“რომას” “ჩელსის” ნახევარმცველი სურს

იტალიური გამოცემა, Il Tempo იტყობინება, რომ “რომას” ზამთრის სატრანფსერო ფანჯარაზე ლონდონის “ჩელსის” შუახაზელის, სესკ ფაბრეგასის ექვსთვიანი იჯარით აყვანა უნდა.

ესპანელი ლეგიონერი სერია ა-ს წინა თვეებშიც დაუკავშირეს. კონკრეტულად, ვრცელდებოდა ხმები, რომ ფაბრეგასი მილანს უნდოდა, თუმცა “როსონერიმ” მიზანს ვერ მიაღწია.

29 წლის სპორტსმენს “არისტოკრატთა” რიგებში სამქეები არც ისე კარგად მისდის. იგი სათამაშო დროის ნაკლებობას უჩივის – მიმდინარე სეზონში, მხოლოდ და მხოლდოდ, 193 წუთი პრემიერ ლიგაში.

ნახსენები წყარო იუწყება, რომ “რომას” ხელმძღვანელობამ უკვე თითქმის გაამზადა კონტრაქტის პირობები, რომელთა შორის ფაბრეგასის ყიდვის უფლებაცაა.

 

 

იტალიურმა “რომამ” “ჩელსის” გაცვლა შესთავაზა

Il Tempo-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “რომას” ხელმძღვანელები იმდენად არიან დაინტერესებულნი ფაბრეგასის გადაბირებით, რომ მზად არიან ამისთვის გუნდის ერთ-ერთ ლიდერსაც შეელიონ.

წყაროს ცნობით, “არისტოკრატები” კატეგორიულად უარობენ ფაბრეგასის სხვა პრემიერ ლიგური კლუბისთვის მიყიდვას, რაც “ჯალოროსის” წისქვილზე ასხამს წყალს.

რაც შეეხება ნახსენებ “რომაელს”, ლონდონელთა ბანაკში გადასვლასთან ახლოს რაჯა ნაინგოლანი და ანტონიო რუდიგერი არიან.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ 29 წლის ესპანელი ნახევარმცველისადმი ინტერესი “მილანმაც” გამოთქვა. ასე რომ, დედაქალაქელებს სიჩქარე მართებთ.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” დეპაიზე პირველი შემოთავაზება მიიღო

იტალიურ გამოცემას, TuttoMercatoWeb-ს თუ დავუჯერებთ, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებმა უკვე მიიღეს პირველი ოფიციალური შემოთავაზება მემფის დეპაის ტრანსფერთან დაკავშირებით.

როგორც იცით, 22 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელი დიდად ვერ ჯდება ჟოზე მოურინიოს გემოვნებაში – ამ უკანასკნელმა პრემიერ ლიგის ახალი სეზონის მხოლოდ 4 მატჩში შეძლო მოედანზე გასვლა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ევერტონის” მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს მისი ინგლისში დატოვება და არენდის წესით აყვანა სურს, რაშიც მას “რომაელები” ეცილებიან.

წყაროს ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედს” პირველი ოფიციალური შემოთავაზება სწორედ “მგლებმა” გაუკეთეს. იტალიელები იმედოვნებენ, რომ დეპაის ხელში ჩაგდებას 25 მილიონ ევროდ მოახერხებენ (21 მლნ. ფუნტი), რაც ნაკლებია იმ თანხაზე, რომელიც “წითელმა ეშმაკებმა” 2015 წელს “პსვ”-ს გადაუხადეს (25 მლნ. ფუნტი).

სპალეტი: “სტროტმანს “ბარსელონასა” და “ბაიერნის” დონის გუნდებში თამაში შეუძლია”

იტალიური “რომას” მთავარ მწვრთნელს, ლუჩიანო სპალეტის სჯერა, რომ კევინ სტროტმანი საკმარისად ძლიერია, “ბარსელონასა” და “ბაიერნის” დონის გუნდებში თავის გატანა რომ შეძლოს.

“ვფიქრობ, სტროტმანს შეუძლია ისეთი დონის გუნდებში თამაში, როგორებიც “ბარსელონა” და “ბაიერნი” არიან. მიეცით მას თავის წარმოჩენის შანსი და ამას დაგიმტკიცებთ. მას ამ დონის ნებისმიერ კლუბში შეუძლია თამაში.

კევინი განსაკუთრებული ფეხბურთელი და ფანტასტიკური კაცია. ამ დასკვნამდე მისასვლელად, იმის ხილვაც საკმარისია, თუ რაოდენ დიდი შემართებით ვარჯიშობს ის ყოველდღიურად.

ის ნამდვილად გუნდის ფეხბურთელია, რომელიც ადვილად ჯდება რიტმში და ყოველთვის მზადაა. თუ მზად ხარ, მოიგებ კიდეც. სხვა შემთხვევაში, რთულია სასურველი შედეგის მიღება.”

ნაინგოლანმა იანვარში, შესაძლოა, რომა დატოვოს

იტალიური გამოცემის, Corriere dello Sport-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “რომას” 28 წლის ჰავბეკი, რაჯა ნაინგოლანი კლუბის დატოვებასთან ძალიან ახლოსაა.

მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ახლახან მოაწერა რომაულ კლუბთან ხელი ახალ კონტრაქტს, რომელიც მას “მგლებთან” 2020 წლამდე აკავშირებს, ჟურნალისტები გვარწმუნებენ, რომ ის კლუბს იანვარშივე დატოვებს.

საქმე იმაშია, რომ ნაინგოლანს არ აკმაყოფილებს თავისი ხელფასი, რომელიც წელიწადში 3,8 მილიონ ევროს შეადგენს და მის გაზრდას 6 მილიონამდე ითხოვს, რაზეც იტალიელებმა უარი განუცხადეს.

წლევანდელ სეზონში, რაჯას ანგარიშზე 18 მატჩში გატანილი მხოლოდ ორი გოლია.

TuttoMercatoWeb: “ევერტონმა” “რომას” ნახევარმცველს დაადგა თვალი

იტალიური TuttoMercatoWeb-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “რომას” ნახევარმცველის, კევინ სტროოტმანის გადაბირებით მერსესაიდული “ევერტონი” არის დაინტერესებული.

წყაროს ცნობით, რონალდ კუმანისთვის 26 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელი მთავარ სამიზნეს წარმოადგენს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, რომელიც იანვარში გაიხსნება.

აქვე შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელი ადრეც მომხდარა ბრიტანული გრანდების ინტერესთა სფეროში. “მანჩესტერ იუნაიტედმა” რამდენჯერმე მიმართა კიდეც ოფიციალური წინადადებით რომაელებს, თუმცა ამაოდ.

დიდი ალბათობით კევინს გარეთ ბერის მოვალეობების შესრულება დაევალება, რომელსაც 35 წელი კარგა ხანია შეუსრულდა.

სპალეტი: “ნაპოლი” დღეს იტალიაში საუკეთესო გუნდია”

იტალიური “რომას” თავკაცი თვლის, რომ დღესდღეობით იტალიაში ყველაზე ძლიერი გუნდი ნეაპოლელთა “ნაპოლია”, რომელიც ამ დროისთვის სერია ა-ს სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს და 4 ქულით ჩამორჩება “იუვენტუსს”.

“იტალიის ჩემპიონატის მასშტაბით “ნაპოლის” უძლიერესი გუნდი ჰყავს.” – განაცხადა სპალეტიმ, რომლის გუნდიც მესამე ადგილზე იმყოფება და 1 ქულით ჩამორჩება სარის გუნდს.

“ბალანსის, სიტუაციებში სათანადო რეაგირების, დონისა და დაცვაში თამაშის მხრივ, “ნაპოლიზე” უფრო ძლიერი არავინაა. მათმა თავკაცმა კი დაამტკიცა მისი დონე: ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია.

ძლიერი გუნდი ჰყავთ. ჩვენ კი ბოლო დროს საუკეთესო ფორმაში ჩადგომას ვერ ვახერხებთ. ბუნებრივია, რომ გუნდისგან უფრო მეტს ვითხოვ.”

რონალდუ: “ტოტი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ამტკიცებს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია”

მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ იტალიური “რომას” ცოცხალი ლეგენდა, ფრანჩესკო ტოტი შეაქო და აღნიშნა, რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

“ის (ტოტი) ერთ-ერთი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა შორის და ახლაც განაგრძობს უმაღლეს დონეზე თამაშს. ეს გასულ წელს გავაანალიზე, როდესაც მის წინააღმდეგ მომიწია თამაში.

ვფიქრობ, მას კიდევ 2-3 წლის მანძილზე შეუძლია ამ ფორმის შენარჩუნება. ეს ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი, სამაგალითოა, რომ ასაკს მნიშვნელობა არა აქვს.

პირადად მე კარიერის დასრულებაზე არ ვფიქრობ. მოედანზე ჩემს თავს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვხედავ – მანამ, სანამ ჩემი სხეული ამას შეძლებს.”

ფრანჩესკო ტოტიმ საუკეთესო “რომაელი” თანაგუნდელი დაასახელა

იტალიური “რომას” ლეგენდამ, ფრანჩესკო ტოტიმ ანტონიო კასანო საუკეთესო ფეხბურთლად დაასახელა, რომელთან ერთადაც ოდესმე “რომას” მაისურით უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ 40 წლის ასაკში მყოფმა ფრანჩესკომ თავისი სიცოცხლის 24 წელი სწორედ რომაულ გრანდს მიუძღვნა – ამასობაში მან რეკორდული რაოდენობის მატჩებში მიიღო მონაწილეობა (764) და ასეთივე რაოდენობის გოლი გაიტანა (306).

რაც შეეხება კასანოს, მსოფლიო ჩემპიონი კასანოსთან ერთად 2001-2006 წლებში თამაშობდა. 2003-04 წლების სეზონში კი ამ ორმა ფეხბურთელმა 34 გოლი შექმნა.

როდესაც საუკეთესო თანაგუნდელზე დაუსვეს კითხვა, ტოტიმ განაცხადა: “ტექნიკურად კასანო, რადგანაც ჩვენ ერთმანეთს ვავსებდით, მოედანზე ერთმანეთის მოძებნა ნებისმიერ მომენტში შეგვეძლო.

მასთან მოედნის გარეთაც საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა.

ჩვენ ვსაუბრობთ არა იტალიის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელზე, არამედ ევროპის, რადგანაც მისი ნიჭი მართლაც რომ ფენომენალური იყო.

შემდეგ კი მოდიან: გაბრიელ ბატისტუტა და ვინჩენსო მონტელა, რომლებმაც მსოფლიო ფეხბურთი შეცვალეს.” – განაცხადა ტოტიმ.

კონტე სერია ა-ში მოთამაშე მცველით ინტერესდება

როგორც იტალიური პრესა იტყობინება, ლონდონის “ჩელსის” მწვრთნელი, ანტონიო კონტე სერიოზულად არის დაინტერესებული “ლაციოს” მცველით, სტეფან დე ვრეით.

24 წლის ჰოლანდიელი 2014 წელს შეუერთდა რომაულ კლუბს, თუმცა გასულ სეზონში დიდ ხანს იტრავმიანა. მიუხედავად ამისა, ლონდონელებს სურთა, რომ დავიდ ლუისის შემდეგ, დაცვის ხაზი იანვარში ნახსენები მოთამაშით გააძლიერონ.

სავარაუდო თანხა, რომელსაც “ჩელსი” ჰოლანდიელში გადაიხდის, 30.8 მილიონი ფუნტია.

ტოტი: “რეალში” გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი”

იტალიური “რომას” ლეგენდამ, ფრანჩესკო ტოტიმ, რომელსაც ახლახან 40 წელი შეუსრულდა, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2003 წელს ის ძალიან ახლოს იყო მადრიდულ “რეალში” გადასვლასთან.

“2003 წელს მადრიდში გადასვლას ვაპირებდი, მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში არ ვყოფილვარ. მაგრამ, ჩემმა გულმა, მეგობრებმა და ოჯახმა მადრიდულ კარიერაზე უარი მათქმევინა.

მართლა არ ვიცი, როგორ მოვაღწიე აქამდე. ალბათ ეს იმის ბრალია, რომ ფეხბურთთან უდიდესი სიყვარული მაკავშირებს. შემეძლო წავსულიყავი, თუმცა ეს არ გავაკეთე.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, სპორტსი ჩაბმულ ყველა ადამიანს, რომლებიც მე ძალიან მეხმარებოდნენ. “

კარიკატურა: რომაელი გლადიატორი 40 წლის გახდა (ფოტო)

გუშინ რომის “რომას” ლეგენდას, ფრანჩესკო ტოტის 40 წელი შეუსრულდა. ამასთან დაკავშირებით, ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.