მანჩინი: „პელეგრინის გუნდი მე შევქმენი“

„გალათასარაის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ საკმაოდ საინტერესო რამ განცხადა. ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტის თქმით, გუნდი, რომელსაც ამჟამად მანუელ პელეგრინი თავკაცობს, მის მიერ არის ჩამოყალიბებული.

„პელეგრინი თავის სამუშაოს ჩინებულად ასრულებს, თუმცა ის, რაც ახლა არსებობს, სამი წლის წინ მე შევქმენი. მანჩესტერში გაკეთებული სამუშაოთი კმაყოფილი ვარ. გუნდში სწორედ ის მოთამაშეები მოვიწვიე, რომლებიც „სიტის“ მაისურით გოლებს დღესაც იტანენ. ჩემი სამუშაო კარგად შევასრულე. პრემიერლიგა გასულ სეზონში მხოლოდ იმიტომ ვერ მოვიგეთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ რობინ ვან პერსი იყიდა“, – განაცხადა მანჩინიმ.

ალექსანდრე მატევოსოვი

მანჩინი „გალათასარაის“ ჩაიბარებს

არაოფიციალური ინფორმაციით, „გალათასარაის“ ხელმძღვანელობამ იტალიელ სპეციალისტთან რობერტო მანჩინისთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

შესაძლოა, „ინტერისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი თავკაცის დანიშვნის თაობაზე ოფიციალური განცხადება თურქულმა კლუბმა  უკვე ხვალ გააკეთოს.

ამავე დროს, „გალას“ ლეგენდარულმა მოთამაშემ ჰაკან შუკურმა განაცხადა, რომ კლუბის მენეჯერები და გამოცდილი მწვრთვნელი მხოლოდ სამწვრთვნელო შტაბის შემადგენლობის თაობაზე არ შეთანხმებულან.

შეგახსენებთ, რომ „გალათასარაის“ მთავარი მწვრთვნელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც კლუბის მენეჯერებმა ფათიჰ თერიმი დაითხოვეს.

ალექსანდრე მატევოსოვი

მანჩინი იტალიის ნაკრების შესაძლო ჩაბარებაზე ალაპარაკდა

„მანჩესტერ სიტის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი მზადყოფნას გამოთქვამს, იტალიის ნაკრების თავკაცის პოსტზე დანიშვნის თაობაზე მოლაპარაკებები აწარმოოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩეზარე პრანდელი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ „სკუადრა აძურას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს და საკლუბო ფეხბურთს დაუბრუნდება.

„თუ იტალიის ნაკრებში მუშაობას შემომთავაზებენ, წინადადების განსახილველად მზად ვარ. ეს ნებისმიერი მწვრთნელისთვის დიდი პატივია. აქვე უნდა დავძინო, რომ საკლუბო მუშაობა ძირეულად განსხვავდება ეროვნულ ნაკრებში მუშაობისგან. კარგად იცით, როგორც ხდება ფეხბურთში. თუ ერთ დღეს სახლში ხარ, მეორე დღეს კლუბისგან ან ნაკრებისგან სატელეფონო ზარი გაისმის და შენც სპორტული ფორმით საწვრთნელ მინდორს უბრუნდები“, – ციტირებს მანჩინის სიტყვებს Football Italia.

ბექა დოგრაშვილი