“ელ კლასიკოში” რონალდუსა და მესის შორის მცირე დიალოგი შედგა (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-14 ტურში “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართული მატჩის (1:1) მიმდინარეობისას კრიშტიანუ რონალდუმ და ლიონელ მესიმ ერთმანეთთან ორიოდ სიტყვა გაცვალეს.

Canal Futbolista-ს ცნობით, ერთ-ერთ ეპიზოდში პორტუგალიელმა ფეხბურთელმა სკაუთარ საჯარიმოში მესი პერსონალურად აიყვანა და მათ შორის მეგობრული დიალოგიც შედგა.

რონალდუ: “რა ხდება?”
მესი: “მშვიდობაა”.

“რეალი” “ელ კლასიკოში” მარცხს ბოლო წუთზე გადაურჩა (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-14 ტურში “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” შორის “ნოუ კამპზე” გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. შეხვედრის პირველი ტაიმი მშვიდ ტემპში წარიმართა, რეალურ მომენტამდე საქმე არ მისულა და გუნდები შესვენებაზე უგოლოდ გავიდნენ. კატალონიელები მატჩის მეორე ნახევრის დებიუტშივე დაწინაურდნენ. მათი შეტევის მარცხენა ფრთაზე საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, ნეიმარმა ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი რაფაელ ვარანმა ლუის სუარესი ვერ გაანეიტრალა და ურუგვაელმა თავდამსხმელმა თავური დარტყმით “ბლაუგრანა” დააწინაურა – 1:0. ტაიმის შუაწელს ნეიმარს მიეცა ანგარიშში სხვაობის გაზრდის შანსი, მაგრამ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბურთი კარს ააცილა. ანდრეს ინიესტას გენიალური გადაცემის შემდეგ გოლის გატანის კარგი შესაძლებლობა ლეო მესისაც მიეცა, მაგრამ შანსი არგენტინელმაც გაუშვა. მატჩის ბოლო წუთზე ანგარიშში წონასწორობა აღდგა. გოლი ამჯერადაც ჯარიმას მოჰყვა: ლუკა მოდრიჩმა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც სერხიო რამოსმა ჩვეულ სტილში, თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა – 1:1.

საბოლოო ჯამში, მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა და სატურნირო ცხრილში გუნდებს შორის ექვსქულიანი სხვაობა შენარჩუნდა.

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
მე-14 ტური
“ბარსელონა” — “რეალი” 1:1 (0:0)

ბარსელონა“: ტერ შტეგენი, ალბა, მასკერანო, პიკე, სერხი რობერტო, ანდრე გომეში (არდა თურანი 78′), ბუსკეტსი, რაკიტიჩი (ინიესტა 60′), მესი, ლუის სუარესი, ნეიმარი (დენის სუარესი 87′).
მთავარი მწვრთნელი: ლუის ენრიკე.

რეალი“: ნავასი, მარსელო, რამოსი, ვარანი, კარვახალი, მოდრიჩი, ისკო (კაზემირო 66′), კოვაჩიჩი (დიასი 86′), რონალდუ, ბენზემა (მარკო ასენსიო 77′), ლუკას ვასკესი.
მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი.

გოლები: სუარესი 53′ — სერხიო რამოსი 90′.
გაფრთხილებები: ნეიმარი 28′, სუარესი 75′, ბუსკეტსი 83′, მასკერანო 89′  — ისკო 13′, კარვახალი 80′.
მთავარი მსაჯი: კლოს გომესი (სარაგოსა).

როგორ გამოიყურება რონალდუს ახალი მეგობარი გოგო? (ფოტოები)

რამდენიმე დღის წინ კრიშტიანუ რონალდუ მის ახალ მეგობარ გოგოსთან, ესპანელ მოდელ, ჯორჯინა როდრიგესთან ერთად დააფიქსირეს. წყვილი პარიზის “დისნეილენდს” სტუმრობდა.

როგორც შემდგომში გაირკვა, კრიშტიანუმ და ჯორჯინამ ერთმანეთი დოლჩე & გაბანას ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნეს.

“კრისის” ახალი გატაცება ასე გამოიყურება

 

გარეტ ბეილი “ელ კლასიკოს” გამოტოვებს

22 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთ მატჩში მადრიდის “რეალი” სტუმრად ლისაბონის “სპორტინგს” დაუპირისპირდა და მეტოქე, ანგარიშით, 2-1 დაამარცხა.

საგულისხმოა, რომ ნახსენებ მატჩში კოჭის ტრავმა მიიღო უელსელმა ვარსკვლავმა, გარეტ ბეილმა. იგი 58-ე წუთზე, დაზიანების გამო, მარკო ასენსიომ შეცვალა.

დღეს ბეილმა ფეხზე სრული შემოწმება ჩაიტარა და კოჭის ტრავმა არც ისე მარტივი აღმოჩნდა, როგორც პრესკონფერენციაზე ზინედინ ზიდანმა ივარაუდა. ცნობილი გახდა, რომ 27 წლის სპორტსმენი უეჭველად გამოტოვებს პრიმერა დივიზიონის მომდევნო ორ ტურს, რომელსაც “ბლანკოსი” ხიხონის “სპორტინგთან” და კატალონიის “ბარსელონასთან” გამართავს, შესაბამისად, 26 ნოემბერსა და 3 დეკემბერს. ასევე, საეჭვოა ბეილის თამაში ჩემპიოთა ლიგის შეხვედრაში დორტმუნდის “ბორუსიას” წინააღმდეგ და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის საწყის ეტაპზე.

კრიშტიანუ რონალდუ: “მსოფლიოში საუკეთესო ვარ!”

მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების სუპერვარსკვლავმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარადა და ორი დიდი ტიტულის  – ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ჩემპიონატის – მოგებაც მოახდერხა. იგი, სრულიად სამართლიანად, ოქროს ბურთის მოგების მთავარ პრეტენდენტად ითვლება.

რონალდუმ La Gazzetta dello Sport-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი თავს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად თვლის.

“ჩემი აზრით, მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშე ვარ. ყოველ დღე ვვარჯიშობ  და ვმუშაობ ჩემს თავზე, რათა პროგრესი განვიცადო, განვვითარდე და მუდამ კარგ ფორმაში ვიყო.”

“ყოველთვის ძალიან მოტივირებული და წარმატებისკენ მიმართული ვარ. მჯერა, რომ თუ ბევრს ვიშრომებ, სულ წარმატებული ვიქნები.”

“ევროპის ჩემპიონატის ფინალში საშინელი ტრავმა მივიღე და ორთვე-ნახევარი გამოვტოვე, თუმცა ახლა ძალები აღვიდგინე და თავს შესანიშნავად ვგრძნობ.”

“დავბრუნდი და მზად ვარ კიდევ ერთი საოცარი სეზონისთვის!” – განაცხადა რონალდუმ.

ზინედინ ზიდანი: “ბეილი და რონალდუ ასი პროცენტით მზად არიან!”

დღეს, პრიმერა დივიზიონის მეხუთე ტურში მადრიდის “რეალი” სანტიაგო ბერნაბეუზე “ვილიარეალს” უმასპინძლებს.

შეხვედრის წინ “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.

“წლევანდელი სეზონი შესანიშნავად დავიწყეთ. ეს იმის დამსახურებაა, რომ ფეხბურთელები და სამწვრთნელო პერსონალი თავთავიანთ საქმეებს კარგად აკეთებენ.”

“მიუხედავად წარმატებული სტარტისა, გვყავს კრიტიკოსები. ეს სრულებით ნორმალური და ჩვენთვის სასარგებლოცაა. კრიტიკა გვაძლევს მოტივაციას, რათა ვითამაშოთ.”

“რაც შეეხებათ ჩვენს მეტოქეებს… ვეთამაშებით გუნდს, რომელსაც ამ სეზონში პრიმერა დივიზიონის არცერთი შეხვედრა არ წაუგია. ეს ძალიან კარგი კლუბია, რომელსაც შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავს. სწორედ ამიტომ, ჩვენ კარგად უნდა მოვემზადოთ, რათა სათანადოდ დავუხვდეთ “ვილიარეალს”.

“ვეცდებით, განვაგრძოთ მოგებების სერია.”

“კეილორ ნავასი ნელ-ნელა შედის სასურველ ფორმაში, მაგრამ როდის დაბრუნდება, ვერ გეტყვით. ის ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება; მოკლედ, ყველაფერს მომავალში ვიხილავთ.” 

“კასილია არის მოთამაშე, რომელსაც ყოველთვის უნდა კეილორისგან ბევრი რამ ისწავლოს. მათ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ.”

“ბეილი და რონალდო 100%-ით მზად არიან!”

 

კომპანია Nike-ი “რეალს” სარეკორდო კონტრაქტს სთავაზობს

სპორტული ეკიპირების მწარმოებელმა ფირმა Nike-მა მადრიდის “რეალთან” თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

ამერიკულმა კომპანიამ “სამეფო კლუბს” შესთავაზა კონტრაქტი, რომლის წყალობითაც “რეალს” წელიწადში დაახლოებით 120 მილიონი ევროს მიღების შესაძლებლობა გაუჩნდება.

შეგახსენებთ, რომ “ბლანკოსის” ტექნიკური სპონსორი 1998 წლიდან კომპანია adidas-ი გახლავთ. “რეალი” მოქმედი ხელშეკრულებით სეზონში 40 მილიონ ევროს იღებს.

ყველაზე ძვირადღირებული კონტრაქტი adidas-სა და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის არის გაფორმებული. “წითელი ეშმაკები” წელიწადში დაახლოებით 98 მილიონ ევროს იღებენ. კომპანია Nike-ი ამ შესაძლებლობის გამოყენებას ცდილობს და “რეალს” გაცილებით მომგებიან წინადადებას სთავაზობს.

უზბეკმა სპორტსმენმა გამარჯვება რონალდუს სტილში აღნიშნა (ვიდეო)

რიოს 2016 წლის ოლიმპიადას უჩვეულო მომენტები არ აკლია.

ზემოთ ნახსენებ სიტუაციებში აუცილებლად უნდა შევიყვანოთ უზბეკი მოკრივის, შახრამან გიასოვის ქცევა. მან მეოთხედფინალში კუბელ რონელ იგლესიასს სძლია და ეს გამარჯვება კრიშტიანუ რონალდუს სტილში აღნიშნა.

კარიკატურა: პოგბა დილემის წინაშე: “რეალი” თუ “მანჩესტერი”?

პოლ პოგბათი ორი დიდი გრანდია დაინტერესებული და მის შეძენას ყველანაირად ცდილობს. ეს გუნდები მადირიდის “რეალი” და “მანჩესტერ იუნაიტედია”. ამასთან დაკავშირებით ომან მომანი საინტერესო კარიკატურას გვთავაზობს.

ddddddddddddddddddddddddddddd

ისკო „რეალში“ დარჩენას იმედოვნებს

„რეალის“ ნახევარმცველმა ისკომ „ატლეტიკოსთან“ პენალტების სერიაში მოგებული ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ „ბლანკოსში“ დარჩენის სურვილი გამოთქვა.

„გუნდით ძალიან ვამაყობ. ეს მძიმე სეზონი იყო, თუმცა ტრიუმფი დავიმსახურეთ. „რეალში“ დარჩენას ვიმედოვნებ. თუ კლუბს სურს, აქ სიამოვნებით დავრჩები. ჩვენს კლუბთან ერთად ტიტულების მოგების გაგრძელება მსურს. „რეალის“ დნმ-ში ბოლომდე ბრძოლის უნარია ჩადებული. ეს ლა ლიგაში, ახლა კი ჩემპიონთა ლიგაზეც დავამტკიცეთ. „ატლეტიკო“ ძალიან სერიოზული მეტოქეა, მაგრამ თასის „ბერნაბეუზე“ ჩატანა მაინც შევძელით“, – ციტირებს ისკოს Goal.com.

“რეალი” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია! (ვიდეო)

მადრიდის “რეალი” ჩემპიონთა ლიგის 2015-2016 წლების გათამაშების გამარჯვებულია. “სამეფო კლუბმა” პენალტების სერიაში თანაქალაქელი “ატლეტიკო” დაამარაცხა და ტიტულის მფლობელი მე-11-ედ გახდა.

მატჩის სასტარტო წუთები საკმაოდ მჭიდრო ბრძოლაში წარიმართა, ბევრი იყო ორთაბრძოლა, გუნდები ცდილობდნენ მეტოქისთვის თავისუფალი მოქმედების არეალი მაქსიმალურად შეეზღუდათ. ასეთი თამაშის მიმდინარეობისას კი ერთი ორად იზრდება სტანდარტული მდგომარეობების ფაქტორი. სწორედ სტანდარტის წყალობით შეიქმნა პირველი სახიფათო მომენტიც: ჯარიმიდან გარეტ ბეილმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააგდო, მას კაზემირო გამოეხმაურა, რომლის ახლო მანძილიდან დარტყმული იან ობლაკმა კარის ხაზთან მოიგერია. აი, “რეალის” მეორე სტანდარტს კი გოლი მოჰყვა: ტონი კროოსმა მე-15 წუთზე ერთი შეხედვით არცთუ ისე სახიფათო წერტილზე დანიშნული ჯარიმის შემდეგ “ატლეტიკოს” საჯარიმო მოედანზე ჩააწოდა, იქ თავით ბეილმა ითამაშა და ბურთი მეტოქის კარისკენ გადაგდო, შექმნილი არეულობით სერხიო რამოსმა ისარგებლა და ანგარიშიც გაიხსნა — 1:0. გატანილი გოლის შემდეგ ზინედინ ზიდანის გუნდი ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლა, “ატლეტიკოს” ფეხბურთელებს კი გონზე მოსასვლელად გარკვეული დრო დასჭირდათ. ტაიმის შუაწელს დიეგო სიმეონეს მოთამაშეებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა და “თეთრებმა” პირველი ტაიმის გამარჯვებით დასრულება უპრობლემოდ მოახერხეს.

მეორე ტაიმი “ატლეტიკომ” გაცილებით აქტიურად დაიწყო და დებიუტშივე მიეცა წონასწორობის აღდგენის საშუალება: პეპემ საკუთარ საჯარიმო მოედანზე ფერნანდო ტორესი წააქცია და არბიტრმაც უმალ თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. საპენალოსთან ანტუან გრიზმანი მივიდა, შუაში ძალზედ ძლიერად დაარტყა, მეკარე კუთხისკენ გადახტა, ბურთი კი ხარიხას მოხვდა და “რეალი” გადარჩა. რამდენიმე წუთში სიმეონეს გუნდს კიდევ ერთი კარგი შანსი მიეცა, თუმცა ამჯერად სავიჩის ახლო მანძილიდან დარტყმული კარს მცირე მანძილით ასცდა. თავისი მომენტი “რეალსაც” ჰქონდა, როდესაც ბეილი მეკარისგან დაუცველ კარში გზავნიდა ბურთს, თუმცა “ატლეტიკო” ხაზთან მდგარმა მცველმა გადაარჩინა. ნათქვამია, ვერ გაიტან, გაგიტანენო და მართლაც – ძირითადი 90 წუთის ამოწურვამდე ათი წუთით ადრე წონასწორობა აღდგა: “ატლეტიკოს” შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ხუანფრანის მიერ ერთი შეხებით გაკეთებული პასის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში დასწრებაზე კარასკო თამაშობს და ანგარიში თანაბრდება — 1:1. ძირითადი 90 წუთი ფრედ დასრულდა, რის შემდეგაც დამატებითი ტაიმები დაინიშნა.

დამატებითი 15 წუთიანი ტაიმები უგოლოდ მიილია და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა მხოლოდ ხუანფრანმა გააფუჭა, რომელმაც ბურთი ძელს გაარტყა. პენალტების სერია “რეალმა” 5:3 მოიგო და ჩემპიონთა ლიგის თასს დაეუფლა.

ჩემპიონთა ლიგა
ფინალი
“რეალი” — “ატლეტიკო 1:1 (1:0) (პენალტების სერია 5:3)

“რეალი”: კეილორ ნავასი, კარვახალი (დანილო 52′), რამოსი, პეპე, მარსელო, მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (ისკო 72′), ბეილი, ბენზემა (ლუკას ვასკესი 77′), რონალდუ.
მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი.

“ატლეტიკო”: ობლაკ, ხუანფრანი, გოდინი, ფილიპე ლუისი (ერნანდესი 109′), სავიჩი, საული, გაბი, კოკე (პარტეი 116′), გრიზმანი, აუგუსტო ფერნანდესი (კარასკო 46′), ტორესი.
მთავარი მწვრთნელი: დიეგო სიმეონე.

გოლები: სერხიო რამოსი 15’— კარასკო 79′.
გამოუყენებელი პენალტი: გრიზმანი 48′ (ხარიხა).
პენალტების სერია: ლუკას ვასკესი (1:0), მარსელო (2:1), ბეილი (3:2), სერხიო რამოსი (4:3), რონალდუ (5:3) — გრიზმანი (1:1), გაბი (2:2), საული (3:3), ხუანფრანი (ძელი, 4:3)
გაფრთხილებები: კარვახალი 11′, ნავასი 47′, კაზემირო 79′, სერხიო რამოსი 90+3′, დანილო 93′, პეპე 111′ — ტორესი 61′, გაბი 90+3′.
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).


„რეალი“ მილანში ჩავიდა (სურათები)

მადრიდის „რეალი“ „ატლეტიკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის ხვალინდელი ფინალური მატჩისთვის მილანში ჩავიდა. წარმოგიდგენთ ამ მოვლენის ამსახველ სურათებს, რომელიც Getty-მ და პორტალმა Goal.com-მა გაავრცელეს:

20

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19