დეშამი: “ოქროს ბურთი რიბერიმ უნდა მოიგოს”

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დიდიე დეშამი აცხადებს, რომ 2013 წელს, ოქროს ბურთს მიუნხენის “ბაიერნის” ფრანგი ფეხბურთელი, ფრანკ რიბერი იმსახურებს.

შეგახსენებთ, რომ რიბერიმ, გასულ სეზონში, “ბაიერნთან” ერთად ყველა ტიტული მოიგო.

“რა თქმა უნდა, ოქროს ბურთისათვის მხოლოდ საუკეთესოები იბრძვიან, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველაზე მეტად, მას ფრანკ რიბერი იმსახურებს. ის “ბაიერნის” ერთ-ერთი ლიდერია, რაც ყველაფერზე მეტყველებს”, – ამბობს დეშამი.

რიბერი “ბორუსიასთან” გამოირიცხა

მიუნხენის “ბაიერნის” ფრანგი ფეხბურთელი, ფრანკ რიბერი ნეკნის ტრავმის გამო, დორტმუნდის “ბორუსიასთან” გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ რიბერიმ დაზიანება 19 ნოემბერს, საფრანგეთისა და უკრაინის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში მიიღო.

“ძალიან სამწუხარო ამბავია. ძალიან მინდოდა, რომ “ბორუსიას” წინააღმდეგ მეთამაშა, თუმცა ეს ვერ მოხერხდება. თუმცა, ვფიქრობ, “ბაიერნი” მოგებას ჩემს გარეშეც მოახერხებს”, – ამბობს რიბერი.

მონტოლივო: “რონალდუზე მეტად, ოქროს ბურთს რიბერი იმსახურებს”

იტალიური “მილანის” კაპიტანი, რიკარდო მონტოლივო აცხადებს, რომ კრიშტიანო რონალდუზე მეტად, ოქროს ბურთს ფრანკ რიბერი იმსახურებს.

“შესაძლოა, რონალდუ ოქროს ბურთის ღირსია, მაგრამ მასზე მეტად, მის მოპოვებას რიბერი იმსახურებს”, – თქვა მონტოლივომ.

იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა კომენტარი მიმდინარე სეზონში “მილანის” ცუდ გამოსვლაზეც გააკეთა.

“სერია A-ში ცუდად ვთამაშობთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე კარგად გამოვდივართ. ჩვენი სათქმელი მოედანზე უნდა ვთქვათ.”

რიბერისა და ნოიერის მასტერკლასი ავტობუსიდან

ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რას აკეთებენ მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელები, ფრანკ რიბერი და მანუელ ნოიერი.

რიბერი: “ოქროს ბურთს ვიმსახურებ”

მიუნხენის “ბაიერნის” ფრანგი ფეხბურთელი, ფრანკ რიბერი აცხადებს, რომ ის ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებს.

შეგახსენებთ, რომ რიბერიმ გასულ სეზონში, მიუნხენის “ბაიერნის” შემადგენლობაში ყველა ტიტულის მოპოვება მოახერხა.

“ვცდილობ, რომ ოქროს ბურთზე საერთოდ არ ვიფიქრო, მაგრამ ჩემმა ცოლმა მისთვის სახლში ადგილი უკვე გაამზადა. “ბაიერნთან” ერთად ყველაფერი მოვიგე. არ ვიცი მოვიპოვებ თუ არა მას, მაგრამ მიმაჩნია, რომ ოქროს ბურთს ვიმსახურებ”, – ამბობს რიბერი.

რიბერი: “ზიდანს ჩემი “რეალში” ხილვა სურდა”

მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელი, ფრანკ რიბერი აცხადებს, რომ ლეგენდარულ ზინედინ ზიდანს მისი მადრიდის “რეალში” ხილვა სურდა.

შეგახსენებთ, რომ ზიდანსა და რიბერის საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ერთად უთამაშიათ.

“კატალონიის “ბარსელონა” და მადრიდის “რეალი” – ორი უდიდესი კლუბი. სასიამოვნოა, რომ ჩემით ასეთი ორი გუნდი ინტერესდება. სიმართლე გითხრათ, ზინედინ ზიდანს ჩემი “სამეფო კლუბში” ხილვა სურდა, თუმცა მე მხოლოდ “ბაიერნზე” ვფიქრობ, რომელიც ჩემი ოჯახია”, – ამბობს რიბერი.

ვინ მიიღებს „ოქროს ბურთს“?

დაახლოებით ორ თვეში ჩვენ გავიგებთ, თუ ვინ არის 2013 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ფიფამ „ოქროს ბურთისთვის“ მებრძოლ ფეხბურთელთა გაფართოებული სია უკვე გამოაქვეყნა. ნოემბრის ბოლოს ჟიურის თითოეულ წევრს ელექტრონული ფოსტით ფიფასგან წერილი მიუვა, რომელშიც 23-კაციანი სია იქნება, მან კი მისთვის სასურველი სამი ფეხბურთელი უნდა ამოირჩიოს და შესაბამისი ქულები დაუწეროს. ფიფა მიღებული ხმებს დააჯამებს და სამი  მოთამაშის ვინაობას გაამხელს, რომელთაც უკვე რეალურად ექნებათ ჯილდოს დასაკუთრების შანსი. წინასწარ უკვე სახელდება, თუ ვინ იქნება აღნიშნული სამი ფეხბურთელი: ლიონელ მესი, კრიშტიანო რონალდუ და ფრანკ რიბერი. სამივე მათგანს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, თუმცა საინტერესოა, „ოქროს ბურთის“ კრიტერიუმებით, რომელს უფრო დიდი შანსი აქვს.

„ოქროს ბურთის“ კრიტერიუმები
პირველ რიგში, ყურადღება ექცევა ფეხბურთელის ინდივიდუალურ მიღწევებს. მაგალითად, თუ მოთამაშემ ბევრი გოლი გაიტანა, ეს აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული. შემდეგ აქცენტი კეთდება გუნდურ მიღწევაზე. მაგალითად, თუ გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ესე იგი მის რიგებში მოთამაშე ფეხბურთელმა ამ წარმატებაში გარკვეული წვლილი შეიტანა. მესამე – ფეხბურთელის ავტორიტეტი თანაგუნდელებს შორის, გამოცდილება, იმიჯი, რეპუტაცია. აი, ზეპ ბლატერმა ცოტა ხნის წინათ თქვა, მესი ნამდვილი ფეხბურთელის განსახიერებაა, რონალდუ კი ვარცხნილობას ზედმეტ ყურადღებას უთმობსო. ფიფას პრეზიდნეტს ასეთი განცხადების გაკეთება არ ეკადრება, თუმცა ამ სიტყვებში სიმართლის მარცვალი შეიძლება ერიოს კიდეც.

კანდიდატები
ზემოთ დასახელებულ სამ კანდიდატს შორის გამოკვეთილი ფავორიტი არ არის. მანამდე მესი უპირობო იყო ხოლმე, რადგან მისი „ბარსელონა“ თითქმის ყველაფერს იგებდა, თუმცა 2013 წელს სიტუაცია ოდნავ შეიცვალა. კატალონიურმა გუნდმა ესპანეთის პრიმერადივიზიონი კი მოიგო, მაგრამ ევროსარბიელზე მიუნხენის „ბაიერნისგან“ ისეთი სირცხვილი ჭამა, რომ მის დავიწყებას წლები დასჭირდება. კრიშტიანო რონალდუ? კი ბატონო, შესანიშნავი ფეხბურთელია, მესის მსგავსად, ისიც ბევრს იტანს, მაგრამ 2013 წელს მისი გუნდი ყველა ფრონტზე ხელმოცარული დარჩა.

ამ წელს არც მსოფლიოს და არც ევროპის ჩემპიონატი არ ყოფილა. არადა, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის შერჩევისას ასეთი მასშტაბური ტურნირის გავლენა საკმოდ დიდია ხოლმე.

რა შეიძლება ითქვას ფრანკ რიბერიზე? „ბაიერნმა“ მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა და ამაში ლომის წილი დაიდო ფრანგმა: ჩემპიონთა ლიგა, ბუნდესლიგა, გერმანიის თასი. რიბერიმ 2012/13 წლების სეზონის ლიგასა და ბუნდესლიგის გათამაშებაში ერთად 19 საგოლე გადაცემა გააკეთა. შეგახსენებთ, რომ დორტმუნდის „ბორუსიასთან“ გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში პირველი საგოლე შეტევა სწორედ მისი გადაცემით დაიწყო, ეპიზოდი კი მარიო მანჯუკიჩმა დააგვირგვინა. გამარჯვების გოლი არიენ რობენმა ისევ რიბერის პასით გაიტანა. რიბერი 2013 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. ასეთი სეზონი ფრანგს ჯერ არ ჰქონია. ის მოპოვებული ტიტულების მხრივ კონკურენტებს აშკარად სჯაბნის, თუმცა მესამე კრიტერიუმში, რაც ფეხბურთელის რეპუტაციას ითვალისწინებს, რიბერის საქმე არც თუ ისე კარგად აქვს. როგორც მოგეხსენებათ, ფრანგმა ნახევარმცველმა ერთ-ერთი დაბადების დღის აღნიშვნა 17 წლის მეძავ ზაჰი დაჰართან გადაწყვიტა. შემდეგ ფაქტს ასეთი ახსნა მოუძებნა: „არ ვიცოდი, რომ ის არასრულწლოვანი იყო“. ფრანგული კანონის თანახმად, ასეთი კავშირი ჯარიმასთან ერთად დაპატიმრებითაც ისჯება. ამ საქმის წარმოება ჯერ არ დასრულებულა. მომდევნო მოსმენა სწორედ იმ პერიოდშია ჩანიშნული, როცა „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია უნდა გაიმართოს – 2014 წლის იანვარში.

ფსიქოლოგიური ფაქტორი
არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ – ფსიქოლოგიური ფაქტორი. „ევროსპორტის“ გერმანული ბიუროს რედაქტორმა პატრიკ რაიხარდტმა თქვა, რომ მესისა და რონალდუს ტვინიდან ვერ ამოშლი და მათ იმ შემთხვევაშიც მისცემენ ხმას, თუ სეზონს ჩააგდებენო. ძნელია არ დაეთანხმო რაიხარდტს.

„ევროსპორტის“ ათი რედაქციის ჟურნალისტებს შორის დამოუკიდებელი გამოკითხვა ჩავატარეთ, რომლის მიზანსაც გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა წარმოადგენდა. ევროპის ათი ქვეყნიდან რვაში მესიმ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. შემდეგი პოზიციები დაიკავეს რონალდუმ, ინიესტამ და ბეილმა. „ბაიერნიდან“ საუკეთესო მაჩვენებელი ბასტიან შვაინშტაიგერმა აჩვენა, რომელმაც მერვე ადგილი აიღო, რიბერი კი მხოლოდ მეცხრე პოზიციაზე გავიდა“, – აღნიშნა „ევროსპორტის“ გერმანული ბიუროს რედაქტორმა.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტორი ის გახლავთ, რომ გამოკითხვაში მონაწილეობს ფიფას ყველა წევრი ქვეყანა. არასაფეხბურთო ქვეყნებში ზოგჯერ ისიც არ იციან, თუ ვინ თამაშობს  მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე. როგორც წესი, არასაფეხბურთო ქვეყნების წარმომადგენლები ხმას იმას აძლევენ, ვისაც ტელევიზორში ხედავენ და არა იმას, ვინც რეალურად წარმოაჩენს საკუთარ თავს. მართალია, ამ ფაქტორს გარკვეული ცვლილების მოხდენა შეუძლია, თუმცა ხმას იმდენი ქვეყანა აძლევს, რომ გამარჯვებული მაინც ღირსეული ხდება ხოლმე.

ჩვენი ვარაუდი
გარკევული ანალიზის შემდეგ, ჩვენს პროგნოზსაც შემოგთავაზებთ. „ოქროს ბურთს“ მოიგებს ფრანკ რიბერი, რადგან გასულ სეზონში „ბაიერნის“ უპირატესობა სხვა გუნდებთან შედარებით განუზომელი იყო და ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი მესაჭე სწორედ ფრანგი ფეხბურთელი გახლდათ.

რიბერისა და მესის მიკროდუელი ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ნახევარფინალურ ეტაპზე ვიხილეთ: წყვილის პირველ შეხვედრაში არგენტინელმა ფეხბურთელმა სახეირო ვერაფერი გააკეთა, მისი გუნდი კი ანგარიშით 0:4 განადგურდა, განმეორებით მატჩში კი არც უთამაშია. თითქოს ეს ერთგვარ კაპიტულაციას ჰგავდა, თითქოს ტიტო ვილანოვამ მესის სათადარიგოთა სკამზე დასმით აღიარა, რომ მეორე მატჩში შანსი აღარ ჰქონდა. მატჩის შემდეგ კატალონიელთა თავკაცმა აღნიშნა, რომ არგენტინელი ფეხბურთელი მთლად კარგად თავს ვერ გრძნობდა და გუნდსაც ვერ შეეშველებოდა. „ბაიერნმა“ შესანიშნავად, ერთი ამოსუნთქვით განვლო მთელი სეზონი, გუნდი კონკურენტებთან შედარებით მინიმუმ ერთი თავით მაღლა იდგა და ამაში რიბერის წვლილი განუზომელია. ის იყო ყველა ფრონტზე გამარჯვებული გუნდის ლიდერი. ეს გვაფიქრებინებს იმას, რომ პირველ ადგილზე სწორედ ფრანგი გავა, მეორეზე – მესი, რომელმაც პრიმერა მოიგო, მესამე პოზიციას კი რონალდუ დაიკავებს, რომელიც ტიტულის გარეშე დარჩა, თუმცა ინდივიდუალური თვალსაზრისით ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა.

რაც შეეხება წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებას, ვფიქრობთ, ამ სტატუსს იუპ ჰაინკესს მიანიჭებენ – „ბაიერნის“ ამ გრანდიოზული წარმატების შემოქმედს, კაცს, რომელიც გუნდიდან გამარჯვებული წავიდა.

„ფიფას ოქროს ბურთი“ 2010 წლიდან მოქმედებს. მანამდე ჟურნალ „ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთი“ (ჟურნალისტთა გამოკითხვა) და „ფიფას წლის ფეხბურთელი“ (ნაკრებების თავკაცებისა და კაპიტნების გამოკითხვა) განსხვავებული ჯილდოები გახლდათ. გამოკითხვის წესის მიხედვით, ჟიურის თითოეული წევრი 23-კაციანი სიიდან მისთვის სასურველ 3 მოთამაშეს ირჩევს (5 ქულას ანიჭებს პირველადგილოსანს, 3-ს – მეორეადგილოსანს და ერთს – მესამეადგილოსანს).

ცნობისთვის, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2014 წლის 13 იანვარს შედგება.

ბექა დოგრაშვილი

სუარესი: “ოქროს ბურთს რიბერი იმსახურებს”

“ლივერპულის” ურუგვაელი თავდამსხმელი, ლუის სუარესი აცხადებს, რომ ოქროს ბურთს მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელი, ლუის სუარესი იმსახურებს.

“ვფიქრობ, წელს, ოქროს ბურთის მოგების კანდიდატებს შორის გამოკვეთილი ფავორიტი არ არის. თუმცა, თუ განვლილ სეზონს გადავხედავთ, ყველაზე მეტად, ტიტულს ფრანკ რიბერი იმსახურებს. ყოველ შემთხვევაში, რონალდუც და მესიც გამორჩეული ფეხბურთელები არიან და ამას ბევრი საუბარი არც სჭირდება”, – ამბობს სუარესი.

რატომ არ დაარტყა რობენმა პენალტი “ვიქტორიასთან” მატჩში…

23 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, მიუნხენის “ბაიერნმა” საკუთარ მოედანზე ჩეხური “ვიქტორია” მიიღო და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით, 5:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში მომხდარმა ინციდენტმა პრესის ყურადღება მიიპყრო. საქმე იმაში გახლავთ, რომ მიუნხენელთა ჰოლანდიელმა მოთამაშემ, არიენ რობენმა 25-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანის შესრულებაზე უარი განაცხადა.

მატჩის შემდეგ, ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი, არიენ რობენმა, ფრანკ რიბერიმ და პეპ გვარდიოლამ გააკეთეს.

“ფეხბურთელებს გვსურდა, რომ პენალტი რობენს შეესრულებინა, მაგრამ ის შაბათს მომხდარის გამო, კვლავაც გაბრაზებული იყო”, – ამბობს რიბერი.

“რობენი დიდი პროფესიონალია. ნამდვილად არ ვიცი, რატომ არ შეასრულა მან პენალტი”, – აღნიშნა გვარდიოლამ.

“ამ თემაზე საუბარი არ მსურს, ყველაფერი გარკვეულია”, – აცხადებს თავად რობენი.

როგორც გაირკვა, შაბათს, “მაინცთან” გამართულ შეხვედრაში, გვარდიოლამ რობენს პენალტის დარტყმის უფლება არ მისცა და ჰოლანდიელიც სწორედ ამან გააბრაზა.

ფრანკ რიბერის შესანიშნავი გოლი ფინეთის ნაკრების კარში

15 ოქტომბერს, საფრანგეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ფინეთის ნაკრები მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, ანგარიში ფრანკ რიბერიმ გახსნა, გოლი კი შესანიშნავი გამოდგა.

რიბერის ბრწყინვალე ფინტი

ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ფრანკ რიბერის მიერ საფრანგეთის ნაკრების ვარჯიშზე გაკეთებული ბრწყინვალე ფინტი აღბეჭდილი.

ზიდანი: “ოქროს ბურთს რიბერი იმსახურებს”

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ლეგენდარული ზინედინ ზიდანი აცხადებს, რომ ოქროს ბურთს მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელი, ფრანკ რიბერი იმსახურებს.

შეგახსენებთ, რომ ფრანგმა მოთამაშემ, გასულ სეზონში, 11 გოლის გატანა და 19 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

“რიბერი და რონალდუ ოქროს ბურთს იმსახურებენ, მაგრამ ჩემი ნება რომ იყოს, მას რიბერის გადავცემდი. განსაკუთრებით, ეს იმიტომ, რომ მან გასულ სეზონში თავის კლუბთან ერთად ბევრი ტიტული მოიგო”, – ამბობს ზიდანი.