სპალეტი – სათადარიგო ვარიანტი “ნაპოლისთვის”

ნეაპოლელები აპირებენ ბენიტესთან გახანგრძლივებას, თუმცა ესპანელი სპეციალისტის წასვლას არ გამორიცხავენ.

როგორც მოგეხსენებათ, ბენიტესი გუნდში დასარჩენად მზადაა, თუმცა ხელმძღვანელებს ახალი კონტრაქტის თაობაზე ვერ უთანხმდება.

რაფაელ ბენიტესს სურს ინგლისში დაბრუნება, სადაც “ლივერპულს” და “ჩელსის” წვრთნიდა, ან თუნდაც ეროვნულ ნაკრებში წავიდეს.

იმ შემთხვევაში, თუ 54 წლის სპეციალისტი იტალიას გაეცლება, აურელიო დე ლაურენტისი გუნდის მესაჭედ ლუჩანო სპალეტის მოიყვანს.

ბენიტესი: „წინ საინტერესო დაპირისპირება გველის“

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ევროპის ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგი შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ იტალიური კლუბი „ვოლფსბურგს“ შეხვდება.

„ჩვენ ერთ-ერთი ძლიერი მეტოქე შეგვხვდა. რა თქმა უნდა, „ვოლფსბურგი“ ტურნირის ფავორიტებს შორისაა, რაც „ინტერთან“ 1/8 ფინალში დაამტკიცა. ბუნდესლიგაში ეს გუნდი მეორე ადგილს იკავებს და ცოტა ხნის წინ „ბაიერნი“ დაამარცხა. წინ ძალიან საინტერესო დაპირისპირება გველის. საკუთარი ძალების გვჯერა და შემდეგ ეტაპზე გასვლა გვსურს, მიუხედავად იმისა, რომ მიზნის მიღწევა რთული იქნება“, – განაცხადა ფეხბურთის ესპანელმა სპეციალისტმა.

ბენიტესმა “ნაპოლი” უარით გაისტუმრა?

ესპანელმა სპეციალისტმა უახლოეს მომავალში შეიძლება იტალია დატოვოს.

ნეაპოლიტანური გამოცემა, Il Mattino იტყობინება, რომ “ნაპოლიმ” რაფაელ ბენიტესს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ თავად მწვრთნელმა შეთავაზება დაბლოკა.

ფაქტია, რომ რაფას ინგლისში დაბრუნება სურს, ხოლო პრესა მას “ლივერპულს” აქტიურად უკავშირებს.

მიმდინარე კონტრაქტი ესპანელ სპეციალისტს “ნაპოლისთან” მომავალ ზაფხულს ეწურება. “ნაპოლი” სერია ა-ში მესამე პოზიციაზეა და ისინი ჩემპიონთა ლიგაზე დასაბრუნებლად იბრძვიან.

ბენიტესი: „დინამო“ რთული მეტოქეა“

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა უეფა-ს ევროპის ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის კენჭისყრა შეაფასა. ცნობისთვის, ნეაპოლიტანელთა მეტოქე 1/8 ფინალში მოსკოვის „დინამო“ იქნება.

„მოსკოვის „დინამოს“ ვიცნობთ და გვესმის, რომ ეს რთული მეტოქეა, რომელმაც ექვსჯერ მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ეს დიდი ტრადიციებისა და გამოცდილი მოთამაშეების მქონე კლუბია. საპასუხო მატჩი მოსკოვში გაიმართება, იქაური ატმოსფერი ჩვენთვის არც ისე კარგი იქნება. „ანდერლეხტთან“ სერიაში „დინამოელებმა“ თავისი შესაძლებლობები საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინეს. ამის მიუხედავად, ამ ტურნირზე რაც შეიძლება შორს გასვლა გვსურს“, – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

ბენიტესი: “ჩვენი შეცდომების გამო დავმარცხდით”

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა, “პალერმოსთან” წაგების (1:3) შესახებ ისაუბრა.

“მატჩის დებიუტში მოულოდნელი გოლი გავუშვით, რამაც ყელაფერი შეცვალა. ინიციატივას ვფლობდით და მომენტებსაც ვქმნიდით, თუმცა უხეში შეცდომის გამო კვლავ გაშვით.

მსგავსი შეცდომე მეორე ტაიმშიც დავუშვით, როცა მეტოქეს ვჯობნიდით, თუმცა ჩვენმა უხეშმა შეცდომამ მესამე გოლი მოგვიტანა” – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

ბენიტესი ინგლისში დაბრუნდება

“ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესი, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს.

Corriere dello Sport-ის ცნობით, ესპანელი სპეციალისტის მიმართინტერესს “მანჩსეტერ სიტი”, “ნიუკასლი” და “ლივერპული” იჩენენ. ბენიტესით დაინტერესებულია ასევე “პსჟ”.

შეგახსენებთ, რომ ესპანელით 2004-2010 წლებში “ლივერპულთან” ერთად მუშაობდა და 2005 წელს გუნდს ჩემიონთა ლიგა მოაგებინა. გარდა ამისა, ბენიტესს 2012/13 წლების სეზონში “ჩელსიშიც” უმუშავია.

 

ბენიტესი: “ჯენოას კარში მეტი გოლის გატანა შეგვეძლო”

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა “ჯენოასთან” მოგებული მატჩი შეაფასა.

“გამარჯვებით გახარებული ვარ. რა თქმა უნდა, დამაჯერებელი გამარჯვება არ იყო, თუმცა საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ.

ვფიქრობ, “ჯენოას” კარში მეტი გოლის გატანა შეგვეძლო. გვქონდა მომენტები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ.

ასე თუ გავაგრძელეთ და რეალიზაცია გავაუმჯობესეთ, მეორე ადგილზე გასვლის შანსი გვექნება” – განაცხადა ბენიტესმა.

ბენიტესი „ნაპოლიში“ რჩება

„ნაპოლის“ ბოლო შედეგებით კმაყოფილი ხელმძღვანელები, მზად არიან, რაფაელ ბენიტესთან კონტრაქტი გაახანგრძლივონ.

იტალიური პრესის თანახმად, მხარეებმა მოლაპარაკება უკვე დაიწყეს და შეთანხმება, შესაძლოა, უახლოეს მომავალში გაახანგრძლივონ.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი სპეციალისტის მოქმედი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდე მოქმედებს.

სავარაუდოდ, საუბარი კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებაზეა, რომლის ამოწურვის შემდეგ, ბენიტესს ესპანეთის ნაკრების ჩაბარება სურს.

რა ვიხილეთ სექტემბერში სერია A-ში?

სექტემბერი მიილია… იტალიის სერია A-ში, ნამდვილად იყო რამდენიმე საინტერესო მომენტი, რომელიც შეუმჩნეველი არ უნდა დაგვრჩეს. შეძლებისდაგვარად, ვეცდებით ეს მომენტები და ფაქტები შემოგთავაზოთ.

საუკეთესო მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი (უდინეზე).

”ინტერიდან” წასვლის შემდეგ, ანდრეა სტრამაჩონიმ დაამტკიცა, რომ მწვრთნელობა მაღალ დონეზე კვლავ შეუძლია.

Udinese Calcio v SSC Napoli - Serie A

”უდინეზეს” სერია A-ში ბრწყინვალე სტარტი ჰქონდა. სექტემბერში, სტრამაჩონის გუნდს ადვილი კალენდარი არ ჰქონდა, 5 თამაშიდან, ”ზებრებს” 3 თამაში, ”ლაციოსთან”, ”ნაპოლისთან” და ”იუვენტუსთან უწევდათ. ”უდინეზე”, მხოლოდ ”იუვენტუსთან” დამარცხდა, დანარჩენ შეხვედრებში კი გამარჯვება მოიპოვა. ანდრეა სტრამაჩონიმ და მისმა ასისტენტმა, დეიან სტანკოვიჩმა, ”უდინეზეს” სათამაშო სტილში კორექტირება შეიტანეს. მათ ასევე გარკვეული საკარდრო ცვლილებებიც განახორციელეს (ძირითადი მეკარე გახდა ორესტის კარნეზისი, მარჯვენა მცველად მუდამ გვევლინება – სილვან ვიდმერი, ნახევარდაცვის ცენტრში კი – პანაიოტის კონე). შედეგად, ”უდინეზე” შედეგების მხრივ უფრო პროდუქტიული გახდა.
არ შეიძლება, რომ დი ნატალეს თამაში არ აღინიშნოს. 36 წლის ფეხბურთელი, ახალი  სეზონის დასაწყისში, ფაქტობრივად მიწასთან გაასწორეს. აღარავინ ფიქრობდა, რომ ის 36 წლის ასაკში, კვლავ შესძლებდა გუნდისთვის ნაყოფიერი სარგებლის მოტანას. 2013 წლის მაისში, სტრამაჩონი ”ინტერიდან” გაანთავისუფლეს, ამის შემდეგ იგი აღარავის ახსოვდა, მაგრამ მან, სერია A-ში დაბრუნება, ტრიუმფალურად აღნიშნა. დღეისთვის, ”უდინეზე” სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე იმყოფება და ”იუვენტუსს” და ”რომას” 3 ქულით ჩამორჩება.

საუკეთესო ფეხბურთელი: კარლოს ტევესი (იუვენტუსი).

rueed00d7e342

სექტემბერში, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ კარლოს ტევესი, სერია A-საუკეთესო თავდამსხმელია. არგენტინელი ფეხბურთელი, ”იუვენტუსის” მიერ დაფიქსირებული წარმატებული შედეგის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. გასულ თვეში, მის ანგარიშზე 4 გოლი და 1 საგოლე პასი დაფიქსირდა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 2 გოლი გაიტანა. კარლიტო თითქმის ყველა თამაშში იტანს, ასეთი ფეხბურთელის ხელში, ”იუვენტუსს” სადარდებელი ნამდვილად არ ექნება (მინიმუმ იტალიაში).

საუკეთესო მატჩი: ”პარმა” 4-5 ”მილანი”

ჩვენ ვიხილეთ ისეთი თამაში, რომელიც სერია A-ს დამახასიათებელ მოსაწყენ თამაშებს არ განეკუთვნება. ეს იყო გრანდიოზული შედეგი, რომელიც ჰოკეის სტილში მიმდინარეობდა. ესეთი თამაშები, ჩემპიონატს მართლაც რომ შესანიშნავ ხიბლს მატებს.

ყველაზე წარუმატებელი მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი (ნაპოლი).

E9834F741A8BBBFACA34DAA2A52BAB_h416_w622_m2_q80_ceAMZqwLG

”ნაპოლის” მიმდინარე სეზონში საშინელი სტარტი ჰქონდა. ამ კლუბში, მფლობელებმა წარმოუდგენელი შრომა ჩადეს და რაფაელ ბენიტესმა აშკარად გაუცრუა იმედები. გუნდი უაზროდ კარგავს ქულებს. ”ნაპოლიში” აშკარად შეინიშნება დაცვის სუსტი თამაში და გუნდს უფრო მაღალკვალიფიციური მცველები ესაჭიროება. თურქეთსი გაყიდული გორან პანდევის აგენტი, კარლო პალავიჩინო ამბობს: ”ნაპოლის” გუნდური სულისკვეთება არ გააჩნია, დიდი გამარჯვების მისაღწევად, კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ, რაფა ბენიტესი, გუნდის დატოვების ერთ-ერთ მთავარ კანიდატად მოიაზრება.

ყველაზე წარუმატებელი ფეხბურთელი: ნემანია ვიდიჩი (ინტერი).

FC Internazionale Milano v Cagliari Calcio - Serie A

ყველამ კარგად ვიცით, რომ ვიდიჩი, დაბალი დონის მცველთა სიას არ განეკუთვნება, მაგრამ სერბი ფეხბურთელი, სექტემბრის თვეში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი მცველი იყო სერია A-ში. ვიდიჩი იღებს წითელ ბარათებს, ”იკიდებს” პენალტებს და უშვებს ისეთ შეცდომებს, რომელიც გუნდის საბოლოო შედეგზე უარყოფითად მოქმედებს. შესაძლოა ვიდიჩი, ”ინტერის” ტაქტიკურ სქემას ვერ შეეჩვია, რომელიც 3 მცველით თამაშს გულისხმობს. ვიდიჩი წლიურად 3 მილიონ ევროს იღებს, რის გამოც გუნდის მფლობელი კი მისგან გაცილებით მეტს ელის.

თვის შოკი: ”ინტერი” 1-4 ”კალიარი”.

ალბათ, ყველას გაუკვირდა ამ მატჩის საბოლოო შედეგი. გასულ თვეში, ”კალიარი” სერია A-ს გუნდებს შორის, ყველაზე ნაკლებად ჩანდა და საპატიო ბოლო ადგილიც ეკავა, მაგრამ მოვიდა ”ინტერთან” თამაშის დრო და ამ გუნდმა სასწაული ჩაიდინა, ”ინტერი”, ანგარიშით 1-4 გაანადგურა და მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ეს იყო ნამდვილი შოკი.

ფაქტი: ”იუვენტუსი” არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც სექტემბერში გოლი არ გაუშვია.

ციტატა: ”ყველა მწვრთნელი გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრს ფიქრობს. აწონ-დაწონის, თუ რომელი გადაწყვეტილება იქნება მისთვის საუკეთესო და მომგებიანი. 3 წლის განმავლობაში, ანტონიო კონტემ ”იუვენტუსში” ბრწყინვალე შედეგი აჩვენა. მე მისგან ბრწყინვალედ ორგანიზებული გუნდი ჩავიბარე, მაგრამ აქ კიდევ ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი.” – მასიმილიანო ალეგრი, ”იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი.

საუკეთეთესო 3 გოლი

სტეფანო ოკაკა (სამპტოდია) – გოლი ”ტორინოსთან”.

ჟერემი მენეზი (მილანი) – გოლი ”პარმასთან”. ჟერემი მენეზის მიერ ”პარმასთან” გატანილი გოლი, ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო გოლად აღიარეს.

მატია დესტრო (რომა) – ცენტრიდან გატანილი გოლი ”ვერონასთან”.


რა გველის ოქტომბერში?

5 ოქტომბერი: ”იუვენტუსი” – ”რომა”, ”ფიორენტინა” – ”ინტერი”.

19 ოქტომბერი: ”ფიორენტინა” – ”ლაციო”, ”ინტერი” – ”ნაპოლი”.

26 ოქტომბერი: ”მილანი” – ”ფიორენტინა”.

ბენიტესი „რეალში“ ანჩელოტის შეცვლის?

იტალიური მედიის ცნობით, „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, მადრიდის „რეალის“ თავკაცის პოსტზე კარლო ანჩელოტი შეცვალოს.

წყაროს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობა ანჩელოტის გათავისუფლებაზე იფიქრებს, თუ გუნდი წარუმატებლად გამოსვლას გააგრძელებს.

თავის მხვრივ, ბენიტესი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს, ნეაპოლიტანურ კლუბთან ხელშეკრულება მას 2015 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. სპეციალისტი, მზადაა, სხვა კლუბების წინადადებები განიხილოს.

ბენიტესი სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია

„ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელს რაფაელ ბენიტესს იტალიის სერია A-ში მომუშავე მწვრთნელთა შორის ყველაზე მაღალი ხელფასი აქვს.

ნეაპოლიტანური კლუბი ესპანელ სპეციალისტს წელიწადში 3,5 მილიონ ევროს უხდის. 3,3 მილიონს „ინტერის“ თავკაცის ვალტერ მაცარის ხელფაში შეადგენს, ხოლო „რომას“ დამრიგებლის წლიური შემოსავალი 2,8 მილიონ ევროს უდრის.

რაც შეეხება „იუვენტუსისა“ და „მილანის“ მწვრთნელთა ხელფასებს, მასიმილიანო ალეგრის ჰონორარი 2,4 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო ფილიპო ინძაგის – 1,5 მილიონს.

სერია A-ს მწვრთნელებიდან ყველაზე დაბალი ხელფასი „ემპოლის“ დამრიგებელს მაურიციო სარის აქვს (წელიწადში 300 ათასი ევრო).

აღსანიშნავია ისიც, რომ იტალიის ნაკრების თავკაცი ანტონიო კონტე, კონტრაქტის მიხედვით, ყოველწლიურად 3,65 მილიონ ევეოს მიიღებს.

ბენიტესი: „ნაპოლი“ სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტი არ არის“

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი ნეაპოლიტანურ კლუბს სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტად არ თვლის.

„ყველა ამბობს, რომ „ნაპოლი“ ტიტულისთვის ბრძოლაში ფავორიტია, თუმცა ეს ასე არ გახლავთ. პირველ რიგში, უნდა დავასახელოთ „იუვენტუსი“ და „რომა“, რომლებმაც წინა სეზონში გვაჯობეს. აქვეა „მილანი“, „ინტერი“ და „ფიორენტინა“.

მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს. მეტოქეებს პატივს ვცემთ და მხოლოდ ჩვენი გუნდის თამაშზე ვფიქრობთ“, – ციტირებს რაფა ბენიტესის სიტყვებს „ტუტომერკატო“.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „ნაპოლიმ“ ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა. ნეაპოლიტანურმა გუნდმა წინა სეზონში იტალიის თასი მოიგო.