არსენ ვენგერი ისკოს გარშემო არსებულ სიტუაციას აკვირდება

ინგლისური პრესის ინფორმაციით, მადრიდის “რეალის” ნახევარმცველის, ისკო ალარკონის გარშემო შექმნილ სიტუაციას აქტიურად აკვირდება “მეთოფეთა” კლუბი.

მართალია, რომ 23 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა ზიდანის ხელში დამატებითი სათამაშო დრო მოიპოვა, მისი მომავალი ჯერ გადაწყვეტილი მაინც არ არის.

“ბლანკოსს” ისკოსთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს, თუმცა ამისათვის მადრიდელებმა სამჯერ უფრო მეტი თანხა უნდა გადაუხადოს ფეხბურთელს და უფრო მეტი სათამაშო დროც უნდა შესთავაზონ.

არსენ ვენგერის გუნდი კი მზადაა მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადოს და ყველა მისი სურვილი დააკმაყოფილოს.

ჩერიშევი: “აპლოდისმენტები? დიდად არ მადარდებს”

ესპანური “ვალენსიას” მაისურით მოთამაშე რუსმა ფეხბურთელმა, დენის ჩერიშევმა კატალონიური პუბლიკის ქმედებაზე გააკეთა კომენტარი.

“ვცდილობ, მსგავს რამეს ყურადღება არ მივაქციო. ჩემი საქმე მოედანზე გასვლა და თამაშია. ზოგს მოსწონხარ, ზოგს კი – არა. ამან ფეხბურთელზე არ უნდა იმოქმედოს.

რაც შეეხება თამაშს, საშინლად ვითამაშეთ. ასე თამაშის უფლება არ გვაქვს. იმედია ყველაფერს გამოვასწორებთ.” – განაცხადა ჩერიშევმა, რომლის გამოც მადრიდის “რეალი” კოპა დელ რეის გათამაშებისგან მოიხსნა.

“კამპ ნოუზე” განადგურებით (7-0) “ვალენსიამ” სამეფო თასის ფინალში მოხვედრის ყველა შანსი დაკარგა. განმეორებითი შეხვედრა 10 თებერვალს, “მესტალიაზე” შედგება.

არსებობს საშიშროება, რომ ბეილის ტრავმების მიზეზი “სანტიაგო ბერნაბეუ” აღმოჩნდეს

როგორც იცით, დიდი კლუბები ყველაფერს აკეთებენ, იმისათვის რომ ფეხბურთელებში ტრავმების რიცხვი შეამცირონ. ხშირ შემთხვევაში ტრავმები მოედნის საფარით არის გამოწვეული.

სწორედ ამ საკითხს განიხილავენ მადრიდში. როგორც იცით, ბეილი ბოლო დროს საკმაოდ ხშირად სტუმრობს ლაზარეთს, რაც დიდი ალბათობით “სანტიაგო ბერნაბეუზე” არსებული მიწის ბრალი უნდა იყოს.

Sport-ის ცნობით, “ბერნაბეუზე” ჰიბრიდულ ტორფს იყენებენ, რომლის იმპორტიც მილანიდან ხორციელდება.

ასე რომ სულ მალე გავიგებთ, თუ რა კავშირია ბეილის ტრავმიანობასა და მილანურ ტორფს შორის.

პეპე, სავარაუდოდ, უახლოეს მატჩებს გამოტოვებს

როგორც მადრიდის „რეალის“ ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, პორტუგალიელი მცველ პეპეს კვლავ ტრავმა აწუხებს.

დღეს ფეხბურთელმა მორიგი სამედიცინო შემოწმება გაიარა.

ამჟამად 32 წლის ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნების პერიოდი არ სახელდება.

მადრიდის “რეალი” კვლავ დე ხეას დაუბრუნდა

თუკი ესპანურ “As”-ს დავუჯერებთ, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა კვლავ ცდილობს დე ხეას გადაბირებას, რომელიც ამჟამად “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში ირიცხება.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა მეკარემ “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტი 2019 წლამდე გაახანგრძლივა, თუმცა ფლორენტინო პერესი უკან დახევას მაინც არ აპირებს.

ესპანური მედიის ცნობით, პერესი დარწმუნებულია, რომ დე ხეას კვლავ სურს “ბლანკოსის” რიგებში მოხვედრა. სწორედ ამიტომაც, ის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდული გრანდის მთავარი სამიზნე იქნება.

“რეალსა” და “ატლეტიკოს” 2016 წლის ზაფხულში ტრანსფერების განხორციელება შეეძლებათ

მადრიდის “რეალმა” და “ატლეტიკომ” ფიფასგან უახლოესი ორი სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში დაწესებული დისკვალიფიკაცია გაასაჩივრეს.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ეს სანქცია დროებით შეაჩერა. შესაბამისად, კლუბებს 2016 წელს ახალი ფეხბურთელების დამატება შეეძლებათ იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო კომიტეტი პირველ ივლისამდე ახალ გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.

აღსანიშნავია, რომ საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე იმ მოთამაშეებს, რომელთა გამოც მიმდინარეობს გამოძიება, ყველა ტურნირზე შეეძლებათ თამაში.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ფიფამ ანალოგიური დისკვალიფიკაცია “ბარსელონას” მიუსაჯა.

 

“რეალს” ბეილზე მეტად რონალდუს ტრანსფერი უფრო ძვირი დაუჯდა

როგორც აღმოჩნდა, “მანჩესტერ იუნაიტედიდან” მადრიდის “რეალში” კრისტიანუ რონალდუს ტრანსფერი ყველაზე ძვირადღირებულად რჩება.

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა “სამეფო კლუბში” გარეტ ბეილის ტრანსფერის ფინანსური დეტალები.

ხელშეკრულების თანახმად, მადრიდელებმა უელსელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება რამდენიმე ნაწილად გაყვეს. ესპანელები “ტოტენჰემ ჰოთსპურს” ამ თანხის ბოლო ნაწილს დამდეგ ზაფხულს ჩაურიცხავენ. საერთო ჯამში კი, “რეალს” ბეილის გადმობირება 99 743 542 ევრო დაუჯდა.

რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერს, ოფიციალური მონაცემების თანახმად, “რეალმა” პორტუგალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 97 მილიონი ევრო გაიღო, თუმცა ეს თანხა სამ ნაწილად გაიყო.

“მარკას” ცნობით, კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერის განხორციელებისთვის “რეალმა” თავის დროზე სესხი აიღო. შესაბამისად, გადასახდელი პროცენტების გათვალისწინებით, “სამეფო კლუბს” პორტუგალიელი ფეხბურთელის ტრანსფერი 104,7 მილიონი ევრო დაუჯდა.

 

პერესი: „რეალი“ იანვარში ტრანსფერებს არ გეგმავს“

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის თქმით, ფიფა-ს მხრიდან სატრანსფერო სანქციების მიუხედავად, მისი კლუბი იანვარში ახალი ფეხბურთელების არ გეგმავს.

„ფიფა-ს სანქციები სერიოზული საკითხია. სასაცილოა იმის ფიქრი, რომ „რეალი“ არასწულწლოვანი ფეხბურთელების მიმართ სატრანსფერო დარღვევისთვის დაზარალდება, რადგან ჩვენი კლუბი ახალგაზრდებს ყოველთვის ეხმარებოდა. ჩვენს სიმართლეში დარწმუნებულები ვართ და რეპუტაციას დავიცავთ.

იანვარში ტრანსფერებს არ ვაპირებთ, რადგან ჩვენს შემადგენლობაში საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელები გვყავს“, – ციტირებს პერესს „France Football“-ი.

„ზიდანი „რეალის“ თავკაცი შესაფერის დროს გახდა“

მადრიდის „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელის ფრანსისკო პავონის აზრით, ზინედინ ზიდანი „სამეფო კლუბის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე შესაფერის დროს დაინიშნა.

„ზიდანი „რეალს“ იდეალურად შესაფერის დროს ჩაუდგა სათავეში. ზინედინი ჩინებული ფეხბურთელი და სამაგალითო თანაგუნდელი იყო. ვფიქრობ, ზიზუ თავს უკვე ამ სეზონის ბოლომდე გამოიჩენს“, – განაცხადა პავონმა „4G Radio“-ს ეთერში.

პრიმერას ოცი ტურის შემდეგ „რეალი“ 43 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.

რობერტო კარლოსი: “მე შემიძლია, რომ ნეიმარი “რეალში” გადმოვიყვანო”

მადრიდის “რეალის” ყოფილ მცველ რობერტო კარლოსს “სამეფო კლუბში” ნეიმარის ხილვა სურს.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რობერტო კარლოსი შესაძლოა, ზინედინ ზიდანის თანაშემწედ დაინიშნოს.

“ნეიმარი ძალზედ ახალგაზრდაა. დარწმუნებული ვარ, რომ “ოქროს ბურთის” მომდევნო გამოკითხვაში იგი უფრო მაღალ პოზიციას დაიკავებს. მე შემიძლია, რომ ნეიმარი “რეალში” გადმოვიყვანო”, – ციტირებს რობერტო კარლოსის სიტყვებს Goal.com-ი.

 

ჰიტცფელდი: “რეალის” თავკაცის პოსტზე ზიდანის დანიშვნა უაზრო გადაწყვეტილებაა”

ცნობილმა გერმანელმა სპეციალისტმა ოტმარ ჰიტცფელდმა მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის დანიშვნის შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ფრანგი ასეთ კლუბში სამუშაოდ ჯერ არ არის მზად.

“ეს უაზრო, მეტიც – გიჟური გადაწყვეტილებაა. ზიდანს სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვს, მან მხოლოდ ფეხბურთელის ამპლუაში დააგროვა ცოდნა. ზიდანისთვის ეს საქმე ლატარიის თამაშის ტოლფასია”, – ჰიტცფელდის კომენტარი “ბლიკმა” გამოაქვეყნა.

 

იოზილმა ზიდანთან ერთად გადაღებული სურათი გამოაქვეყნა

„რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის დანიშვნას დიდი გამოხმაურება მადრიდული კლუბის ყოფილი მოთამაშეებისგანაც მოჰყვა. მათ შორის „არსენალის“ ამჟამინდელი ნახევარმცველი მესუთ იოზილია, რომელმაც სოციალურ ქასელ „ინსტაგრამზე“ ზიდანთან თასით ხელში გადაღებული სურათი ატვირთა და ზიზუს წარმატებაც უსურვა.

„ეს კარგი გადაწყვეტილებაა! მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ახლა მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელია. ყველაფერი საუკეთესო ზიზუს“, – დაწერა მესუთმა.