კლოპს რომას ახალგაზრდა ნახევარმცველი სურს

სულ ცოტა დარჩა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდის ამოწურვამდე, თუმცა მერსესაიდის “ლივერპულის” მწვრთნელი, იურგენ კლოპი აქტიურობის შეწყვეტას არ აპირებს.

The Sun-ი იტყობინება, რომ გერმანელ სპეციალისტს ძალიან სურს რომის “რომას” ახალაგაზრდა ნახევარმცველის, ლეანდრო დანიელ პარედესის შეძენა. 22 წლის მოთამაშემ მიმდინარე სეზონში სერია ა-ს 14 შეხვედრაში ერთი გოლის გატანა მოახერხა.

ირკვევა, რომ “ლივერპულისა” და “რომას” ხელმძღვანელობას შორის უკვე შედგა კონტაქტი ტრანსფერის თაობაზე. ინგლისელების შეთავაზება 22.5 მილიონ ევროს (+ 4 მილიონი ევრო ბონუსად, პარედესის წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში) შეადგენს. “ლივერპულის” ბოსებს ჯერ კონკრეტული პასუხი არ მიუღიათ.

აქვე გეტვყით, რომ რომაელებს ძალიან სურთ “ატალანტას” ნახევარმცველის, ფრენკ იანიკ კესიეს შეძენა. 20 წლის ფეხბურთელს მისი კლუბი იაფად ნამდვილად არ გამოუშვებს. აქედან გამომდინარე, ლოგიკური იქნება, თუ პარედესის სარფიანად გაყიდვით, “რომა” კესიეს შეიძენს.

ყველაფერი ძალიან მალე უნდა მოხდეს, რადგან სატრანსფერო ფანჯრის პერიოდის ამოწურვამდე 2 დღეზე ცოტა მეტია დარჩენილი.

“რომა” ნაინგოლანის ტრანსფერის დაბლოკვას აპირებს

იტალიური “რომას” ხელმძღვანელები “ჩელსისთვის” ხელის შეშლასა და რაჯა ნაინგოლანისათვის ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტის შეთავაზებას აპირებენ.

როგორც იცით, საკმაოდ დიდი ხანია, რაც ბელგიელ ფეხბურთელს ანტონიო კონტეს გუნდთან აკავშირებენ, თუმცა, როგორც ჩანს, ამ ტრანსფერს სწორედ იტალიური კლუბის პოზიცია აფერხებს.

28 წლის ნახევარმცველის ამჟამინდელი კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2019-20 წლების სეზონის დასრულებისთანავე იწურება, თუმცა ნაინგოლანი თავისი ხელფასით უკმაყოფილოა, რაც მას კლუბის დატოვებისაკენ უბიძგებდა.

წყაროს ცნობით, “რომას” ნახევარმცველი, რომელსაც მიმდინარე სეზონში 19 მატჩი აქვს ნათამაშები (ოციდან), კვირაში 70 000 ფუნტს ითხოვს ხელფასის სახით.

ედინ ჯეკოს კურიოზული პენალტი “უდინეზესთან” მატჩში (ვიდეო)

15 იანვარს, იტალიის სერია A-ში, “უდინეზემ” საკუთარ მოედანზე “რომა” მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შეხვედრის მე-18 წუთზე რომაელთა თავდამსხმელმა, ედინ ჯეკომ თერთმეტმეტრიანი ძალიან ცუდად შეასრულა.

იხილეთ ვიდეო

ლუჩიანო სპალეტი ადასტურებს: “მგლები” “ვესტ ჰემის” ფორვარდისთვის იბრძვიან

ლუჩიანო სპალეტი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, “რომაელები” “ვესტ ჰემ იუნაიტედის” ფორვარდის, სოფიანე ფეგულის გადაბირებით არიან დაინტერესებულნი.

“სატრანსფერო ფანჯარას დიდი ყურადღებით ვაკვირდებით და მინდა გითხრათ, რომ ის ჭორები, რომლებიც აქამდე ვრცელდებოდა სიმართლეს შეესაბამება.

ფეგულის გარშემო არსებულ მდგომარეობას თვალყურს ვადევნებთ, ეს სიმართლეა. თქვენ ამას მაინც წერთ, ასე რომ, უარყოფას აზრი არ აქვს. სხვა ფეხბურთელებზე ვერაფერს ვიტყვი.

ფეგულის ნამდვილად შეუძლია იტურბეს ჩანაცვლება, რომლის მეშვეობითაც “ტორინომ” გუნდის გაძლიერება გადაწყვიტა.” – განაცხადა “რომას” თავკაცმა.

ტომას ვერმაელენი ტრავმირებულია

რომის “რომას” ოფიციალური გვერდი იუწყება, რომ ტომას ვერმაელენმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. “ბარსელონას” საკუთრებაში მყოფ მოთამაშეს მარცხენა ფეხის წვივის კუნთზე აქვს დაზიანება.

შეგახსენებთ, რომ კატალონიურმა გრანდმა ბელგიელი ფეხბურთელი 1 წლით გაანათხოვრა იტალიურ კლუბში. 31 წლის მოთამაშემ სერია ა-ში მხოლოდ და მხოლოდ 4 შეხვედრა ჩაატარა.

როგორც კლუბის სამედიცინო შტაბი იტყობინება, ვერამელენი, დიდი ალბათობით, გუნდს 8 იანვარს “ჯენოასთან” გასამართ შეხვედრაში დაუბრუნდება.

 

“რომას” “ჩელსის” ნახევარმცველის იჯარით აყვანა სურს

Goal.Com-ი იტყობინება, რომ რომის “რომა” დაინტერესებულია ლონდონის “ჩელსის” ახალგაზრდა ნახევარმცველის, ჩარლი მუსონდას იჯარით აყვანით.

ბელგიელი ფეხბურთელი ამჟამად ესპანურ “ბეტისშია” განათხოვრებული. თუმცა “რომასგან” სარფიანი შემოთავაზების, ან სხვა მოტივების ქონის შემთხვევაში, “არისტოკრატებს” შეუძლიათ, სატრანსფერო ფანჯარაზე უკან დაუბრუნონ 20 წლის სპორტსმენი და იტალიურ კლუბში გაუშვან არენდის წესით.

 

თავის მხრივ, “რომას” მუსონდა მუჰამედ სალაჰის შემცვლელად უნდა. ეგვიპტელი ფეხბურთელი აფრიკის თასზე იღებს მონაწილეობას.

სერია ა: სეზონის პირველი ნახევრის ყველაზე ცუდი ფეხბურთელების სიმბოლური გუნდი (ფოტო)

Goal.Com-ი გვთავაზობს 2016/2017 წლების სეზონის პირველი ნახევრის იტალიის ჩემპიონატის ყველაზე ცუდი ფეხბურთელების სიმბოლურ გუნდს.

სპორტიელო, სანტონი, ჟესუსი, ვერმაელენი, დ’ამბროზიო, ჟერსონი, ჟორჟინიო, კონდოგბია, ჰონდა, გაბიადინი, გაბიგოლი.

 

კარიკატურა: 90-მილიონიანმა იგუაინმა “იუვენტუსს” ჯეკპოტი მოაგებინა!

17 დეკემბერს სერია ა-ს მე-17 ტურის შეხვედრები გაიმართა.

“იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “რომა” მიიღო და გონსალო იგუანის მიერ მე-14 წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით იმარჯვა. “ბებერმა” ქალბატონმა ამ მოგებით მთელი შვიდი ქულით გაასწრო მეორეადგილოსან “რომას”.

ომარ მომანიმ 90-მილიონიანი იგუაინის მიერ გაკეთებული საქმე ასე შეაფასა

 

სპალეტი: “იუვესთან” დაცვაში ჩაჯდომა წაგების გარანტია”

იტალიური “რომას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ “იუვესთან” გასამართ მატჩზე საუბრისას აღნიშნა, რომ დედაქალაქელები დაცვაში ჩაჯდომას არ აპირებენ, რადგანაც “იუვესთან” ასე თამაში უბრალოდ წაგებაზე ხელის მოწერის ტოლფასია.

“შაბათს გასამართი მატჩი ჩვენთვის გადამწყვეტი იქნება. ერთი რამ ფაქტია, თუ ტურინში დაცვითი ფეხბურთის სათამაშოდ ჩავალთ, აუცილებლად წავაგებთ, ამის გარანტიას გაძლევთ.

საჭიროა სწორი ტაქტიკის შემუშავება, რომლის მეშვეობითაც ჩვენი ძლიერი მხარეების მაქსიმალურად გამოყენებას შევძლებთ.

ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა, ამისათვის კი მათი დამარცხება მოგვიწევს. ტურინელთა შეტევები მაქსიმალურად უნდა ვაკონტროლოთ და მარტივად ვითამაშოთ.” – განაცხადა სპალეტიმ, რომლის გუნდიც 4 ქულით ჩამორჩება ლიდერ “იუვეს”.

დიეგო პეროტი “სკუდეტოსთვის” ბრძოლის დათმობას არ აპირებს

“რომას” ვინგერი, დიეგო პეროტი იზიარებს ჯანლუიჯი ბუფონის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, იტალიის ჩემპიონის ბედი ჯერ არაა გადაწყვეტილი და რომ “რომას” ჩემპიონობის რეალური შანსები გააჩნია.

“ბუფონი მართალი იყო, როდესაც თქვა, რომ “რომას” ტიტულისთვის ბრძოლა ისევ შეუძლია.” – განაცხადა პეროტიმ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.

“ჩვენ “ნაპოლის”, “მილანის”, “ინტერისა” და “ლაციოს” დამარცხება მოვახერხეთ. ასეთ გუნდებს კი ისე, უბრალოდ ვერავინ მოუგებს. “სკუდეტოსთვის” მებრძოლი გუნდების დაუმსახურებლად დამარცხება უბრალოდ შეუძლებელია.

მართალია, აქამდე რამდენიმე ძალზედ საჭირო ქულა დავკარგეთ და ახლა 4 ქულით ჩამოვრჩებით ლიდერს, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინაა.” – განაცხადა იტალიელმა ფეხბურთელმა.

დრაქსლერისთვის, “არსენალთან” ერთად, “პსჟ”-ც იბრძოლებს

Le Parisien-ი იტყობინება, რომ “პსჟ”-ს ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე “ვოლფსბურგის” ფეხბურთელი, იულიან დრაქსლერი იქნება.

გერმანელი შემტევი 2014 წლის ზაფუხლზე გადავიდა “შალკედან” ნახსენებ კლუბში 35 მილიონ ევროდ, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერა და ვერ მოიკიდა. 23 წლის ფეხბურთელმა გასულ ორ წელში რეგრესი განიცადა. თუ მასში ერთი წლის წინ 70 მილიონს იხდიდნენ, ახლა ფრანგული კლუბი, მხოლოდ და მხოლოდ, 30 მილიონ ევროს ჩამოდის.

პარიზელები მზად არიან, რომ ხესე როდრიგესი “რომაში” გაუშვან, თუ გერმანელის შეძენას მოახერხებენ.

“პსჟ”-ს ხელს “არსენალი” შეუშლის, რომელსაც დრაქსლერი უკვე, დიდი ხანია, უნდა.

სპალეტი: “მილანი” იტალიის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს”

მიუხედავად “რომასთან” განცდილი საგარეო მარცხისა (1-0), “მგლების” თავკაცს, ლუსიანო სპალეტის სჯერა, რომ იტალიური “მილანი” კვლავ გააგრძელებს იტალიის ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

“დღეს საღამოს ძალიან რთული მატჩი გავმართეთ. ყველაფერი, რასაც “მილანზე” და მათ მწვრთნელზე ამბობენ, სიმართლეა – ისინი მთავარ მაგიდაზე (ცხრილის სათავეში) არიან, ისინი გააგრძელებენ ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

მართალია, რომ ისინი კარგა ხნის მანძილზე იყვნენ ჰორიზონტს მიღმა, თუმცა ნელნელა უკან ბრუნდებიან და ძველ დროს იხსენებენ. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ მათ დასამარცხებლად.

გასულ წელს ასეთ მატჩებს ვერ ვიგებდით. წელს, ჩვენ უფრო ლამაზ ფეხბურთს ვთამაშობთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მოვიგებდით. სწორ გზას ვადგავართ და გვჯერა, რომ ყველაფერი გამოგვივა.”