მადრიდის “რეალმა” ბილბაოს “ატლეტიკი” სტუმრად დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვედრაში ბილბაოს “ატლეტიკმა” მადრიდის “რეალი” მიიღო. მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა. მას არ აკლდა ფიზიკური ორთაბრძოლები და ფეხბურთელებს შორის კამათი.

ანგარიშის გახსნა 25-ე წუთზე კარიმ ბენზემამ მოახერხა. მან კრიშტიანუ რონალდუს პასის შემდეგ აიღო ბასკების კარი.

მეორე ნახევარში, 65-ე წუთზე არიც ადურისმა გაათანაბრა. გამარჯვების გოლის გატანა კაზემირომ შეძლო. “რეალის” ბრაზილიელმა საყრდენმა ზუსტად 68-ე წუთზე მოახერხა ბილბაოელების დამწუხრება.

საბოლოოდ, ზინედინ ზიდანის შეგირდებმა ანგარიშით, 2-1 იმარჯვეს და “ლა ლიგას” ერთპიროვნულად ლიდერობენ (65 ქულა). რაც შეეხება “ატლეტიკს”, ამ გუნდს 44 ქულა აქვს და მეშვიდე პოზიციას იკავებს.

იხილეთ შეხვედრის მიმოხილვა

რიკელმე: “არგენტინის ნაკრები მესის გარეშეც მშვენივრად ითამაშებდა”

ყოფილი არგენტინელი ფეხბურთელი, ხუან რომან რიკელმე აცხადებს, რომ მისი ქვეყნის ეროვნული ნაკრები ლიონელ მესის გარეშე ჩვეულებრივად ითამაშებდა.

“არგენტინის ნაკრები მესის გარეშეც მშვენივრად ითამაშებდა. ჩემი ქვეყნის ეროვნულ გუნდში კარგი ფეხბურთელები გამოდიან. შესაბამისად, ის ლეოს გარეშეც ნორმალური კოლექტივი შეიკვრებოდა.”

“ეს დაახლოებით იგივეა, “რეალს” რონადლუ რომ არ ჰყავდეს და ისე უწევდეს დიდი მიზნებისთვის ბრძოლა. “ბლანკოსს” სხვა ბევრი კარგი სპორტსმენიც ჰყავს,” – განაცხადა რიკელმემ.

რამდენი პასი გაუკეთეს ბეილმა და რონალდუმ ერთმანეთს?

მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპი საკმაოდ კარგად განვლო. ორი მატჩის ჯამში მადრიდელებმა “ნაპოლი” ანგარიშით 6-2 დაამარცხეს.

თუმცა, ესპანური გამოცემა Marca-ს მიერ დაფიქსირებული ერთი ფაქტი საკმაოდ საგულისხმოდ გვევლინება – რონალდუსა და ბეილს ამ მატჩში ერთმანეთისთვის არც ერთი პასი არ გაუკეთებიათ.

“ბლანკოსის” შემტევი ტრიოს, BBC-ის წევრებმა ერთმანეთს ბოლო მატჩში მხოლოდ 7 პასი გაუკეთეს.

უეფას ოფიციალური საიტის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ბეილმა გუშინდელ მატჩში სამი პასი მიიღო ბენზემასგან, რონალდუმ – 1. ბენზემას კი უელსელმა ორჯერ გადააწოდა ბურთი, პორტუგალიელმა – ერთხელ.

საერთო ჯამში, ფრანგმა ბენზემამ ნეაპოლში გამართულ მატჩში 10 პასი გააკეთა, რონალდუმ – 17, ხოლო ბეილმა – 19.

კარიკატურა: რონალდუმ ყვითელი წყალქვეშა ნავი დაამარცხა (ფოტო)

გუშინ “ლა ლიგის” 24-ე ტურის შეხვედრაში “ვილიარეალმა” მადრიდის “რეალი” მიიღო და ანგარიშით, 2-3 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ “ყვითელი წყალქვეშა ნავი” ჯერ კიდევ 63-ე წუთზე იგებდა (2-0), თუმცა სულ რაღაც 19 წუთში “ბლანკოსმა” ბეილის, რონალდუსა და მორატას გოლების წყალობით სამი ქულის მოპოვება მოხაერხა.

ამასთან დაკავშირებით ომარ მომანიმ სახალისო კარიკატურა შემოგვთავაზა

 

რონალდუ ლოპესს ვარცხნილობაზე ეხუმრა, რაც კამერამ დააფიქსირა და კრიშტიანუც დაიბნა (ვიდეო)

“ლა ლიგის” 23-ე ტურში “რეალმა” “ესპანიოლი” მიიღო და ანგარიშით, 2:0 დაამარცხა.

მატჩის დაწყებამდე, ყოლფილი თანაგუდნელები, კრიშტიანუ რონალდუ და დიეგო ლოპესი ერთმანეთს შეხვდნენ. პორტუგალიელი ესპანელ კიპერს ვარცხნილობაზე გაეხუმრა: “3600 თმის ღერი ამოგივიდა?” ამის შემდეგ, მორატამ კრიშტიანუს უთხრა, რომ ხუმრობის მომენტი კამერამ დააფიქსირა. ამ ნათქვამმა რონალდუ დააბნია.

იხილეთ ვიდეო

 

ბეილი: “რამდენიმე კვირა მჭირდება, რომ 100%-ით მზად ვიყო”

დღეს მადრიდის “რეალმა” პრიმერა დივიზიონის 23-ე ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე “ესპანიოლი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 2-0 დაამარცხა. მატჩის 71-ე წუთზე ალვარო მორატას ნაცვლად მოედნაზე გარეთ ბეილი შევიდა. უელსელს, ტრავმის გამო, ნოემბრის შემდეგ არ ჰქონდა ნათამაშები. 83-ე წუთზე მან მეორე გოლის გატანა შეძლო.

დაპირისპირების შემდეგ, გარეთმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“სამთვიანი რეაბილიტაციის კურსის შემდეგ, მოედანს დავუბრუნდი და გოლიც გავიტანე. ამ მომენტში თავს შესანიშნავად ვგრძნობ.”

“იმისათვის, რომ 100%-ით მზად ვიყო, რამდენიმე კვირა მჭირდება.”

“ამ დროის მანძილზე ლაზარეთში ყოფნა რთული იყო. თუმცა, მთავარია, რომ გუნდი იგებდა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ორივე ტიტულის მოგება გვინდა და ამაში დიდი წვლილის შეტანა მსურს.”

27 წლის ფეხბურთელს ფანების მხარდაჭერაზე ჰკითხეს.

“ამ დაპირისპირებაში გულშემატკივრები დაუჯერებლად აქტიურნი იყვნენ. როცა მოედანზე შევედი, ისინი აპლოდისმენტებით შემხვდნენ. მათი მხარდაჭერა ვიგრძენი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია,” – განაცხადა უელსელმა.

 

კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი რეკორდი დაამყარა

მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე “ნაპოლი” მიიღო და ანგარიშით, 3-1 სძლია. ინსინიეს გოლს ბენზემამ, კროოსმა და კაზემირომ უპასუხეს.

საგულისხმოა, რომ კროოსმა 49-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუს პასით გაიტანა. პორტუგალიელი ფეხბურთელისთვის ჩემპიონთა ლიგაზე ეს რიგით 31-ე საგოლე გადაცემა იყო. შესაბამისად, ამ მაჩვენებლით მან გადაუსწრო რაიან გიგზს (30) და ამჟამად სიაში პირველ ადგილზე იმყოფება.

ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო მეპასეთა ხუთეული

1.კრიშტიანუ რონალდუ – 31

2.რაიან გიგზი – 30

3.ლიონელ მესი – 24

4.მესუთ ოზილი – 22

5.ზლატან იბრაჰიმოვიჩი – 22

კრიშტიანუ რონალდუ “ნაპოლისთან” შეხვედრისთვის სრული დატვირთვით ჯერ ვერ ვარჯიშობს

მადრიდის “რეალი”, “ოსასუნას” დამარცხების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათს გასამართი მატჩისთვის (ნეაპოლის “ნაპოლის” წინააღმდეგ) სამზადისს შეუდგა.

საგულისხმოა, რომ ზიდანის განკარგულებაში დღეს არ იმყოფებოდა გუნდის ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ. პრიმერა დივიზიონის გასულ მატჩში მან მარჯვენა ფეხზე დაზიანება მიიღო. როგორც გაირკვა, ეს მიკროტრავმა არც ისე სახუმაროა. აქედან გამომდინარე, თავის დაზღვევის მიზნით, რონალდუმ, თანამემამულე ფაბიო კოენტრაოსთან ერთად, სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშა.

როგორც ირკვევა, შესაძლოა, კრიშტიანუმ ხვალაც იმავე რეჟიმში ივარჯიშოს. თუმცა, ეს სულაც არ გამორიცხავს მის “ნაპოლისთან” თამაშსს. ყველაფერს ოთხშაბათს აეხდება ფარდა.

აქვე გეტყვით, რომ პორტუგალიელმა მიმდინარე სეზონში “რეალის” მასიურით 26 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა. თუმცა, მან ჩემპიონთა ლიგაზე, მხოლოდ და მხოლოდ, ორჯერ გამოიჩინა თავი. იგი გასულ სეზონში 16 გატანილი გოლით (12 შეხვედრაში) ტურნირის ბომბარდირი გახდა.

დანილოს ტრავმა არ აქვს და “ნაპოლისთან” ითამაშებს

11 თებერვალს პამპლონაში “ოსასუნამ” მადრიდის  “რეალს” უმასპინძლა. “ლა ლიგა სანტანდერის” 22-ე ტურში “ბლანკოსმა” მეტოქე ანგარიშით, 3-1 დაამარცხა და მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

დედაქალაქელებისთვის ცუდი ფაქტი 57-ე წუთზე მოხდა.

მარჯვენა მცველი, დანილო დავიდ გარსიასთან ორთაბრძოლაში დაშავდა. ამ უკანასკნელმა ბრაზილიელს კოჭში გაშლილი ფეხი ჩაარტყა. დანილო უხერხულად დაეცა გაზონზე და მარცხენა მუხლი დაიზიანა.

 

25 წლის სპორტსმენი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას გამოკვლევა ჩაუტარდა და დადგინდა, რომ საშიში არაფერია. ეს მიკროტრავმა იყო. უკვე 100 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში (ნეაპოლის “ნაპოლის” წინააღმდეგ) ითამაშებს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მისი კონკურენტი, დანიელ კარვახალი უკვე სრულ მზადყოფნაშია. დიდი ალბათობით, სწორედ ესპანელი დაიწყებს სასტარტო შემადგენლობაში თამაშს.

“ბარსელონამ” “ატლეტიკი” გაანადგურა (ვიდეო)

დღეს პრიმერა დივიზიონის 21-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “კამპ ნოუზე” “ბარსელონამ” “ატლეტიკი” მიიღო და სამი უპასუხო გოლი გაუტანა. მე-18 წუთზე პაკო ალკასერმა გახსნა ანგარიში. პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.

მეორე ნახევარში, 67-ე წუთზე ალეიშ ვიდალმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. კატალონიელები ამ გამარჯვებით მეორე ადგილზე არიან, 45 ქულა აქვთ და, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი ქულით ჩამორჩებიან მადრიდის “რეალს”, რომელსაც 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

რაც შეეხება ბილბაოს კლუბს, ბასკები 32 ქულით მერვე პოზიციაზე იმყოფებიან.

 

 

ზიდანი: “მინდა, რომ პეპე გუნდში დარჩეს”

კლეპერ პეპემ მიმდინარე სეზონში რამდენიე ტრავმა მიიღო და დიდი ხანიც გაუცდა. იგი ძირითად შემადგენლობაში თითქმის ვეღარ ხვდება. პორტუგალიელის ადგილი რაფაელ ვარანს აქვს დაკავებული. ბევრი ხმა გავრცელდა იმის შესახებ, რომ პეპე მომამავლ ზაფხულში გუნდიდან წავა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა გამოცდილ მცველზე ისაუბრა.

“ის შესანიშნავი ფეხბურთელია. ამ სეზონში პეპე ბევრჯერ დაზიანდა. საბედნიეროდ, ახლა იგი ლაზარეთიდან დაგვიბრუნდა. კლეპერი ნაბიჯ ნაბიჯ ეცდება, რომ კარგ ფორმაში შევიდეს და ისე დაგვეხმაროს, როგორც ამას ადრე აკეთებდა.”

“გულწრფელად გეტყვით, ივნისამდე არ გვეცოდნიება, როგორ გადაწყდება პორტუგალიელის გუნდიდან წასვლა-არწასვლის საკითხი.”

“რა თქმა უნდა, მინდა, რომ ის გუნდშ დარჩეს. პეპემ ბევრჯერ დაგვიმტკიცა, რა დონის ფეხბურთელია,” – აცხადებს “ზიზუ”.

პელე: “ნეიმარი რონალდუზე ტექნიკურია”

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ერთმანეთს “ბარსელონასა” და “რეალის” შემტევები, ნეიმარი და კრიშტიანუ რონალდუ შეადარა და განაცხადა, რომ მისი თანამემამულე უფრო ტექნიკურ მოთამაშედ მიაჩნია.

“ერთადერთი პრობლემა, რაც ნეიმარს აქვს, ეს თავით თამაშია. ის ამ ასპექტში მოიკოჭელბს. რონალდუ მასზე უკეთესი ნამდვილად არაა.”

“ტექნიკურად, ბურთთან მოპყრობის კუთხით, ბრაზილიელი უფრო კარგია. თუმცა, კრიშტიანუ თავით თამაშში შეუდარებელია. ვერ ნახავ, როგორ იტანს ნეიმარი თავით გოლს. რონალდუს მოგებული საჰაერო ორთაბრძოლები კი საოცარია,” – აცხადებს პელე.