ჯოკოვიჩმა წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო

დღეს ლონდონის შემაჯამებელი კაცთა ტურნირს ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს პლანეტის პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი და მეორე ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა სერბი მოთამაშის გამარჯვებით დასრულდა. პირველ სეტში ნოლემ რაფა ანგარიშით 3:6 დაამარცხა, ხოლო მეორეში ნადალი 4:6 დამარცხდა.

ცნობისთვის, სეზონის შემაჯამებელი ტურნირი ჯოკოვიჩმა კარიერაში მესამედ მოიგო.

untitled

ჯოკოვიჩი და დელ პოტრო შანხაის ტურნირის ფინალში გავიდნენ

დღეს, შანხაიში მიმდინარე მასტერსის ტურნირის 1/2 ფინალური ეტაპის მატჩები შედგა.

ნოვაკ ჯოკოვიჩსა და ჟო-ვილფრიდ ცონგას შორის გამართული შეხვედრის პირველი სეტი სერბმა ჩოგბურთელმა 6:2 მოიგო, ხოლო მეორეში 7:5 იმარჯვა.

მიმდინარე კვირის დასაწყისში რეიტინგის პირველ ადგილზე გასული რაფაელ ნადალი კი არგენტინელ ხუან-მარტინ დელ პოტროსთან 6:2, 6:4 დამარცხდა.

აქვე გეტყვით, რომ ტურნირის გადამწყვეტი მატჩი ხვალ, თბილისის დროით 12 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

ალექსანდრე მატევოსოვი

ნადალმა ბერლოკი დაამარცხა (ვიდეო)

ჩანხაიში მიმდინარე ტურნირის 1/8 ფინალში ესპანელმა რაფაელ ნადალმა არგენტინელი კარლოს ბერლოკი 6:1, 7:6 დაამარცხა. წარმოგიდგენთ აღნიშნული მატჩის ფრაგმენტებს.

ოფიციალურად: ნადალი რეიტინგის ლიდერი გახდა

დღეს, კაცთა საჩოგბურთო რეიტინგი განახლდა, რომლის ლიდერიც ესპანელი რაფაელ ნადალი გახდა.

მოგეხსენებათ, გუშინ, ნადალი პეკინის ტურნირის ფინალში მსოფლიოს უკვე მეორე ჩოგანთან ნოვაკ ჯოკოვიჩთან 3:6, 4:6 დამარცხდა. ამის მიუხედავად, რაფამ სერბ ჩოგბურთელს რეიტინგში მაინც აჯობა, რადგან პეკინის ტურნირი ჯოკოვიჩმა შარშანაც მოიგო, შესაბამისად, საპრიზო ქულები მას წელს არ მიუღია.

რეიტინგის მეხუთე ადგილზე არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ გადაინაცვლა, რომელმაც ტოკიოს ტურნირის ფინალურ მატჩში მილოშ რაონიჩს აჯობა. თვითონ რაონიჩმა კი რეიტინგის მე-11 პოზიცია დაიკავა.

АТР-ის განახლებული რეიტინგის ათეული ამჟამად ასე გამოიყურება:

1 (2). რაფაელ ნადალი (ესპანეთი) – 11160 ქულა,

2 (1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 11120,

3 (3). ენდი მარი (დიდი ბრიტანეთი) – 6895,

4 (4). დავიდ ფერერი (ესპანეთი) – 6710,

5 (7). ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა) – 4925,

6 (5). ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი) – 4515,

7 (6). როჯერ ფედერერი (შვეიცარია) – 4515,

8 (9). სტანისლას ვავრინკა (შვეიცარია) – 3150,

9 (8). ჟო-უილფრიდ ცონგა (საფრანგეთი) – 3115,

10 (10). რიშარ გასკე  (საფრანგეთი) – 3095

ალექსანდრე მატევოსოვი

პეკინის კაცთა ტურნირი ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოიგო

დღეს, პეკინის კაცთა ტურნირის ფინალური შეხვედრა შედგა. მოგეხსენებათ, გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს ამ ეტაპზე პლანეტის ორი საუკეთესო ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი შეხვდა. საბოლოო ჯამში, თამაში სერბი ჩოგბურთელის გამარჯვებით – 6:3, 6:4 დასრულდა.

მიმდინარე სეზონში ჯოკოვიჩმა მეოთხე ტურნირი მოიგო. ჯამში კი ნოლეს ანგარიშზე 38 მოგებული ტურნირია.

ალექსანდრე მატევოსოვი

 

ნადალი: „ბრძოლისთვის მზად ვიყავი“

პეკინში მიმდინარე ტურნირის 1/4 ფინალურ შეხვედრაში ესპანელმა რაფაელ ნადალმა იტალიელი ფაბიო ფონინი დაამარაცხა (2:6, 6:4, 6:1) , რის შესახებაც მცირე კომენტარი გააკეთა.

„ბრძოლა შემეძლო, მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დინამიკის შეცვლა მომიწია. მოთამაშეებს, რომლებიც რეიტინგის წამყვან პოზიციებს იკავებენ, მოგება შეუძლიათ. ჩოგბურთში მნიშვნელოვანია, რომ მოგება მაშინაც შეგეძლოს, როდესაც ყველაფერი ვერ გამოგდის“, – განაცხადა ესპანელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ნადალი აბუ-დაბის ტურნირზე ითამაშებს

მსოფლიოს მეორე ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი დეკემბრის ბოლოს აბუ-დაბის ყოველწლიურ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქში ჩასატარებელ ტურნირში მონაწილეობის მიღება ნადალის გარდა ასევე სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა და ბრიტანელმა ენდი მარეიმ დაადასტურეს. ტურნირის დანარჩენი სამი მონაწილის ვინაობა კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

”შარშან წარმატებული თამაშის შემდეგ, გულშემატკივრებს იმის პირობა მივეცი, რომ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დავბრუნდებოდი. მიხარია, რომ ეს სულ მალე მოხდება. ვფიქრობ, ახალი სეზონის დაწყების წინ ეს თავის გამოჩენის კარგი შესაძლებლობაა. დარწმუნებული ვარ, რომ წინ დაძაბული ბძოლა გველის. ამავე დროს, ტურნირის მესამედ მოგების იმედი მაქვს”, – განუცხადა ნადალმა TennisEarth.com-ს.

ცნობისთვის, ტრადიციული ტურნირი სახელად Mubadala World Tennis Championships-ი 26 დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე გაგრძელდება. აქამდე რაფა აბუ-დაბიში ჩატარებული ტურნირის გამარჯვებული 2010 და 2011 წელს გახდა. ამჟამად, აბუ-დაბის ტურნირის მოქმედი ჩემპიონი პლანეტის პირველი ჩოგანი – ნოვაკ ჯოკოვიჩია.

ალექსანდრე მატევოსოვი