“ლესტერმა” როი ჰოჯსონთან მოლაპარაკება გამართა

“ლესტერ სიტი” გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კლაუდიო რანიერის გათავისუფლების შემდეგ ახალი თავკაცის ძიებაშია. კლუბი აღნიშნულ პოზიციაზე ამჯერად როი ჰოჯსონის კანდიდატურას განიხილავს.

“დეილი მეილი” იუწყება, რომ “ლესტერის” მესვეურებმა 69 წლის ინგლისელ სპეციალისტთან საიდუმლო მოლაპარაკება გამართეს. “მელიების” მფლობელი ვიჩაი შრივადანაპრაბჰა ფიქრობს, რომ ჰოჯსონი გუნდს დიდი ხის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ამავე აზრზე არ არის კლუბის სპორტული დირექტორი ჯონ რადკინი, რომელიც იმედოვნებს, რომ გუნდის დროებითი თავკაცი კრეიგ შექსპირი მალე მთავარი მწვრთნელის ამპლუაში მოგვევლინება.

შეგახსენებთ, რომ “ლესტერ სიტი” მანამდე გუს ჰიდინკის, რობერტო მანჩინისა და ნაიჯელ პირსონის კანდიდატურებს განიხილავდა.

ჰოჯსონს ჩინეთში ეპატიჟებიან

ინგლისის ნაკრების აწ უკვე ყოფილმა თავკაცმა როი ჰოჯსონმა შესაძლოა, ჩინეთის სუპერლიგის ერთ-ერთი კლუბი ჩაიბაროს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელმა სპეციალისტმა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ისლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის (1:2) შემდეგ მიიღო.

“გარდიანის” ცნობით, ჰოჯსონს უკვე დაუკავშირდა ერიკ გაო და სამწვრთნელო საქმიანობის გაგრძელება შესთავაზა. გაო იმ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია, რომელიც ჩინეთის სუპერლიგის 12 კლუბის ინტერესებს წარმოადგენს.

როი ჰოჯსონმა ინგლისის ნაკრების თავკაცის პოსტი დატოვა

როი ჰოჯსონმა ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

ინგლისელმა სპეციალისტმა ეს გადაწყვეტილება 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ისლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის (1:2) შემდეგ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ჰოჯსონი “სამ ლომს” 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ შეცვლის როი ჰოჯსონს ინგლისის ეროვნული გუნდის თავკაცის პოსტზე.

“გადაღლილი” სტერლინგი ღამის კლუბში 3 საათამდე ერთობოდა

ბრიტანული პრესის ცნობით, ინგლისის ეროვნული გუნდისა და “ლივერპულის” ნახევარმცველი რაჰიმ სტერლნგი ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის (1:0) შემდეგ ღამის კლუბში შენიშნეს.

თვითმხილველთა თქმით, სტერლინგს თან ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელები — დანი უელბეკი და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი ახლდნენ. მათი განცხადებით, სტერლინგი ლონდონის ერთ-ერთ ღამის კლუბში 3 საათამდე ერთობოდა.

ესტონეთისა და ინგლისის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში “სამი ლომის” მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა სტერლინგი სასტარტო განაცხადში ფეხბურთელის დაღლილობის მომიზეზებით არ დააყენა.

Sterling

ჰოჯსონი ჩააბნელეს

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შვეიცარიისა და ინგლისის ნაკრებს შორის გასამართი მატჩის პრესკონფერენციაზე, როი ჰოჯსონის გამოსვლისას მოულოდნელად ელექტროენერგია გაითიშა. ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე წამის შემდეგ აღდგა.

ლამპარდი მუნდიალზე ინგლისის ნაკრების ვიცე-კაპიტანი იქნება

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი ინგლისის ნაკრების ვიცე-კაპიტნად დაინიშნა. საჭიროების შემთხვევაში, გამოცდილი ფეხბურთელი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე სტივენ ჯერარდს ჩაანაცვლებს, რომელიც „სამი ლომის“ პირველი კაპიტანია.

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა ლამპარდისა და ჯერარდის შესახებ ისაუბრა.

„ფრენკი ნაკრების ვიცე-კაპიტანია. ჯერარდის არყოფნის შემთხვევაში, გუნდს კაპიტნის სამკლავურით ისედაც ლამპარდი მიუძღვებოდა და თავის საქმეს შესანიშნავადაც ასრულებდა. ვთვლი, რომ გამოცდილებისა და ოსტატობის გათვალისწინებით მას შეუძლია, ნაკრების გამორჩეული მოთამაშე იყოს.

ვიცი, რომ ჯერარდი სეზონის შედეგებით იმედგაცრუებულია, თუმცა ახლა მას მუნდიალი ელის. ის ფსიქოლოგიურად ძლიერია. ჯერარდი პრემიერლიგაში განცდილ წარუმატებლობას დაივიწყებს და მსოფლიოს ჩემპიონტს აწეული თავით შეხვდება“, – როი ჰოჯსონის სიტყვებს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.

35 წლის ლამპარდის ანგარიშზე ინგლისის ნაკრების რიგებში ჩატარებული 103 მატჩია. ფეხბურთელს ეროვნულ გუნდში დებიუტი 1999 წელს ჰქონდა.

ბექა დოგრაშვილი

ინგლისის ნაკრებში სპორტული ფსიქოლოგი იმუშავებს

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ მის გუნდში ცნობილი სპორტული ფსიქოლოგი სტივ პიტერსი იმუშავებს.

„ეს უბრალო ფსიქოლოგი არ გეგონოთ. ეს დოქტორ სტივ პიტერსი გახლავთ, ამ სფეროში ძალიან ცნობილი პიროვნებაა. მან სპორტის სხვადასხვა სახეობებში უზარმაზარი გამოცდილება დააგროვა, მშვენიერი დოსიე აქვს. გარდა ამისა, ის „ლივერპულშიც“ მუშაობდა.

გუნდში ამ პოსტის შემოღებაზე გარკვეული დროის განმავლობაში ვფიქრობდით და შესაბამის პირსაც ვეძებდით. ბრენდან როჯერსმა პიტერსთან დამაკავშირა. მან ჩვენი შეთავაზება მიიღო, რითაც ძალიან ბედნიერები ვართ“, – ჰოჯსონის სიტყვები Football Italia-მ გამოაქვეყნა.

„ლივერპულის“ კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ სტივ პიტერსთან კონსულტაციებს 2010 წლიდან გადის.

ბექა დოგრაშვილი

როი ჰოჯსონს კონტრაქტს უხანგრძლივებენ

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ალექს ჰორნმა დაადასტურა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელ როი ჰოჯსონს კონტრაქტი გაუხანგრძლივდება. ინგლისელი სპეციალისტი „სამ ლომს“ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატისთვისაც მოამზადებს.

„ჰოჯსონის მუშაობით კმაყოფილები ვართ. 2016 წელს გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ეროვნულ ნაკრებს ისევ როი მოამზადებს. ვფიქრობ, ის შესანიშნავად უმკლავდება მის წინაშე არსებულ ამოცანებს და აკეთებს ყველაფერს, რასაც ჩვენ მისგან მოველით“, – ციტირებს ჰორნის სიტყვებს „თაიმსი“.

ბექა დოგრაშვილი

როგორ აპირებდა როი ჰოჯსონი „სულელური იდეით“ გამდიდრებას?

როი ჰოჯსონის ინგლისის ნაკრები 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს, თუმცა 66 წლის სპეციალისტის ბედი შეიძლება სხვაგვარად წარმართულიყო. თურმე, ჰოჯსონი თავის დროზე მეგობარ ბობ ჰაფტონთან ერთად ბიზნესის წამოწყებასა და ტურაგენტად მუშაობაზე ფიქრობდა.

„ბობი და მე სამხრეთ აფრიკაში ერთად ვთამაშობდით. შემდეგ მას „მალმიო“ ჩააბარეს და დამტოვა, თუმცა მალევე „ჰალმსტადში“ მუშაობა შემომთავაზეს და 1976 წელს მეც შვედეთში გადავინაცვლე.

იმ დროს ბობს უკვე ორჯერ ჰქონდა მოგებული ლიგა, შემდეგ მე მოვიგე, შემდეგ ისევ მან, შემდეგ კვლავ მე. მოკლედ, საქმეები საკმაოდ კარგად მიგვდიოდა.

ახალგაზრდები ვიყავით, 40 წლის ასაკში ფულის შოვნა და ერთად ბიზნესის გაკეთება გადავწყვიტეთ.

ახალგაზრდობაში ხანდახან სულელური იდეები გიპყრობს ხოლმე. ეს სწორედ ასეთი აზრი იყო.

ხანდახან ვფიქრობ ხოლმე ამაზე და წარმოვიდგენ, ვინ ვიქნებოდი ახლა, ეს იდეა რომ განხორციელებულიყო. ფაქტობრივად, 40 წლის ასაკში გავიდოდით პენსიაზე“, – ციტირებს ჰოჯსონის სიტყვებს ბრიტანული გამოცემა „მირორი“.

ბექა დოგრაშვილი