კალდერონი: „შესაძლოა, რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნებაზე დაფიქრდეს“

მადრიდის „რეალის“ ყოფილი პრეზიდენტის რამონ კალდერონის აზრით, მომავალში კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნდება გამორიცხული არ არის.

„არავინ იცის, თუ რა მოხდება მომავალში. მახსოვს, როდესაც რონალდუსთან კონტრაქტის გაფორმებას ვაპირებდით, იგი ამბობდა, რომ მანჩესტერი მისი სახლია. კრიშტიანუსთვის სერ ალქს ფერგიუსონი მამა იყო. „იუნანაიტედში“ მისთვის იდეალური გარემო იყო.

მაგრამ, მას მადრიდში გადასვლა სურდა, რათა „რეალის“ მაისური მოერგო. შესაძლოა, ოდესმე რონალდუ ინგლისში, კერძოდ კი „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნებაზე დაფიქრდეს. ამ ფეხბურთელის ძალა იმაში გამოიხატება, რომ დილით ადგომისას იგი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, თუ როგორ გააუმჯობესოს თავისი თამაში. ცხოვრებაში მსგავსი მოთამაშე არ მინახავს“, – განაცხადა კალდერონმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ინიესტა: „პირველ ადგილზე დაბრუნების შანსები არ დაგვიკარგავს“

კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ მადრიდის „რეალთან“ მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„სანტიაგო ბერნაბეუზე“ ყოველთვის მაღალი დონის ფეხბურთს უნდა ვაჩვენებდეთ. ამჯერად კი, ჩვენ კიდევ უფრო მეტი მოგვეთხოვება.

არაფერმა არ უნდა შეგვაშინოს. გარდა ამისა, ბურთის მუდმივი კონტროლია საწირო. თუ ეს ვერ გამოვა, მაშინ უსიამოვნება გველის. ეს ის სტადიონია, სადაც ფეხბურთელებისგან ბევრს ითხოვენ.

არ მსურს, დავიჯერო, რომ ჩვენი გულშემატკივრების ნაწილს საყვარელი გუნდის მოგების არ სჯერა. როდესაც საქმე არც ისე კარგად მიდის, კრიტიკა – ჩვეულებრივი მოვლენაა. თუმცა, ვფიქრობ, არ ღირს იმის გაფიქრება, რომ „რეალი“ ადვილად დაგვამარცხებს.

კარგი თამაშის ჩატარებას ვგეგმავთ. ლიდერს 20 ქულით არ ჩამოვრჩებით, ამიტომაც პირველ ადგილზე დაბრუნების შანსებს ვინარჩუნებთ“, – განაცხადა „ბლაუგრანასის“ შუახაზელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბეილი: „თავს მშვენივრად ვგრძნობ“

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა გარეთ ბეილმა „ბლანკოსის“ რიგებში გატარებული პერიოდი შეაფასა.

„თავს მართლაც მშვენივრად ვგრძნობ. საკუთარ ძალებში რწმენა ყოველი მატჩის შემდეგ მემატება. აქ ფეხბურთისგან სიამოვნებას ვიღებ“, – განაცხადა ბეილმა.

ცნობისთვის, „სამეფო კლუბის“ მაისურით გარეთმა პრიმერა დივიზონში 20 მატჩი ჩაატარა, რომელშიც მისმა მონაგარმა 10 გოლი და 12 საგოლე პასი შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მესი: „იმედია, ძველი „ბარსელონა“ ელ კლასიკოში დაბრუნდება“

კატალონიის „ბარსელონას“ ლიდერმა ლიონელ მესიმ, რომელმაც კვირას „ოსასუნასთან“ ანგარიშით 7:0 მოგებულ შეხვედრაში ჰეთთრიკი შეასრულა და კლუბის ისტორიაში 371 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მადრიდის „რეალთან“ მოახლოებულ თამაშზე ისაუბრა.

„რეალთან“ სხვაობის შემცირების შანსი გვეძლევა. ვიმედოვნებ, რომ ელ კლასიკო ჩვენთვის დადებითი შედეგით დასრულდება, რომელიც ლა ლიგის პირველობისთვის ბრძოლის გაგრძელებაში დაგვეხმარება.

წინ რთული მატჩი გველის, გასვლაზე ძალიან ძლიერ გუნდთან მოგვიწევს თამაში. ამის მიუხედავად, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული“, – განაცხადა არგენტინელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

სავარაუდოდ, ბენზემა „ბარსელონასთან“ ითამაშებს

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა, დიდი ალბათობით, კატალონიის „ბარსელონასთან“ მოახლოებული მატჩისთვის გამოჯანმრთელდება.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი „მალაგასთან“ მინიმალური ანგარიშით მოგებულ მატჩში დაშავდა. „ბლანკოსის“ ექიმები შიშობდნენ, რომ ქარიმი ელ კლასიკოს გამოტოვებს. ამის მიუხედავად, ესპანური პრესა დარწმუნებულია, რომ ბენზემა აღნიშნულ თამაშამდე საჭირო კონდიციებს აღიდგენს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ხაბი ალონსო: „ელ კლასიკო გადამწყვეტი მატჩი არ არის“

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ხაბი ალონსომ „მალაგასთან“ მოგებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა და „ბარსელონასთან“ მოახლოებულ მატჩსაც შეეხო.

„მალაგას“ წინააღმდეგ თამაში გაგვიჭირდა. მეტოქის ნახევარზე გადასვლა განსაკუთრებით მეორე ტაიმში გვიჭირდა, უნდა გადავსულიყავით იმ ადგილას, სადაც მეტოქე გუნდის მოთამაშეთა მხრიდან მუდმივი პრესინგი იყო.

კარგია, რომ მნიშვნელოვანი სამი ქულა ავიღეთ. წინ ელ კლასიკო გველის. ეს მნიშვნელოვანი თამაშია, თუმცა, არაგადამწყვეტი.

ჩვენი გუნდი კარგად მუშაობს და კონკრეტულად რომელიმე ფეხბურთელის გამოყოფა ამჟამად რთულია“, – განაცხადა „ბლანკოსის“ შუახაზელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-10 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეათე ნომერი. აღსანიშნავია, რომ ამ საიუბილეო ნომრის გამოსვლა ვებ-პორტალ Fanebi.com-ის ექვსი წლის იუბილეს დაემთხვა.

ნომერში წაიკითხავთ:

ფეხბურთელთა კონტრაქტების ყველაზე საინტერესო პუნქტები;
ფეხბურთი, როგორც რაგბის საწყისი;
კვირის   კარიკატურები;
აგრესია   ქართულ   სტადიონებზე;
Fanebi.Com-ი   6   წლისაა !!!

   კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

16 მარტის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

კარაგერი: „რაული ჯერარდს „რეალში“ გადასვლას სთავაზობდა“

„ლივერპულის“ ექს-მცველმა ჯეიმი კარაგერმა ჟურნალისტებს უამბო, რომ 2009 წელს მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი რაული სტივენ ჯერარდს თავის გუნდში იწვევდა.

„ენფილდზე“ გამართული მატჩის შემდეგ, რომელშიც ჯერარდმა დუბლი შეასრულა, ხოლო „ლივერპულმა“ ანგარიშით 4:0 მოიგო, რაული სტივენთან მივიდა და მიულოცა, რის შემდეგაც პირდაპირ საქმეზე გადავიდა. „შემდეგ სეზონში ჩვენს კლუბში გადახვალ?“ – ჰკითხა მას რაულმა. ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც ჯერარდი სხვა კლუბში დაპატიჟეს“, – გაიხსენა კარაგერმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

„სპორტ-ექსპრესი“: „ზენიტმა“ სპალეტი გაათავისუფლა

სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი გაათავისუფლა, რის შესახებაც „სპორტ-ექსპრესი“ წერს. გამოცემის ინფორმაციით, გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად სერგეი სემაკი დაინიშნა, რომელმაც მიმდინარე სეზონის დასაწყისში მოთამაშის კარიერა დაასულა და სამწვრთნელო საქმიანობაზე გადაერთო.

55 წლის იტალიელი სპეციალისტი „ზენიტთან“ ერთად 2009 წლიდან მუშაობდა. სანქტ-პეტერბურგელთა თავკაცის რანგში რუსეთის პრემიერლიგის მოგება მან ორჯერ მოახერხა. გარდა ამისა, მისი ხელმძღვანელობით „ზენიტი“ რუსეთის თასისა და სუპერთასის მფლობელი გახდა, ასევე გავიდა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელი სანქტ-პეტერბურგელებმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ტურნირის მატჩით დაიწყეს, რომელშიც ანგარიშით 2:4 დამარცხდნენ. რუსეთის პირველობაში კი ამჟამად „ზენიტი“ მეორე ადგილს იკავებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ანჩელოტი: „გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ როგორ მოიპოვებ ამ გამარჯვებას“

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 27-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ ვალენსიური „ლევანტე“ ანგარიშით 3:0 გაანადგურა. მატჩის შემდეგ „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ საკუთარი გუნდის მიმართ კმაყოფილება გამოხატა.

„კონცენტრირება სრულად ამ მატჩზე მოვახდინეთ. ძალიან კარგი თამაში იყო. ბევრი მომენტი გვქონდა, თუმცა „ლევანტეს“ მეკარემ ფანტასტიური შეხვედრა ჩაატარა.  მომდევნო მატჩზე ფიქრი უნდა დავიწყოთ, დამდეგ შეხვედრაშიც უნდა გავიმარჯვოთ. პირველადგილოსან გუნდს ექვსი ქულით ჩამოვრჩებოდით, ახლა კი ლიდერები ჩვენ ვართ.

„რეალი“ კარგ მდგომარეობაშია როგორც ეროვნულ ჩემპიონატში, ასევე სხვა ტურნირებზე. გუნდში კარგი ატმოსფეროა. თამაში ასეთივე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ.

მთავარია, თავი ზედმეტი ფიქრებით არ გადავიტვირთოთ და კონცენტრირება კონკრეტულ მატჩზე მოვახდინოთ. ჩემპიონატში გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ როგორ მოიპოვებ ამ გამარჯვებას“, – ანჩელოტის სიტყვები „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ბექა დოგრაშვილი

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-9 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეცხრე ნომერი, რომლის დიდი ნაწილიც საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ეხება.

ნომერში წაიკითხავთ:

სტუმრად  „ბარსას“  მუზეუმში;
გარიცხავენ რუსეთს ფიფადან?
კვირის   კარიკატურები;
დამსახურებული დასვენება.

   კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

9 მარტის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

ვილაშ-ბოაში: „ჩემი ოცნებაა „რეალში“ ან „ბარსელონაში“ მუშაობა“

ლონდონის „ჩელსისა“ და „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ყოფილმა თავკაცმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა განაცხადა, რომ სხვადასხვა კლუბებისგან შემოთავაზებები აქვს და საზოგადოება მას მალე კვლავ იხილავს მთავარი მწვრთნელის ამპლუაში.

შეგახსენებთ, რომ დეკემბრის თვეში პორტუგალიელი სპეციალისტი „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. მას შემდეგ ვილაშ-ბოაში უმუშევარია, თუმცა თავად ანდრე მომავალს ოპტიმისტურად უყურებს და გრანდიოზულ გეგმებსაც სახავს.

„რეალი“ და „ბარსელონა“ მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო კლუბები არიან. პირველ მათგანს ყველაზე მეტი ტიტული აქვს მოგებული, მეორე კი თანამედროვე ფეხბურთის მოდის განმსაზღვრეალია. პეპ გვარდიოლამ კატალონიურ გუნდში დიდი მემკვიდრეობა დატოვა. ჩემნაირი ახალგაზრდა მწვრთნელისთვის ასეთ კლუბებში მუშაობა ოცნების ახდენის ტოლფასია.

მინდა, რომ საკუთარი თავი სხვა ლიგებში გამოვცადო, ყველაფერი თავიდან დავიწყო და უცხო ქვეყნებიც გავიცნო. რამდენიმე კლუბი უკვე დამიკავშირდა კიდეც. მუშაობას ივნისში დავუბრუნდები, შეიძლება ეს უფრო ადრეც მოხდეს“, – ვილაშ-ბოაშის სიტყვები Football Espana-მ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი