კლებერსონი: “რონალდინიომ გადამაგდო და “მანჩესტერ იუნაიტედში” არ გამომყვა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ნახევარმცველმა ჟოზე კლებერსონმა ჟურნალ Four Four Two-სთვის მიცემულ ინტერვიუში კარიერის საინეტრესო ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც ინგლისურ კლუბში მასთან ერთად რონალდინიოც უნდა გადასულიყო, თუმცა ამ უკანასკნელმა ის მოატყუა.

“იმ პერიოდში ჩემით ორი კლუბი იყო დაინტერესებული: “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ლიდს იუნაიტედი”. მათ შორის არჩევანის გაკეთება მარტივი იყო, თუმცა ერთ სასაცილო ეპიზოდს გავიხსენებ. როდესაც დადასტურდა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედს” ნამდვილად სურდა ჩემი დამატება, ბრაზილიის ნაკრებთან ერთად საფრანგეთში კონფედერაციის თასზე ვიმყოფებოდი. ზუსტად მახსოვს: ჩემთან ერთად რონალდინიო და მისი ძმა და აგენტი ასისი გახლდათ. რონალდინიომ მითხრა: “მათ ჩვენი ორივეს დამატება სურთ. ასე რომ, წინ!”

გამიხარდა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედში” ჩემთან ერთად რონალდინიო გადმოვიდოდა. შემდეგ ბრაზილიაში დავბრუნდი და ინგლისელებთან მოლაპარაკება გავაგრძელე, რონალდინიომ კი გადამაგდო და სათამაშოდ თბილი ბარსელონა აირჩია. ამ ამბავზე დღემდე ვხუმრობთ ხოლმე. მან იცის, რომ ჩემი ვალი აქვს”.

შეგახსენებთ, რომ კლებერსონი “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას 2003-დან 2005 წლამდე იცავდა.

რონალდინიო: “ერთხელაც “ოქროს ბურთს” ნეიმარი მოიგებს, ეს მხოლოდ დროის საკითხია”

“ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი რონალდინიო დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში ნეიმარი “ოქროს ბურთს” მოიგებს.

“ნეიმარი და მე მეგობრები ვართ. ის ბრაზილიელთა კერპია. მან ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს დონეს უკვე მიაღწია. ველოდებით, რომ ერთხელაც “ოქროს ბურთს” ნეიმარი მიიღებს. იგი უკვე არის საუკეთესოთა შორის. ასე რომ, ამ ჯილდოს მოგება მხოლოდ დროის საკითხია.

ჩემი დროის “ბარსელონა” დღევანდელ გუნდს შევადარო? არ მიყვარს შედარებები. ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავდა, მშვენიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, ახლანდელი “ბარსელონაც” შესანიშნავი გუნდია, იქ დღესაც მშვენიერი მოთამაშეები გამოდიან. ჩემი დროის “ბარსელონამ” წარმატებას მიაღწია, ბევრი ტიტული მოიგო და დღევანდელი “ბარსაც” აგრძელებს ამ წარმატებულ სვლას”, – რონალდინიოს კომენტარი “მარკამ” გამოაქვეყნა.

ამღერებული რონალდინიო — ბრაზილიელი მუსიკალურ კლიპში (ვიდეო)

ბრაზილიის ნაკრებისა და “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი რონალდინიო ბრაზილიელი დიჯეი Dennis DJ-ის მუსიკალურ კლიპში გადაიღეს. მეტიც, 36 წლის ბრაზილიელმა კომპოზიციაში საკუთარი ნაწილიც შეასრულა. ვიდეომ რამდენიმე დღეში ნახევარ მილიონამდე ნახვა მოაგროვა.

რონალდინიო ფეხბურთში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის წინააღმდეგია

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო ფეხბურთში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის წინააღმდეგია.

“ფეხბურთი გამოიგონეს ისეთი, როგორიც არის. აქედან გამომდინარე, წესები შეცვლას არ საჭიროებს. თუ ფეხბურთში ტექნოლოგიებს დანერგავენ, ჩემი აზრით, ბევრი რამ შეიცვლება, მე კი ისეთი ფეხბურთი მომწონს, როგორიც აქამდე გვქონდა. შეცდომების მომხრე ვარ, რომელიც ზოგჯერ გვაზიანებს, ზოგჯერ კი გვახეირებს. მე ფეხბურთში არაფერს შევცვლიდი”, – ციტირებს რონალდინიოს სიტყვებს “მუნდო დეპორტივო”.

შეგახსენებთ, რომ რონალდინიო “ბარსელონას” ელჩი გახდა. კატალონიური კლუბი ესპანელი მსაჯების მუშაობით უკმაყოფილოა და ფეხბურთში თანამედროვე ტექნოლოგიების შემოღებას ემხრობა.

რონალდინიო “პარი სენ-ჟერმენს” ეწვია (ვიდეო)

ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო თავის ყოფილ კლუბ “პარი სენ-ჟერმენს” ესტუმრა.

“მახსოვს ის სიყვარული, რომელიც პარიზელებმა მაგრძნობინეს. სადაც არ უნდა წავიდე, იქნება ეს საფრანგეთი, კონკრეტულად პარიზი თუ მსოფლიოს სხვა წერტილი, ხალხი მოდის ჩემთან და იმ პერიოდზე მესაუბრება, როდესაც “პარი სენ-ჟერმენში ვთამაშობდი”, – თქვა რონალდინიომ.

ბრაზილიელი პარიზული კლუბის ფეხბურთელებს შეხვდა და “პარი სენ-ჟერმენსა” და “მონაკოს” შორის ხვალ გასამართ მატჩსაც დაესწრება.

აზერბაიჯანში რონალდინიოს აკადემია იხსნება

ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო ბაქოშია. მან აზერბაიჯანში საკუთარი აკადემიის გახსნა გადაწყვიტა. ბრაზილიელს ანალოგიური აკადემიები მშობლიურ გრემიოსა და დუბაიში აქვს გახსნილი. ცენტრში იფუნქციონირებს როგორც ფასიანი, ასევე უფასო წრეები.

“აზერბაიჯანზე ბევრი რამ გამიგია. ვიცი, რომ აქ ბევრი ბრაზილიელი ფეხბურთელი თამაშობს. აკადემიის გახსნის თაობაზე მოლაპარაკებები თვენახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდა. ჩვენი მიზანი ნიჭიერი ფეხბურთელების გაზრდა იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აზერბაიჯანში ბევრი წარმატებული მოთამაშის კარიერა დაიწყოს.

შეიძლება თუ არა, რომ აზერბაიოჯანში ვითამაშო? არ ვიცი. ამაზე არ მიფიქრია. ბაქოში გუშინ ჩამოვედი, ჯერ ქალაქიც არ დამითვალიერებია. ადგილობრივ რესტორანში ვიყავი, აზერბაიჯანული კერძები დავაგემოვნე. ძალიან მომეწონა. აზერბაიჯანელ ფეხბურთელებს ვურჩევ რომ მეტი იშრომონ. ივარჯიშონ არამხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში, არამედ თავისუფალ დროსაც. წარმატების მისაღწევად ბევრი მუშაობაა საჭირო. თუ სურთ მაღალ დონეზე თამაში, ვარჯიშებზე ყველაზე ადრე უნდა მოვიდნენ და ყველაზე გვიან წავიდნენ”, – აღნიშნა რონალდინიომ.

პროექტი საფეხბურთო კლუბ “გაბალას” მხარდაჭერით ხორციელდება.

რონალდინიომ “ბარსელონას” ელჩის პოსტზე პირველივე სამუშაო დღე გააცდინა (ფოტო)

“ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი რონალდინიო, როგორც მოგეხსენებათ, კლუბის ელჩი გახდა. აღნიშნულ თანამდებობაზე ბრაზილიელის ფუნქციებში ძირითადად კლუბის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე მონაწილეობა შედის, თუმცა რონალდინიო ამასაც ვერ უმკლავდება. ბრაზილიელი კარიერის განმავლობაში არასდროს გამოირჩეოდა დისციპლინით და მით უფრო, ელჩის პოსტზე არ იწუხებს თავს საკუთარი ფუნქციების შესრულებით.

მაგალითად, ქვემოთ მოცემულ სიაში წერია, რომ რონალდინიო ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-8 ტურში “ბარსელონასა” და “დეპორტივოს” შორის გამართულ მატჩს (4:0) უნდა დასწრებოდა, თუმცა ბრაზილიელი ამის ნაცვლად ქვიშის სანაპიროზე ნებივრობდა, რასაც სოციალურ ქსელში მის მიერ გამოქვეყნებული ფოტო ადასტურებს.

სია

რონალდინიო მექსიკის ჩემპიონატის რანგით მესამე დივიზიონის კლუბში ითამაშებს

ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო, რომელიც კარიერის დასრულებას მომავალ წლამდე არ აპირებს, მიმდინარე წლის ბოლომდე მინიმუმ ერთ მატჩს ჩაატარებს. რონალდინიომ განაცხადა, რომ მექსიკის ჩემპიონატის რანგით მესამე დივიზიონის კლუბ “სინკო ესტრელასთან” მოკლევადიანი კონტრაქტი გააფორმა.

აღნიშნული გუნდის შემადგენლობაში რონალდინიო 3 დეკემბერს ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ რონალდინიო უკანასკნელად “ფლუმინენსეს” ღირსებას იცავდა, რომელთანაც კონტრაქტი გასული წლის სექტემბერში გაწყვიტა.

რონალდინიო

რონალდინიომ “ბარსას” ახალი ოფისის გახსნის ცერემონიაზე საფირმო დარტყმა შეასრულა (ვიდეო)

ნიუ იორკში “ბარსელონას” ახალი ოფისი გახსნეს. ღონისძიებას გუნდის ყოფილი ლიდერი რონალდინიოც დაესწრო, რომელმაც საფირმო დარტყმაც შეასრულა.

“ბარსელონა” აშშ-ში ეკონომიკური კავშირების გაფართოებასა და სოციალურ და საქველმოქმედო პროექტებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.

დეკუ: “რონალდინიო გაცილებით ნიჭიერი იყო, ვიდრე – მესი და რონალდუ”

“ბარსელონასა” და პორტუგალიის ნაკრების ექს-ნახევარმცველი დეკუ თვლის, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელი რონალდინიო უფრო ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, ვიდრე ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ არიან.

“კრიშტიანუ ძალზედ ათლეტური ფეხბურთელია, მებრძოლი სული აქვს. მესი ბევრს შრომობს იმის წარმოსაჩენად, რასაც იგი “ბარსელონაში” გვიჩვენებს.

რონალდინიოს ბუნებისგან მომადლებული ნიჭი ჰქონდა. მისი მოძრაობები და გოლები თითქოს სხვა სამყაროდან იყო. რონალდინიო გაცილებით ნიჭიერი გახლდათ, ვიდრე ლეო და კრიშტიანუ არიან. როდესაც არ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა მოედანზე, იგი მომენტს თავადვე ქმნიდა”, – ციტირებს დეკუს სიტყვებს Goal.com-ი.

რონალდინიო კარიერას პერუს მეორე დივიზიონში გააგრძელებს

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი რონალდინიო “სიენსიანოში” ითამაშებს. ეს კლუბი პერუს მეორე დივიზიონში ასპარეზობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელი მალე MLS-ს ან ჩინეთს მიაშურებს, მანამდე კი რამდენიმე მატჩს სწორედ “სიენსიანოს” რიგებში ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ რონალდინიო უკანასკნელად “ფლუმინენსეს” ღირსებას იცავდა, რომელთანაც კონტრაქტი გასული წლის სექტემბერში გაწყვიტა.

 

რონალდინიო კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიომ განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას ჯერჯერობით არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის ნახევარმცველი გასული წლის სექტემბრიდან უკლუბოდ არის.

“კარნავალის შემდეგ მსოფლიოში ვიმოგზაურებ, რათა ფეხბურთის პოპულარიზაციას ხელი შევუწყო. კარიერის დასრულების დრო ჯერჯერობით არ დამდგარა. კიდევ მინდა, რომ ვითამაშო”, – აღნიშნა რონალდინიომ.