რონალდუ: “ოქროს ბურთის მოსაგებად ყველაფერი გავაკეთე!”

კრიშტიანუ რონალდუმ წინა სეზონი საოცრად ჩაატარა. მან მადრიდის “რეალთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის, ხოლო პორტუგალიის ნაკრებში ევროპის ჩემპიონატი მოიგო. გარდა ამისა “ბლანკოსის” მაისურით ჩატარებულ 48 მატჩში 51 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 12 შეხვედრაში 16-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება.

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ოქროს ბურთის მოსაგებად მაქსიმალურად დაიხარჯა.

“ამ სეზონში ყველაფერი გავაკეთე, რათა ოქროს ბურთის ჯილდო მოვიპოვე. ჩვენ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა. ასევე, პირველ სანაკრებო ტიტულსაც დავეუფლე. ოქროს ბურთის ცერემონიალზე ხმის მიცემა ჩემზე არაა დამოკიდებული და არც მინდა ამაზე ფიქრი.”

“თუ მკითხავენ, მინდა თუ არა ოქროს ბურთი, ვეტყვი, რომ მე ეს მსურს. ეს სეზონი უსიტყვოდ საუკეთესოა ჩემს კარერაში!” – აცხადებს 31 წლის სპორტსმენი.

ზიდანი: “დარჩება თუ არა რონალდუ “ცხრიანის” პოზიციაზე?”

გუშინ პრიმერა დივიზიონის მე-12 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში მადრიდის “რეალი” სტუმრად თანაქალაქელ “ატლეტიკოს” დაუპირისპირდა და მეტოქე, ანგარიშით, 3:0 გაანადგურა. ჰეთრიკი შეასრულა პორტუგალიელმა სუპერვასკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც მთელი მატჩი ცენტრფორვარდის პოზიციაზე ჩაატარა.

შეხვედრის შემდეგ ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც კითხეს დარჩებოდა თუ არა რონალდუ “ცხრიანის” პოზიციაზეა. ფრანგმა სპეციალისტმა ჟურნალისტებს ასეთი პასუხი გასცა: “კრიშტიანუ ამ ადგილზე ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს და ეს შედეგზეც აისახა. თუმცა, გეტყვით, რომ იგი მომავალი მატჩების უმრავლესობაში ისევ მარცხენა ფლანგზე გადაიწევს. პორტუგალიელი ნებისმიერი ადგილიდან ძალიან პროდუქტულია,” – განაცხადა ზიდანმა.

“რეალმა” “ატლეტიკოს” რონალდუს ჰეთრიკით მოუგო! (ვიდეო)

19 ოქტომბერს პრიმერა დივიზიონის მე-12 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ტურის ცენტრალური მატჩი “ვისენტე კალდერონზე” შედგა, სადაც ერთმანეთს მადრიდული გრანდები – “ატლეტიკო” და “რეალი” დაუპირისპირდნენ.

პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნა პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ მოახერხა. 23-ე წუთზე მან ჯარიმიდან შეძლო გატანა.

მეორე ნახევარში “ატლეტიკო” გააქტოურდა და რამდენიმე მომენტიც შექმნა, თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ განვითარდა. 70-ე წუთზე სიმეონეს შეგირდების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც რონალდუმ შეასრულა და სხვაობა ორამდე გაზარდა. ამით ყველაფერი არ დამთავრდა! ზუსტად 6 წუთში ბეილი მარცხენა ფლანგზე გაიჭრა, შევიდა მეტოქის საჯარიმოში და მარჯვენა კუთხესთან ჩასაფრებულ დუბლის ავტორს უპასა, რომელმაც ჰეთრიკი შეასრულა!

საბოლოოდ, მატჩი, ანგარიშით, 3:0 დასრულდა. “რეალმა” ამ გამრაჯვებით უფრო გაიმყარა პოზიცია. მას 30 ქულა აქვს და “ბარსელონას” 4 ქულით უსწრებს. რაც შეეხება “ატლეტიკოს”, ეს კლუბი 21 ქულით მე-5 პოზიციაზეა.

 

კარვახალი: “გარეთ ბეილმა კრიშტიანუ რონალდუ უნდა ჩაანაცვლოს”

მადრიდის “რეალის” ესპანელ მცველს, დანი კარვახალს სჯერა, რომ გარეთ ბეილი სრულფასოვნად შეძლებს კრიშტიანუ რონალდუს ჩანაცვლებას, როდესაც ის “ტახტს” დატოვებს.

მჯერა, რომ ბეილი კრიშტიანუ რონალდუს ჩანაცვლებას შეძლებს, ის მისი მემკვიდრეა.

ერთ მშვენიერ დღეს რონალდუ იმავე დონეზე ვეღარ შეძლებს თამაშ, როგორც ეს რაულისა და ლუიშ ფიგუს შემთხვევაში მოხდა. არ ვიცით, როდის მაგრამ ამის ეს დრო მაინც მოვა და სწორედ მაშინ ჩაანაცვლებს ბეილი მას.

კრიშტიანუ “რეალში” ალბათ 36 წლამდე დარჩება, თუმცა ეს ადვილი ნამდვილად არ არის, რადგანაც “რეალში” მოთხოვნილებები უმაღლეს დონეზეა. “

კარლო ანჩელოტიმ მესისა და რონალდუს მემკვიდრეები დაასახელა

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი თვლის, რომ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ერის დასრულების შემდეგ მსოფლიო ფეხბურთის სადავეებს ხელში ნეიმარი და პაულო დიბალა ჩაიგდებენ.

“მომდენო ათი წლის მანძილზე დიბალას თავისუფლად შეუძლია “იუვენტუსის” ისტორიის შექმნა. ის უნიკალურია, მისი შედარება სხვა ფეხბურთელთან უბრალოდ შეუძლებელია.

დიბალასა და ნეიმარს შეუძლიათ მესისა და რონალდუს მემკვიდრეები გახდნენ.” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა, რომელიც “ბაიერნამდე” “რეალს” ედგა სათავეში.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ნეიმარს 91 გოლი აქვს “ბარსას” მაისურით გატანილი, დიბალამ კი “იუვეს” მაისურით ჩატარებულ 57 მატჩში 27-ჯერ აიღო მეტოქის კარი.

გარეთ ბეილი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა

მადრიდის “რეალის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც უელსელმა გარეთ ბეილმა “ბლანკოსთან” არსებული კონტრაქტი გაახანგრძლივა.

Guardian-ის ცნობით, ახალი კონტრაქტის თანახმად მომდევნო ექვსი წლის მანძილზე გარეთ ბეილი 150 მილიონ ფუნტს მიიღებს ხელფასის სახით, რაც დაახლოებით 166 მილიონ ევროს უდრის, რასაც შესაძლოა, ბონუსებიც დაემატოს.

ბრიტანული წყარო გვატყობინებს, რომ ამიერიდან “რეალს” 666 000 ევროს გადახდა მოუწევს ბეილისათვის კვირაში. ბეილი კი ამ თანხიდან მხოლოდ 388 000 ევროს მიიღებს “ხელზე”, რაც რონალდუს ხელფასს (320 000 კვირაში) აღემატება.

აქვე გეტყვით, რომ აქამდე მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის სტატუსს “მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევი, უეინ რუნი ატარებდა, რომელიც კვირაში 333 000 ევროს იღებდა.

“რეალმა” “ალავესი” გაანადგურა (ვიდეო)

დღეს ლა ლიგის მეთერთმეტე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მათგანში მადრიდის “რეალი” სტუმრად “ალავესს” დაუპირისპირდა. მატჩი მთლიანად “თეთრების” უპირატესობით წარიმართა. მიუხედავად ამისა, ანგარიში მე-7 წუთზე მასპინძელთა მოთამაშემ, დეივერსონმა გახსნა. თუმცა, მე-17 წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ პენალტი გამოიყენა, უგოლო მატჩების სერიას ბოლო მოუღო და ანგარიში გაათანაბრა. მეტიც, 16 წუთში “რონიმ” დუბლი შეასრულა.

მეორე ნახევარში “ალავესის” კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა. 79-ე წუთზე მისი გამოეყენება და ჰეთრიკის შესრულება რონალდუმ ვერ შეძლო. მაგრამ ალვარო მორატამა მაინც გაუტანა მეტოქეს მესამე გოლი (84 წთ.). ყველაფერს წერტილი 88-ე წუთზე ისევ და ისევ კრიშტიანუმ დაუსვა – 1-4.

“რეალს” 24 ქულა აქვს და ერთპიროვნულად ლიდერობს ჩემპიონატს. “ალავესი” კი 10 ქულით მე-13 პოზიციაზეა.

 

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი 10 სპორტსმენი

გთავაზობთ 10 ყველაზე მდიდარი სპორტსმენის სიას.

10.მეჰედრა სინგ დონი; 11 მილიონი დოლარი ერთ წელში

 

9.რორი მაკილროი; 13 მილიონი დოლარი ერთ წელში

8.ლიონელ მესი; 15 მილიონი დოლარი ერთ წელში

7.კევინ დურანტი; 15 მილიონი დოლარი ერთ წელში

6.კრიშტიანუ რონალდუ; 19 მილიონი დოლარი ერთ წელში

5.ტაიგერ ვუდსი; 23 მილიონი დოლარი ერთ წელში

4.უსეინ ბოლტი; 25 მილიონი დოლარი ერთ წელში

3.ფილ მიკელსონი; 28 მილიონი დოლარი ერთ წელში

2.ლებრონ ჯეიმსი; 34 მილიონი დოლარი ერთ წელში

1.როჯერ ფედერერი; 36 მილიონი დოლარი ერთ წელში

რაულმა ოქროს ბურთისთვის ბრძოლის 3 ფავორიტი დაასახელა

მადრიდის “რეალის” ესპანელმა ლეგენდამ, რაულმა 2016 წლის ოქროს ბურთის გათამაშებაზე საუბრისას ის 3 ფეხბურთელი დაასახელა, რომელიც ყველაზე მეტად იმსახურებენ წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს.

“ვფიქრობ წელს ოქროს ბურთს კრიშტიან რონალდუ მოიგებს. ჩემპიონთა ლიგისა და ევრო 2016-ის მოგებამ ეს წელი კრიშტიანუსი გახადა.

სავარაუდოდ სამეულში კრიშტიან რონალდუსთან ერთად ლიონელ მესი და ანტუან გრიზმანიც შევლენ. მათი ტრიო ნამდვილად კარგი სანახავი იქნება.

მას დიდებული ხასიათი გააჩნია, მას წარმატება სწყურია. რონალდუ ყველაზე მეტად საკუთარ თავს აკრიტიკებს. მას ყოველთვის საუკეთესო უნდა, ის ძალიან მომთხოვნია. ასე რომ, რონალდუ ამ პრიზს ნამდვილად იმსახურებს.”

ოქროს ბურთისთვის ჰუგო ლორისი, ჯეიმი ვარდი, კოკე და კიდევ 27 სხვა ფეხბურთელი იბრძოლებს

France Football-მა იმ 30 ფეხბურთელის სია დაასახელა, რომელიც წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვის იბრძოლებს, რომლის მფლობელსაც ოქროს ბურთი გადაეცემა.

როგორც იცით, გასულ წელს აღნიშნული პრიზი ლიონელ მესის გადაეცა. არგენტინელი გოლეადორი ოქროს ბურთისთვის წელსაც იბრძოლებს, ნეიმართან, ლუის სუარესთან, გარეთ ბეილთან და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად.

პრემიერ ლიგას კი აღნიშნულ სიაში “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და “მანჩესტერ სიტის” შემტევები, სერხიო აგუერო და კევინ დე ბრუინი წარმოადგენენ.


2016 წლის ოქროს ბურთისთვის მებრძოლთა სია


  • სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”)
  • პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“ბორუსია დორტმუნდი”)
  • გარეთ ბეილი (“რეალი”)
  • ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”)
  • კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”)
  • კევინ დე ბრუინი (“მანჩესტერ სიტი”)
  • პაულო დიბალა (“იუვენტუსი”)
  • დიეგო გოდინი (“ატლეტიკო”)
  • ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”)
  • გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”)
  • ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“მანჩესტერ იუნაიტედი”)
  • ანდრეს ინიესტა (“ბარსელონა”)
  • კოკე (“ატლეტიკო”)
  • ტონი კროოსი (“რეალი”)
  • რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”)
  • ტომას მიულერი (“ბაიერნი”)
  • ლუკა მოდრიჩი (“რეალი”)
  • რიად მაჰრეზი (“ლესტერი”)
  • ლეო მესი (“ბარსელონა”)
  • ჰუგო ლორისი (“ტოტენჰემი”)
  • დიმიტრი პაიეტი (“ვესტ ჰემი”)
  • პოლ პოგბა (“მანჩესტერ იუნაიტედი”
  • მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”)
  • პეპე (“რეალი”)
  • ნეიმარი (“ბარსელონა”)
  • რუი პატრისიო (“სპორტინგი”)
  • სერხიო რამოსი (“რეალი”)
  • ლუის სუარესი (“ბარსელონა”)
  • ჯეიმი ვარდი (“ლესტერი”)
  • არტურო ვიდალი (“ბაიერნი”)

  • გეტყვით იმასაც, რომ წელს ოქროს ბურთის დაჯილდოების ორგანიზატორად მხოლოდ France Football გვევლინება, ამიტომაც არის, რომ ამ პრიზის მფლობელს მხოლოდ ჟურნალისტები აირჩევენ.

    მესიმ “დეპორტივოსთან” შეხვედრაში რეკორდი დაამყარა!

    დღეს პრიმერა დივიზიონის მერვე ტურის შეხვედრები გაიმართა.

    ერთ-ერთ მათგანში კატალონიის “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე “დეპორტივოსთან” დაუპირისპირდა და მეტოქე, ანგარიშით, 4-0 დაამარცხა.

    საგულისხმოა, რომ მეოთხე გოლის გატანა გუნდის ლიდერმა, ლიონელ მესიმ შეძლო. ამ გოლით ლეომ პირველ ადგილზე გადაინაცვლა იმ ფეხბურთელთა სიაში, რომლებსაც ლა ლიგაში, თავიანთ მოედანზე (სახლში) ყველაზე მეტი გოლი აქვთ გატანილი. მესიმ პრიმერა დივიზიონში “კამპ ნოუზე” 179-ეჯერ შეაგდო. მან ბილბაოს “ატლეტიკის” ლეგენდას, ტელმო ზარას გადაუსწრო.

    აქვე გეტყვით, რომ კრიშტიანუ რონალდუს 150 გოლი აქვ სანტიაგო ბერნაბეუზე გატანილი. იგი ამ მაჩვენებლით მეოთხეა. მას ალფრედო დი სტეფანო (151 გოლი) და ზემოთ ნახსენები ორი ფეხბურთელი უსწრებენ.

    რონალდუმ ანდორას სამ წუთში ორი გოლი გაუტანა (ვიდეო)

    დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები იმართება.

    ერთ-ერთ შეხვედრაში პორტუგალიის ერონული ნაკრები საკუთარ მოედანზე ანდორას გუნდს ხვდება. საგულისხმოა, რომ მე-4 წუთზე პორტუგალიელები რონალდუს დუბლით უკვე, ანგარიშით, 2-0 იგებდნენ. რონალდუმ დუბლი მეორე და მეოთხე წუთებზე გატანილი გოლებით გაიფორმა.