ბასტიან შვაინშტაიგერმა რაფინია დატროლა (ვიდეო)

13 დეკემბერს, გერმანიის ბუნდესლიგაში, “ალმერიასა” და “ბაიერნს” შორის გამართულ შეხვედრაში კამერებმა საინტერესო კადრი დააფიქსირეს.

დანტემ და რაფინიამ გვარდიოლასა და ალონსოს აჯობეს

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა სახალისო ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ეჯიბრებიან ერთმანეთს “ბაიერნის” წევრები.

რაფინიამ კლაუდიო პიზაროს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა

საკმაოდ საინტერესო კადრი დააფიქსირეს კამერებმა მიუნხენის “ბაიერნის” ვარჯიშზე.

რაფინია: “ოქროს ბურთს რიბერი იმსახურებს”

მიუნხენის “ბაიერნის” ბრაზილიელი ფეხბურთელი რაფინია აცხადებს, რომ 2013 წელს, ოქროს ბურთს მისი თანაგუნდელი, ფრანკ რიბერი იმსახურებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, რიბერიმ ბავარიულ კლუბთან ერთად ყველა ტიტული მოიგო, ფრანგ ნახევარმცველს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაში მესი და რონალდუ შეეცილება.

“რა თქმა უნდა, ოქროს ბურთს რიბერი იმსახურებს. ფრანკმა “ბაიერნთან” ერთად ყველაფერი მოიგო, ამრიგად ვფიქრობ, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელიც ის გახდება”, – ამბობს რიბერი.

რაფინიამ “ბაიერნთან” კონტრაქტი გაახანგძლივა

მიუნხენის “ბაიერნი” ოფიციალურად ადასტურებს, რომ კლუბმა ბრაზილიელ ფეხბურთელ რაფინიასთან კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე გაახანგძლივა.

შეგახსენებთ, რომ რაფინია “ბაიერნში” 2011 წელს, იტალიური “ჯენოადან” გადავიდა. 28 წლის მარჯვენა მცველი, “ჯენოამდე” გერმანული “შალკეს” ღირსებას იცავდა.

“ძალიან გახარებული ვარ. ვფიქრობ, ჩემს კარიერაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა. მე მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაშს ვაგრძელებ, რითაც ვამაყობ. შევეცდები “ბაიერნს” წარმატების მიღწევაში დავეხმარო”, – ამბობს რაფინია.

“ბაიერნის” ფეხბურთელები კალათბურთს თამაშობენ

გასულ დღეებში, მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელები – მიულერი, დანტე, რაფინია და ხავი მარტინესი საკალათბურთო დარბაზში იმყოფებოდნენ.

“ბაიერნი” რაფინიას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

გერმანული პრესის ცნობით, “ბაიერნის” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი კმაყოფილები არიან რაფინიას თამაშით და ბრაზილიელ მცველს ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ.

“ჩვენ ვთვლით, რომ რაფინია “ბაიერნში” უნდა დარჩეს. კმაყოფილები ვართ მისი პროფესიონალური და ადამიანური თვისებებით. მას გუნდში თავისი, საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აქვს და ზოგადად საკმაოდ დადებით გავლენას ახდენს მთელს კოლექტივზე” –  განაცხადა “ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმა.