გიორგი ხიდეშელი – ძალიან დიდი იმედებით ვუყურებ მომავალს

დინამო თბილისში 1988 წლის 23 იანვარს დაბადებული ცენტრალური მცველი, გიორგი ხიდეშელი ითამაშებს. 25 წლის ცენტრალურმა მცველმა ფეხბურთის თამაში თბილისში, შრომითი რეზერვების გუნდში დაიწყო, უმაღლეს ლიგაში სადებიუტო შეხვედრა კი თბილისის თბილისში ასპარეზობისას ითამაშა. ამის შემდეგ, გიორგი ხიდეშელმა ზესტაფონის საფეხბურთო კლუბში 8 წელი გაატარა და ჩემპიონატში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. გიორგის ტრავმის გამო ორი წელი გაუცდა, ფორმის აღდგენის შემდეგ კი ექვსი თვე ქუთაისის ტორპედოში გაატარა. გიორგის საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში და ეროვნულ გუნდშიც უთამაშია.

 

გიორგი ხიდეშელი – პირველ რიგში მადლობა მინდა ვუთხრა დინამოს ხელმძღვანელობას, რომ არჩევანი ჩემზე შეაჩერეს. მეც ორმაგად მოტივირებული ვარ, რომ იმედები გავამართლო და ღირსეულად გამოვიდე დინამოს მაისურით. რაც შეეხება გეგმებს, საქართველოს ჩემპიონობა ეს მინიმუმია რაც შეიძლება დინამომ დაისახოს და მერე რა თქმა უნდა ღირსეული გამოსვლა ევროასპარეზზე. ძალიან მოტივირებული ვარ ამ ყველაფრისთვის და ჩემს კარიერაში დინამო ახალი გამოწვევაა.  მინდა რომ დინამოს გულშემატკივრის წინაშე ღირსეულად წარვსდგე. ახალ გუნდში როდესაც მიდიხარ მაინც არის რაღაც სირთულე და უხერხულობა, იმდენად არ გამჭირვებია, პირველი დღეები. ბევრ მათგანს ძველი კლუბიდან ვიცნობ, ზესტაფონში ერთად გამოვდიოდით. დავიწყეთ მოსამზადებელი ეტაპი, ძალიან დიდი იმედებით ვუყურებ მომავალს. დიდი ხანია ტრავმის შემდეგ მოსამზადებელი ეტაპი არ გამივლია და ვფიქრობ, ეს ყველაფერი ჩემი კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ მოსამზადებელი ეტაპის გავლა და დინამოში თამაში.

fcdinamo.ge

დინამო TV – რუსთავში ჩატარებული მატჩის ვიდეომიმოხილვა

დღეს, უმაღლესი ლიგის მეთერთმეტე ტურის მატჩი დინამომ სტუმრად, რუსთავის მეტალურგის წინააღმდეგ გამართა. დაპირისპირება ფრედ – 0:0 დასრულდა. დინამო TV რუსთავში ჩატარებული მატჩის ვიდეომიმოხილვას გთავაზობთ.

დინამოს აკადემიის გუნდი ბულგარეთის ტურნირზე

დინამოს აკადემიის 2001 წელს დაბადებულთა გუნდი ლუკ ოილის ბავშვთა ჩემპიონთა თასის დასკვნით ეტაპზე ითამაშებს. ტურნირში მონაწილეობის მისაღებად თბილისდან 15 ფეხბურთელი გაემგზავრა:

ლუკა ხარშილაძე
აკაკი თვალოძე
ზურაბ ჭავჭავაძე
ანრი მექვაბიშვილი
თორნიკე ჯანგიძე
სანდრო ქაჯაია
შაკო მაღალდაძე
გიორგი მოისწრაფიშვილი
ზურაბ დავითაშვილი
ხვიჩა კვარაცხელია
ლუკა ბოგვერაძე
გიორგი ლომთაძე
გიორგი გოგუა
გიორგი ყველაძე
მიშო ახლოური

მთავარი მწვრთნელი: სულიკო დავითაშვილი
დამხმარე მწვრთნელი: ვლადიმერ კაკაშვილი
მეკარეების მწვრთნელი: ზურაბ ქვაჩახია
გუნდის ექიმი: გივი ღვალაძე
გუნდის უფროსი: თემურ უგრეხელიძე

თბილისის ”დინამოს” ოფიციალური საიტი

გიორგი სიჭინავა – 69

თბილისის ”დინამოს” ოქროს თაობის წარმომადგენელი – გიორგი სიჭინავა დღეს 69 წლის გახდა. სიჭინავა დაიბადა ქალაქ გაგრაში. თბილისური გუნდის შემადგენლობაში ასპარეზობდა 1960– დან 1969 წლის ჩათვლით. 215 ჩატარებულ შეხვედრაში გაიტანა 11 გოლი. არის სსრკ-ს 1964 წლის ჩემპიონი და 1962 წლის პრიზიორი. 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში დაასახელეს ოთხჯერ. არის 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე.
დინამოელები ვულოცავთ ბატონ გიორგის იუბილეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას

თბილისის ”დინამოს” ოფიციალური საიტი