მადრიდული დერბი „ატლეტიკოს“ მოგებით დასრულდა (ვიდეო)

დასრულდა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 26-ე ტურის ცენტრალური მატჩი, რომელშიც მადრიდის „რეალი“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ თანაქალაქელ „ატლეტიკოს“ შეხვდა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

ერთადერთი გოლი შეხვედრის მეორე ნახევრის დებიუტში ანტუან გრიზმანმა გაიტანა.

ამ გამარჯვებთ „ატლეტიკომ“ 58 ქულა დააგროვა და მესამეზე მყოფ „რეალს“ 4 ქულით გაუსწრო, ხოლო „ბარსელონას“, მინიმუმ ხვალამდე, 5 ქულით ჩამორჩება.

„რეალი“ – „ატლეტიკო“ 0:1
გოლი: გრიზმანი 53′
გაფრთხილებები: ლუკასი 62′, რამოსი 90+2′, კარვახალი 90+3′ – გოდინი 31′, ფილიპე ლუისი 37′, ხიმენესი 73′, კორეა 90+1′


67_atl__real_1456585933501_cut

გუტი: „ნეიმარი „ოსკარს“ იმსახურებს“

მადრიდის „რეალის“ ყოფილი ნახევარმცველის გუტის აზრით, „ბარსელონას“ ფეხბურთელები ბევრს სიმულირებენ.

„ბარსელონას“ მოთამაშეები ფეხბურთისგან თეატრს აქცევებ. ნეიმარი, ხორდი ალბა და დანი ალვეში დარღვევებს საჭიროზე მეტად აფორმებვენ. ნეიმარი მამაკაცის როლისთვის „ოსკარს“ იმსახურებს.

„დავიმატებთი თუ არა „რეალში“ რომელიმე „ატლეტიკოს“ ფეხბურთელს? ვცდილობ სამართლიანი ვიყო, მაგრამ არამგონია, დიეგო სიმეონეს გუნდში ერთი მოთამაშე მაინც იყოს, რომელიც „რეალს“ დაეხმარებოდა“, – განაცხადა გუტიმ.

რონალდუ: „მომწონს, როდესაც მანდილოსნები კრიშტიანუს მეძახიან“

„რეალის“ ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ „მარკასთან“ ინტერვიუში თავისი სახელის შესახებ ისაუბრა.

„მომწონს, როდესაც მანდილოსნები კრიშტიანუს მეძახიან, კაცები კი – რონალდუს. ასე უფრო კაცურად ჟღერს. ახლო მეგობრები კრიშტით მომმართავენ“, – განაცხადა რონალდუმ.

რონალდუ პირველი სპორტსმენია, რომელმაც სოციალურ ქსელებში 200 ათასი მოწონება დააგროვა

მადრიდის „რეალის“ ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს სოციალურ ქსელებში უკვე 200 მილიონი გამომწერი ჰყავს.

„ფეისბუქზე“ პორტუგალიელის გვერდი 109,7 მილიონი მომხმარებელს აქვს მოწონებული, „ინსტაგრამზე“ – 49,6 მილიონს, „ტვიტერზე“ კი – 40,7 მილიონს. „Forbes“-ის ინფორმაციით, სპორტსმენთა შორის ეს საუკეთესო შედეგია. ყოველდღე რონალდუს „ფოლოუერთა“ რაოდენობა 135 ათასით იზდება. ყველაზე მეტი გამომწერი რონალდუს აშშ-დან ჰყავს (13,5%). ამის შემდეგ საფრანგეთი (7,4%), ბრაზილია (6,4%) და მექსიკა (6,2%) მოდიან. „ინსტაგრამზე“ ყველაზე მეტი მოწონება პორტუგალიელის დაბადების დღეზე გამოქვეყნებულ პოსტს აქვს (1,7 მილიონი).

ზიდანმა ხამესს ფსიქოლოგის მონახულება ურჩია

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო წუხს, რის გამო მან ფეხბურთელს ფსიქოლოგის მონახულება ურჩია, წერს ესპანური Sport.es-ი.

წყაროს ცნობით, ზიდანი 24 წლის კოლუმბიელის გამოსვლით უკმაყოფილოა და მიზეზს ფეხბურთელის სუსტ ხასიათში ხედავს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია გაჩნდა.

„ლიონის“ პრეზიდენტი: „ზიდანის მოწვევა გვსურდა“

„ლიონის“ რერზიდენტმა ჟან-მიშეილ ოლამ გაიხსენა, რომ დეკემბერში გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე „რეალის“ ამჟამინდელი თავკაცის ზინედინ ზიდანის დანიშვნა სურდა.

„ჩვენ ზიდანთან კონტრაქტის გაფორმება გვსურდა. ეს 24 დეკემბერს იყო. მასთან დაახლოებულ წრესთან მოლაპარაკება დავიწყე, მაგრამ ფინანსური მიზეზით, ეს შეუძლებელი გახდა.

სულ ცოტა ხანში კი ზიდანი „რეალის“ თავკაცად დაინიშნა“, – ციტირებს ოლას Goal.com-ი.

რონალდუმ საუდის არაბეთში ფოტოსესიისთვის 1,1 მილიონი ევრო მიიღო

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთში ტელეკომუნიკაციურ კომპანია „Mobily“-ს რეკლამისთვის 1,1 მილიონი ევრო მიიღო.

ფეხბურთელის ფოტოსესია 2013 წელს შედგა. ღონისძიების დროს პორტუგალიელი გულშემატკივრებს შეხვდა და სოციალურ ქსელებში ორი სარეკლამო შეტყობინებაც დაწერა.

ნაინგოლანი: “რონალდუს “რომაში” დიდი სიამოვნებით მივიღებთ”

მადრიდის “რეალთან” გასამართი მატჩის წინ, “რომას”  ბელგიელმა ნახევარმცველმა, რაჯა ნაინგოლანმა კრიშტიანო რონალდუზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იტალიელები სიამოვნებით მიიღებენ პორტუგალიელს კლუბში.

როგორც იცით, პორტუგალიელ ფორვარდს წლევანდელ სეზონში ხშირად აკრიტიკებენ, თუმცა რაჯა კრიტიკოსებს არ ემხრობა: “ნორმალურია, რომ ასეთი ფეხბურთელებისგან ბევრს ითხოვენ, ამაში საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულონ, ეს მათი გამორჩეულობის ბრალია.

ერთადერთი რასაც ჩემი თვალით ვხედავ არის ის, რომ მას ყოველ კვირა გააქვს გოლები. თუკი მადრიდში რონალდუ არ უნდათ, მას “რომაში” დიდი სიამოვნებით მივიღებთ.”

 

ხამეს როდრიგესის ტრანსფერის დეტალები ცნობილი გახდა

ცნობილი გახდა მადრიდის “რეალის” კოლუმბიელი ნახევარმცველის, ხამეს როდრიგესის ტრანსფერის დეტალები, რომელიც მადრიდელებს 2014 წელს შეუერთდა.

71 მილიონად შეფასებული ხამესი სეზონში 7.7 მილიონ ევროს იღებს ხელფასის სახით, რაც კვირაში დაახლოებით 149 000 ევრო გახლავთ.

როგორც იცით, ხამეს როდრიგესმა “ბლანკოსთან” 6 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რაც ნიშნავს, რომ მადრიდელებს საერთო ჯამში მისთვის 46.5 მილიონის გადახდა მოუწევთ.

აღნიშნულ ინფორმაციას Football Leaks ავრცელებს, რომელმაც უკვე გამოაქვეყნა რამდენიმე დიდი ფეხბურთელის სატრანსფერო დეტალები, მათ შორის : ტონი კროოსის, გარეთ ბეილისა და მესუთ იოზილის.

ვარანი: “წითელ ბარათს ნამდვილად არ ვიმსახურებდი”

მადრიდის “რეალის” ფრანგი მცველი, რაფაელ ვარანი უკმაყოფილოა მატჩის არბიტრის გადაწყვეტილებით და აღნიშნავს, რომ ის წითელ ბარათს არ იმსახურებდა.

“ყოველთვის ვცდილობ, რომ მოედანზე სუფთად ვითამაშო. ჩემი მიზანი სხვისთვის ზიანის მიყენება არასდროს ყოფილა. არცერთი შემთხვევა არ იმსახურებდა ყვითელ ბარათს.

მსაჯებს დიდ პატივს ვცემ, თუმცა ჩემი გაგდება უსამართლო იყო. თუმცა ჩემთვის მთავარი არის გუნდის თამაში, რაც ძალიან კარგი იყო. ასე უნდა განვაგრძოთ.” – დაასრულა ფრანგმა, რომლის გუნდი ოთხშაბათს იტალიურ “რომას” დაუპირისპირდება.

ზიდანი: ” წინააღმდეგი არ ვიქნები, თუ ფინალი “ბერნაბეუზე” გაიმართება”

კატალონიური “ბარსელონას” მოთხოვნას, კოპა დელ რეის ფინალის “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარების შესახებ მადრიდის “რეალის” თავკაცი, ზინედინ ზიდანი გამოეხმაურა.

როდესაც ჟურნალისტებმა ფრანგ სპეციალისტს ამ საკითხის შესახებ დაუსვეს კითხვა, მან განაცხადა: “ ეს  კლუბისხელმძღვანელობის გადასაწყვეტია. ამ დროისთვის მე “ატლეტიკთან” მატჩზე ვარ კონცენტრირებული.

წინააღმდეგი არ ვარ, რომ “ბარსელონამ” ჩვენს სტადიონზე ითამაშოს. ამ მატჩს აუცილებლად ვუყურებ, რადგანაც კარგი მატჩებისთვის თვალის დევნება ძალიან მსიამოვნებს. ჩემთვის სულ ერთია თუ ვინ მოიგებს.” – განაცხადა ზიდანმა.

რონალდუს კარიერაში მესამედ პრიმერას საუკეთესო ბობმარდირის პრიზი გადასცეს (ფოტო)

მადრიდის „რეალის“ ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 2014/15 წლის საუკეთესო ბომბარდირის პრიზი მიიღო. ცნობისთვის, ესპანეთის პირველობის გასული სეზონის 35 მატჩში პორტუგალიელმა 48 გოლი მიითვალა.

„ამ თასს ჩემს კლუბს, მწვრთნელს, პერსონალსა და თანაგუნდელებს ვუძღვნი. ჩემთვის აქ ყოფნა და კლუბის ისტორიაში წვლილის შეტანა დიდი პატივია“, – განაცხადა რონალდუმ.

აქამდე რონალდუს ეს პრიზი ასევე 2010/11 და 2013/14 წლების სეზონში მიუღია.

20160802192815