„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ გამთამაშებელი რასელ უესბრუკი განვლილი „ოლ სტარის“ საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
უესბტბრუკის მონაგარმა ამ შეხვედრაში 31 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი და 5 ჩაჭრა შეადგინა. სათქმელია, რომ MVP-ს წოდება მან ზედიზედ მეორე „ოლ სტარის“ შეხვედრაში მიიღი. აქამდე მსგავს წარმატებას მხოლოდ ბობ პეტიტმა მიაღწია, რომელიც ლიგის „ყველა ვარსკვლავის მატჩში“ საუკეთესო 1958 და 1959 წლებში დასახელდა, თანაც, მეორე შემთხვევაში, პრიზი ელჯრინ ბეილორთან გაიყო.
შეგახსენებთ, რომ მატჩი დასავლეთის გამარჯვებით, 196:173 დასრულდა.