20 და 18 წლამდე ბორჯღალოსნების მზადება აპრილის ტურნირებისათვის

საქართველოს 18 და 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები გუნდები შეუდგნენ აპრილში გასამართი ტურნირებისათვის მზადებას – შესაბამისად U18 ევროპის ჩემპიონატის ელიტ-დივიზიონი და IRB-ს 20 წლამდელთა მსოფლიო ალაფა.

U20-მა დღეს ეროვნულთან ისპარინგა

საქართველოს U20 ნაკრებმა დღეს, 2014 წლის მსოფლიო ალაფისათვის მზადების ფარგლებში სპარინგ-მატჩი გამარა ეროვნულ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდების ნაკრებთან, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ბორჯღალოსნები – შალვა მამუკაშვილი, ვაჟა ხუციშვილი, ირაკლი ყიასაშვილი, ბექა წიკლაური და გივი ბერიშვილი.

20 წლამდელების მთავარმა მწვრთნელმა, დავით ვართანიანმა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობის სრული შემადგენლობა ათამაშა. შეხვედრა ეროვნულის გამარჯვებით 31:28 დასრულდა.

ლადო კილასონია, საქართველოს 20 წლამდე ნაკრების მწვრთნელი: „ეს უკვე ჩვენი მესამე შეკრებაა იანვრის შემდეგ. ჩვენ აქტიურად ვემზადებით მსოფლიო ალაფისათვის და ამ მზადების ფარგლებში დღეს სპარინგ მატჩი გავმართეთ ეროვნულითან.

„დღევანდელი სპარინგი ძალზედ სასარგებლოა, რადგან ჩვენთვის ნათელს გახდის თუ რაზე გვაქვს დამატებით სამუშაო შეკრების დარჩენილ რამოდენიმე დღეში, ხოლო ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბისათვის კი კიდევ ერთ შესაძლებლობას წარმოადგენს უშუალოდ დააკვირდნენ მომავალ თაობას.

„მიმაჩნია, რომ გუნდი კარგად არის მომზადებული და კარგ ფიზიკურ ფორმაშია, მაგრამ იდეალურისგან მაინც შორს ვართ. როგორც ავღნიშნე, დარჩენილ დღეებს დავუთმობთ დღევანდელ შეხვედრაში აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორებას და პირველ აპრილს ჰონგ-კონგში გავემგზავრებით, სადაც 2014 წლის 20 წლამდელთა მსოფლიო ალაფაზე ვითამაშებთ.“

მსოფლიო ალაფაზე გამარჯვების შემთხვევაში, 20 წლამდელები გაისად IRB ახალგაზრდულ მსოფლიო თასზე მონაწილეობის უფლებას მოიპოვებენ.

სამწვრთნელო შტაბი – მთავარი მწვრთნელი დავით ვართანიანი, მწვრთნელი ზურა მონაშვილი, მწვრთნელი ლადო კილასონია, ფიზ-მომზადების მწვრთნელი აკაკი ცინცაძე, მენეჯერი ოთარ იაშვილი.

ალაფის მატჩების განრიგი (მოეცემულია საქართველოს დროით):

7 აპრილი, 13:00 საათი, ტონგა – საქართველო

11 აპრილი, 11:00 საათი, აშშ – საქართველო

15 აპრილი, 09:00 საათი, საქართველო – ჰონგ-კონგი

19 აპრილი, 09:00 საათი, A ჯგუფის IV – B ჯგუფის IV

11:00 საათი, A ჯგუფის III – B ჯგუფის III

13:00 საათი, A ჯგუფის II – B ჯგუფის II

15:00 საათი, ფინალი: A ჯგუფის I – B ჯგუფის I

U18 საქართველო და ‘კლერმონი’ 26 და 28 მარტს შევარდენზე ითამაშებენ

დღეს თბილისში ფრანგული ტოპ 14-ის კლუბ ‘კლერმონის’ 18 წლამდე მორაგბეთა გუნდი ჩამოვიდა. ევროპის ჩემპიონატის ელიტ-დივიზიონის გათამაშებისათვის მზადების ფარგლებში, საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრები ფრანგ თანატოლებთან ორჯერ ითამაშებს.

კლერმონისა და საქართველოს 18 წლამდელთა გუნდების პირველი შეხვედრა – ე.წ. მართვადი თამაში, რომელიც სავარჯიშო ხასიათის იქნება, ხვალ, 26 მარტს 17:00 საათზე შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გაიმართება.

გუნდებს შორის უშუალო, ოფიციალური მატჩი პარასკევს – 28 მარტს 16:00 საათზე, კვლავ შევარდენზე გაიმართება.

U18 ბორჯღალოსნები შეკრებას 3 აპრილამდე განაგრძობენ, ხოლო 6 აპრილს ისინი FIRA AER-ის 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტურ დივიზიონში, რომელშიც მონაწილეობენ 6 ერის ნაკრებები + 2 FIRA AER-ის გუნდი, საასპარეზოდ პოლონეთში გაემგზავრებიან.

ელიტ დივიზიონის ქართული მონაგარი

2012 და 2013 წლებში საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ზედიზედ სძლია იტალიელ თანატოლებს, რითაც ორივე შემთხვევაში მე-6 ადგილი დაიკავეს.

აქედან გამომდინარე, ტურნირის ორგანიზატორებმა შარშან გადაწყვიტეს ჩვენი გუნდის ელიტურ დივიზიონში საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე დატოვება.

წლევანდელი ერვოპის ჩემპიონატის ელიტური დივიზიონის მატჩები პოლონეთის ქალაქ პოსნანში 11-19 აპრილს გაიმართება. 18 წლამდელები ტურნირისათვის მზადებას ხვალიდან, 21 მარტიდან შეუდგებიან.

ტურნირის განრიგის მიხევით, უმცროსი ბორჯღალოსნები 11, 15 და 19 აპრილს ითამაშებენ. პირველ შეხვედრაში, შარშანდელის მსგავსად 18 წლამდელები ირლანდიელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან. დანარჩენ მატჩებში მათი მეტოქეები ტურნირის მსვლელობისას გაირკვევა.

სამწვრთნელო შტაბი – მთავარი მწვრთნელი დავით ჩავლეიშვილი, მწვრთნელი მამუკა ტყეშელაშვილი, მწვრთნელი ლევან შარაშიძე, ფიზ-მომზადების მწვრთნელი გიორგი ნადარეიშვილი, მენეჯერი პაატა მაისურაძე.

Rugby.GE

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-11 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეთერთმეტე ნომერი, რომელიც უპრეცენდენტოდ დიდი მოცულობისაა. დღევანდელი ნომერი 10 გვერდს მოიცავს.

ნომერში წაიკითხავთ:

მოტივაციის ნაკლებობა თუ დაუსჯელობის სინდრომი?
ლაშა წამალაშვილი: „მთავარი პრობლემა ბავშვების აღზრდა და მომავალია თაობაა“;
კვირის   კარიკატურები;
კვირის  ახალი  ამბები;
ქარიზმატული   მაესტრო.

   კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

23 მარტის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

სარაგბო ჩემპიონატის მორიგი ტური

20-22 მარტს სარაგბო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-14 ტურის მატჩები გაიმართა.

XIV ტური   22/03 @ 19.15   ^ცხრილი    

ბათუმი 22:18$ აკადემია 20/03 14.00 ანგისა
არმაზი 29:19 აია 20/03 16.00 შევარდენი
ხარები 3:13 შეწყდა ბოლნისი ყოჩ 20/03 16.00 ახალი  
ლოკომოტივი 16:13$ ლელო 22/03 15.00 ავჭალა  
ჯიქები 17:11$ არმია 22/03 16.00 შევარდენი  

 

სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად თბილისის “ლელო” ლიდერობს. მეორე-მესამე ადგილებს 46 ქულით ქუთაისის “აია” და თბილისის “არმია” იყოფენ.

 

1 ლელო  თბილისი 14 10 0 4 7 3 0 386:169 +217 50
2 აია  ქუთაისი  14 10 0 4 5 1 0 311:187 +124 46
3 არმია  თბილისი 14 9 1 4 5 3 0 374:229 +145 46
4 ლოკომოტივი  თბილისი 14 10 0 4 3 1 0 314:248 +66 44
5 ჯიქები  თბილისი 16 7 2 7 2 5 0 278:243 +35 39
6 ყოჩები  ბოლნისი 13 8 1 4 1 3 0 284:243 +41 38
7 არმაზი  თბილისი 14 8 0 6 1 2 0 249:272 23 35
8 ხარები  რუსთავი 14 3 0 11 0 3 0 179:344 -165 15
9 ბათუმი  ბათუმი 14 3 0 11 0 2 0 210:464 -254 14
10 აკადემია  თბილისი 15 1 0 14 0 7 0 169:355 186 11

 

 

 

 

ორი მასობრივი ჩხუბი და ჩაშლილი მატჩი სარაგბო ჩემპიონატში (ვიდეო)

კოლექტიური ჩხუბი ორ შეხვედრაში და ჩაშლილი მატჩი საქართველო რაგბის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში.

ჩემპიონატის აუტსაიდერების შეხვედრაში “ბათუმსა” და “აკადემიას” შორის მატჩის მიმდინარეობის დღოს კოლექტიური ჩხუბი მოხდა. თუმცა შეხვედრა გაგრძელდა და საბოლოოდ 22:18 დასრულდა მასპინძელთა სასარგებლოდ.

რუსთავში გამართული ადგილობრივი “ხარების” და ბოლნისის “ყოღების” შეხვედრაში კი, დაპირისპირების შემდეგ რუსთაველთა სამწვრთნელო შტაბმა გუნდის მოედნიდან გაყვანის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, რის გამოც მატჩი, რომელსაც ბოლნისელები 13:3-ს იგებდნენ, შეწყდა.

20 და 18 წლამდე ბორჯღალოსნების მომავალი ტურნირები

ეროვნული ნაკრების საერთაშორისო სეზონის ბრწყინვალე სტარტის შემდეგ, ესტაფეტას ასაკობრივი ნაკრებები გადაიბარებენ.

აპრილში საქართველოს U18 და U 20 ნაკრებები ორ უმნიშვნელოვანეს ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.

18 წლამდელები

U18 ბორჯღალოსნები FIRA AER-ის 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტურ დივიზიონში იასპარეზებს, რომელშიც მონაწილეობენ 6 ერის ნაკრებები + 2 FIRA AER-ის გუნდი. 2012 და 2013 წლებში საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ზედიზედ სძლია იტალიელ თანატოლებს, რითაც ორივე შემთხვევაში მე-6 ადგილი დაიკავეს. აქედან გამომდინარე, ტურნირის ორგანიზატორებმა შარშან გადაწყვიტეს ჩვენი გუნდის ელიტურ დივიზიონში საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე დატოვება.

წლევანდელი ერვოპის ჩემპიონატის ელიტური დივიზიონის მატჩები პოლონეთის ქალაქ პოსნანში 11-19 აპრილს გაიმართება. 18 წლამდელები ტურნირისათვის მზადებას ხვალიდან, 21 მარტიდან შეუდგებიან.

ტურნირის განრიგის მიხევით, უმცროსი ბორჯღალოსნები 11, 15 და 19 აპრილს ითამაშებენ. პირველ შეხვედრაში, შარშანდელის მსგავსად 18 წლამდელები ირლანდიელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან. დანარჩენ მატჩებში მათი მეტოქეები ტურნირის მსვლელობისას გაირკვევა.

მატჩების განრიგი და სატურნირო მდგომარეობა

ქართველი და ‘კლერმონელი’ 18 წლამდელები თბილისში ითამაშებენ

ტურნირისათვის მზადების ფარგლებში U18 საქართველო ორ საშინაო მატჩს გამართავს ფრანგული ტოპ 14-ის კლუბ ‘კლერმონის’ თანატოლთა გუნდთან. კლერმონელი 18 წლამდელები თბილისში 25 მარტს ჩამოვლენ. გუნდებს შორის პირველი შეხვედრა 26 მარტს შედგება, რომელიც უფრო სავარჯიშო ხასიათის იქნება. მეორე შეხვედრა კი, 28 მარტს შედეგბა. აღნიშნული თამაშების ჩატარების ადგილისა და დროების შესახებ მოგვიანებით გაცნობებთ.

საქართველოს U18 ნაკრების გაფართოებული (საშეკრებო) შემადგენლობა

სამწვრთნელო შტაბი – მთავარი მწვრთნელი დავით ჩავლეიშვილი, მწვრთნელი მამუკა ტყეშელაშვილი, მწვრთნელი ლევან შარაშიძე, ფიზ-მომზადების მწვრთნელი გიორგი ნადარეიშვილი, მენეჯერი პაატა მაისურაძე.

20 წლამდელები

U20 ბორჯღალოსნები  IRB 20 წლამდელთა მსოფლიო ალაფაზე მიიღებენ მონწილეობას, რომელიც ჰონგ-კონგში 7-19 აპრილს გაიმართება. 20 წლამდელებმა ამ ტურნირზე მონაწილეობის უფლება შარშან, პორტუგალიაში FIRA AER-ის 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში გამარჯვებით მოიპოვეს, როდესაც ტურნირის ფინალში ბელგიელ თანატოლთა ნაკრები დაამარცხეს.

ალაფისათვის მზადება საქართველოს 20 წლამდელებმა დღეს, შევარდენის სანაკრებო ბაზაზე დაიწყეს.

2014 წლის ალაფაზე გუნდები A და B ჯგუფებად არიან დაყოფილნი. საქართველოს ნაკრები A ჯგუფშია განთესილი, სადაც მათ აშშ-ს, ტონგას (ტურნირის ფავორიტი) და მასპინძელი ჰონგ-კონგის ნაკრებების წინააღმდეგ იასპარეზებს.

აღნიშნულ ტურნირში გამარჯვების შემთხვევაში 20 წლამდელები გაისად IRB ახალგაზრდულ მსოფლიო თასზე მონაწილეობის უფლებას მიიღებენ.

სამწვრთნელო შტაბი – მთავარი მწვრთნელი დავით ვართანიანი, მწვრთნელი ზურა მონაშვილი, მწვრთნელი ლადო კილასონია, ფიზ-მომზადების მწვრთნელი აკაკი ცინცაძე, მენეჯერი ოთარ იაშვილი.

საქართველოს U20 ნაკრების გაფართოებული (საშეკრებო) შემადგენლობა

ალაფის მატჩების განრიგი (მოეცემულია საქართველოს დროით):

7 აპრილი,       13:00 საათი, ტონგა – საქართველო

11 აპრილი,     11:00 საათი, აშშ – საქართველო

15 აპრილი,     09:00 საათი, საქართველო – ჰონგ-კონგი

19 აპრილი,     09:00 საათი, ჯგუფის IV – B ჯგუფის IV

                         11:00 საათი, ჯგუფის III – B ჯგუფის III

                         13:00 საათი, ჯგუფის II – B ჯგუფის II

                         15:00 საათიფინალი: A ჯგუფის I – B ჯგუფის I

Rugby.GE

ნოემბერში დუბლინში, „ავივაზე“

დღეს, 19 მარტს ირლანდიის რაგბის კავშირმა გამოაქვეყნა 2014 წლის ნოემბრის ტესტ სერიის (2014 GUINNESS SERIES) ირლანდიის ნაკრების განრიგი.

2014 წლის ევროპის ერთა თასის გათამაშებაში გამარჯვებით, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ტესტებზე, 6 ერის წლევანდელ ჩემპიონ ირლანდიის ნაკრებთან, თამაშის უფლება მოიპოვა.

2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, გუნდებს ურთიერთ შეხვედრა არ გაუმართავთ. ამრიგად, შვიდი წლის შემდეგ გუნდები ერთმანეთს 16 ნომებერს „ავივა სთედიუმზე“ ეთამაშებიან. მატჩი  თბილისის დროით18:30 საათზე გაიმართება. საქართველოში მატჩის პირდაპირი ტრანსლირების შესახებ ინფორმაციას დადგენისთანავე გაცნობებთ.

2014 GUINNESS SERIES განრიგი

8 ნოემბერი, შაბათი – ირლანდია v ავსტრალია,  „ავივა სთედიუმი“

16 ნოემბერი, კვირა – ირლანდია v საქართველო, „ავივა სთედიუმი“

22 ნოემბერი, შაბათი – ირლანდია v სამხრეთ აფრიკა, „ავივა სთედიუმი“

2014 წლის ნოემბრის ტესტები

შარშანდელი ნოემბრის ტესტ-მატჩების სერიის მსგავსად, 2014 წელს ბოლჯღალოსნები სამ ტესტ-მატჩს ითამაშებენ – 8 და 22 ნომებრს ტესტ-მატჩები საქართველოში ჩატარდება, ხოლო 16 ნომბერს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბორჯღალოსნები გასვლაზე ირლანდიას შეხვდებიან.

ამ დროისათვის, რაგბის საერთაშორისო საბჭოში დგინდება 2014 ნოემბრის ტესტ-სერიის კალენდრის საბოლოო დეტალები – აქედან გამომდინარე, 8 და 22 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოწინაღმდეგე გუნდების ვინაობას უახლოეს მომავალში გაცნობებთ.

საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდი

მსოფლიოსთან ერთად ქართველი მორაგბეები ირბენენ

ქართველი მორაგბეები სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და უნიკალურ ღონისძიებას Wings for Life World Run-ს უერთდებიან. Wings for Life World Run 2014 წლის 4 მაისს გაიმართება, სადაც ქველმოქმედებისთვის მთელი მსოფლიო გაერთიანდება, საქართველო კი მისი ნაწილი გახდება.

4 მაისს საქართველოს დროით 14:00 საათზე 5 კონტინენტის 40 სხვადასხვა ქვეყანაში ასი ათასობით მორბენალი ერთდროულად დაიწყებს რბენას. ამ დროს კალიფორნიაში დილის 3 საათი, ტაივანში საღამოს 6 საათი, ავსტრალიაში და ტოკიოში კი დილის 4 საათი იქნება.

Wings for Life World Run- ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომარ არის განსაზღვრული ტრასის მანძილი და დრო, არ არსებობს ფინიშის ხაზი. სპორტის ისტორიაში მსგავსი ღონისძიება ჯერ არ ჩატარებულა. ტრადიციული ფინიშის ხაზის მაგივრად იქნება სპეციალური „ფინიშ მანქანა“, რომელიც სტარტიდან 30 წუთში დაიწყებს სვლას და იმოძრავებს წინასწარ დადგენილი სიჩქარით (15 კმ/ს – 20 კმ/ს – 25 კმ/ს). როგორც კი ფინიშ მანქანა გადაუსწრებს მორბენალს, ის ავტომატურად ეთიშება შეჯიბრს.

„მსოფლიო რბენაში“ მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია – როგორც მოხალისე მორბენლებს, ასევე პროფესიონალ სპორტსმენებს (ასაკი 18+). საქართველოში მონაწილეების სავარაუდო რაოდენობაა – 2000-3000, მსოფლიოში კი 200 000-ზე მეტი მორბენალი.

საქართველოში კეთილი ნების ელჩები არიან საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი, სეულის ოლიმპიადის პრიზიორი სირბილში მაია აზარაშვილი, ინტელექტუალი გიორგი ბაქრაძე, სერგი გვარჯალაძე, სამორი ბალდე, დავით ქაცარავა, ნიკა გრიგოლია.

4 მაისი 14:00 –  საქართველო, კახეთი, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით „ფინიშ მანქანის“ დაწევამდე

მსოფლიო რბენის შედეგად 2 გამარჯვებული (ერთი ქალი და ერთი მამაკაცი) გამოვლინდება. ისინი აღიარებულნი იქნებიან Wings for Life World Run-ის გლობალურ ჩემპიონებად და საჩუქრად მიიღებენ ექსკლუზიურ ტურს მსოფლიოს გარშემო. საქართველოს ეტაპის 2 გამარჯვებულს კი შესაძლებლობა მიეცემა მონაწილეობა მიიღოს 2015 წლის რბენაში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რომელსაც თვითონ აირჩევს.

მონაწილეებს შორის იქნებიან: სერფინგის ვარსკვლავი Robby Naish, ფორმულა ერთის ლეგენდარული მძღოლები Sebastian Vettel, David Coulthard და Eddie Jordan, მოთხილამურე Luc Alphand, ტრიატლონელი Marc Herremans, მორბენალი Sabrina Mockenhaupt და სხვა ცნობილი სპორტსმენები – Wings for Life World Run-ის კეთილი ნების ელჩები მთელი მსოფლიოდან.

ღონისძიებიდან შემოსული სრული თანხა გადაეცემა Wings for Life-ის ფონდს, რომელიც აწარმოებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. Wings for Life და Red Bull-ის საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს ღონისძიების შედეგად შეგროვებული ფულის Wings for Life-ის ფონდში გადარიცხვას EMS (European Merchant Services) საგადასახადო სისტემის გავლით.

მონაწილეობის საფასურია  20 (ოცი) ლარი. რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებგვერდზეwww.wingsforlifeworldrun.com 2014 წლის 20 აპრილის ჩათვლით.

Rugby.GE

როგორ აღნიშნეს „ბორჯღალოსნებმა“ რუმინეთის ნაკრებზე გამარჯვება

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს სარაგბო ნაკრებმა რუმინეთის ნაკრები ანგარიშით 22:9 დაამარცხა, რითაც „ბორჯღალოსნებმა“ მეშვიდედ მოიპოვეს ევროპის ერთა თასი და „ანთიმოზ ივერიელის თასიც“ შეინარჩუნეს.

სოციალურ ქსელში ქართველი მორაგბეების გამარჯვების აღსანიშნავი მოლხენის ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა.

 

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-10 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეათე ნომერი. აღსანიშნავია, რომ ამ საიუბილეო ნომრის გამოსვლა ვებ-პორტალ Fanebi.com-ის ექვსი წლის იუბილეს დაემთხვა.

ნომერში წაიკითხავთ:

ფეხბურთელთა კონტრაქტების ყველაზე საინტერესო პუნქტები;
ფეხბურთი, როგორც რაგბის საწყისი;
კვირის   კარიკატურები;
აგრესია   ქართულ   სტადიონებზე;
Fanebi.Com-ი   6   წლისაა !!!

   კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

16 მარტის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

ლევან ყიფიანი ევროპის რაგბის ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა

15 მარტს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი სამინისტროში ფირა აერის (ევროპის რაგბის ასოციაცია) პრეზიდენტს, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის წევრს  – ოქტავიან მორარიუს შეხვდა. შეხვვედრას საქართველოს რაგბის კავშირის პრეზოდენტი – გიორგი ნიჟარაძე და მინისტრის მოადგილეები – აკაკი ლოდია და თამაზ თევზაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოსა და რუმინეთის უმნიშვნელოვანეს მატჩზე, რომელიც 15 მარტს მიხეილ მესხის სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება.

მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და რუმინეთის რაგბის სამომავლო განვითარების პერსპექტივაზე და იმ ფაქტზე, რომ ორივე ქვეყანა უკვე მაქსიმალურად მიუახლოვდა ევროპის სარაგბო ელიტას. ითქვა, რომ აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, ქართული და რუმინული სარაგბო კლუბების ევროტურნირებში ჩართვის მიმართულებით და ზოგადად ქართული და რუმინული რაგბის კიდევ უფრო დაახლოვებით ევროპის ელიტარულ სარაგბო ქვეყნებთან.

მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ოქტავიან მორარიუს ოლიმპიურ კომიტეტში უმასპინძლებენ. მორარიუს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი მიიღებს. შეხვედრას დაესწრება თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი – ალექსი ახვლედიანიც.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში რუმინეთის სამთავრობო დელეგაცია პირველად იმყოფება პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტას ხელმძღვანელობით. 14 მარტს რუმინელი კოლეგა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო, სადაც დახვედრის საზეიმო ცერემონია გაიმართა. რუმინეთის სამთავრობო დელეგაციაში საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრები, პრემიერ-მინისტრის მრჩევლები, პარლამენტის წევრები არიან. ასევე გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

რუმინეთის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად თბილისში რუმინეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი ალინ პეტრაჩე და ვიცე-პრეზიდენტი მატეი კალინიც ჩამოვიდნენ. სტუმრები 17:00 საათზე საქართველოსა და რუმინეთს შორის გასამართ ერთა თასის მატჩს დაესწრებიან.

საქართველო – რუმინეთის სარაგბო დაპირისპირება ორივე ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესია – გამარჯვებული გუნდი ერთა თასის მფლობელი ხდება. საქართველოსა რუმინეთს შორის საცილო „ანთიმოზ ივერიელის” თასს მოიპოვებს და  ნოემბერში ირლანდიის ნაკრებთან სტუმრად ტესტმატჩის ჩატარების უფლებას მიიღებს.

 სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

ფინალამდე ერთი დღე რჩება

24 საათზე ნაკლები დრო რჩება ევროპული სარაგო კალენდრის კულმინაციამდე. ხვალ, 15 მარტს მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება 2014 წლის ევროპის ერთა თასისა და 2015 წლის მსოფლიო თასის ევროპული საკვალიფიკაციო რაუნდის ფინალური შეხვედრა, რომელშიც ევროპის ერთა თასის 6 გზის გამარჯვებული საქართველოს ეროვნული ნაკრები რუმინეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

ყველაფერი ან არაფერი

ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორივე გუნდისათვის. გამარჯვებული ნაკრები მოიპოვებს ევროპის ერთა თასს, ანთიმოზ ივერიელის თასს და განსაზღვრავს 2015 წლის მსოფლიო თასზე C და D ჯგუფებში მონაწილე გუნდებს.

კაპიტნის ვარჯიში და წინა სამატჩო პრეს-კონფერენცია

დღეს, ტრადიციული კაპიტნის ვარჯიშის გასამართად, ორივე ნაკრებმა მესხის სტადიონს მიაშურა. იმავდროულად საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა წინა სამატჩო პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხებს გასცეს პასუხი.

“გუნდში წინა მატჩისგან განსხვავებით რამდენიმე ცვლილებაა. სასიხარულოა, რომ ტრავმების შემდეგ დავით ზირაქაშვილი და მიხეილ ნარიაშვილი დაგვიბრუნდნენ. მხოლოდ შერკინებაში, სულ ხუთი ცვლილება განვახორციელეთ.

მიმაჩნია, რომ ხვალლინდელი თამაშისათვის ძალზედ გამოცდილ გუნდს მოვუყარეთ თავი. შაბათს რუმინეთის წინააღმდეგ თამაში დიდ გამოწვევას წარმოადგენს ჩვენთვის, მაგრამ სწორი მიდგომით, თავდადებით და სათამაშო გეგმის მიხედვით მოქმედებით და ჩვენი ქომაგების მხარში დადგომით რათმაუნდა ჩვენ მივაღწევთ დასახულ მიზანს“ – განაცხადა მილტონ ჰეიგმა

„დაძაბული თამაშის მოლოდინში ვართ. ვფიქრობ, ორი ისეთი გუნდის დაპირისპირება, რომლებმაც მსოფლიო თასის საგზური უკვე გაინაღდეს და ამ კუთხით წნეხი მოიხსნეს, მაყურებელს სანახაობრივ თამაშს შესთავაზებს. ვიცით, რომ სტადიონი პირთამდე იქნება სავსე და ეს ჩვენს მოტივაციას კიდევ უფრო ზრდის. ვეცდებით ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრს დავანახოთ, რომ რაგბი ჩვენს ქვეყანაში ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობაა და ეგებ ამით ჩვენდამი ყურადღება კიდევ უფრო გაიზარდოს.

„მოედნის საფარი ძალიან კარგია და ორი თანაბარი ძალის გუნდს ყველა პირობა აქვს საიმისოდ შექმნილი, რომ მაყურებელს ლამაზი რაგბი აჩვენოს. ჩვენი უმთავრესი მიზანი მსოფლიო თასზე მოხვედრა იყო და დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ იმას, თუ რომელ ჯგუფში მოვხვდებით. ახალი ზელანდია იქნება თუ საფრანგეთი, ან ნებისმიერი სხვა გუნდი, ყველასთან მაქსიმალური მონდომებით უნდა ვითამაშოთ. თუმცა, მე როგორც უელსელს, ძალიან მინდა ახალ ზელანდიას კარდიფში, ‘მილენიუმზე’ დავუხვდე”- განაცხადა ლინ ჰოუელსმა, რუმინეთის ნაკრების უელსელმა მწვრთნელმა.

Rugby.GE

რაგბის მსოფლიო თასი თბილისშია

რაგბის უმაღლესი ჯილდო – უებ ელისის თასი თბილისშია! რაგბის საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით, პრიზი საგაისო მსოფლიო თასის მონაწილე ქვეყნებში იფინება და ეს დღეები საქართველოში იქნება. დღეს ჯილდოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შენობაში მდებარე ქართული სპორტის მუზეუმმა უმასპინძლა.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს მედიამენეჯერმა ჯეიმს ფიცჯერალდმა, რომელიც სპეციალურად თასთან ერთად ეწვია საქართველოს, განაცხადა: „რაგბი ძალიან პოპულარული თამაშია, ეს ჯილდო კი ყველა მორაგბის ოცნებაა. რამდენადაც ვიცი, თასი პირველად გამოიფინება საქართველოში და დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრები ძალიან გაიხარებენ – საქართველო ხომ მსოფლიო სარაგბო ოჯახის სრულფასოვანი წევრია”!

დღეს დილით უებ ელისის თასი კიკეთში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკოლაში გამოიფინა, შაბათს, 15 მარტს კი ჯილდო მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იქნება, სადაც საქართველოს და რუმინეთის ნაკრები გუნდები ევროპის 2014 წლის ერთა თასისთვის ითამაშებენ. სხვათა შორის 2011 წელს, ახალ ზელანდიაში, რაგბის მსოფლიო თასზე, ეს ჯილდო საქართველო-რუმინეთის დაპირისპირების მასპინძელ სტადიონზეც იდგა.

რაგბის მსოფლიო თასი პირველად 1987 წელს, ახალ ზელანდიაში გათამაშდა. მას შემდეგ ეს პრიზი მხოლოდ ოთხმა გუნდმა აღმართა: 1987 და 2011 წლებში ახალი ზელანდიის ნაკრებმა, 1991 და 1999 წლებში ავსტრალიამ, 1995 და 2007 წლებში სამხრეთი აფრიკამ, 2003 წელს კი ერთადერთმა ევროპულმა გუნდმა – ინგლისმა.

უებ ელისის თასი ოქრო-ვერცხლისგან 1906 წელსაა დამზადებული და 38 სანტიმეტრი სიმაღლისაა. სხვადასხვა ორნამენტებით დამშვენებულ ყურებზე ბერძნული მითოლოგიის ორი პრესონაჟია გამოსახული: ნიმფა და სატირა, სადგამზე კი იმ გუნდების დასახელებებია ამოტვიფრული, რომლებმაც მისი მოგება შეძლეს. ავსტრალიაში ამ ჯილდოს „ბილ”-საც უწოდებენ.

საქართველოს შემდეგ უებ ელისის თასი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ურუგვაისა და იაპონიაში გამოიფინება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური