“რეალი” ბეილის დასაჩუქრებას ახალი კონტრაქტით აპირებს

Daily Telegraph-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალი” გარეთ ბეილისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს, რომლის თანახმადაც ის კვირაში 300,000 ფუნტზე მეტს მიიღებს.

როგორც იცით, ბეილმა “სევილიასთან” გამართულ გუშინდელ მატჩში გოლის გატანა მოახერხა, რაც მისთვის 43-ე გოლი გამოდგა 76-ე მატჩში, რისი წყალობითაც მან გარი ლინეკერის რეკორდი დაამხო, რომელსაც “ბარსელონას” მაისურით 42 გოლი ჰქონდა გატანილი.

ახლა კი ფლორენტინო პერესი უელსელი შემტევის დასაჩუქრებას აპირებს კარგი ფორმისთვის და მიუხედავად იმისა, რომ ბეილის კონტრაქტი კიდევ 3 წლის მანძილზე არ ამოიწურება, ის მაინც აპირებს ახალი კონტრაქტის გაფორმებას.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბეილის მიმართ ინტერესი ამ ზაფხულშიც არის მოსალოდნელი. მის გადაბირებას სავარაუდოდ “პსჟ”, “ბაიერნი” და პრემიერ ლიგის რამოდენიმე კლუბი აპირებს.

ანჩელოტის რჩევა ზიდანს: “რონალდოს თავისუფლება სჭირდება”

კარლო ანჩელოტი თვლის, რომ მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრიშტიანო რონალდო მსოფლიოს ისტორიაში საუკეთესო თავდამსხმელია. მაგრამ ფიქრობს, რომ მისი ერთ პოზიციაზე განწესება არასწორი გადაწყვეტილებაა.

“ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო თავდამსხმელია. მასზე უკეთესი ფეხბურთელი გუნდში არასოდეს მყოლია.

ისეთ შემტევ პოზიციაზე თამაში, როგორიც ცენტრ-ფორვარდობაა მისთვის საუკეთესო ვარიანტი ნამდვილად არ არის. მას თავისუფლება ურჩევნია, უყვარს თავისუფალ ადგილებს შორის გადაადგილება.

კრიშტიანო საკუთარი ადგილის პოვნას ყოველთვის შეძლებს, რაც მისი განსაკუთრებული ნიჭის დამსახურებაა. ის ხშირად მოგვევლინება შეტევის ორივე ფლანგზე, ზოგჯერ შესაძლოა ფლეიმეიკერის როლიც იკისროს. მისთვის ეს ჩვეულებრივი რამ არის.” – განაცხადა ანჩელოტიმ, რომელიც მომავალ სეზონში “რეკორდმაისტერს” ჩაუდგება სათავეში.

ზიდანი: “ტრანსფერები? ისიც არ ვიცი, ვიქნები თუ არა ზაფხულში აქ “

მადრიდის “რეალის” თავკაცის, ზინედინ ზიდანის თქმით, ის ჯერ ტრანსფერებზე არ ფიქრობს, რადგანაც ისიც კი არ იცის, დარჩება თუ არა მომავალ სეზონში “რეალის” თავკაცის პოსტზე.

ტრანსფერებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას მან ასე უპასუხა: ” ისიც კი არ ვიცი, ვიქნები თუ არა ზაფხულში ამ გუნდის თავკაცი და როგორ უნდა გითხრათ, თუ რა გავლენა მექნება ტრანსფერებზე?

სპეკულაციები ამა თუ იმ ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ მრავლად არის, რაც ნორმალურია. თუმცა მე სრულიად კონცენტრირებული ვარ მომავალ მატჩებზე.

მართალია კარგ ფორმაში ვართ, თუმცა წინსვლაზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენთვის თითოეული მატჩი ურთულესი იქნება. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

მარსელინო: “ზიდანის მოსვლით “რეალში” არაფერი შეცვლილა”

“ვილიარეალის” მთავარი მწვრთნელი, მარსელინიო თვლის, რომ ზიდანის მოსვლის შემდგომ მადრიდის “რეალში” პროგრესი არ შეინიშნება. შეგახსენებთ, რომ ზიდანმა “ბლანკოსი” იანვარში ჩაიბარა.

“ზიდანს კლუბის ჩაბარება ძალიან რთულ სიტუაციაში მოუწია. არამგონია კლუბს ბენიტესის წასვლის შემდეგ რაიმე სახის პროგრესი განეცადოს.

მე ვამბობ მხოლოდ იმას, რაც “რეალის” თამაშის ყურებისას შევნიშნე. “ბერნაბეუ” ულმობელია, რამეთუ კლუბმა ლა ლიგაც დაკარგა და კოპა დელ რეიც.”

ყველაფრის მიუხედავად, მარსელინოს არ სჯერა, რომ “ვილიარეალი” მესამე ადგილზე გასვლას შეძლებს: ” ეს შეუძლებელია. დიდი გუნდები ნახევარი ძალებით ახერხებენ მოგებას, ჩვენ კი ამისთვის 200%-ით დახარჯვა გვიწევს.”

რონალდუ ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

უეფა-ს ვებსაიტზე ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ 56%-ით პირველი ადგილი დაიკავა.

სამეულში ასევე პსჟ-ს ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი (35%) და „ზენიტის“ თავდამსხმელი ჰალკი (6%) მოხვდნენ. 4%-ით მეოთხე პოზიციაზე „ვოლფსბურგის“ მოთამაშე ანდრე შიურლე აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ „რომასთან“ ტურნირის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩში რონალდუმ გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში ჩატარებული მატჩების რეკორდი დაამყარა

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ „რომასთან“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებითი მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო.

ეს შეხვედრა 31 წლის პორტუგალიელისთვის ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში 57-ე გახდა, რითიც მან ტურნირის ამ ეტაპზე ჩატარებული მატჩების რეკორდი დაამყარა. ამჟამად კრიშტიანუს ანგარიშზე ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნრიზე „ბარსელონას“ ყოფილ ნახევარმცველ ჩავი ერნანდესზე ერთი შეხვედრით მეტია. 55 მატჩი კი იკერ კასილიასის ანგარიშზეა. მათ შემდგომ ანდრეს ინეისტა (53), ფრენკ ლამპარდი (52), ლიონელ მესი და ვიქტორ ვალდესი (ორივე 51) მოდიან.

გარსია: “რეალის” წარუმატებლობაში ბენიტესი დამნაშავე არ ყოფილა”

“ბარსელონას” ყოფილ ფეხბურთელს, ლუის გარსიას სჯერა, რომ რაფაელ ბენიტესი “რეალისთვის” შესაბამისი პიროვნება იყო და ის პრობლემები, რომლებიც მადრიდულ გრანდს გააჩნდა არ იყო გამოწვეული ბენიტესის ქმედებებით.

“როდესაც ის პირველად მოვიდა ვიფიქრე, რომ “რეალმა” სწორი არჩევანი გააკეთა. ის კარგად იცნობდა კლუბს, წლების განმავლობაში მუშაობდა იქ და იცოდა, თუ როგორ მუშაობდა “რეალი”.

ამ შანსს წლების მანძილზე ელოდებოდა. ყველამ ვიცოდით, რომ ერთ დღეს ის “რეალში” მოხვდებოდა.

თუმცა ბოლოს ფეხბურთი მაინც შედეგებზეა დამოკიდებული. ფეხბურთი არც მწვრთნელზე, არც ფეხბურთელებზე და არც კლუბზე არ არის დამოკიდებული. აქ მთავარი შედეგებია.” – განაცხადა მან.

პეპე: “დარწმუნებული ვარ, რომ ზიდანი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთსო მწვრთნელი გახდება”

მადრიდის “რეალის” მცველს, კეპლერ პეპეს ეჭვი არ ეპარება, რომ მომავალში ზინედინ ზიდანი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი გახდება.

“ამ დროის მანძილზე ჩვენ საკმაოდ ბევრი რამ განვავითარეთ. პირველი არის გუნდური მუშაობა, მეორე კი ის რაც მოედნის გარეთ ხდება.

ზიდანი თვითონაც იყო ფეხბურთელი, ამიტომაც მან იცის რა უნდათ ფეხბურთელებს და რას ფიქრობენ ისინი. ბოლო მატჩში ნათლად გამოჩნდა, რომ ჩვენი გუნდი ერთიანია.

ზიდანი ჩვენი კლუბისთვის მითიური ფეხბურთელია. ჩვენ მას უბრალოდ ხელი უნდა შევუწყოთ და დროთა განმავლობაში ის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად ჩამოყალიბდება. ამაში ეჭვი არ მეპარება.” – განაცხადა მან.

ზიდანი: „ამჟამინდელი სიტუაცია ჩემთვის ახალი არაა“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა აღნიშნა, რომ „ატლეტიკოსთან“ წაგებული მატჩის შემდეგ ზეწოლას არ გრძნობს.

„თავს კარგად ვაკონტროლებ. როგორც ხედავთ, ვიღიმი. რა თქმა უნდა, მოგება არავის მოსწონს, მაგრამ მესმოდა, რომ აქ სამუშაოდ დროა საჭირო. როდესაც ეს გუნდი ჩავიბარე, ვიცოდი, რომ ორი ფრე ან მარცხი კატასტროფა იქნებოდა. ეს ჯერ კიდევ ფეხბურთელობის პერიოდში მესმოდა. ჩემთვის ეს სიტუაცია ახალი არ არის. უბრალოდ მჯერა, რომ სწორად ვიქცევი. სტრესი არ არის. თუ რაღაც მაწუხებს, სახლში ოჯახთან ერთად ვისვენებ, შემდეგ დღეს კი კლუბში ახალი ძალებით ვბრუნდები“, – ციტირებს ზიზუს „L’ Equipe“.

ჭორების თანახმად ზაფხულში “რეალის” მთავარი სამიზნე აგუერო იქნება

Le10Sport ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მადრიდის “რეალის” მთავარი სამიზნე მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელის, სერხიო აგუეროს ყიდვა იქნება.

არგენტინელმა შემტევა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში 19 გოლის გატანა შესძლო. აღნიშნული შედეგით ზინედინ ზიდანიც და ფლორენტინო პერესიც მოხიბლულნი არიან და მაქსიმალურად ეცდებიან მის შეძენას.

აგუეროს გადაბირებით ფრანგული გიგანტი, “პარის სენ-ჟერმენიცაა” დაინტერესებული. თუმცა დიდია შანსი იმისა, რომ “სიტის” მომავალმა თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ ახალი გუნდის აწყობა 27 წლის შემტევის გარშემო მოინდომოს.

ბენზემა ტრავმირებულია და უახლოეს მატჩს გამოტოვებს

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელ ქარიმ ბენზემას მარჯვენა ფეხის კუნთის პრობლემა აქვს. ამის გამო ბენზემა ორ მარტს „ლევანტესთან“ გასამართ შეხვედრას გამოტოვებს, რათა ტრავმა მოიშუშოს.

იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელი შემდეგ კვირამდე ვერ გამოჯანმრთელდება, მკურნალობას 3-4 კვირის განმავლობაში გააგძელებს, შესაბამისად, „რომასთან“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფიონალის გნამეორებით შეხვედრასაც გამოტოვებს, იუწყება ესპანური „მარკა“.

„ატლეტიკოსთან“ პრიმერა დივიზიონის 26-ე ტურის ბოლო მატჩში ბენზემა პირველი 45 წუთის შემდეგ შეცვალეს.

რონალდუ: „ბარსა“ იქ არ იქნებოდა, სადაც ახლა არის“

მადრიდის „რეალის“ ლიდერის კრიშტიანუ რონალდუს აზრით, „ბარსელონას“ ძალიან გაუმართლა, რომ მისი წამყვანი ფეხბურთელები, „რეალის“ მოთამაშეთა მსგავსად, ხშირი ტრავმებით არ გამოირჩევიან.

„ჩემპიონთა ლიგაში ბრძოლას ვაგრძელებთ, ეს სხვა ტურნირია, რომელიც განსხვავებულ მოტივაციას გვმატებს.

არ ვიცი, ეს სეოზნის დასაწყისში ცუდი მომზადების ბრალი არის თუ არა, მაგრამ ბევრი ტრავმა გვაქვს, რაც უარყოფითად მოქმედებს. მაგალითისთვის, თუ ნეიმარი, სუარესი და მესი ხშირად ტრავმირებულები იქნებოდნენ, „ბარსა“ იქ არ იქნებოდა, სადაც ახლა არის“, – ციტირებს კრიშტიანუს Goal.com.