შაბათს, 28 სექტემბერს, ლიონელ მესიმ პრიმერა დივიზიონის მორიგ ტურში სტუმრად “ალმერიას” ერთი ბურთი გაუტანა, რითაც მან ლეგენდარულ რაულ გონსალესის რეკორდი დაამხო.
შეგახსენებთ, ესპანეთის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავას რაული ლიდერობდა. მან “სამეფო კლუბის” მაისურით ლა ლიგის ეგიდით 741 მატჩი გამართა და ჯამში 323 გოლის გატანა შეძლო.
რამდენიმე საათის წინ, რაულმა ამ სტატისტიკაში პირველობა დაკარგა. “ბარსელონას” არგენტინელ ვარსკვლავს “ალმერიასთან” გატანილი ბურთის შემდეგ, ლა ლიგაში 324 გოლი დაუგროვდა. ამ დროისთვის, 26 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე უკვე ერთით მეტი გატანილი გოლია, ვიდრე რაულის ანგარიშზე.
აღსანიშნავია, რომ მესიმ ამ რეკორდის დამხობა რაულისგან განსხვავებით 388 შეხვედრაში მოახერხა.
სანდრო საპანაძე