გაძევებულ მოიესს ქომაგები ჩიფსით გაუმასპინძლდნენ (ვიდეო)

ესპანეთის თასის მერვედფინალურ ეტაპზე “რეალ სოსიედადსა” და “ვილიარეალს” შორის გამართულ მატჩში ბასკთა მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი მსაჯის მიმართ ნაჩვენები უხამსი ჟესტის გამო გააძევეს.

ამის შემდეგ ფეხბურთის შოტლანდიელი სპეციალისტი ოსტატურად გადაახტა ბარიერს და ტრიბუნაზე დაიკავა ადგილი. ამით ისარგებლეს გულშემატკივრებმა და მოიესს ჩიფსი შესთავაზეს, არც მწვრთნელი დამდგარა უარზე და გულისხმიერი ფანების მიერ შეთავაზებულ პროდუქტს მადიანად შეექცა.

მატჩი “სოსიედადსა” და “ვილიარეალს” შორის ფრედ, ანგარიშით 2:2 დამთავრდა. წყვილის პირველი შეხვედრა ვალენსიელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა და ტურნირის მეოთხედფინალშიც სწორედ ისინი გავიდნენ.

 

სერხიო ბუსკეტსი: ,,გვინდოდა, წელი მოგებით დაგვეწყო”

2015 წელი ,,ლურჯ-ბროწეულთათვის” ცუდად დაიწყო. ლუის ენრიკეს შეგირდებმა გუშინდელ შეხვედრაში მარცხი იწვნიეს. ბასკური გუნდი კვლავ კარგად განარძობს თამაშს საკუთარ მოედანზე. პეპის, ტიტო ვილანოვასა და მარტინოს შეუერთდა ლუის ენრიკეც. 4-წლიანი ტრადიცია კვლავ გაგრძელდა. ,,ბარსელონა” სტუმრად უკვე რამდენიმე წელია ვერ ახერხებს ,,რეალ სოსიედადის” დამარცხებას.

გუშინდელი თამაშის შემდეგ კი კატალონიის ,,ბარსელონას” ესპანელმა ფეხბურთელმა, სერხიო ბუსკეტსმა გააკეთა კომენტარი.

,,ჩვენ რამდენიმე შეცდომა დავუშვით. ხელიდან გავუშვით პირველ ადგილზე გადასვლის შანსიც. ყველას გვსურდა, წელი მოგებით დაგვეწყო. პრობლემები საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ და გამოვასწოროთ.

რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, ის ძალიან კარგად იცავდა თავს. რთულია ასეთი დაცვის წინააღმდეგ თამაში. გასვლაზე ჩვენ იშვიათად ვკარგავთ ქულებს, მაგრამ ამ სტადიონზე თამაში ყოველთვის გვიჭირს. იმედი მაქვს, რომ სიტუაცია მომავალ სეზონში შეიცვლება,”- განაცხადა სერხიო ბუსკეტსმა.

ყურადღება! აღნიშნული სტატია გამოქვეყნებულია ჩვენი მომხმარებლის მიერ პირდაპირ, რედაქციის ჩარევისა და ჩასწორებების გარეშე.

ნეიმარმა “რეალ სოსიედადის” მეკარეს ბურთი მოპარა (ვიდეო)

5 იანვარს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში “რეალ სოსიედადსა” და “ბარსელონას” შორის გამართულ მატჩში (1:0) ნეიმარმა მეტოქე გუნდის მეკარეს ბურთი მოპარა, თუმცა მსაჯმა თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა.

ალბას ავტოგოლით “სოსიედადმა “ბარსელონა” დაამარცხა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის XVII ტურში “რეალ სოსედადმა” საკუთარ მოედანზე “ბარსელონა” მიიღო და მატჩის მეორე წუთზე ჟორდი ალბას ავტოგოლის წყალობით ანგარიშით 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ “ბლაუგრანას” ლიდერები – ლიონელ მესი და ნეიმარი სათადარიგოთა შორის დატოვა, თუმცა შეხვედრის მეორე ტაიმში მოედანზე მათი გამოყვანა მაინც მოუწია.

სათქმელია, რომ პრიმერადივიზიონში “სოსიედადს” საკუთარ მოედანზე “ბარსელონასთან” 2007 წლის შემდეგ არ წაუგია და კატალონიურ გუნდთან გამართული ბოლო ხუთი საშინაო მატჩიდან ოთხი სულაც გამარჯვებით დაასრულა.

ამ გამარჯვებით ბასკებმა აქტივში 18 ქულას მოუყარეს თავი და სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიციამდე აღზევდნენ. “ბარსელონა” 38 ქულით მეორე ადგილზეა.

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
XVII ტური
“რეალ სოსიედადი” — “ბარსელონა” 1:0 (1:0)

“რეალ სოსიედადი”: რული, დე ლა ბელია, ინიგო მარტინესი, ანსოტეგი, კარლოს მარტინესი, გრანერო, ბერგარა, გ. კასტრო (ფინბოგასონი 65′), ხაბი პრიეტო, კანალესი (ბერშიჩე 90+3′), ველა (რუბენ პარდო 89′).
მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი.

“ბარსელონა”: ბრავო, ალბა, მასკერანო, მატიე (დანი ალვესი 69′), მონტოია, ბუსკეტსი, ინიესტა, ჩავი, პედრო (ნეიმარი 57′), მუნირი (მესი 46′), სუარესი.
მთავარი მწვრთნელი: ლუის გარსია.

გოლი: ალბა 2′ (ა.გ.).
გაფრთხილებები: ველა 39′, ინიგო მარტინესი 43′, გრანერო 51′, ფინბოგასონი 89′, ბერგარა 90+2′ — მატიე 34′, დანი ალვესი 76′, ალბა 89′, ნეიმარი 90+3′.
მთავარი მსაჯი: კარლოს დელ სერო გრანდე (მადრიდი).

უხერხული მეტოქე

,,რეალ სოსიედადი” ,,ლურჯ-ბროწეულისფერთათვის” უხერხული მეტოქეა. ბლაუგრანელები ბასკურ გუნდს ზედიზედ 4 სეზონი ვერ უგებენ გასვლით მატჩს.   გუნდისთვის საკუთარ კედლებში, დაუმარცხებელი მეტოქე არ არსებობს.

“ბარსას” “ანოეტაზე” თამაში ტრადიციულად უჭირს. განვლილი წლის სტატისტიკა.

როგორც ხედავთ, ბოლო წლებში ,,ბარსას” ვერცერთმა მწვრთნელმა ვერ მოახერხა ,,რეალ სოსიედადის” დამარცხება გასვლით შეხვედრაში. ამჯერად, ლა ლიგის მე-17 ტურის მატჩში,  ლუის ენრიკე მოსინჯავს  ძალებს.

ბლაუგრანელთა  ოფიციალურ ვებგვერდის ინფორმაციით, გუნდი უკვე იმყოფება სან სებასტიანში.

სურათები





ცნობილი გახდა ასევე განაცხადი: ბარსელონა – ბრავო, ტერ შტეგენი, ალვესი, მონტოია, პიკე, მასკერანო, მატიე, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ჩავი, ინიესტა, რაფინია, მუნირი, პედრო, მესი, სუარესი, ნეიმარი.

სავარაუდო შემადგენლობები

თბილისის დროით თამაში 00:00 საათზე დაიწყება.

ყურადღება! აღნიშნული სტატია გამოქვეყნებულია ჩვენი მომხმარებლის მიერ პირდაპირ, რედაქციის ჩარევისა და ჩასწორებების გარეშე.

იანუზაი „რეალ სოსიედადში“?

ბრიტანული პრესის მიერ მოპოვებული ინფორმაციით თანახმად, „მანჩესტერ იუნაიტედი“ 19 წლის ნახევარმცველის ადნან იანუზაის სეზონის ბოლომდე იჯარით გაშვებაზე ფიქრობს.

ერთ-ერთი კლუბი, რომელსაც ახალგაზრდა ტალანტის შეძენის სურვილი აქვს, „რეალ სოსიედადია“, რომელსაც ცოტა ხნის წინ „წითელი ეშმაკების“ ექს-თავკაცი დევიდ მოიესი ჩაუდგა სათავეში.

შეგახსენებთ, რომ აქამდე იანუზაისადმი ინტერესი ამსტერდამის „აიაქსს“ ჰქონდა.

მიმდინარე სეზონში ადნანმა მანჩესტერული კლუბის მაისურით ათი მატჩი ჩაატარა.

მოიესის თავკაცობით “სოსიედადმა” პირველი მატჩი მოიგო

ესპანეთის პრიმერადივიზიონის XIII ტური სან-სებასტიანში გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა “რეალ სოსიედადმა” “ელჩე” მიიღო და კარლოს ველას ჰეთ-თრიკის წყალობით ანგარიშით 3:0 გაანადგურა.

ეს “სოსიედადის” თავკაცის პოსტზე დევიდ მოიესის მეორე მატჩი და პირველი გამარჯვებაა. შეგახსენებთ, რომ მისი ხელმძღვანელობით გუნდმა პირველი შეხვედრა სტუმრად “დეპორტივოსთან” ჩაატარა და მეტოქეს უგოლოდ დაშორდა.

ამ მოგების წყალობით ბასკურმა გუნდმა აქტივში 13 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-13-ადგილოსან “ეიბარს” გაუთანაბრდა. რაც შეეხება “ელჩეს”, გუნდს 10 ქულით მე-19 პოზიცია უკავია.

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
XIII ტური
“რეალ სოსიედადი” — “ელჩე” 3:0 (2:0)

გოლები: ველა 3′, 31′, 53′.
გაფრთხილებები: ანსოტეგი 5′, კანალესი 14′ — ადრიან გონსალესი 28′, გარი როდრიგესი 62′, ვიქტორ როდრიგესი 76′, სისმა 82′.

დევიდ მოიესმა ესპანეთში კულტურული შოკი მიიღო

“რეალ სოსიედადის” ახალი მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი აცხადებს, რომ ესპანეთში საფეხბურთო მატჩების დაწყების გვიანი დრო მისთვის ერთგვარი კულტურული შოკი აღმოჩნდა. პრიმერადივიზიონის XII ტურში მისი გუნდი “დეპორტივოს” ესტუმრება — მატჩი შაბათს, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე დაიწყება (თბილისის დროით 01:00 საათზე).

“შესაძლოა, ინგლისში ამ დროს უკვე ეძინოთ. ნამდვილად არ ვარ ასეთ დროს მიჩვეული, თუმცა აქ სწორედ ახალი კულტურის გასაცნობად ჩამოვედი. რამდენადაც მე ამიხსნეს, ესპანეთში ჩვეულებრივი ფაქტია მატჩების საღამოს ათ საათზე დაწყება. რას ვიზამთ, ახალ გრაფიკს უნდა შევეგუო.

ჩემთვის ბევრს ნიშნავს ის, რომ ხალხი ქუჩაში ჩერდება და მესალმება. ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში თვლიან, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. სანაკრებო პაუზა ძალზედ წაგვადგა. ჩემს ფეხბურთელებთან დიდი დრო გავატარე. ისინი ყურადღებით ისმენენ ახალ ინფორმაციას. ცოტას კი ვნერვიულობ, თუმცა გუნდში ყველანი კარგ განწყობაზე არიან. დარწმუნებული ვარ, ჩვენს გუნდს შეუძლია, რომ სატურნირო ცხრილში ზემოთ აიწიოს”, – ციტირებს მოიესის სიტყვებს “როიტერი”.

 

მოიესის დაბრუნებასთან დაკავშირებული ათი საუკეთესო ხუმრობა

წარმოგიდგენთ დევიდ მოიესის „რეალ სოსიედადის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებულ ათ ყველაზე სახალისო სურათს.

ოფიციალურად: დევიდ მოიესი “რეალ სოსიედადის” მწვრთნელია

“ევერტონისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მწვრთნელი დევიდ მოიესი ოფიციალურად “რეალ სოსიედადს” გაწვრთნის.

შოტლანდიელმა საკუთარი სამწვრთნელო კარიერა “პრესტონიდან” დაიწყო. ამ გუნდს მოიესი ოთხი წელი წვრთნიდა, ხოლო შემდგომ იყო “ევერტონი”, სადაც გარკვეულ წარმატებებს მიაღწია და ბოლოს “იუნაიტედი”, სადაც მისი მუშაობა წარუმატებელი აღმოჩნდა და იგი სეზონის დასასრულამდე გადადგა თანამდებობიდან.

რამოდენიმე თვის განმავლობაში უმუშევარ დევიდს, ცნობილი კლუბებისგან არაერთი შემოთავაზება ჰქონდა, თუმცა შოტლანდიელმა “რეალ სოსიედადი” არჩია, რომელთანაც ხელშეკრულებას გუშინ მოაწერა ხელი. “სოსიედადს” ლა ლიგაში არც თუ ისე კარგად აქვს საქმე, ამიტომ 51 წლის მოიესს მძიმე მუშაობა მოუწევს.

მოიესი სოსიედადს ჩაიბარებს

ესპანური პრესის ცნობით “რეალ სოსიედადის” ხელმძღვანელობამ და შოტლანდიელმა სპეციალისტმა დევიდ მოიესმა ფაქტობრივად ყველა დეტალი შეათანხმეს.

გავრცელებული ინფორმაციით მოიესი კონტრაქტს 2017 წლამდე გააფორმებს. თუმცა, შეთანხმების საფუძველზე მხარეების მიმდინარე სეზონის ბოლოს განხორციელებულ სამუშაოს შეაფასაებენ და სამომავლო თანამშრომლობაზეც ამის მერე მიიღებენ გადაწყვეტილებას.

კონტრაქტის გაფორმების შემთხვევასში მოიესი ბასკური კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება.

 

“რეალ სოსიედადმა” მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა

ესპანეთს პრიმერადივიზიონის X ტურში “რეალ სოსიედადსა” და “მალაგას” შორის გამართული მატჩის (0:1) შემდეგ ბასკთა კლუბის მთავარი მწვრთნელი იაგობა არასატე პოსტიდან გაათავისუფლეს.

“რეალ სოსიედადმა” ჩატარებული 10 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მატჩის მოგება შეძლო. გუნდს მხოლოდ 6 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაში იმყოფება.

გარდა ამისა, “რეალ სოსიედადმა” უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე “კრასნოდარის” ბარიერი ვერ დაძლია (1:0, 0:3) და ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდა.