ლუკაკუ: ” ფეხბურთელები შესწავლილი მყავს, მათ ყოველთვის ერთი ნაბიჯით ვუსწრებ”

ინგლისური “ევერტონის” თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ განაცხადა, რომ საკმაოდ დიდ დროს უთმობს კონკრეტულ ფეხბურთელებზე შექმნილი ფილმების ყურებას. რის შედეგადაც ის მცველებს ყოველთვის ერთი ნაბიჯით უსწრებს.

“არის ერთი ფრანგული კომპანია, რომელიც ჩემს ყოველ მატჩს იწერს და სპეციალურ ფილმებს აკეთებს, ისევე როგორც სხვა ფეხბურთელებზე.

ამ ფილმებს ხშირად ვუყურებ და ვხვდები, თუ რომელი ფეხბურთელი რის გაკეთებას შეეცდება. მე მათ ერთი ნაბიჯით ვუსწრებ. უმეტეს შემთხვევაში ჩემი გამოთვლები მართლდება.

პირადად მე დღითი-დღე ვძლიერდები. ვარ მაღალი, სწრაფი და ძლიერი. დრიბლინგის უნარიც მაქვს, ორივე ფეხით შემიძლია დარტყმა, ისევე როგორც თავით.”

 

ევერტონმა ლუკაკუს შემცვლელი იპოვა

ინგლისურ, ავტორიტეტულ გამოცემა The Sun-ს თუ დავუჯერებთ, “ევერტონის” ხელმძღვანელობა ძალიან ახლოსაა მოსკოვის “ლოკომოტივის” ფორვარდის, უმარ ბაიე ნიასეს შეძენასთან.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “კანფეტები” მზად არიან 13.5 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაიხადონ სენეგალელი შემტევის სანაცვლოდ. ეს უკანასკნელი რომელუ ლუკაკუს შემცვლელად მოიაზრება, რომელმაც შესაძლოა “გუდისონ პარკი” ზაფხულში დატოვოს.

25 წლის ნიასე სიჩქარის, სიძლიერისა და ძლიერი მუშაობის ხარჯზე  მშვენივრად გამოიყურება. რუსული გუნდის მაისურით მან 15 მატჩში 8 გოლის გატანა მოახერხა.

ლუკაკუ: „ყველა ამბობს, რომ „ჩელსი“ მოურინიო გამო დავტოვე“

„ევერტონის“ თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ განაცხადა, რომ „ჩელსი“ თავისი ნებით დატოვა.

„ყველა ამბობს, რომ „ჩელსიდან“ მოურინიოს გამო წამოვედი, თუმცა ეს ასე არ არის. გადაწყვეტილება თვითონ მივიღე. მასთან კაბინეტში შევედი და გაშვება ვთხოვე. მოურინიო პირველი იყო, ვინც წარმატება მისურვა, როდესაც „ევერტონთან“ კონტრაქტი გავაფორმე, რის გამო პატივს ვცემ. სამწუხაროა, რომ მას „ჩელსის“ დატოვება მოუწია. ის ჩინებული ადამიანია“, – ციტირებს ლუკაკუს „გარდიანი“.

ლუკაკუ „მანჩესტერ იუნაიტედში“?

როგორც წამყვანი ბრიტანული წყაროები იუწყებიან, „ევერტონის“ თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი სამიზნე გახდა.

„სქაი სპორტსის“ ცნობით, „წითელი ეშმაკების“ თავკაცი ლუი ვან გაალი რადამელ ფალკაოსა და რობინ ვან პერსის შემცვლელს ეძებს, რის გამოც ყურადღება ახალგაზრდა ბელგიელ ტალანტზე გადაიტანა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ლუკაკუ „ჩელსიდან“ „ევერტონში“ 28 მილიონ ფუნტად გადავიდა.

ლუკაკუს ულტიმატუმი “ევერტონს”: “თასების მოგება მინდა”

“კანფეტების” ერთ-ერთი ლიდერი, რომელუ ლუკაკუ ტოპ-კლუბში დაბრუნებას აპირებს.

2014/2015 წლის სეზონი ბელგიელისთვის წარმატებული აღმოჩნდა. მან 20 გოლი გაიტანა და ალანთან ერთად, ევროპა ლიგის ბომბარდირებში პირველზე გავიდა.

ამ ბრწყინვალე შედეგებმა, რომელუს მადა მოუმატა და “ევერტონზე” კარგ გუნდში ასპარეზობა მოუნდა.

“არ მსურს, გიგანტების ჩრდილში ყოფნა, ტიტულები მინდა. ვიცი, რა უნდა გავაკეთო დიდ მატჩებში. 22 წლის ვარ და დროა, კარიერას მივხედო,”-განუცხადა ლუკაკუმ Sport/Voetbal-ს.

აღსანიშნავია, რომ ლუკაკუ “ევერტონის” ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია. მერსისაიდელებმა ბელგიელი 28 მილიონ ფუნტად დაიმატეს.

ოფიციალურად: “ევერტონმა” ლუკაკუ გაიფორმა

ბელგიის ნაკრების თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ ლონდონის “ჩელსიდან” ლივერპულის “ევერტონში” გადავიდა. 21 წლის ფეხბურთელმა “კანფეტებთან” ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მერსისაიდულმა გუნდმა ლუკაკუს სანაცვლოდ 28 მილიონი ფუნტი გაიღო, რაც კლუბის ისტორიაში რეკორდული სატრანსფერო თანხაა.

გასული სეზონი რომელუ ლუკაკუმ იჯარის წესით სწორედ “ევერტონში” გაატარა. ახალგაზრდა ბელგიელმა ფორვარდმა კლუბის რიგებში ჩატარებულ 33 მატჩში 16 გოლი გაიტანა.

 

ლუკაკუ ევერტონს უახლოვდება

უცხოური პრესის ცნობით, “ევერტონის” ხელმძღვანელობამ პრაქტიკულად დაასრულა მოლაპარაკებები ლონდონის “ჩელსისთან”  რომელუ ლუკაკუს გადაბირებასთან დაკავშირებით. ლივერპულელები ლონდონურ გუნდს 18 მილიონ ევროს გადაუხდიან.

შესაძლო ტრანსფერით თავად ფეხბურთელიც არის დაინტერესებული, რომელიც მუდმივი სათამაშო პრაქტიკის ძიებაშია.

მოსალოდნელია, რომ კონტრაქტი ბელგიელი ფეხბურთელი “ევერტონთან” ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ჩელსი ლუკაკუს შანსს მისცემს

მიუხედავად გავრცელებული ხმებისა ლუკაკუს მორიგ იჯარასთან დაკავშირებით, “ჩელსის” სამწვრთნელო შტაბის ბელგიელისთვის შანსის მიცემას აპირებს.

“იგეგმება, რომ ლუკაკუ მეორე შეკრებაზე პირველ გუნდს შეუერთდება, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა” – განაცხადა ჟოზე მოურინიოს ერთ-ერთმა თანაშემწემ.

გასულ სეზონში ფორვარდმა “ევერტონში” წარამტებული სეზონი ჩაატარა. ლივერპულელები ლუკაკუს დაბრუნებას იმედოვნებენ.

ლუკაკუ ვოლფსბურგში სურთ

“ვოლფსბურგის” სპორტულმა დირექტორმა კლაუს ალოფსმა განაცხადა, რომ მისი კლუბი ბელგიის ნაკრების ფორვარდით რომელუ ლუკაკუთი დაინტერესდა. თუმცა ალოფსმა ისიც განაცხადა, რომ “ჩელსის” 21 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ფასს მისი კლუბის ვერ გასწვდება.

“ლუკაკუს გადაბირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვახერხებთ, თუ მისი სატრასნფერო ფასი დაიწევს. ძლიერი ფორვარდი გვჭირდება, თუმცა ამ ეტაპზე ჯერ თავს ვიკავებთ. ყველაფერი მუნდიალის შემდეგ გაირკვევა” – განაცხადა ალოფსმა.

შეგახსენებთ, გასული სეზონი ლუკაკუმ “ევერტონში” გაატარა და 15 გოლის გატანა მოახერხა.

Daily Express: „ჩელსი“ ლუკაკუს „ატლეტიკოში“ გაანათხოვრებს

„დეილი ექსპრესის“ ცნობით, ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ დამდეგ სეზონს იჯარის წესით მადრიდის „ატლეტიკოში“ გაატარებს.

ბელგიელმა ფორვარდმა „ვესტ ბრომვიჩსა“ და „ევერტონში“ თავი კარგად წარმოაჩინა, თუმცა ჟოზე მოურინიოს გული მაინც ვერ მოიგო.

როგორც მოგეხსენებათ, „პენსიონერებს“ დიეგო კოსტას დამატება სურთ და არ არის გამორიცხული, ლუკაკუს განათხოვრება ამ გარიგების შემადგენელი ნაწილი იყოს.

21 წლის ბელგიელი თავდამსხმელი ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება.

ლუკაკუმ ინგლისის პრემიერლიგის გასულ გათამაშებაში 31 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი

ლუკაკუ ტრავმირებულია

ბელგიის ნაკრების ფორვარდი რომელუ ლუკაკუ ტუნისთან გამართულ შეხვედრაში დაშავდა.

ბელგიელთა მთავარი მწვრთნელის მარკ ვილმოტსის თქმით ფეხბურთელი სრულფასოვან ვარჯიშებს 3-4 დღეში დაუბრუნდება.

“ლუკაკუ 3-4 დღით დაგვაკლდება. უფრო მეტი სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი. თუმცა, დაზიანება სერიოზული არ არის” – განაცხადა ვილმოტსმა.

გუშინდელი მატჩი ბელგიელთა მინიმალური გამაჯრვებით დასრულდა.

მუნდიალი-2014: ინტრიგა, ტენდენცია, მოლოდინი

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ოთხი დღე დარჩა. ტურნირის ფავორიტების შესახებ აქამდეც ბევრი მოსაზრება გამოითქვა და ამის შემდეგაც ბევრი გამოითქმება, თუმცა მუნდიალზე სხვა მრავალი დეტალიც იწვევს ინტერესს. განვიხილოთ რამდენიმე საინტერესო დეტალი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ მუნდიალის მსვლელობის დროს.

 

ინტრიგა
მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულის ვინაობის გარკვევის გარდა, ტურნირს სხვა დამატებითი ინტრიგაც ახლავს თან. საინტერესოა, შეძლებს თუ არა გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე მუნდიალის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსის დაბევებას. გერმანელ ფეხბურთელს ამ ტურნირზე 14 გოლი აქვს გატანილი, რაც ერთი გოლით ნაკლებია ბრაზილიელი რონალდოს მონაგარზე. კლოზემ გუშინწინ გერმანიის ნაკრების ფორმით რიგით 69-ე გოლი გაიტანა, ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდი დაამხო და გერმანიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მიროსლავ კლოზე მუნდიალს კარგი განწყობით ხვდება და რონალდოს რეკორდის გაუმჯობესებასაც შეეცდება.

 

ტენდენცია
ევროპული საკლუბო ფეხბურთის ბოლო ორ სეზონში ნათლად გამოჩნდა, რომ ტიკი-ტაკას ერა, „ბარსას“ სტილი წარსულს ბარდება. საკლუბო დონეზე უკვე ბევრი კლუბი და მწვრთნელი გაუმკლავდა „ბარსელონას“ ჩვეულ და „ბაიერნის“ განახლებულ მეთოდს. ტიკი-ტაკას მოძველების ტენდენცია სანაკრებო დონეზეც შეიმჩნევა. 2013 წლის კონფედერაციის თასზე ბოლომდე ვერ გაამართლა ამ მეთოდმა. შეგახსენებთ, რომ ტურნირის ფინალურ შეხვედრაში მასპინძელმა ბრაზილიის ნაკრებმა ესპანეთს სამი უპასუხო გოლი აგემა. საინტერესოა, გაგრძელდება მუნდიალზე ეს ტენდენცია?

 

მოლოდინი
განსაკუთრებული ყურადღება იგრძნობა ბელგიის ნაკრების მიმართ. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ბელგიელთა გუნდის საშუალო ასაკი 25 წელია. ბელგიის ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელი სათამაშო ფორმის პიკზეა, თითქმის ყველა მოთამაშე წამყვან ევროპულ კლუბებში ასპარეზობს.

მეორე, შეუძლებელია, არ გავამახვილოთ ყურადღება იმ ფაქტს, რომ ბელგიელთა საშუალო სიმაღლე 1,87 სანტიმეტს უტოლდება(!) თუ რომელიმე მატჩი ბელგიელთა დამრიგებლის, მარკ ვილმოტსის სცენარით არ წარიმართა, ადვილი მისახვედრია, რა იქნება მათი გეგმა B…

მესამე, ბელგიის ნაკრებს შეტევის ხაზში ჰყავს ფანტასტიურად მოთამაშე რომელუ ლუკაკუ. დაახლოებით ერთი თვის წინათ მას 21 წელი შეუსრულდა, უმაღლეს დონეზე კი უკვე 83 (!) გატანილი გოლი აქვს. შედარებისთვის: ამ ასაკში ლეო მესის 61, კრიშტიანუ რონალდუს კი 66 ბურთი ჰქონდა გატანილი.

ბექა დოგრაშვილი