უეინ რუნის საქმე მანჩესტერ იუნაიტედში არც ისე კარგად მიდის. მან პრემიერ ლიგის გასული ოთხი თამაშიდან სამი სათადარიგოდან დაიწყო, ბოლო ერთი კი ტრავმის გამო გამოტოვა.
The Sun ავრცელებს საინტერესო ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ჟოზე მოურინიომ რუნის ლაზარეთში ყოფნის დროს, ფეხბურთელს ურჩია, რომ ჯობს, ინგლისური კლუბი დატოვოს; ამის მიზეზი ისაა, რომ ბრიტანელი სეუ ჟოზეს გეგმებში არ შედის.
საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს რუნი: დარჩება და მცირე დროს დასჯერდება, თუ სხვა კლუბში მეტი სათამაშო პრაქტიკის მისაღებად გადავა.