოლუმბიამ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

ასევე აღსანიშნავია ევროპა ლიგის ფინალში გატანილი გოლებიც, “პორტოსთან” და “ატლეტიკოსთან” ერთად. მიყვარს მაკრატელა გოლებიც.”

მის ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგეზე

“სერხიო რამოსი ყველაზე რთული მეტოქეა, რომლის წინააღმდეგაც მითამაშია. ის ძალიან ძლიერი და სრულყოფილი ფეხბურთელია.”

ტრავმებსა და ამჟამინდელ სიტუაციაზე

“ორი თვის მანძიზლე გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი და თავს მშვენივრად ვგრძნობ. ეხლა კი სათამაშო დრო მესაჭიროება. ბოლო თვეებმა ისე ვერ გაიარა, როგორც მინდოდა, თუმცა მომავალში შანსს აუცილებლად გამოვიყენებ.”

ლონდონურ ცხოვრებაზე

“უფრო ხშირად იმ ადამიანებს ვესაუბრები, რომლებმაც ესპანური და პორტუგალიური იციან. პედრო, ცესკი, ასპილიკუეტა. ინგლისურ ენასთან თანდათანობით ვმეგობრდები.

ლონდონი გასაოცარი ქალაქია, აქ მრავლად არის გართობის საშუალებები. ჩემი ოჯახი აქ თავს ბედნიერად გრძნობს.”

დიეგო კოშტასა და სიმეონეზე

“დიეგო კოშტა არის ფეხბურთელი, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს. ჩვენ “ატლეტიკოში” ყოფნისასაც კარგი მომენტები ურთიერთობა გვქონდა.

სიმეონე კი მას “რივერ პლეიტიდან” იცნობდა. სწორედ მან მიიყვანა “ატლეტიკო” იმ დონემდე, რომელზეც ეხლა იმყოფება.”

ფალკაო გამოჯანმრთელდა

„ჩელსის“ თავდამსხმელი რადამელ ფალკაო ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა და გუნდის ვარჯიშში მონაწილეობს. შეგახსენებთ, ფეხბურთელს ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია, თავიდან მან ფორმა დაკარგა, რასაც შემდგომ ტრავმაც დაემატა.

„მონაკოს“, რომელსაც მისი სატრანსფერო უფლებები ეკუთვნის, კოლუმბიელის დაბრუნება სურდა, თუმცა ტრავმის გამო გადაიფიქრა. სავარაუდოდ, რადამელი ლიგა 1-ის მონაწილის შემადგენლობაში ზაფხულში დაბრუნდება.

“ჩელსიში” ჩავარდნილი სეზონის შემდგომ ფალკაო შესაძლოა საფრანგეთში დაბრუნდეს

“მონაკოს” ვიცე პრეზიდენტმა, ვადიმ ვასილიევმა აღიარა, რომ ფრანგული კლუბი რადამელ ფალკაოს დაბრუნებას აპირებს, რომელიც ამჟამად “არისტოკრატთა” რიგებში ირიცხება.

“ჩვენ ფალკაოს დაბრუნება იანვარშიც გვინდოდა, თუმცა იმ დროს ის ტრავმირებული იყო.” – განაცხადა ვასილიევმა RMC-სთან ინტერვიუში.

“სეზონის ბოლოს ამ საკითხს კიდევ ერთხელ განვიხილავთ. ნამდვილად არ გამოვრიცხავთ, რომ ზაფხულში ის ჩვენს ბანაკში დაბრუნდეს.”

ფალკაო მარტამდე ვერ ითამაშებს

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელ რადამელ ფალკაოს ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

კოლუმბიელმა ფორვარდმა ბარძაყის ძვალი ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში დაიშავა. როგორც “მონაკოს” ვიცე-პრეზიდენტი ვადიმ ვასილიევი ამბობს, 29 წლის ფეხბურთელი მარტამდე ვერ ითამაშებს.

“ფალკაო რვა კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ჯერჯერობით მის დაბრუნებას არ ვაპირებთ”, – აღნიშნა ვასილიევმა.

შეგახსენებთ, რომ ფალკაო ამ დრომდე “მონაკოს” ეკუთვნის, “ჩელსიში” კი იჯარის წესით თამაშობს. საიჯარო ხელშეკრულებას ვადა ზაფხულში გასდის.