„ოკლაჰომამ“ უესტბრუკიც დაკარგა

„ლოს-ანჯელეს კლიპერსთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მეორე მატჩი „ოკლაჰომა-სიტი თანდერისთვის“ ასევე უიღბლო გამოდგა.

ანგარიშით 93:90 მარცხის გარდა, გუნდმა ასევე თავისი კიდევ ერთი ლიდერი რასელ უესტბრუკი დაკარგა. რასელმა შეხვედრა ხელის მოტეხილობის გამო ვერ დაასრულა. მოედანზე გატარებულ დაახლოებით ცხრა წუთში მისმა მონაგარმა მხოლოდ ორი ქულა და ოთხი ასისტი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასაწყისში „თანდერს“ ვერც კევინ დურანტი ეხმარება.

უესტბრუკის მეოდანზე დაბრუნების დაახლოებითი თარიღი მოგვიანებით გაირკვევა.

უესტბრუკმა ვარჯიში დაიწყო

„ოკლაჰომა სიტი თანდერის“ გამთამაშებელმა რასელ უესტბრუკმა ოპერაციის შემდეგ თანაგუნდელებთან ერთად პირველად ივარჯიშა.

შეგახსენებთ, რომ „თანდერის“ ერთ-ერთ ლიდერს მუხლის ოპერაცია მიმდინარე თვის დასაწყისში ჩაუტარდა. აქედან გამომდინარე, ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი პროცესის დროს გუნდმა სრულყოფილი შემადგენლობით პირველად ივარჯიშა.

ცნობისთვის, წლის კალათბურთელი თამაშს 4-6 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს. შესაბამისად, იგი რეგულარული ჩემპიონატის სტარტსაც გამოტოვებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

უესტბრუკი სეზონის სტარტს გამოტოვებს

გუშინ, „ოკლაჰომა სიტი თანდერის“ ლიდერს რასელ უესტბრუკს მარჯვენა ფეხის მუხლის ოპერაცია ჩაუტარდა.

ცნობილია, რომ ქირურგიული ჩარევის შემდეგ, რასელი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოახლოებული სეზონის პირველ 4-6 კვირას გამოტოვებს.

აღსანიშნავია, რომ თავის კარიერაში 24 წლის მოთამაშეს რეგულარული ჩემპიონატის არც ერთი შეხვედრა არ გამოუტოვებია.

გასულ სეზონში რასელმა 82 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ერთ შეხვედრაში მისმა საშუალო მონაგარმა 23,2 ქულა და 7,4 გადაცემა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი