”პეისერსმა” ბატლერი დაიმატა

34 წლის ფორვარდმა რესუელ ბატლერმა ”ინდიან პეისერსის” ხელმძღვანელობასთან ერთწლიანი, არაგარანტირებული კონტრაქტი მიიღო.

ბოლოს, ეროვნულ საკალთბურთო ასოციაციაში გამოცდილი კალათბურთელი ”ტორონტო რეპტორსის” ღირსებას იცავდა. 2011/12 წლების სეზონში კანადური კლუბის მაისურით მან რეგულარული ჩემპიონატის 34 მატჩში ითამაშა და მისმა საშუალო მონაგარმა ერთ შეხვედრაში 3,2 ქულა და 2,6 მოხსნა შეადგინა.

გასულ სეზონში ბატლერი D-ლიგაში მოასპრეზე ”ტულსას” ფერებს იცავდა. გეტყვით იმასაც, რომ სხვადასხვა დროს რასუელი ”მაიამი ჰიტის”, ”ნიუ-ორლეან პელიკანსის”, ”ლოს-ანჯელეს კლიპერსისა” და ”ჩიკაგო ბულზის” შემადგენლობაში გამოდიოდა.

ალექსანდრე მატევოსოვი