“რომა” ლუკას მოურას ტრანსფერით ინტერესდება

უცხოურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები ლუკას მოურას გაყიდვას გეგმავენ, Corriere dello Sport-იც ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, ბრაზილიელი ნახევარმცველის გადაბირებასთან ყველაზე ახლოს იტალიელი “მგლები” არიან – “რომა” მზადაა, ლუკას მოურაც სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადოს.

იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი “რომაელთა” გეგმების მიხედვით წავა, ლუკას მოურა “რომას” მიერ შეძენილი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება კლუბის სათავეში ამერიკელი მენეჯერების მოსვლის შემდეგ.

“ზენიტმა” პარედესის ტრანსფერში 23 მილიონი ევრო გადაიხადა

სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” ხელმძღვანელები ოფიციალურად ადასტურებენ ინფორმაციას “რომას” ნახევარმცველის, ლეანდრო პარედესის ტრანსფერის შესახებ.

რუსული კლუბის მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, 23 წლის არგენტინელმა გარემარბმა “ზენიტთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ პარედესის ტრანსფერი სანკტ-პეტერბურგელებს 23 მილიონი ევრო დაუჯდათ, რასაც შესაძლოა, 4 მილიონიც დაემატოს ბონუსების სახით.

პარედესი “ბოკა ხუნიორსის” მიერ აღზრდილი ფეხბურთელია, რომელიც ერთ დროს “კიევოსა” და “ემპოლის” რიგებშიც თამაშობდა.

“მანჩესტერ იუნაიტედი” ნაინგოლანს წელიწადში 7.5 მილიონ ევროს სთავაზობს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები ყველანაირად ცდილობენ “რომას” ნახევარმცველის, რაჯა ნაინგოლანის გულის მოგებას. Il Tempo-ს ცნობით, “წითელი ეშმაკები” ნაინგოლანს 7.5 მილიონ ევროს სთავაზობენ წელიწადში ხელფასის სახით.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი ფეხბურთელის გადაბირებით ლონდონიც “ჩელსისა” და “არსენალის” უფროსებიც ინტერესდებიან, თუმცა, როგორც ცნობილი ხდება, მის ტრანსფერთან ყველაზე ახლოს სწორედ მანჩესტერელები არიან.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ რომაული კლუბის ახალი სპორტული დირექტორი, მონჩი რაჯას კონტრაქტის 2021 წლამდე გახანგრძლივებას და წელიწადში 5 მილიონ ევროს სთავაზობს.

რამდენს იხდის “ჩელსი” მანოლასის ტრანსფერში?

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ლონდონის “ჩელსი” “რომას” ცენტრალური მცველის, კოსტას მანოლასის ტრანსფერისთვის მიმდინარე ბრძოლაში ჩაერთო.

ლონდონელებმა 26 წლის მანოლასს, რომლის გადაბირებითაც “ინტერისა” და “ზენიტის” ხელმძღვანელებიც ინტერესდებიან, ლეონარდო ბონუჩისა და კალიდუ კულიბალის ტრანსფერების ჩაშლის შემდეგ მიაქციეს ყურადღება.

როგორც ცნობილი ხდება, “არისტოკრატები” “მგლებს” მანოლასის სანაცვლოდ 42 მილიონ ფუნტს (48 მილიონი ევრო) სთავაზობენ.

ოფიციალურად: “რომა” ეუსებიო დი ფრანჩესკომ ჩაიბარა

“რომას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ეუსებიო დი ფრანჩესკოს დანიშვნის შესახებ.

როგორც ცნობილი ხდება, 47 წლის სპეციალისტმა რომაულ გრანდთან 2019 წლამდე გააფორმა კონტრაქტი. “მგლების” თავკაცის პოსტზე ფრანჩესკომ ლუჩიანო სპალეტი უნდა შეცვალოს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში დი ფრანჩესკო იტალიურ სერია ა-ში მოთამაშე “სასუოლოს” წვრთნიდა და ეს გუნდი ევროპა ლიგაზეც გაიყვანა.

გეტყვით იმასაც, რომ დი ფრანჩესკოს “რომაში” ოთხი სეზონი აქვს გატარებული ფეხბურთელის რანგში (1997-2001).

ედინ ჯეკო გერმანიაში ბრუნდება

ევროპულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, იტალიური “რომას” თავდამსხმელი, ედინ ჯეკო უკან, გერმანულ ბუნდესლიგაში ბრუნდება.

როგორც ცნობილი ხდება, ჯეკოს, რომელმაც გასულ სეზონში 29 გოლის გატანა შეძლო იტალიის სერია ა-ში, თავად სურს “ვოლფსბურგში” გადაბარგება.

“მანჩესტერ სიტის” ყოფილმა თავდამსხმელმა ბუნდესლიგაში ჩატარებულ 111 მატჩში 66 გოლის გატანა შეძლო, სანამ “ვოლფსბურგს” 2011 წელს დატოვებდა.

“სულ რაღაც 31 წლის ვარ და თავს მშვენივრად ვგრძნობ,” – აცხადებს ჯეკო.

“რომა” მზადაა, “ინტერს” რუდიგერი 40 მილიონ ევროდ მიყიდოს

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ანტონიო რუდიგერს კარიერის გაგრძელება მილანის “ინტერში” სურს, “რომა” კი მის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს მიღებას ლამობს.

როგორც იცით, “ნერაძურის” ხელმძღვანელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის დაცვითი პოტენციალის გაძლიერებას აპირებენ, რისთვისაც რუდიგერის გადაბირება ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია.

calciomercato-ს ცნობით, ფეხბურთელმა უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტი მილანურ კლუბთან.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ რუდიგერს ბრწყინვალე ურთიერთობა აქვს “რომას” სპორტულ დირექტორთან, მონჩისთან.

ნაინგოლანი: “კონტე ისევ გაბრაზებულია ჩემზე”

იტალიური “რომას” ნახევარმცველი, რაჯა ნაინგოლანი აღიარებს, რომ ანტონიო კონტე მასზე ნაწყენი და ცოტათი გაბრაზებულიც კი არის, “ჩელსიში” გადასვლაზე უარის თქმის გამო.

“კონტესგან წელს არაფერი მსმენია.

მგონი, ის კვლავ გაბრაზებულია ჩემზე გასულ წელს მომხდარის გამო… ყოველშემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ, ზუსტად ნამდვილად არ ვიცი.

როგორც ადრე ვთქვი, აქ ყოფნა ბედნიერებას მანიჭებს, “რომას” ფანები ჩემს მიმართ დიდ პატივისცემას, სიყვარულს იჩენენ. მომწონს აქ თამაში და კლუბების ხშირი ცვლა ჩემი სტილი ნამდვილად არ არის,” – აცხადებს ნაინგოლანი.

“ლივერპული” სალაჰის ტრანსფერს უახლოვდება

იტალიაში გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, ინგლისური “ლივერპულის” ხელმძღვანელები ძალიან ახლოს არიან მუჰამედ სალაჰის ტრანსფერთან, რომელიც ამჟამად “რომას” რიგებში ირიცხება.

BeinSports-ის ცნობით, “წითლებმა” უკვე გაუგზავნეს “მგლებს” პირველი ოფიციალური შეთავაზება, თუმცა “რომამ” სალაჰის 34 მილიონ ევროდ გაყიდვაზე უარი განაცხადა.

წყაროს ცნობით, 24 წლის ეგვიპტელი ფეხბურთელის აგენტი ამჟამად ინგლისში იმყოფება და მერსესაიდული გრანდის ხელმძღვანელებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

სალაჰმა მიმდინარე სეზონში 19 გოლის გატანა და 12 საგოლე გადაცემის ჩაწერა მოახერხა პირად აქტივში.

რუდიგერი “რომადან” “ინტერში”?

იტალიურ პრესაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ანტონიო რუდიგერმა “ინტერის” ხელმძღვანელებთან შეთანხმებას მიაღწია.

როგორც იცით, ზაფხულში “ნერაძურის” ერთ-ერთი მთავარი მიზანი დაცვის ხაზის გაძლიერებაა. ამ მიზნამდე მისაღწევი უმოკლესი გზა კი “რომას” ცენტრალური მცველის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს გადახდაა, რაზეც მილანელები ჯერ კიდევ ყოყმანობენ.

FCInterNews-ის ცნობით, რუდიგერი “ინტერთან” 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს, მილანელები კი მას წელიწადში 3 მილიონ ევროს სთავაზობენ ხელფასის სახით.

როგორც უკვე მოგახსენეთ, “ჯალოროსის” სპორტული დირექტორი, მონჩი რუდიგერის სანაცვლოდ 40 მილიონს იხდის, მაგრამ “ინტერი” მხოლოდ 30 მილიონის გადახდაზეა თანახმა.

სპალეტი: “ნაპოლი” ღვთაებრივ ფეხბურთს თამაშობს”

“რომას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ თავისი გუნდის უშუალო მეტოქეზე, “ნაპოლიზე” საუბრისას ნეაპოლელთა სათამაშო სტილის მაღალ ხარისხს სგაუსვა ხაზი.

“ისინი ღვთაებრივ ფეხბურთს თამაშობენ.

მათი ასეთი ტექნიკა, სისწრაფე და სისხარტე გადაწყვეტილების მიღების, ბურთის გადანაწილების დროს მართლაც რომ გასაოცრად ლამაზი საყურებელია.

მესმის სარის იმედგაცრუების. რა თქმა უნდა, ასეთი სეზონის შემდეგ მესამე ადგილი მათთვის დამაკმაყოფილებელი არ უნდა იყოს. თუმცა, მეორე ადგილი არანაკლებ დაიმსახურა “რომამაც”, – აცხადებს სპალეტი.

ტოტიმ “რომაში” ბოლო ვარჯიში ჩაატარა – რა ხდებოდა ბაზაზე (ვიდეო)

“რომას” ლეგენდამ, ფრანჩესკო ტოტიმ კლუბის ბაზაზე ბოლო ვარჯიში ჩაატარა, რომელსაც ბევრი გულშემატკივარი ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ ტოტი 28 მაისს “ჯალოროსის” რიგებში ბოლო შეხვედრას ჩაატარებს. “ჩესკოს” საკუთარ ფანებთან გამომშვიდობების შანსი “ჯენოასთან” გასამართ მატჩში მიეცემა.