U19 ბორჯღალოსნები ინგლისში საგრაფოთა ნაკრებს ეთამაშებიან

საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები ინგლისში გაემგზავრა, სადაც ორ შეხვედრას გამართავს ინგლისის საგრაფოთა ნაკრების 20 წლამდელთა გუნდის წინააღმდეგ. 21 მაისს გუნდები ერთმანეთს სავარჯიშო ტიპის სპარინგ-მატჩში დაუპირისპირდებიან. შეხვედრა კემბრიჯში, რაგბის კლუბ ‘შელფორდის” მოედანზე გაიმართება და ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყება. რამოდენიმე დღის შემდეგ, 24 მაისს, გუნდები საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში მეორედ შეხვდებიან ერთმანეთს. შეხვედრა, რაგბის კლუბ „ქებრიჯის“ სტადიონ – ვოქალ პარკზე გაიმართება და ადგილობრივი დროით 14:00 საათზე დაიწყება.

ქართული რაგბის ქომაგებს გვინდა ვაცნობოთ, რომ ორივე შეხვედრის ჩანაწერის ხილვა შესაძლებელი იქნება საქართველოს რაგბის კავშირის Youtube.com და Myvide.ge ოფიციალურ არხებზე, მატჩების დასრულებიდან მეორე დღეს.

საერთაშორისო გამოცდილება და რაგბის განვითარება

საქართველოს რაგბის კავშირსა და ინგლისის საგრაფოთა ნაკრებს შორის ურთიერთობა შარშან დაიწყო. როდესაც, საერთაშორისო ტურნეს გასამართად საქართველოს ინგლისის საგრაფოთა ნაკრების 20 წლამდელთა გუნდი 2013 წლის მაისში ეწვია. ინგლისელებმა ორი შეხვედრა გამართეს საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ და ორივეში, საკმაოდ რთულ და საინტერესო მატჩში სამწუხაროდ სძლიეს ჩვენ ბიჭებს. ტურნეს დასრულებისას, საგრაფოთა 20 წლამდელების მწვრთნელმა, ბობ ჰუდმა განაცხადა: „საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საკმაოდ სერიოზულ სარაგბო ერს წარმოადგენს. ქართველი 19 წლამდელები ორივე მატჩში საკმაოდ ორგანიზებულად და ძლიერად ბურთაობდნენ. ჩვენი გუნდით ძალზედ კმაყოფილი ვარ, ვინაიდან კარგად ითამაშეს და ამ გამოწვევას შესაბამისად უპასუხეს.“

საქართველოსა და იგნლისის საგრაფოთა რაგბის კავშირების თანამშრომლობა გრძელდება. წელს, 19 წლამდელების ინგლისური ტურნეს შემდეგ, საქართველოში ინგლისის საგრაფოთა პირველი ნაკრები გვეწვევა. ისინი ორ საერთაშორისო ტესტს გამართავენ მზარდი საქართველოს ნაკრებთან. შეხვედრები 4 და 8 ივნისს, რუსთავის სარაგბო სტადიონზე გაიმართება.

„ინგლისის საგრაფოებთან ჩვენი თანამშრომლობა შარშან დაიწყო, როდესაც მათი 20 წლამდელთა გუნდი ჩამოვიდა საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებთან სათამაშოდ თბილისში ჩამოვიდა. რაგბის ქომაგებმა ორი უმაღლესი ხარისხის ტესტი იხილეს. ამის შემდეგ, საქართველოს რაგბის კავშირსა და ინგლისის საგრაფოებს შორის გაფორმდა სამ წლიანი შეთანხმება, რომლის ფარგლებში ქართველი 19 წლამდელები, საპასუხო ვიზიტით მიემგზავრებიან ინგლისში; წელსვე, ინგლისის საგრაფოთა პირველი ნაკრები ჩამოვა საქართველოში 4 და 8 ივნისს მზარდ საქართველოსთან სათამაშოდ და უკვე გაისად, კვლავ გვესტუმრებიან ინგლისელი 20 წლამდელები.

“ინგლისის საგრაფოთა ნაკრებებთან საერთაშორისო სპარინგების გამართვა უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც ასაკობრივი და მზარდი საქართველოს ნაკრებისთვის, ასევე ქართული რაგბის განვითარებისათვის. ასეთი დონის ტესტებით, ჩვენი მოთამაშეები იღებენ საერთაშორისო გამოცდილებას, რაც მათ აუცილებლად გამოადგებათ მომავალ ოფიციალურ ტურნირებში და საერთაშორისო ტესტებში.“ განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის სანაკრებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლაშა ხურციძემ.

Rugby.GE

პლეიოფების მესამე წრე – 31 ქულით 33 გრადუსში

არმიამ წინასწარ ფინალში იოლად ძლია ლოკომოტივი და გავიდა დიდში, სადაც შარშანდელი ჩემპიონი, ლელო ელის.

ავსტრალიური სისტემით “წინასწარ ფინალში” შესარჩევის დამარცხებული არმია და  გასავარდნის გამარჯვებული ლოკომოტივი შეწყვილდნენ.

არმია 48:17 ლოკომოტივი

7ლ: თავართქილაძე (1 6) შკინინი ჩიტიძე ჩხიკვაძე ტუჩაშვილი გაბროშვილი; 5გ ჯ: კობახიძე სბ ქორიძე –

2ლ: ზაბახიძე ჟამუტაშვილი; 2გ: წიკლაური; ა: ჭინჭარაული

მსაჯი ბერი (ირლ) აცდა: 2გ ჯ – .   #   შეცვლა: 10 / 8

წინა ვიქენდზე ორივე გუნდს დიდი ბრძოლა გადახდა, მაგრამ არმიამ უკეთ აღიდგინა ძალები და 33 გრადუს სიცხეში უმალ დაწინაურდა.

ჯარის გუნდმა პირველ მეოთხედშივე სამი ლელო შეიტანა 19:0, პირველი ტაიმი კი 29:3 მოიგო. შესვენების შემდეგ თამაში ინერციითღა გაგრძელდა და სხვაობად 31 ქულა აღინუსხა. არადა, ჩემპიონატის წრიულ ეტაპზე მეტოქეებმა ერთმანეთს თითო მატჩი მოუგეს და ჯამური ანგარიში 32:29 იყო რკინიგზის სასარგებლოდ.

9-გზის ჩემპიონი ლოკომოტივი ბრინჯაოს დაჯერდა და შარშანდელთან შედარებით სამი ადგილით ზემოთ აინაცვლა, 2011 წლის ფალავანი არმია კი ლელოს შაბათს, 24 მაისს შეეცილება “ბზის თასს”.

ფინალს ირლანდიელი პითერ ფითსგიბონი განსჯის. სტადიონი და დრო ორშაბათს დაზუსტდება.

პლეი-ოფის სქემა

პლეი-ოფის ოქმები

სეზონის სტატისტიკა

შინაური კვარცხლბეკი

Rugby.GE

IRB თბილისის თასის წლევანდელ გათამაშებამდე 1 თვე რჩება

ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩება ყოველწლიურ საერთაშორისო ტურნირამდე – ‘IRB თბილისის თასი 2014’, რომელიც 14-22 ივნისის ჩათვლით, ავჭალის სარაგბო სტადიონზე გაიმართება. თბილისის თასის შარშანდელი გათამაშების მსგავსად, ჩატარდება სამი სამატჩო დღე – 14, 18 და 22 ივნისი. წლევანდელ ტურნირში ბორჯღალოსნები ესპაეთის ეროვნულ ნაკრებს, არგენტინელ იაგუარებს (A ნაკრები) და მზარდ იტალიას (A ნაკრები) უმასპინძლებენ.

IRB თბილისის თასი 2014 – რაგბის საერთაშორისო საბჭოს ეგიდით იმართება. ტურნირის გენერალური სპონსორი და წარმომდგენია ‘ვი თი ბი ბანკი’ , რომლის ვიცე-პრეზიდენტმა, გიორგი ბარკალაიამ განაცხადა: „ვითიბი ბანკი აქტიურად უჭერს მხარს ქართული სპორტის განვითარებას. მოხარულები ვართ, რომ ასეთი დონის საერთაშორისო ტურნირის ‘IRB თბილისის თასი 2014’ -ის გენერალური სპონსორი ვართ.

„სიამაყით გვსურს ავღნიშნოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე წარმატებული სპორტის სახების მხარადაჭერის შესაძლებლობა მოგვეცა. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მორაგბეებს და ვიმედოვნებთ, რომ ვითიბი ბანკის მხარდაჭერა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რაგბის განვითარებას, წინსვლას და წარმატებას.“

IRB თბილისის თასი 2014 – ბილეთები და მატჩების განრიგი

ყოველ სათამაშო დღეს ორი მატჩი გაიამრთება, რომლებიც 17:00 და 19:00 საათზე დაიწყება. ტურნირის ბილეთები 5 ლარი ეღირება, რომლითაც თითო სათამაშო დღის ორივე მატჩზე იქნება დასწრება შესაძლებელი. ინფორმაციას ბილეთების გაყიდვის დაწყების შესახებ, საქართველოს რაგბის კავშირი უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.

პლეიოფების მესამე წრე – დიდ ფინალში გასასვლელად

შაბათს, შევარდენზე, ხუთის ნახევრიდან (16.30), საქართველოს 2014 წლის პირველობის წინასწარ ფინალში, არმია ლოკომოტივს შეერკინება.

პირველობაზე ორი მატჩიღა დარჩა გასამართი, მაგრამ იმის გამო, რომ გარდამავალი “ბზის თასი” ავსტრალიური სისტემით თამაშდება, შეჯიბრს ოთხის ნაცვლად სამი გუნდიღა შემორჩა.

მედალი სამივეს გარანტირებული აქვს, ოღონდაც გასარკვევია უმთავრესი – ვის რომელი ლითონისა (ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო) ერგება.

ამ შაბათს (17/05) წინასწარი ფინალია, ერთი კვირის თავზე (24/05) კი – დიდი, საჩემპიონო. მასში მონაწილეობა წინა ვიქენდზე დაიბევა შარშანდელმა (2013) ჩემპიონმა, ლელომ, რაკი შესარჩევი ფინალი 19:13 მოუგო არმიას.

არმია – ლოკომოტივი

რადგან არმიამ ორი წრე პირველ ადგილზე დაასრულა, ავსტრალიური სისტემით მარცხი ეპატია და მეორე შანსი მიეცა – ჯარის გუნდი ეთამაშება გასავარდნი ფინალის გამარჯვებულს, ლოკომოტივს, ვინაც ბოლნისი ყოჩები 29:10 ძლია და მეოთხე ადგილზე დატოვა.

არმია 2011 წლის ჩემპიონია და 2012 წელს, მოკლე, გარდამავალი ტურნირიც მოიგო, ლოკომოტივი კი დამოუკიდებლობის ხანაში 9-ჯერ (ბოლოს 2010 წელს) იყო პირველი, ხოლო სულ 18 მედალი მოუგროვებია.

მიმდინარე სეზონში მეტოქეებმა ერთმანეთს თითო მატჩი მოუგეს – შემოდგომაზე (28/09) ლოკომოტივმა ავჭალაში 27:15 იმარჯვა, არმიამ კი ხუთი თვის თავზე (28/02) იქვე 24:15 აიღო რევანში.

წინასწარი ფინალის გამარჯვებული ბზის თასისთვის აგრძელებს ბრძოლას, დამარცხებული კი ვარდება და მესამე ადგილს დაიკავებს.

მსაჯობს მორიგი, მეხუთე ირლანდიელი – ქიარან ბერი, დიდ ფინალზე კი თვით პითერ ფითსგიბონი ჩამოვა.

შევარდენზე დასწრება ამჯერადაც უფასოა.

Rugby.GE

როგორ ასრულებს დარტყმა ლუკას მოურა რაგბის ბურთით

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ასრულებს დარტმყას რაგბის ბურთით “პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელი ფეხბურთელი ლუკას მოურა.

პლეიოფების მეორე წრე – ორმაგი რევანში

საქართველოს 2014 წლის პირველობის პლეი-ოფის მეორე წრეში იმ გუნდებმა იმარჯვეს, რომლებმაც ორი კვირით ადრე, წრიული ეტაპის ბოლო ტურში, იმავე მეტოქეებთან წააგეს.

მეორე წრე – შესარჩევი და გასავარდნი ფინალები – შევარდენზე მოეწყო.

შაბათს ლელომ 6 ქულით ძლია არმია და პირდაპირ გავიდა “ბზის თასის” “დიდ ფინალში” (24/05),
კვირას კი ლოკომოტივმა 19 ქულით აჯობა “ბოლნისი ყოჩებს” და ახლა
“წინასწარ ფინალში” (17/05) არმიას შეეცილება “დიდი ფინალის” საგზურს.

არმია 13:19 ლელო

მატჩის ფოტოები >>>

2ლ: ტუჩაშვილი თხილაიშვილი; ჯ: კობახიძე სბ წბ თხილაიშვილი –
ლ: ჭყოიძე; გ 4ჯ: ყიასაშვილი წბ კოლელიშვილი
მსაჯი ო’ქონელ (ირლ) აცდა: 2გ – ჯ # შეცვლა: 5 / 4

ლელომ შარშან, ბზის თასის ფინალში 16:10 ძლია არმია და ჩემპიონი გახდა, მაგრამ ამ სეზონში, ავჭალაში, ორივე წრიული რკენა არმიამ მოიგო – 16:12 (30/11) და 19:10 (26/04)

სტადიონი პირამდე აივსო. ჯაფა დაადგათ მორკინალებს: შეცვლაზე შესული ცხრავე სათადარიგო ფორვარდი იყო. სამივე ლელო მატჩის საწყის ათ წუთში დაიდო, შემდეგ კი ჯარიმებიღა გავიდა. ბოლო მეოთხედში, მოლში ატყდა მუშტი-კრივი, რასაც თითო მარბიელის გაძევება მოყვა წითელი ბარათით.

არმია სამჯერ დაწინაურდა – 5:010:7 და 13:10, მაგრამ ირაკლი ყიასაშვილის ჯარიმით პირველი ტაიმი მაინც ფრედ,  13:13 დასრულდა. მესამე მეოთხედში არმიას 6 ქულად დაუჯდა გიორგი თხილაიშვილის სინბინი, ბოლო 27 წუთში კი ანგარიში აღარ შეცვლილა და ლელო დამდეგ უქმეებზე დაისვენებს.

ლოკომოტივი 29:10 ბოლნისი ყოჩები

მატჩის ფოტოები >>>

2ლ: წიკლაური კავთიძე; 2გ 5ჯ: წიკლაური –
ლ: ტყეშელიაძე; გ ჯ: სოხაძე
მსაჯი ბლექ (ირლ) აცდა: 2ა – ა  #  შეცვლა: 6 / 8

წრიულ სტადიაზე 9-გზის ჩემპიონმა ლოკომოტივმა ყოჩებთან თანაბარ თამაშში თითო მოიგო 20:19(1/12) და წააგო 16:18 (26/04), ამჯერად კი ტაქტიკური დარტყმებით დაჯაბნა მეტოქე და დამაჯერებლად გაიმარჯვა.

ყოჩებმა რამდენჯერმე საკუთარი დერეფანი წააგეს. ლოკომოტივის ბექებმა 20 წუთის შუალედით ორი ლელო გაიტანეს და საათის თავზე ანგარიში 26:3 რომ გახდა, მატჩის ბედიც გადაწყდა.

რკინიგზელებს ლელოთი და 7 გოლით 24 ქულა შესძინა კაპიტანმა ბექა წიკლაურმა და მექულეთა დოღში მეორე ადგილზე აინაცვლა.

თემურ სოხაძე ყოჩები

232

ბექა წიკლაური ლოკომოტივი

213

ირაკლი ყიასაშვილი ლელო

209

ყოჩებმა მეოთხე ადგილზე დააფინიშეს, რაც უდაო წარმატებაა გუნდისთვის, რომელიც შარშან ბოლო, მეათე იყო.

შაბათობით, შევარდენზე

სეზონის ორი დასკვნითი თამაშიც შევარდენზე, შაბათობით გაიმართება.

17 მაისს, ხუთის ნახევარზე (16.30) არმია “წინასწარ ფინალში” ლოკომოტივს ხვდება.

24 მაისს, ხუთზე (17.00) ლელო შარშან მოპოვებულ “ბზის თასს” წინასწარის მოგებულთან რკენაში დაიცავს.

Rugby.GE

„მადლობა ქართულ რაგბს“ – კომპანია „ნატახტარის“ საჩუქარი ქართულ რაგბს

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, კომპანია “ნატახტარმა” 2015 წლის მსოფლიო თასსზე გასვლა მიულოცა და ბონუსის სახით 150 ათასი დოლარი გადასცა.

დაჯილდოვებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანიც ესწრებოდა, რომელმაც მადლობა გადაუხადა მორაგბეებს იმ წარმატებებისთვის, რაც საქართველოს მოუტანეს. მინისტრს სპორტში შეტანილი წვლილისთვის კომპანია “ნატახტარმა” საპატიო სიგელი გადასცა.

“კომპანია “ნატახტარამა, მშვენიერი საღამო მოაწყო იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გვაზეიმოს ის დიდი გამარჯვებები, რაც რაგბმა მოუტანა ჩვენს ქვეყანას. დიდი მადლობა “ნატახტარს” მხარდაჭერისთვის, ეს იმის დასტურია, რომ ბიზნესი აქტიურად მონაწილეობს სპორტულ საქმიანობაში და მისი როლი განუყოფელია სპორტის განვითარებაში”, – აღნიშნა ლევან ყიფიანმა.

“დღეს, შეთანხმებისამებრ, კომპანია “ნატახტარი” ბონუსის სახით რაგბის კავშირს ურიცხავს 150 ათას ამერიკულ დოლარს ბონუსის სახით. გარდა ამისა, მადლობა მინდა გადავუხადო კომპანიის სახელით, ყველა იმ ადამიანს და იმ ორგანიზაცია, რომელმაც ქართული რაგბის წარმატებაში შეიტანა თავისი წვლილი”, – განაცხადა ნატახტარის მარკეტინგის დირექტორმა თორნიკე ნიკოლაიშვილმა.

საღამოზე შეკრებილები იყვნენ მორაგბებთან ერთად სპორტული მედიის წარმომადგენლები და ცნობილი რაგბის გულშემატკივარი.

კომპანია ნატახტარმა საპატიო სიგელებით ჟურნალისტებიც დააჯოლდოვა, მათ შორის, ზაალ გიგინეიშვილი, თემურ ჯაფარიძე, დავით მინაშვილი, ლაშა დვალიშვილი, ვოვა ნიკოლეიშვილი, ელენე ბილიხოძე, დიმა ობოლაძე, ზურა ქსოვრელი, ბესო ჯანგავაძე, აკაკი გვიმრაძე, გოგიტა ბუხაიძე, თამუნა ყულუმბეგაშვილი, დავით ხვადაგიანი, ნიკა რამიშვილი, ირაკლი დათეშიძე, გია გორგოძე.

საღამოს ასევე ესწრებოდნენ ინგლისის რაგბის კავშირის, ესექსისა და კენტის საგრაფოების რაგბის კავშირების წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში მსოფლიო თასის მემკვიდრეობის პროექტის – ‘ერთობის პროექტი’, ფარგლებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

Rugby.GE

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-18 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეთვრამეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გვ. 2 — სპორტის სამინისტრომ ფეხბურთის განვითარების პროგრამა წარადგინა;
გვ. 3 — ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსაჯი – საინტერესო ფაქტები;
გვ. 4-6 — სუპერმენი მანჩესტერიდან;
გვ. 6 — კვირის  ახალი ამბები;
გვ. 7-8 — კვირის კარიკატურები

   შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

11 მაისის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ

ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-17 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეჩვიდმეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გვ. 2 — პიარკამპანია ბანანით — დანი ალვესის მოქმედება დაგეგმილი იყო
გვ. 3 — ცხოვრება ოთხ ფერში
გვ. 4-5 — კვირის   ახალი   ამბები;
გვ. 6-7 — კვირის  კარიკატურები;
გვ. 7-8 — ლევან კობიაშვილი: „ჩემს თავს ქართულ ფეხბურთში ვხედავ“ (ინტერვიუ)

   შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

4 მაისის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ

ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

მაიქლ გრინის, ირლანდიელი სპორტულ ნაგებობათა ინჟინრის სამუშაო ვიზიტი

28 და 29 აპრილს, საქართველოს რაგბის კავშირის მოწვევით, თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა სპორტული კომპლექსებისა და ნაგებობების ინჟინერი, ირლანდიელი მაიქლ გრინი. მაიქლ გრინის დაპროექტებულია დუბლინის ‘ავივა სთედიუმი’, რომელიც 2010 წლის მაისში ოფიციალურად გაიხსნა და 51,700 მაყურებელს იტევს. მაიკლ გრინის სტუმრობის მიზანს ქართული მხარისთვის გამოცდილების გაზიარება და რჩევების მიცემა წარმოადგენდა.

ვიზიტის ფარგლებში მაიქლ გრინი და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, გიორგი ნიჟარაძე შეხვდნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილეს, აკაკი ლოდიას.

იმ შემთხვევაში თუ საქართველო ეროვნული ნაკრებისათვის გადაწყდება სტადიონის აშენება, მაიქლ გრინისგან მოხდება რჩევებისა და მითითებებს მიიღება საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით – როგორ უნდა შესრულდეს მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები, რა ტევადობის იქნება სტადიონი, რა ხარჯების გაწევა მოუწევს რაგბის კავშირს და სახელმწიფოს.

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ და მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდიამ სტუმართან ერთად სტადიონის საკითხის ირგვლივ ყველა საჭირბოროტო თემაზე ისაუბრეს და მოსაზრებები გაცვალეს.

Rugby.GE

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-16 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეთექვსმეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გვ. 2-3 — ტიტო ვილანოვა (1968 – 2014)
გვ. 4-5 — კვირის   ახალი   ამბები;
გვ. 6-7 — კვირის  კარიკატურები;
გვ. 8 — ვინ იქნება „მანჩესტერის“ მწვრთნელი?

   შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

27 აპრილის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ

ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

საბავშო რაგბის ფესტივალი: 26 აპრილი

საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების ჯგუფი გაცნობებთ, რომ 26 აპრილს wissol-ს სარაგბო სტადიონზე გაიმართება საბავშვო რაგბის ფესტივალი,  რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ 2000-2007 წლებში დაბადებული საფესტივალო ასაკის მორაგბეები.

ფესტივალის განრიგისა და მონაწილე გუნდების შესახებ ინფორმაციის მისაღებათ გთხოვთ ესტუმროთ ბმულს – ფესტივალის განრიგი

მისამართი:

დიდი დიღომი III და IV მიკრო რაიონებს შორის მდებარე ველოტრეკისა და რაგბის კომპლექსი

Rugby.GE