ხამეს როდრიგესი: „რეალში“ თამაშზე ვოცნებობ“

„მონაკოსა“ და კოლუმბიის ნაკრების თავდამსხმელმა ხამეს როდრიგესმა აღიარა, რომ მადრიდის „რეალში“ გადასვლაზე ოცნებობს.

„რეალში“ დახუჭული თვალებითაც გადავალ. სხვა კლუბებს პატივს ვცემ, თუმცა „რეალი“ „რეალია“. ამ კლუბში თამაში ჩემი ცხოვრების ოცნებაა. ეს გუნდი ზიდანისა და რონალდოს პერიოდიდან მიყვარს. ახლა კი, რონალდუს, ბეილისა და ბენზემას გვერდით თამაში ჩინებული იქნებოდა“, – ციტირებს კოლუმბიელს გამოცემა „მარკა“.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, როდრიგესის სანაცვლოდ „მონაკო“ 75 მილიონი ევროს მიღება სურს, „ბლანკოსი“ კი, ანხელ დი მარიას გაშვებისთვისაა მზად.

ვენგერი „არსენალში“ კასილიასს იხმობს

ლონდონის „არსენალის“ თავკაცს არსენ ვენგერს საკუთარ გუნდში მადრიდის „რეალის“ კარის დარაჯის იკერ კასილიასის ხილვა სურს.

„El Mundo Deportivo“-ს ცნობით, ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი „სამეფო კლუბსაც“ კი დაუკავშირდა, რათა გამოცდილი მეკარის შესაძლო ტრანსფერი განიხილოს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე რამდენიმე უცხოურმა წყარომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ბლანკოსის“ ხელმძღვანელები არამხოლოდ იკერის, არამედ დიეგო ლოპესის გაშვებასაც აპირებენ.

რონალდუს კარიერას საფრთხე ემუქრება

თუ პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლას არ დაასრულებს, შესაძლოა, ამან მისი მომავალი კარიერა შეიწიროს. ამ განცხადებას აკეთებს ექიმი ნორონია, რომელსაც პორტუგალიელი ფეხბურთელი უპირობოდ ენდობა.

რონალდუს მუხლის ტრავმამ თავი შეახსენა, თუმცა ამჯერად გართულებული ფორმით.

მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელ ფეხბურთელს მედიკოსები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის (0:4) გამოტოვებას ურჩევდნენ, თუმცა რონალდუმ ექიმების რჩევა ყურად არ იღო, რამაც მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. პორტუგალიელთა კაპიტანს გუშინდელი ვარჯიშის ნაადრევად დასრულებაც მოუწია. თუ რონალდუ უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში არ დაისვენებს, მის სამომავლო კარიერას სერიოზული საფრთხე შეექმნება.

 

პელე: „დღეს რონალდუს არავინ სჯობს“

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფორვარდმა პელემ პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს თამაში შეაფასა.

„დღეს დღეობით არ არის ისეთი ფეხბურთელი, რომლის თამაშიც შედარება კრიშტიანუს თამაშთან შეიძლება“, – განაცხადა პელემ.

ცნობისთვის, ამ მომენტისთვის რონალდუ მუხლს მკურნალობს, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ დაიზიანა. აღნიშნული ტრავმის გამო პორტუგალიელმა, შესაძლოა, მუნდიალიც კი გამოტოვოს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჩაბი ალონსომ საერთაშორისო კარიერის დასრულება გადაწყვიტა

„მარკას“ ცნობით, მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ გადაწყვიტა, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ საერთაშორისო კარიერა დაასრულოს. შეგახსენებთ, რომ 32 წლის ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრების საბოლოო სამუნდიალო განაცხადში მოხვდა.

ჩაბი ალონსოს „ფურია როხას“ რიგებში 109 მატჩი აქვს ჩატარებული. ბასკი ნახევარმცველი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 2003 წლიდან გამოდის.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ალონსომ „რეალთან“ ორწლიანი კონტრაქტი გაფორმა. ასე რომ, წლევანდელი მუნდიალის შემდეგ ბასკი ფეხბურთელი მთლიანად საკლუბო ფეხბურთეზე გააკეთებს აქცენტს.

ბექა დოგრაშვილი

გარეთ ბეილის სეზონის ათი საუკეთესო გოლი (ვიდეო)

წარმოგიდგენთ ვიდეოს, რომელშიც მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის გარეთ ბეილის 2013/14 წლების სეზონში  ათი საუკეთესო გოლია შესული.

სავარაუდოდ, შემდეგ სეზონში კასილიასი პრიმერას მატჩებს დაუბრუნდება

ცნობილი ესპანური გამოცემის „მარკას“ ვარაუდით, ესპანეთის ჩემპიონატის მატჩებში მადრიდის „რეალის“ კარს შემდეგ სეზონში იკერ კასილიასი დაიცავს.

გარდა ამისა, იკერი ჩემპიონთა ლიგის მატჩებშიც ითამაშებს, ხოლო დიეგო ლოპესი მონაწილეობას მხოლოდ ესპანეთის თასის შეხვედრებში მიიღებს. ამასთან, წყაროს ვარაუდით, კასილიასი მადრიდელთა კარს ევროპის სუპერთასსა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზეც დაიცავს.

ცნობისთვის, აქამდე მიცემულ ინტერვიუებში, როგორც იკერმა, ასევე დიეგო ლოპესმა, რომლებიც „რეალის“ აღზრდილები არიან, აღნიშნეს, რომ კარიერის დასრულების სურვილი სწორედ „ბლანკოსში“ აქვთ.

ალექსანდრე მატევოსოვი

პერესი: „პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელები „რეალში“ ისედაც თამაშობენ“

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განცხადა, რომ მისი კლუბი მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯერის დროს, დიდი ალბათობით, ხმაურიან ტრანსფერებს არ გააკეთებს.

„ვაპირებთ თუ არა მაღალი დონის ფეხბურთელის დამატებას? საუკეთესო მოთამაშეები ისედაც გვყავს. ახლა მხოლოდ იმ ფეხბურთელებზე ვფიქრობ, რომლებიც „რეალის“ რიგებში გამოდიან და მსოფლიოში საუკეთესონი არიან. არ ვიცი, რა მხოდება ზაფხულის თვეებში, რადგან სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტომდე ღია იქნება, თუმცა გადაწყვეტილი ჯერჯერობით არაფერი გვაქვს“, – განაცხადა „ბლანკოსის“ პრეზიდენტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

კასილასმა “სანტიაგო ბერნაბეუზე” თავისი პატარა შვილი გამოაჩინა

როგორც იცით, მადრიდის “რეალის” ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგის მოგება თავიანთ გულშემატკივრებთან ერთად “სანტიაგო ბერნაბეუზე” აღნიშნეს. იკერ კასილასი კი სტადიონზე თავის პატარა შვილთან ერთად გამოჩნდა.

„რეალი“ vs „ატლეტიკო“ (შედარებითი მონაცემები)

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის 2013-2014 წლების გათამაშების ფინალური მატჩი შედგება, რომელშიც ერთმანეთს ორი მადრიდული კლუბი – „რეალი“ და „ატლეტიკო“ დაუპირისპირება. ეს შეხვედრა იმითაც გამორჩეულია, რომ ტურნირის არსებობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ფინალში ერთი ქალაქის ორი გუნდი გავიდა. მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს სტარტს და მას ბიორნ კეიპერსის ხელმძღვანელობით ჰოლანდიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

გთავაზობთ ფინალის მონაწილე გუნდების შედარებით მონაცემებს.

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი

დღეს

22:45 სთ.

მადრიდის რეალი“      მადრიდის ატლეტიკო

მთავარი მსაჯი:  ბიორნ კეიპერსი  (41 წლის, ჰოლანდია; 2006 წლიდან ფიფას მსაჯია. ნაიმეგენის რადბუდის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებას სწავლობდა, პარალელურად ოლდენზალში სუპერმარკეტების ქსელისა და თმის სალონის თანამფლობელი იყო.
 

 

მთავარი მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი (54 წლის)

„ეშტადიუ და ლუჟი“, ლისაბონი

ეტევა 61 ათასი მაყურებელი

 

 

მთავარი მწვრთნელი: დიეგო სიმეონე (44 წლის)

ურთიერთშეხვედრები:

„ატლეტიკო“ 2:2 „რეალი“ (პრიმერადივიზიონი, 02.03.2014);

„ატლეტიკო“ 0:2 „რეალი“ (თასი, 12.02.2014);

„რეალი“ 3:0 „ატლეტიკო“ (თასი, 05.02.2014);

„რეალი“ 0:1 „ატლეტიკო“ (პრიმერადივიზიონი, 29.09.2013);

„რეალი“ 1:2 „ატლეტიკო“ (თასი, 17.05.2013)

ადგილი უეფას რეიტინგში: 1-ელი

„რეალის“ ბოლო მატჩები:

„რეალი“ 3:1 „ესპანიოლი“ (პრიმერადივიზიონი, 17.05.2014);

„სელტა“ 2:0 „რეალი“ (პრიმერადივიზიონი, 11.05.2014);

„ვალიადოლიდი“ 1:1 „რეალი“ (პრიმერადივიზიონი, 07.05.2014);

„რეალი“ 2:2 „ვალენსია“ (პრიმერადივიზიონი, 04.05.2014);

„ბაიერნი“ 0:4 „რეალი“ (ჩემპიონთა ლიგა, 29.04.2014)

ადგილი უეფას რეიტინგში: მე-7
გუნდის საერთო ღირებულება: 502,83 მლნ. ევრო

„ატლეტიკოს“ ბოლო მატჩები:

„ბარსელონა“ 1:1 „ატლეტიკო“ (პრიმერადივიზიონი, 17.05.2014);

„ატლეტიკო“ 1:1 „მალაგა“ (პრიმერადივიზიონი, 11.05.2014);

„ლევანტე“ 2:0 „ატლეტიკო“ (პრიმერადივიზიონი, 04.05.2014);

„ჩელსი“ 1:3 „ატლეტიკო“ (ჩემპიონთა ლიგა, 30.04.2014);

„ვალენსია“ 0:1 „ატლეტიკო“ (ჩემპიონთა ლიგა, 27.04.2014)

გუნდის საერთო ღირებულება: 248,16 მლნ. ევრო
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი: კრიშტიანუ რონალდუ (100.000.000 ევრო)

ამინდი:

მოღრუბლული

+ 16

ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი: დიეგო კოსტა (35.000.000 ევრო)

 

რონალდუ: „ატლეტიკო“ დიდებულ სეზონს ატარებს“

მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა.

„ეს განსაკუთრებული მატჩი იქნება, იგი ჩემ სამშობლოში ჩატარდება. ჩემთვის „რეალთან“ ერთად ეს პირველი ჩემპიონთა ლიგის ფინალი იქნება.

ჩვენი მეტოქე „ატლეტიკოა“, რომელიც უბრალოდ დიდებულ სეზონს ატარებს. თუმცა მოსაგებად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. „რეალი“ კარგ ფეხბურთს აჩვენებს და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია“, – განაცხადა პორტუგალიელმა ვარსკვლავმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბეილი: „იმედია, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიტან და „რეალს“ მოვაგებინებ“

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა გარეთ ბეილმა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა.

„ყველაფერი რიგზეა, არანაირი პრობლემა არ მაქვს. გუნდთან არ მივარჯიშია, რადგან ზოგჯერ, მატჩების შემდეგ, დასვენებაა საჭირო, რაც ნორმალურია. ვარჯიშს ხვალ დავიწყებ.

ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ჩვენზე მეტად არავინ ოცნებობს. მსურს, ფინალში გავიტანო და გუნდს ტიტულის მოგებაში დავეხმარო.

ვფიქრობ, ორივე გუნდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშაა. წინ ჩინებული ფინალი გველის“, – განაცხადა უელსელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი