„რეალი“ – „ბაიერნი“ (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე სტარტს აიღებს უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის „რეალსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის გასამართი მატჩი. უკვე ცნობილია გუნდების სასტარტო შემადგენლობები:

„რეალი“: კასილასი, პეპე, სერხიო რამოსი, კოენტრაუ, კარვახალი, ალონსო, მოდრიჩი, ისკო, დი მარია, რონალდუ, ბენზემა.

„ბაიერნი“: ნოიერი, რაფინია, ბოატენგი, დანტე, ალაბა, ლამი, შვაინშტაიგერი, კროოსი, რობენი, რიბერი, მანჯუკიჩი.

მატჩს ჰოვარდ უების თავკაცობით ინგლისელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

 

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-15 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეთხუთმეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გვ. 2 — ჯენიფერ ლოპესი: „ფეხბურთი გვაერთიანებს“ (ინტერვიუ);
გვ. 3 — მუნდიალის თასი მსოფლიოს უკლებლივ ყველა ნაკრებს;
გვ. 4-5 — კვირის   ახალი   ამბები;
გვ. 6-7 — კვირის  კარიკატურები;
გვ. 8 — ბექა გოცირიძე: „უმაღლესი ლიგის რამდენიმე გუნდმა სავარჯიშოდაც კი არ მიმიღო“ (ინტერვიუ).

   შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

20 აპრილის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

რუმენიგე: „იმედი მაქვს, რონალდუ ჩვენს წინააღმდეგ ითამაშებს“

მიუნხენის „ბაიერნის“ გენერალური დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე იმედს გამოთქვამს, რომ მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრისტიანუ რონალდუ გამოჯანმრთელებას მოასწრებს და უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ბავარიული კლუბის წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.

„იმედი მაქვს, კრიშტიანუ რონალდუ ჩვენთან სათამაშოდ მზად იქნება. მომხრე ვარ იმისა, რომ გუნდებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ყოველთვის ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშონ. მიყვარს მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ფეხბურთელების თამაშის ცქერა. ფიფას თანახმად, რონალდუ საუკეთესოა.

„რეალის“ არ მეშინია. მადრიდში ჩვენ „შავ მონსტრს“ გვეძახიან. ეს იმას ნიშნავს, რომ პატივს გვცემენ. ასეთივე პატივს ვცემთ ჩვენ მათ“, – რუმენიგეს სიტყვებს Football Espana აქვეყნებს.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე „რეალსა“ და „ბაიერნს“ შორის პირველი მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე“, 23 აპრილს შედგება.

ბექა დოგრაშვილი

გაბრაზებული გულშემატკივარი ალვარო მორატას: “გაჩერდი ან დამეჯახე!”

სამშაბათს, მადრიდის “რეალის” ვარჯიშის დასრულების შემდეგ, როცა ფეხბურთელები შინ ბრუნდებოდნენ, ცოტათი უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ ერთ-ერთი გაბრაზებული გულშემატკივარი ალვარო მორატას მანქანას წინ გადაუდგა და გაჰყვიროდა: “გაჩერდი ან დამეჯახე!”

კრიშტიანუ რონალდუ დღეში ხუთ საათს ვარჯიშობს, რათა „ბაიერნთან“ მატჩისთვის გამოჯანმრთელდეს

მადრიდის „რეალის“ ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ დღეში ხუთ საათს ვარჯიშობს, რათა მიუნხენის „ბაიერნთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური მატჩისთვის გამოჯანმრთელდეს.

ხუთშაბათიდან რონალდუ ყოველდღე ორჯერ ვარჯიშობს, ჯამში კი ვარჯიშებს სწორედ ხუთ საათს ანდობს. როგორც ცნობილია, პორტუგალიელი ვარსკვლავი სატრენაჟორო დარბაზსა და აუზში მუშაობს, რის შესახებაც გამოცემა „AS“-ი წერს.

ამჟამად არსებული პროგნოზებით, პორტუგალიელი მიუნხენელებთან მატჩისთვის ბოლომდე უნდა გამოჯანმრთელდეს.

„ბაიერნთან“ პირველ შეხვედრას მადრიდელები 23 აპრილს სახლში გამართავენ, საპასუხო შეხვედრა კი 29 აპრილს შედგება.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ „ბარსელონასთან“ ესპანეთის თასის ფინალურ მატჩს გამოტოვებს, რომელიც ხვალ ჩატარდება.

ალექსანდრე მატევოსოვი

„რეალმა“ ზედიზედ 28-ე მატჩი მოიგო და რეკორდი დაამყარა

მადრიდის „რეალის“ საკალათბურთო გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატის ზედიზედ 28-ე მატჩი მოიგო, რის შესახებაც Sportando.com-ი წერს.

მადრიდელთა წარმატებული სერია გასული სეზონის ფინალური სერიის პლეი-ოფში დაიწყო და მიმდინარე სეზონის რეგულარულ ჩემპიონატამდე გაგრძელდა, სადაც „ბლანკოსმა“ ზედიზედ 27 შეხვედრა მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ამ შედეგით დედაქალაქელებმა თავისი რეკორდი დაამყარეს, რომელიც 1984/1985 წლების სეზონში დაფიქსირდა.

ალექსანდრე მატევოსოვი

„რეალთან“ პიკეს თამაში გამოირიცხა

„ბარსელონას“ მცველი ჟერარ პიკე მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ გასამართ ესპანეთის თასის ფინალურ მატჩს გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელი ფეხბურთელი მიმდინარე თვის დასაწყისიდან ლაზარეთშია. პიკემ ტრავმა მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო, როდესაც დიეგო კოსტასთან საჰაერო ორთაბრძოლის შემდეგ მოედანზე ცუდად დაეცა. „ბარსელონას“ მცველმა გუშინ სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა, რომელმაც ოთხშაბათს მისი თამაში გამორიცხა.

„ბარსელონასა“ და „რეალს“ შორის თასის ფინალური მატჩი 16 აპრილს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-14 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეთოთხმეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გვ. 2-3 — ჩავი ფეხბურთს მიღმა (ინტერვიუ);
გვ. 4-5 — კვირის   ახალი   ამბები;
გვ. 6-7 — კვირის  კარიკატურები;
გვ. 8 — ფორმატის მორიგი ცვლილება?

   შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

13 აპრილის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

ანჩელოტი: „ნახევარფინალური მატჩები ჩვენთვისაც რთული იქნება და „ბაიერნისთვისაც“

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის „რეალი“ მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდება. „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გერმანელთა მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„ბაიერნი“ შესანიშნავი გუნდია, ძალიან მაღალი დონის მქონე. როცა დონეზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ ოსტატობას. ბავარიელები ფანტასტიურ სეზონს ატარებენ.

ხოსეპ გვარდიოლა ძალიან გამოცდილი მწვრთნელია. ჩემი აზრით, ის მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. ნახევარფინალური მატჩები რთული იქნება როგორც ჩვენთვის, ასევე „ბაიერნისთვის“, რადგან „რეალთან“ თამაში ყველას უჭირს“, – განაცხადა ანჩელოტიმ გუშინდელ პრესკონფერენციაზე.

„რეალსა“ და „ბაიერნს“ შორის პირველი მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 23 აპრილს შედგება, განმეორებითი კი – „ალიანს არენაზე“, 29 აპრილს.

ბექა დოგრაშვილი

ბრაიტნერი: „ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგების დიდი შანსი გვაქვს“

დიდ ინტერესს იწვევს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის „რეალსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის გასამართი მატჩები. ბავარიული კლუბის ელჩი პოლ ბრაიტნერი ღიად ამბობს, რომ მის გუნდს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის თასის მიჯრით მეორედ მოგების დიდი შანსი აქვს.

„ბაიერნი“ მშვენივრად თამაშობს. ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს. დიდი შანსი გვაქვს, ჩემპიონთა ლიგის თასი ზედიზედ მეორედ მოვიგოთ. „ბაიერნს“ შეუძლია, გახდეს პირველი კლუბი, რომელიც ამ ტიტულს დაიცავს.

ნახევარფინალური მატჩები პეპ გვარდიოლასთვის განსაკუთრებული იქნება. ჩემი აზრით, მას ძალიან სურს, აჩვენოს, თუ რა დონეს და ხარისხს მიაღწია „ბაიერნმა“ მისი თავკაცობის დროს. ვფიქრობ, ის კმაყოფილია, რომ წილისყრამ ნახევარფინალურ ეტაპზე მეტოქედ „რეალი“ გვარგუნა“, – განაცხადა ბრაიტნერმა „ევროსპორტის“ ეთერში.

აღსანიშნავია, რომ ბრაიტნერს მოთამაშის რანგში ორივე კლუბის ღირსება აქვს დაცული.

„რეალსა“ და „ბაიერნს“ შორის პირველი მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 23 აპრილს გაიმართება, განმეორებითი კი – „ალიანს არენაზე“, 29 აპრილს.

ბექა დოგრაშვილი

ნოიერი: „ძალიან მაინტერესებს, თუ როგორი ატმოსფერო იქნება მადრიდში“

მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარემ მანუელ ნოიერმა განაცხადა, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩასვლას მოუთმენლად ელის.

„მოუთმენლად ველი იმ მომენტს, როდესაც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დავბრუნდები. ამ სტადიონთან მრავალი კარგი მოგონება მაკავშირებს. ორი წლის წინ ამ არენაზე პენალტების სერია მოვიგეთ.

მაინტერესებს, თუ როგორი ატმოსფერი იქნება მადრიდში, რადგან „რეალი“ და „ატლეტიკო“ თავის პირველ მატჩებს სწორედ სახლში გამართავენ. სამშაბათს და ოთხშაბათს ქალაქში ნახევარფინალის მონაწილეთა ყველა გულშემატკივარი იქნება, რაც ძალიან საინტერესო უნდა იყოს“, – განაცხადა ნოიერმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

რამოსი: „ნაჩვენები თამაშისთვის „ბორუსია“ პატივისცემას იმსაურებს“

მადრიდის „რეალის“ მცველმა სერხიო რამოსმა დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ჩატარებული მატჩი შეაფასა.

„ბორუსია“ პატივისცემას იმსახურებს. ეს ჩინებული გუნდია, რომელმაც დღეს თავისი ქომაგის მხარდაჭერა იგრძნო. გასული სეზონის გათამაშების ფინალში ეს გუნდი შემთხვევით არ გასულა.

პირველ მატჩში მოგების მიუხედავად, ცოტა მოვდუნდით. შედეგად, პრობლემებიც მივიღეთ. ჯამში კი, ვფიქრობ, შემდეგ ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ“, – განაცხადა „ბლანკოსის“ მოთამაშემ.

ალექსანდრე მატევოსოვი