რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ფინალს გამოტოვებს?

მადრიდის „რეალის“ ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ ესპანეთის პრიმერადივიზიონის 38-ე ტურში „ესპანიოლის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩამდე გახურებისას ტრავმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 7 მაისს, „ვალიადოლიდთან“ გამართული მატჩის მიმდინარეობისას მყესი დაიზიანა და შესაცვლელი შეიქნა, თუმცა მალევე მომჯობინდა და პრიმერადივიზიონის უკანასკნელ ტურში სათამაშოდ ემზადებოდა. გახურებისას რონალდუმ თავი შეუძლოდ იგრძნო და მინდორი დატოვა, სასტარტო შემადგენლობაში კი ის ისკომ ჩაანაცვლა.

პრიმერადივიზიონის ბოლო ტურის მატჩის გამოტოვებით პორტუგალიელმა „ოქროს ბუცის“ ერთპიროვნულად დაუფლების შანსიც დაკარგა, ვინაიდან, მის მსგავსად, 31 გოლი „ლივერპულის“ თავდამსხმელ ლუის სუარესს აქვს გატანილი. ახლა ეს საპატიო ჯილდო ამ ორ ფეხბურთელს შორის განაწილდება.

გარდა ამისა, რონალდუს თამაში ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩშიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატს, წესით და რიგით, პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა მუნდიალამდე მომჯობინება უნდა მოასწროს.

ბექა დოგრაშვილი

ბეილი: “ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ფანებთან ერთად ვოცნებობთ”

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა გარეთ ბეილმა განაცხადა, რომ მადრიდული კლუბსი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს.

უელსელმა აღნიშნა, რომ შესანიშნავად ესმის დასახული მიზნის სირთულე.

“ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე გულშემატკივრებთან ერთად გუნდის ყველაფეხბურთელი ოცნებობს. ეს ოცნება რეალობად უნდა ვაქციოთ. ფინალური მატჩი რთული იქნება, თუმცა ჩვენ მოსაგებად ყველაფერს გავაკეთბთ” – განაცხადა ბეილმა.

ბეილი: “ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ”

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი გარეტ ბეილი აცხადებს, რომ “სამეფო კლუბს” ჩემპიონთა ლიგის მეათეჯერ მოგება ძალიან უნდა, ხოლო მოთამაშეები გულშემატკივრების გასახარებლად ყველაფერს გააკეთებენ.

“რთულ ფინალს ველი, რადგან “ატლეტიკო” ძლიერი გუნდია. რა თქმა უნდა, გვინდა, “რეალმა” ჩემპიონთა ლიგა მეათეჯერ მოიგოს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ. ახლა მხოლოდ “ატლეტიკოზე” ვართ კონცენტრირებულები”, – ამბობს ბეილი.

კასილასი არბელოას აიგნორებს?

11 მაისს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში “სელტამ” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

აღნიშნულ მატჩში 56-ე წუთზე, მინდორზე არბელოას ნაცვლად კოენტრაო შევიდა. როდესაც არბელოა სათადარიგოთა სკამთან მივიდა, მან ყველა თანაგუნდელს ხელი ჩამოართვა, გამონაკლისი კი მხოლოდ იკერ კასილასი იყო. ამის შემდეგ, სათადარიგოთა რიგებში გადაინაცვლა სამი ხედირამ, რომელსაც იკერმა ხელი ჩამოართვა.

ამ ყოველივეს გამო, რამდენიმე ესპანური გამოცემა ირწმუნება, რომ კასილასსა და არბელოას შორის განხეთქილებაა.

კაფუ: „ჩემპიონთა ლიგას „რეალი“ მოიგებს“

ბრაზილიის ნაკრების ექს-მცველის კაფუს აზრით, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მიმდინარე სეზონში მადრიდის „რეალი“ გახდება.

„ვფიქრობ, „რეალი“ ჩემპიონი გახდება. „ატლეტიკო“ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, თუმცა ტურნირის გამარჯვებულის ბედი ერთ მატჩში წყდება, „რეალს“ კი კარგი გამოცდილება აქვს. მის რიგებში ბევრი ჩამპიონია, თვითონ კლუბმა კი თავის ისტორიაში ეს ტურნირი ცხრაჯერ მოიგო , ამიტომაც, ჩემი აზრით, „ბლანკოსი“ გაიმარჯვებს.

გარდა ამისა, როდესაც შენს რიგებში პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი გამოდის, ეს დამატებით უპირატესობას გაძლევს. „რეალს“ შეუძლია, რომ ბურთი კრიშტიანუ რონალდუს მუდმივად ჩააბაროს“, – განაცხადა კაფუმ.

ალექსანდრე მატევოსოვი

„რეალი“ სუარესის შესაძლო ტრანსფერისთვის ემზადება

მადრიდის „რეალი“ „ლივერპულის“ თავდამსხმელ ლუის სუარესის შესაძლო ტრანსფერის გასაჩარხად 73,5 მილიონ ევროს ამზადებს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბრის თვეში ურუგვაელმა ფეხბურთელმა მერსისაიდულ კლუბთან ხელშეკრულება 2018 წლამდე გაახანგრძლივა, თუმცა არ არის გამორიცხული, ეს იმიტომ მომხდარიყო, რომ „წითლებს“ სუარესის სატრანსფერო ღირებულება მაქსიმალურად ძვირად შეეფასებინათ. გარიგების ბედი იმაზეც არის დამოკიდებული, გაყიდის თუ არა „რეალი“ კარიმ ბენზემას.

ლუის სუარესმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 32 მატჩი ჩაატარა, 31 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა გააკეთა. ურუგვაელი ფორვარდი პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირია.

ბექა დოგრაშვილი

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-18 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეთვრამეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გვ. 2 — სპორტის სამინისტრომ ფეხბურთის განვითარების პროგრამა წარადგინა;
გვ. 3 — ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსაჯი – საინტერესო ფაქტები;
გვ. 4-6 — სუპერმენი მანჩესტერიდან;
გვ. 6 — კვირის  ახალი ამბები;
გვ. 7-8 — კვირის კარიკატურები

   შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

11 მაისის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ

ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

რონალდუ: „ნეიმარს, შეუძლია, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე გახდეს“

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ „ბარსელონას“ ფორვარდის ნეიმარის პერსპექტივები შეაფასა.

„ნეიმარს ჩინებულ მოთამაშედ ვთვლი. ჩემი აზრით, მან დაამტკიცა, რომ დიდი მომავალი აქვს. „ბარსელონაში“ მას საუკეთესო ადაპტაცია არ ჰქონდა და გარკვეული პრობლემები იგრძნობოდა.

თუმცა, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, მას აქვს პოტენციალი, რათა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე გახდეს“, – განაცხადა პორტუგალიელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

კარლო ანჩელოტიმ „მანჩესტერ იუნაიტედი“ უარით გაისტუმრა

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობა იუარა.

„El Confidencial“-ის ინფორმაციით, „წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელობა 54 წლის სპეციალისტს ყოველწლიური ხელფასის სახით 18 მილიონ ევროს სთავაზობდა. თუმცა იტალიელმა მანჩესტერელები თავაზიანი უარით გაისტუმრა.

მადრიდელთა თავკაცს არაერთხელ უთქვამს, რომ „რეალში“ მას ყველაფერი აწყობს და ამჟამდ მხოლოდ ამ კლუბში მუშაობაზე ფიქრობს.

ამის შემდეგ პრესა „იუნაიტედის“ შესაძლო თავკაცთა შორის ლუი ვან გაალს მოიაზრებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

შეთქმულების ტური პრიმერადივიზიონში

თითქოს ესპანეთის პრიმერადივიზიონში ვიღაც შეთქმულებას აწყობს, რომ ჩემპიონატმა მაქსიმალური ინტრიგა ბოლომდე შეინარჩუნოს. თითქოს გათამაშების ლიდერები წინასწარ ვიღაცას დაეწყევლოს, რომ 36-ე ტურში ვერცერთი მათგანი გამარჯვებას ვერ მოიპოვებდა. ჯერ იყო და „ბარსელონა“ „ნოუ კამპზე“ დაუზავდა გავარდნის ზღვარზე მყოფ „ხეტაფეს“ — 2:2, შემდეგ „ატლეტიკომ“ დათმო შეხვედრა „ლევანტესთან“ — 0:2. მადრიდის „რეალი“ კი ძლივს გადაურჩა საშინაო მარცხს „ვალენსიასთან“. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართულ შეხვედრაში „ღამურები“ ორჯერ იგებდნენ, თუმცა „სამეფო კლუბმა“ ორივეჯერ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება.

44-ე წუთზე ანგარიში სტუმართა ფრანგმა მცველმა ჟერემი მატიემ გახსნა. 59-ე წუთზე მას სერხიო რამოსმა უპასუხა, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუს პასი შეირგო, თუმცა ექვს წუთში დანი პარეხომ „ღამურები“ კვლავ დააწინაურა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კრიშტიანუ რონალდუმ ქუსლით ანგარიში კვლავ გაათანაბრა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა — 2:2. სხვათა შორის, ეს „რეალისთვის“ მიმდინარე ჩემპიონატში მე-100 გოლი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთი სეზონია, „სამეფო კლუბი“ ჩემპიონატში არანაკლებ 100 გოლს იტანს.

ამ მოულოდნელი შედეგების შემდეგ სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება: „ატლეტიკოს“ აქტივში 88 ქულა აქვს და ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებს, მადევარ „ბარსელონას“ 3 ქულით ნაკლები აქვს. 83 ქულით მესამე ადგილზე „რეალია“, რომელსაც მის წინ მყოფ გუნდებზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ასე რომ, ჩემპიონობისთვის ბრძოლა გრძელდება.

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
36-ე ტური
„რეალი“ — „ვალენსია“ 2:2 (1:0)
გოლები: სერხიო რამოსი 59′, რონალდუ 90+2′ — მატიე 44′, პარეხო 65′.
გაფრთხილებები: დი მარია 51′ — კეიტა 70′, დიეგო ალვესი 80′, ფეგული 90+4′.

ბექა დოგრაშვილი

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-17 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეჩვიდმეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გვ. 2 — პიარკამპანია ბანანით — დანი ალვესის მოქმედება დაგეგმილი იყო
გვ. 3 — ცხოვრება ოთხ ფერში
გვ. 4-5 — კვირის   ახალი   ამბები;
გვ. 6-7 — კვირის  კარიკატურები;
გვ. 7-8 — ლევან კობიაშვილი: „ჩემს თავს ქართულ ფეხბურთში ვხედავ“ (ინტერვიუ)

   შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

4 მაისის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ

ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური გუნდი

უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე კვირის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა. კვირის გუნდი მხოლოდ მადრიდის „რეალისა“ და „ატლეტიკოს“ ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული.

მეკარე: ტიბო კურტუა („ატლეტიკო“);
მცველები: ხუანფრანი („ატლეტიკო“), სერხიო რამოსი („რეალი“), პეპე („რეალი“), ფილიპე ლუისი („ატლეტიკო“);
ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი („რეალი“), არდა თურანი („ატლეტიკო“), ანხელ დი მარია („რეალი“);
თავდამხმელები: კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“), დიეგო კოსტა („ატლეტიკო“), გარეტ ბეილი („რეალი“).