“ბოლონიამ” ვეტერან თავდამსხმელ როდრიგო პალასიოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. 37 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა იტალიურ კლუბთან ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ როდრიგო პალასიო იტალიაში 2009 წლიდან თამაშობს. მან გასულ სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 31 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. პალასიო “ბოლონიაში” 2017 წლიდან ასპარეზობს.