უოლესი „პისტონსში“ დაბრუნდა

„პისტონსის“ ყოფილი ვარსკლავი რაშიდ უოლესი, რომელმაც მოთამაშის კარიერა გასულ სეზონში დაასრულა, დეტროიტში მოთამაშეთა განვითარების მწვრთვნელად იმუშავებს, რის შესახებაც The Associated Press-ი იუწყება.

ცნობისთვის, უოლესი „პისტონსში“ 2004 წლიდან 2009 წლამდე გამოდიოდა. 2004 წელს იგი გუნდს ტიტულის მოგებაში დაეხმარა. გარდა ამისა, ფორვარდს მონაწილეობა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოთხ „ოლ სტარში“ აქვს მიღებული. ყველაფერთან ერთად, იგი ახალწვეულთა სიმბოლურ ნაკრებშიც იყო შყვანილი. ჯამში, უოლესის საშუალო კარიერული მაჩვენებელი 14,4 ქულას, 6,7 მოხსნას, 1,3 ბლოქშოტსა და 1,8 გადაცემას შეადგენს.

ალექსანდრე მატევოსოვი