კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის “ბაიერნს” დუბლი შეუსრულა და ევროტურნირებზე ასი გატანილი გოლი დაუგროვდა. პორტუგალიელმა ამ მიღწევის შესახებ ისაუბრა.
“ეს ჩემთვის დიდი პატივია. მინდა, მადლობა ვუთხრა მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობას იმისთვის, რომ მომცეს შესაძლებლობა, მქონოდა ასეთი შესაშინავი კარიერა. ასევე, მადლობას ვუხდი ჩემს თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებს!”
“როცა ჩემპიონთა ლიგაზე გოლების გატანა დავიწყე, მაშინ ერთხელაც კი არ გამიფიქრებია, რომ ამ რეზულტატს დავაფიქსირებდი. ეს წარმოუდგენლად რთული მიმაჩნდა.”
კრიშტიანუ “ბაიერნთან” მატჩსაც შეეხო.
“შეხვედრა რთულად დავიწყეთ. თუმცა, ვიდალის მიერ გაცუდებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ, დარწმუნებული ვიყავი, რომ თამაშში გარდატეხას მოვახდენდით. მეორე ნახევარი კი მთლიანად ჩვენი იყო. ორჯერ გავიტანე, თუმცა ჩემს ადგილზე ნებისმიერი ფეხბურთელი შეიძლებოდა, ყოფილიყო.”
“ჩვენ მცირე უპირატესობა გავქვს. იმედია, საკუთარ კედლებში გულშემატკივრები მხარს დაგვიჭერენ,” – განაცხადა რონალდუმ.