“კალიარის” ნახევარმცველი რაჯი ნაინგოლანი “რომაში” გადაბარგებასთან ძალიან ახლოსაა. მხარეებმა უკვე მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას.
ბელგიელი ნახევარმცველი რომაელებს 9 მილიონი ევრო დაუჯდებათ, ხოლო მისი ყოველწლიური შემოსავალი 1.5 მილიონი იქნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ წლეულს ინტერესი თითქმის ყველა იტალიურმა გრანდმა გამოთქვა.